დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/01/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.023232 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:
1. მე-6 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 120 001 (ას ოცი ათას ერთი).“. 3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 104 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 104. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა 1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 230 ლარით; ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით; გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 400 ლარით; დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით; ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით; ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით; ზ) 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის (2 წლის შესრულების თვის ჩათვლით) − ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით. 2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე პირისთვის ერთ კალენდარულ დღეზე – 35 ლარს. 3. 18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია, იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას და არ იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ანაზღაურებას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება, რომელიც მიეცემა ფაქტობრივ მზრუნველს, სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, შეადგენს სრულ თვეზე 600 ლარს, ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში – 200 ლარს. სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ფორმდება თვის ნებისმიერი რიცხვიდან ან/და წყდება თვის დასრულებამდე, ასანაზღაურებელი თანხა ერთი კალენდარული დღისთვის შეადგენს – 20 ლარს, ხოლო ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თვის ანაზღაურება გაიცემა სრულად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები