დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/01/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 24/01/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.000.651 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №10
2007 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლს დაემატოს 21, 22 და 23 პუნქტები:
„21. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს ოჯახის მოთხოვნით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად და იგი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ სააგენტოში შესაბამისი ფორმის განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს.
22. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად და იგი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობა სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან მეოთხე თვეს.
23. ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები არ ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. ასეთ ოჯახებს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2, 21 და 22 პუნქტებით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დოკუმენტის კომენტარები