დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 251 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/08/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 24/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №251
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის:
1. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნული შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან);
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზღაურებადი საქმიანობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;
დ) ამ მუხლის 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2. მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. 2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
14. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის (რომელშიც აგრეთვე აღინიშნება, ეწევა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები