დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 262 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 186, 30/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.001.206 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №262
2008 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მისამართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:“
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების თანდართული წესი.“.
3. დადგენილების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება.
4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესს და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობას.“;
გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„21. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას, ასევე სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), ამ ბავშვის მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისა და სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან არიდებისათვის.
22. ამ წესის მიზნებისათვის შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილ-მამობილს შვილობილის მოვლისა და აღზრდისათვის.“;
დ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საარსებო შემწეობის, საოჯახო დახმარების, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.“;
ე) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.“;
ვ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.“;
ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ორ- და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 24 ლარი.“;
თ) III1 თავის შემდეგ დაემატოს III2 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი III2
რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა
მუხლი 103. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა
რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელი ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით.
მუხლი 104. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელი ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის – თვეში 300 ლარით.“;
ი) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-15 პუნქტები:
„9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან ერთი წლის ვადით გავრცელდეს იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, დადგენილი წესით აღრიცხული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, მათი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და ამავდროულად ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.
10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის შემადგენლობაში მოხვდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, გაერთიანებული ოჯახის საარსებო შემწეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ყოველი არამიმღები წევრისათვის დაემატოს 24 ლარი და საარსებო შემწეობის სახით გასაცემი თანხის საერთო ოდენობა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
11. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წარდგენილი სია, და შესაბამისად, ანიშნული შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალებიდან, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან);
გ) ოჯახის წევრი ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.
12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით წარმოდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით 2009 წლის იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
13. 2009 წლის 10 იანვრიდან, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარმოდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
14. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის (სადაც აგრეთვე აღინიშნება ოჯახის რომელიმე წევრი ეწევა თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ.
15. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები.“;
კ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის
ოჯახებს, რომლებიც რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას იღებენ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ხელშეკრულების ვადა არ არის დასრულებული 2008 წლის 31 დეკემბრამდე, აღნიშნული დახმარების მიღება გაუგრძელდება 2009 წლის 1 მარტამდე.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
დოკუმენტის კომენტარები