„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 618
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.025512
618
30/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
280120000.10.003.025512
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №618

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:

1. 93 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი) დაუსაქმებელი წევრი (შემდგომში − მოსარგებლე) 2026 წლის 1 იანვრამდე დასაქმდა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ (შემდგომში − ქვეპროგრამა) ფარგლებში და გაუფორმდა სოციალური ხელშეკრულება ან სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ქვეპროგრამის ამოქმედებიდან (2022 წელი), მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, დასაქმდა ღია შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე ან 2026 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდა თვითდასაქმებულად სსიპ − შემოსავლების სამსახურში, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად შეუნარჩუნდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და საარსებო შემწეობა, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობით.“.

2. 104 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 230 ლარით;

ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 31 ლარით;

გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 400 ლარით;

დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით;

ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის  – ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით;

ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით;

ზ) 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის (2 წლის შესრულების თვის ჩათვლით) −  ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით.

2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 25 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე პირისთვის ერთ კალენდარულ დღეზე – 41 ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე