დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 80 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.023288 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ 93 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 93. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების განსაკუთრებული წესი 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის ზღვრული ოდენობის მქონე, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი მონაწილეობას მიიღებს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში“ (შემდგომში − ქვეპროგრამა), ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაუფორმდება სოციალური ხელშეკრულება და დაენიშნება სოციალური გასაცემელი, დასაქმდება შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე ან მოახდენს დასაქმების ფორმალიზებას, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლებას იპოვებს ის ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ზე შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოსთვის მიწოდებული იქნება ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოდან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ოჯახებზე ვრცელდება: ა) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალური ხელშეკრულების გაფორმების თვიდან; ბ) შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმების ან დასაქმების ფორმალიზების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოდან ინფორმაციის მიწოდების თვიდან. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობის ავტომატური გადაანგარიშება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე განხორციელდება ბავშვის დამატების შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი (ოჯახის მხრიდან მიმართვის შესაბამისად). 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებთან მიმართებით: ა) სააგენტო უწყვეტად აგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა), საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც, კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობები. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობით სარგებლობის უფლება ოჯახს აქვს ერთჯერადად, მიუხედავად ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალური ხელშეკრულების რამდენჯერმე გაფორმებისა, შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმების ან დასაქმების ფორმალიზების შემთხვევების რაოდენობისა. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოპოვებული საშეღავათო პირობის შეწყვეტა ხდება მხოლოდ დადგენილი ვადის გასვლის, ქვეპროგრამით გათვალისწინებული საფუძვლით, ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში ან ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს უფლება აქვს, ოჯახის წევრ(ებ)ის დამატების ან გამოკლებული წევრ(ებ)ის (მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები) უკან დაბრუნების შემთხვევაში ან სხვა საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, მიმართოს სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში ოჯახს უჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების მოქმედება და ხდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლები იქნება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე და ოჯახი კვლავ ისარგებლებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ოჯახს აღუდგება ამ მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები დარჩენილი ვადით, სხვა შემთხვევაში, ოჯახის მიმართ წყდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება. 10. იმ შემთხვევაში, თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი უარს განაცხადებს ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს შეთავაზებაზე ან ქვეპროგრამით გათვალისწინებული საფუძვლით, ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეთავაზებაზე უარის თქმის თვიდან ან კომპეტენტური ორგანოდან ინფორმაციის მიღების თვიდან ერთი კალენდარული წლის თავზე სააგენტო უზრუნველყოფს ამ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებას, თუ მანამდე არ წარმოიშვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადამოწმების სხვა საფუძველი. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ ოჯახ(ებ)ზე, რომელიც უკვე სარგებლობს საშეღავათო პირობით. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებას, ზოგადი წესების შესაბამისად. 12. იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამაში ჩართული მოსარგებლეების გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის ზღვრული ოდენობის მქონე, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრ(ებ)ი დამოუკიდებლად ან სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით დასაქმდებიან და ქვეპროგრამის ამოქმედების შემდეგ სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით დაუფიქსირდებათ ხელფასი, რომლის ოდენობა წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) შეადგენს არანაკლებ 175 ლარს ან მოახდენენ დასაქმების ფორმალიზებას, ამ ოჯახებზე გავრცელდება ამ მუხლით დადგენილი საშეღავათო პირობები.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები