„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021017
3
18/01/2019
ვებგვერდი, 22/01/2019
280120000.10.003.021017
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №3

2019 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის („სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“):

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯა­ხებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყ­ვეტას, გაანგა­რიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწე­ო­ბის მიღებას­თან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.“.

2.  მე-5 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის  დეკლარაციის“ ან  ოჯახის  რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა, ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ  წესით  დადგენილ  ზღვრულ  ოდენობაზე,  ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა რაოდენობიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ  წესით  დადგენილ  ზღვრულ  ოდენობას ან ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში „ოჯახის დეკლარაციის“ ან რეგისტრაციის  შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე, ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების მიზეზით გადაანგარიშებული/გაცემული საარსებო შემწეობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ფარგლებში განსაზღვროს ფულადი დახმარების ფორმები და მინისტრის სამართლებრივი აქტით დაადგინოს ფულადი დახმარების შესაბამისი ფორმ(ებ)ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე გადანაწილებისა და გაცემის  წესი და პირობები.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებამდე – „ოჯახის  დეკლარაციის“ ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის  მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან.“.

5.  92 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 მუხლი:

„მუხლი 93. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების განსაკუთრებული წესი

1.  2019 წლის 1 იანვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის ზღვრული ოდენობის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ს სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით დაუფიქსირდებათ ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით), რომლის ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და  „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას  შორის სხვაობა აღემატება 175 ლარს, ოჯახს ამ მიზეზით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებისა და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის გარეშე უნარჩუნდება (არ უწყდება)  რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულით და უწყვეტად უგრძელდება საარსებო შემწეობა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში, საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობის ავტომატური გადაანგარიშება  ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე განხორციელდება ბავშვის დაბადების შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანი­დან) არ არის გასული 2 წელი (ოჯახის მხრიდან მიმართვის შესაბამისად).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე ამავე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის თვიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში ოჯახს უწყვეტად უნარჩუნდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის თვიდან მომდევნო 24 თვის განმავლობაში ოჯახს უწყვეტად უნარჩუნდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა და მინიჭებული სარეიტინგო ქულა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის გარემოებების დადგენად მიიჩნევა 2019 წლის 1 იანვრის შემდგომ ნებისმიერ პერიოდში ოჯახისათვის მინიჭებული/არსებული (ძალაში შესული) სარეიტინგო ქულისა (რომლის ოდენობა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე) და „ხელფასის (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“  შესახებ სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ან უკვე არსებული მონაცემების ერთი კალენდარული თვის განმავლობაში ერთობლივი განსაზღვრა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობისას. ამ შემთხვევაში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება და  მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე ადმინისტრირება გაგრძელდება ზოგადი წესით, კანონმდებლობით დადგენილი დებულებების შესაბამისად.   

7. ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებთან მიმართებით ძალაშია ამ წესით, აგრეთვე „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებითა და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებებით საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის პირობები.“.  

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ:

ა) ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და  „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას  შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე;

ბ) უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების  მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.“.

7. 103 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ბავშვისათვის – თვეში 100 ლარით;

ბ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 160 ლარით.“.

8. 104 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 104. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა

1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით;

ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 16 ლარით;

გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების  მქონე ბავშვისათვის – თვეში 375 ლარით;

დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 30 ლარით;

ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის  – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით;

ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 30 ლარით.

2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 16 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე პირისთვის ერთ კალენდარულ დღეზე – 30 ლარს.“.

9. 105 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 105. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა

1. ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს.

2. დევნილთა  ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს სააგენტო, ხოლო  ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსაზღვრის მიზნით, არა უგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა (არასამუშაო დღის შემთხვევაში, მომდევნო სამუშაო დღეს), ელექტრონული რეესტრის სახით აწვდის სააგენტოს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სრულ სიას.

4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბრუნებს  ინფორმაციას ამ წესით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არაუგვიანეს ყოველი თვის 26 რიცხვისა, სააგენტოს უგზავნის დაფინანსების მოთხოვნას ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ (ელექტრონული რეესტრის სახით, შესაბამისი ინფორმაციით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით.

6. სააგენტო, დევნილის სტატუსის მქონე პირთა შემთხვევაში, მის მიერ დამუშავებული მონაცემების, ხოლო ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, უზრუნველყოფს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადა­რიცხვას.

7. თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების მიღების უფლება, სააგენტო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან სრულწლოვანების მიღწევამდე – მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.

8. თუ მხარდაჭერის მიმღებ პირს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების მიღების უფლება, შემწეობის თანხას იღებს უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირი ან მისი მხარდამჭერი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

9. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.

10. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.  

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე