„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.019157
93
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
280120000.10.003.019157
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2016 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, №101, 01.08.2006 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 103. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და დანიშვნის პრინციპები

1. რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 ა) ჯანმრთელი ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით.

2. ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა  განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანოს − რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი