დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 277 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.016950 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №277
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, 2006 წ ., მუხ. 1375 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა -გაცემის უზრუნველსაყოფად , ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით , „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად :“.
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა -გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება .“.
3. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების , რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის , შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის ) ანაზღაურების ოდენობის , სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების , ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების , აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას , ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს , განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს , ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის ) ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა ) და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს .“;
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 . საარსებო შემწეობის , რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის ) ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები .“;
დ) მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) თავი II1 (საოჯახო დახმარების ოდენობა და მისი გაცემის პრინციპები ) და თავი III1 (საოჯახო დახმარების მიმღებთა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება -მოვალეობანი ) ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-11 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16 . ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება ) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.“;
ზ) მე-12 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
თ) 121 და 122 მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები