დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 232 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/03/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.017858 |
232
18/03/2014
ვებგვერდი, 19/03/2014
280120000.10.003.017858
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, 2006 წ., №101, მუხ. 1375) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ :
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში;“. 2. 105 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი 2014 წლის 1 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები