„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017805
186
20/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
280120000.10.003.017805
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №186

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, 2006 წ., №101, მუხ. 1375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის უზრუნველ­საყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის, სრულწლოვან პირთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ,,დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორ­ციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონის­ძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართვე­ლოს ოკუპი­რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი.“;

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშ­სწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშ­სწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა)  22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

,,23. ამ წესის მიზნებისთვის სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა იმ პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.“;

დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. რეინტეგრაციის შემწეობის, შვილობილად აყვანის (მინ­დობით აღზრდის) ანაზღაურების და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპე­ტენ­ტური ორგანოა სააგენტო, რომელიც მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეო­ბის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღა­ურების და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგ­რეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გა­და­წყვეტას.“;

ე) III4 თავის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი III5:

„თავი III5 სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების პრინციპები

მუხლი 107. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება

1. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება განისაზღვრება 45 ლარის ოდენობით და იგი მიეცემა პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე ხანგრძლივობა და მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცება.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა მე-2  მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი