დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 245 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №245
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 82 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საოჯახო დახმარება ყოველთვიურად მიეცემათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა (მათ შორის, დევნილთა ოჯახების) კატეგორიებს შემდეგი ოდენობით:
ა) მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიან ოჯახზე – 22 ლარი, არამომუშავე პენსიონერთა ორ- და მეტსულიან ოჯახზე – 35 ლარი;
ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ ბავშვზე – 22 ლარი;
გ) არამომუშავე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოებზე, ერთ პირზე – 22 ლარი;
დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ერთ ბავშვზე – 22 ლარი;
ე) მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 7 ან 7-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი – 35 ლარი.“.
2. მე-11 მუხლში:
ა) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები:
„81. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების დებულებების შესაბამისად.
82. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში, წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან ორი წლის ვადით გავრცელდეს იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, დადგენილი წესით აღრიცხული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, მათი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.“;
გ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ამ მუხლის 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
დ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით წარმოდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
13. 2009 წლის 10 იანვრიდან, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“;
ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების დებულებები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები