დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 155 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/06/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.017320 |
|
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, 2006 წ., №101, მუხ. 1375) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარუ-ლი სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:
1. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი. 3. ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი.“. 2. მე-8 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის მიზნებისათვის ორი და მეტსულიანი ღატაკი ოჯახის წევრთათვის საარსებო შემწეობის გამოთვლისას მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა არის ღატაკი ოჯახის უხუცესი წევრის წილი, ხოლო დანარჩენ წევრთა წილი არის 48 ლარი.“. 3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სააგენტოს მიერ საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად კანონმდებლობით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში.“. 4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები