დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 41 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/03/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 12/03/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №41
2009 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №101, მუხლი 1375) დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის“ 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის
1. 2009 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გასცეს რეინტეგრაციის შემწეობის ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება იმ ოჯახებისათვის, რომლებიც:
ა) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის შესაბამისად;
ბ) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და მოქმედებდა 2009 წლის 1 მარტამდე, დაფინანსების უწყვეტობის მიზნით დახმარების გაცემა გაგრძელდეს 2009 წლის 1 მარტამდე.
2. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ დამტკიცებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის დახმარების გაცემის მორიგი გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. დახმარების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დახმარება გაიცეს 2009 წლის 1 მარტიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები