,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 29/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.745
  • Word
104
19/05/2007
სსმ, 75, 29/05/2007
280.120.000.10.003.000.745
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №104

2007 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) დამტკიცებულ ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორ­ციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-5 მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

23. ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები არ ვრცელდება იმ ღატაკ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. ასეთ ოჯახებს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ან ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად.“;

ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა

საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).“;

გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. საარსებო შემწეობის დანიშვნისა და გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის

1. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.

2. ღატაკ ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.

3. ღატაკ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, ან განმეორებითი შეფასების განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, ან სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2007 წლის აგვისტოდან.

4. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), ხოლო განმეორებითი შეფასების შემდეგ ნაკლებია 57001-ზე (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

6. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 აგვისტოდან, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ან ამ მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.“;

დ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა ამ წესის შესაბამისად, მაგრამ შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელდა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი