დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 215 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.018600 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, 2006 წ., მუხ. 1375) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები 1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი). 2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ). 3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე. 4. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში, გარდა ამ წესის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტისა. გადამოწმების შედეგად, მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოებები) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობა გაიცემა (გადაერიცხება) უფლების წარმოშობის თვიდან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად. მუხლი 6. სარეიტინგო ქულა და საარსებო შემწეობის ოდენობა 1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. 2. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე: ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი; ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. 3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 1. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი). 2. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 100001 (ასი ათას ერთი).“.
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. საარსებო შემწეობის გაცემა 1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. საარსებო შემწობა ითვლება გაცემულად, საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან. 2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. 3. საარსებო შემწეობის გასაცემად, საბანკო დაწესებულებაში ანგარიში შეიძლება გაიხსნას ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრზე. 4. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ორი ან მეტსულიანი ღატაკი ოჯახის წევრთათვის საარსებო შემწეობის გამოთვლისას, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობა არის ღატაკი ოჯახის უხუცესი წევრის წილი, ხოლო, დანარჩენ წევრთა წილი არის 48 ლარი.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; გ) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; დ) შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის; ე) ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.“.
5. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს 91 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.“.
6. მე-11 მუხლის მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 პუნქტები: „17. ღატაკი ოჯახი, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიღება გაუგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო მეორე თვიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით გაცემამდე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა მიეცემა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 18. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, გადამოწმების პერიოდში, გაუგრძელდებათ საარსებო შემწეობის გაცემა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით შეფასებამდე და სპეციალური ფორმის დოკუმენტის - ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.“. 8. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები: „5. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პირის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე; ბ) პირს გარდაცვალებამდე მოპოვებული ჰქონდა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ გარდაცვალების დროისთვის, თანხა ჯერ არ ჩარიცხულა საბანკო ანგარიშზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საარსებო შემწეობის თანხები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის, განცხადებით მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. 7. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანგარიშზე არსებული თანხები, თუ საარსებო შემწეობა შეწყდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების გამო და მემკვიდრის მიერ არ იქნა გატანილი საარსებო შემწეობის შეწყვეტის თვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. 8. ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების პერიოდში, ოჯახის მიერ ისეთი სახის ფულადი გასაცემლის მიღება, რაც გამორიცხავს ერთდროულად საარსებო შემწეობის მიღებას, შეჩერებული საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში, საარსებო შემწეობის თანხა გაიცემა იმ ფულადი გასაცემლის თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა (ოჯახის წევრმა) მიიღო შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი მაისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები