დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 315 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.022870 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესში“:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 100 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.“. 2. 93 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის თვიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 120 001-ზე და არ იღებს საარსებო შემწეობას ან იღებს საარსებო შემწეობას ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ − „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუმცა „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისას ოჯახი უარს აცხადებს მხოლოდ ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის დანიშვნაზე, უწყვეტად უნარჩუნდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და მინიჭებული სარეიტინგო ქულა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები