დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 46 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/02/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №46
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №101, მუხ. 1375) დამტკიცებული წესის 104 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) გადაუდებელი მინდობით აღზრდა (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის) – ერთი კალენდარული დღისათვის 12,50 ლარით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები