დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 348 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.020663 |
|
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:
1. მე-5 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტისა და ამ წესის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტისა. გადამოწმების შედეგად, მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა, ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა რაოდენობიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული საარსებო შემწეობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებამდე და სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები