„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111223015, 23/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016639
  • Word
479
21/12/2011
ვებგვერდი, 111223015, 23/12/2011
280120000.10.003.016639
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 479

2011 წლის 21 დეკემბერი

. თბილისი

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარე­ბის შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის 145 დადგენი­ლე­ბაში (სსმ, 2006 ., №101, მუხ. 1375) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენი­ლე­ბით დამტკიცებული „სოციალური დახმარე­ბის პროგრამის განხორ­ცი­ე­ლების ძი­­რითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, შვი­­­ლობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაუ­რე­ბის ოდ­ე­ნ­ობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაან­გარიშების, ღო­ნის­ძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთ­ვე იძუ­ლე­ბით გა­დაადგი­ლებულ პირთა დევნილთა და ლტოლვილთა ყო­ველთვი­უ­რი შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-11 მუხლის:

1. მე-9 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემ­წეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან ოთხი წლის ვა­დით გა­ვრცელდეს იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარ­სე­ბო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუ­სე­თის ფედერაციის შეია­რა­­ღებული თავდასხმის შედეგად იძუ­ლე­ბული გახდნენ დაეტოვები­ნათ მუდმივი საცხოვრებელი ადგი­ლი და გადაადგილებულიყვნენ სა­ქართველოს ტერიტორიის ფარ­გლებში, დადგენილი წესით აღრიც­ხუ­ლი არიან საქარ­თვე­ლოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სა­ა­გენტოში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შე­ს­ყი­დულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფარ­­თობებში, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ად­გილზე შე­უძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდრო­უ­ლ­ად, ოჯა­ხის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგა­ნიზა­ცი­აში ანაზ­ღაუ­რე­ბად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგან­მა­ნათ­ლებლო საქმია­ნობი­სა.“.

2. მე‑12 და მე‑13 პუნქტები ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბა­მისად წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

13. 2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბა­მი­სად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ სა­ქა­რთველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაად­გი­ლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2012 წლის 31 დე­კემბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                               . გილაური