„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024253
420
23/10/2023
ვებგვერდი, 24/10/2023
280120000.10.003.024253
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №420

2023 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-5 მუხლის 43 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი:

„44. ამ წესის მიზნებისათვის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრის ან/და მისი თანმხლები ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ყოფნა უკავშირდება აღნიშნული 18 წლამდე ასაკის პირის ონკოლოგიური დიაგნოზის გამო უცხოეთში მკურნალობას და მკურნალობის ხარჯი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პერიოდის განსაზღვრა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვაში არსებული ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე (მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღები) შეთანხმებული ფორმატით. მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თვე, თარიღების მიუხედავად, არ გაითვალისწინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოანგარიშებისას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი