,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 26/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
118
23/06/2009
სსმ, 78, 26/06/2009
0000.00.00.000000
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №118

2009 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.“.

 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 2. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2009 წლის 15 აგვისტომდე, ხოლო, 2009 წლის 15 აგვისტოდან – სააგენტო, რომლებიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ საოჯახო დახმარების შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.“.

3. 82 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების მიზნებისათვის მარტოხელა პენსიონერად ითვლება სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი (ასაკით ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენით), რომელსაც არ ჰყავს შრომისუნარიანი მარჩენალი (მეუღლე, შვილი ან მშობელი) და არ წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ“ – დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიით საოჯახო დახმარების მიმღებს.“.

4. 82 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არამომუშავე პენსიონერთა ორ- და მეტსულიან ოჯახში იგულისხმება ოჯახი, რომელიც შედგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი პირისაგან, მიუხედავად ამ ოჯახში 18 წლამდე ასაკის პირის არსებობისა, რომელიც სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ იღებს სახელმწიფო პენსიას.

4. დაუშვებელია საოჯახო დახმარების გაცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი კატეგორიით.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;“.

6. 101 მუხლის მე-2 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული დახმარების დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და დახმარების ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;“.

7. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

16. ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის/საოჯახო დახმარების დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან/საოჯახო დახმარებიდან.“.

8. 111 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებს, მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებსაც დაენიშნათ რეინტეგრაციის შემწეობა ამ ბავშვის მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისა და სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან არიდებისათვის, გაუგრძელდეთ რეინტეგრაციის შემწეობის მიღება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ, არა უმეტეს 2010 წლის 1 იანვრამდე.“.

9. 121 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სააგენტომ აგრეთვე უზრუნველყოს სოციალური დახმარების დაქვითვა იმ ოჯახებისათვის, რომელთაც საარსებო შემწეობასთან ერთად მიღებული აქვთ საოჯახო დახმარება.“.

10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 მუხლი:

     „მუხლი 122. ზედმეტად მიღებული საოჯახო დახმარების ლეგალიზაცია

1. 2009 წლის 1 ივლისამდე პირის (ოჯახის) მიერ არასწორად მიღებული საოჯახო დახმარების თანხები ჩაითვალოს კანონიერად. ამავდროულად, სააგენტოს მიერ პირისათვის (ოჯახისათვის) 2009 წლის 1 ივლისამდე დაკავებული თანხები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირს (ოჯახს) საოჯახო დახმარებასთან ერთად მიღებული აქვს საარსებო შემწეობა.“.

    მუხლი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების საოჯახო დახმარების საქმეების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური