დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 142 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.020457 |
|
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „დამტკიცდეს „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ წესის მიზნებისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოვლისა და აღზრდისათვის.“; გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.“; დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.“; ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად მიიჩნევა პირი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან.“; ვ) თავი III2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III2. რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, რაც დასტურდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერით (ფორმა №50/4) ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება ცნობით (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა) და დიაგნოზი შეესაბამება „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს. მუხლი 103. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და დანიშვნის პრინციპები 1. რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით; ბ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით. 2. ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანოს − რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მუხლი 104. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა 1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით; ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 15 ლარით; გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 300 ლარით; დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით; ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით; ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით. 2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 15 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების შემთხვევაში – 20 ლარს.“; ზ) თავი III4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III4. მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები მუხლი 106. ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები 1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახი მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მომენტისათვის, დადგენილი წესით, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს 100 000-ს (ასი ათასი). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაური მინდობით აღმზრდელის ოჯახზე. 2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების მიღება გამორიცხავს ამ წესით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღებას. საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემა, ასევე მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები