დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 123 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/04/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 28/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №123
2010 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები
1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მესამე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).
3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.
4. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. იმ შემთხვევაში, თუ ღატაკი ოჯახის წევრი არის სხვა ინდივიდუალური სოციალური დახმარების ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემლის მიმღები, სააგენტო უფლებამოსილია, საარსებო შემწეობის ამ წევრისათვის განკუთვნილი წილი გასცეს ინდივიდუალურ სოციალურ დახმარებასთან ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემელთან ერთად.
5. ამ წესის მიზნებისათვის ორი- და მეტსულიანი ღატაკი ოჯახის წევრთათვის საარსებო შემწეობის გამოთვლისას მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა არის ღატაკი ოჯახის უხუცესი წევრის წილი, ხოლო დანარჩენ წევრთა წილი არის 24 ლარი.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) ან წევრის გამოკლების (გარდაცვალება, ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა) შემთხვევაში;
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახს წევრის დამატებისას საარსებო შემწეობა ავტომატურად გადაუანგარიშოს, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები