„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 280211, 28/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016261
  • Word
100
23/02/2011
ვებგვერდი, 280211, 28/02/2011
280120000.10.003.016261
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 100

2011 წლის 23 თებერვალი

. თბილისი

სოციალური დახმარების შესახებსაქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, 2006 ., №101, მუხ. 1375) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებიდამტკიცებული ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსადა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ ბრძანებით დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად ითვლება პირი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის

2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად ითვლება პირი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან.“.

2. 104 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 104. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა

შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის თვეში 200 ლარით;

) არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის ერთი კალენდარული დღისათვის 15 ლარით;

) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის თვეში 300 ლარით;

) არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით;

) გადაუდებელი მინდობით აღზრდა (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის) – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით.“.

 მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სოციალური მომსახურების სააგენტომ 2011 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს მინდობით აღზრდის შესახებ მიმდინარე ხელშეკრულებების ანაზღაურების ნაწილში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

 მუხლი 3. დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილიდან, ხოლო მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        . გილაური