„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024881
486
31/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
280120000.10.003.024881
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №486

2024 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:

1. მე-5 მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში ან თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად) ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან, სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად დაფიქსირების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში განთავსების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში, ან თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებამდე – „ოჯახის დეკლარაციის“ ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად), ოჯახის გარდაცვლილი/გამოკლებული წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან, სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში განთავსების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).“.

3.  93 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პირადი ფულადი ან არაფულადი შემოსავალი – პირის შემოსავალი, რომელიც აღირიცხება სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა), საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების, ან სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლის ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად დაფიქსირების  შემთხვევებისა, ან თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, რა დროსაც, კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან, სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში განთავსების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შეფასება შესაძლებელია:

ა) ოჯახის წევრ(ებ)ის დამატების ან გამოკლებული წევრ(ებ)ის (ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები) უკან დაბრუნების შემთხვევაში ან სხვა საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში ოჯახის მომართვის შემთხვევაში;

 ბ) ოჯახის რომელიმე წევრის, სხვა ოჯახის პირველადი/განმეორებითი შეფასების განაცხადში ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად   დაფიქსირების შემთხვევაში.“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლები იქნება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე და ოჯახი კვლავ ისარგებლებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ოჯახს უგრძელდება ამ მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები დარჩენილი ვადით, სხვა შემთხვევაში, ოჯახის მიმართ წყდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.“.

4. 103 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ბავშვისათვის – თვეში 125 ლარით;

ბ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე