დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 424 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.016155 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №424
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დადგენილების პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მისამართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი.“.
2. დადგენილებით დატკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის“:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.“;
გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობები, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
დ) 82 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საოჯახო დახმარება ყოველთვიურად მიეცემათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა (მათ შორის, დევნილთა ოჯახების) კატეგორიებს შემდეგი ოდენობით:
ა) მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიან ოჯახზე – 22 ლარი, არამომუშავე პენსიონერთა ორ- და მეტსულიან ოჯახზე – 35 ლარი;
ბ) დედ-მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ ბავშვზე – 22 ლარი;
გ) არამომუშავე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოებზე, ერთ პირზე – 22 ლარი;
დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ერთ ბავშვზე – 22 ლარი;
ე) მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 7 ან 7-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი – 35 ლარი.“;
ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის III3 თავი:
„თავი III3
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობა
მუხლი 105. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობა
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს:
ა) ორგანიზებულად განსახლებულ ერთ დევნილსა და ლტოლვილზე – 22 ლარს;
ბ) კერძო სექტორში განსახლებულ ერთ დევნილსა და ლტოლვილზე – 28 ლარს.
2. დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის უზრუნველსაყოფადაც ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ამასთან, დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსასაზღვრად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სააგენტოდან ყოველი თვის 15 რიცხვამდე იღებს მონაცემებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ ელექტრონული რეესტრის სახით.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველი თვის 20 რიცხვამდე სააგენტოს უგზავნის დაფინანსების მოთხოვნას და დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ საჭირო მონაცემებს (ელექტრონული რეესტრის სახით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადარიცხვას.
5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახით კორექტირება.
6. დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.“;
ვ) მე-11 მუხლის:
ვ.ა) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.“;
ვ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან სამი წლის ვადით გავრცელდეს იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, დადგენილი წესით აღრიცხული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, მათი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.“;
ვ.გ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
13. 2009 წლის 10 იანვრიდან, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“;
ვ.დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები