დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 423 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.018809 |
|
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, №101,01.08.2006 წ.,) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ღატაკ ოჯახს, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიღება გაუგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო მეორე თვიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით გაცემამდე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება შეჩერების თვიდან ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მიხედვით, გადამოწმების შედეგად დაფიქსირებულ ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები