დოკუმენტის ნომერი 122/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/06/2003
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 17/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.864
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2010
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 470.230.000.11.119.005.864

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №122/ნ

2003 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის დამტკიცების შესახებ

 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის დადგენისა და მისი განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ღონისძიებათა შესრულების უზრუნველსაყოფად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი“;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

 პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. წინამდებარე ბრძანება შემუშავებულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის შესაბამისად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროფილაქტიკური აცრების ახალი კალენდრის დადგენისა და მისი განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ღონისძიებათა შესრულების უზრუნველსაყოფად.

2. ბრძანება განკუთვნილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტრაქტორი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც გააჩნიათ იმუნიზაციის წარმოებაში ლიცეზია.

3. ბრძანებით ახლდება ვაქცინაციის კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს ახალშობილობის პერიოდიდან მოზრდილობის ასაკამდე დადგენილ ვადებში აცრებს ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ და დგინდება იმუნიზაციის ღონისძიებათა და განსაზღვრებათა ჩამონათვალი ამ კალენდრის ეფექტურად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით.

თავი II. ტერმინები და განსაზღვრებები

    მუხლი 2

1. აატი – ადამიანის ანტიტეტანური იმუნოგლობულინი

2. ად შპრიცი – ავტოდესტრუქციული შპრიცი

3. აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი

4. ატშ – ანტიტეტანური შრატი

5. აპგ – ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება

6. AC – ანტიტეტანური ანატოქსინი

7. ბპ – ბავშვთა პოლიკლინიკა

8. ბცჟ (BCG) აცრა – ტუბერკულოზის საწიანაღმდეგო აცრა

9. ბცჟ (BCG) – კალმეტ-ჟერენის „ბაცილა“ – ტუბერკულოზის სავაქცინო შტამი

10.გბს – გიენ-ბარეს სინდრომი

11. დკეც – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

12. დტ (DT) – დიფთერია-ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინი ბავშვებისათვის

13. დყტ (DPT) - დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

14. თზს – თავ-ზურგ-ტვინის სითხე

15. IgM – M კლასის იმუნოგლობულინი

16. იპვ (IPV) – ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინა

17. მდდ – მწვავე დუნე დამბლა

18. ოპვ (OPV) – ორალური პოლიომიელიტის ვაქცინა

19. პვგ – პოსტვაქცინური გართულება. ვაცქინასთან დაკავშირებული მდგრადი პათოლოგიური ცვლილების კლინიკური გამოვლენა.

20. პვრ – პოსტვაქცინური რეაქცია. ორგანიზმში ვაქცინასთან დაკავშირებული არამდგრადი პათოლოგიური კლინიკური და ლაბორატორიული ცვლილებების ნიშნები. არჩევენ სუსტ, საშუალო და ძლიერ პვრ-ს; პოსტვაქცინური რეაქციები ესაა ჯანმრთელობის დარღვევები, რომლებიც ვითარდება იმუნიზაციის შემდეგ და სავარაუდოდ იმუნიზაციის შედეგია.

21. პჯრ (PCR) – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია

22. ს.ე. – საერთაშორისო ერთეული

23. სსა – სოფლის საექიმო ამბულატორია

24. სსიც – სამედიცინო სტატისტიკის და ინფორმაციის ცენტრი

25. სსპ – საფერშლო-საბებიო პუნქტი

26. სჯდც – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

27. ტდ (Td) – ტეტანუსი-დოფთერიის საწინააღმდეგო ანატოქსინი მოზრდილებისათვის

28. ფთი – ფლაკონის თერმოინდიკატორი

29. ქცდ50 – 50%-იანი ქსოვილური ციტოპათიური დოზა

30. ყცვ – ყბაყურის ცოცხალი ვაქცინა

31. შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი

32. ცნს – ცენტრალური ნერვული სისტემა

33. წცვ – წითელას ცოცხალი ვაქცინა

34. წწ (MR) – წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა

35. წწყ (MMR) – წითელა-წითურა-ყბაყურის საწინააღმდეგო ვაქცინა

36. ჯანმო – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

37. HB – ვირუსული ჰეპატიტის B-ს საწინააღმდეგო ვაქცინა

38. HBsAg – ჰეპატიტი B-ს ვირუსის ზედაპირული ანტიგენი

39. იმუნიზაციის უსაფრთხოება – საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ეხება ორგანიზმში ვაქცინების სწორი შეყვანის სხვადასხვა ასპექტს. ძირითადი ყურადღება ექცევა ინექციისას რაიმე დაავადების გადაცემის რისკის მინიმუმამდე დაყვანას და ვაქცინაციის ეფექტურობის მაქსიმალურ მომატებას. ტერმინი მოიცავს ფართო სფეროს ვაქცინის დამზადებიდან ვიდრე მის მართებულ შეყვანამდე. ეს ტერმინი ჩვეულებრივ მოიცავს, როგორც უსაფრთხო ინექცირებას (პროგრამული შეცდომები, რომლებიც ემუქრებიან უსაფრთხო ინექცირებას), ასევე ვაქცინათა უსაფრთხოებას (თვით ვაქცინების ნაკლოვანებები, რომლებიც ამცირებს მათ უსაფრთხოებას).

40. ინექცირების უსაფრთხოება - საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკა და პოლიტიკა, რომელიც ეხება ინექციების მართებული ჩატარების (სახიფათო ნარჩენების გადაყრის ჩათვლით) სხვადასხვა ასპექტს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სისხლის საშუალებით პათოგენების გადაცემის რისკი. ყველა ინიექცია, მათი დანიშნულების მიუხედავად, მოიცვება ამ ტერმინით.

41. დაწვა – ბასრი ინსტრუმენტების განადგურების ერთ-ერთი საშუალებაა.

42. „ცივი ჯაჭვი”– აპარატურა-მოწყობილობებისა და კვალიფიციური პერსონალის ერთობლიობით ვაქცინების შენახვისა და ტრანსპორტირებისას სათანადო ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა მწარმოებლიდან დაწყებული ასაცრელ პირამდე.

43. „ცრუ უკუჩვენებები“ – დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ ჩვენებას იმუნიზაციის გადავადებისა ან მოხსნისათვის

44. ვაქცინის გვერდითი მოქმედება - ვაქცინის თვისება ორგანიზმში გამოიწვიოს ფუნქციური და მორფოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სცილდება ფიზიოლოგიურ ცვლილებებს და არ არის დაკავშირებული იმუნიტეტის ფორმირებასთან;

45. იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის დონეები:

ა)I დონე: სსპ, სსა, პედიატრიული და თერაპიული უბნები, სამშობიარო სახლი.

ბ)II-III დონე – აპგ, ბპ, რაიონის, ქალაქის, ა/რ, სამხარეო სჯდ ცენტრი (სამსახური).

გ)IV დონე – დკეც, სსიც.

 

თავი III.

    მუხლი 3. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

 

 ასაკი

ვაქცინა

დაბა-დე-

ბისას

2 თვე

3 თვე

4 თვე

12 თვე

18 თვე

5 წელი

14 წელი

და >

შენიშვნა

1.ტუბერკუ-ლოზი

 BCG

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აცრა ტარდება დაბადებიდან მე-2-5 დღეს;

 

2. პოლიომე-

ლიტი

 opv (OPV)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტარდება DPT ან DT აცრასთან ერთად

3.დიფტერია/

ყივანახველა ტეტანუსი/

დყტ

 (DPT)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტარდება ოპვ (OPV) აცრასთან ერთად

4 წითელა.

 Measles

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ვაქცინაცია ტარდება ყბაყურის აცრასთან ერთად.

რევაქცინაცია ტარდება ოპვ5, DT აცრებთან ერთად

 

5. წითელა/

წითურა/

ყბაყურა

წწყ

 MMR

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვაქცინაციის დაწყება სახელმწიფო პროგრამით გამოცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით

6. წითურა/ყბა

ყურა წწ MR

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვაქცინაციის დაწყება სახელმწიფო პროგრამით გამოცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით

7. ყბაყურა

 Mumps

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტარდება წითელას აცრასთან ერთად.

8. დიფთერია/

ტეტანუსი

 დტ DT

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტარდება ოპვ5 აცრასთან ერთად

9.ტეტანუსი/

დიფტერია ტდ Td

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემდეგ ყოველ მე-10 წელს 55 წლამდე,

დაწყება სახელმწიფო პროგრამით გამოცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით

10. ვირუსული ჰეპატიტი B - HB

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

I აცრა ტარდება დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში.

II და III აცრა ტარდება DPT1,3-OPV1,3 აცრებთან ერთად

 

 11. თუ ცნობილია, რომ დედა HBsAg დადებითია, ახალშობილი უნდა აიცრას აუცილებლად პირველი 12 საათის განმავლობაში.

12. თუ B ჰეპატიტის ან BCG აცრები არ ჩატარდა სამშობიაროში, ისინი უნდა ჩატარდეს პირველი შესაძლებლობისთანავე, ამასთან B ჰეპატიტის პირველი აცრიდან მეორე აცრამდე ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 კვირისა, ხოლო მესამე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზიდან არანაკლებ 16 კვირის და მეორე დოზიდან არანაკლებ 8 კვირის შემდეგ. მაგალითად, თუ ბავშვი აიცრება პირველად 2 თვის ასაკში, მეორე დოზას მიიღებს 3 თვის ასაკში, ხოლო მესამე დოზა შესაძლებელია მიიღოს 1 წლის ასაკში.

    მუხლი 4. აცრების კალენდარი ეპიდემიური ჩვენებით

 

ვაქცინა

მინიმალური ასაკი

რევაქცინაციის ვადები

რეკომენდირებული რისკ-კონტინგენტი

1. ტულარემია

 

7 წლიდან

ყოველ 5

წელიწადში

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ეპიზოოტიურ ტერიტორიაზე მოსახლე, შემდეგი სამუშაოების შესრულებისას: სასოფლო-სამეურნეო, ჰიდრომელიორაციული და სხვა სამუშაოები დაკავშირებული გრუნტის ამოღებასა და გადაადგილებასთან, გეოლოგიური, ექსპედიციური, დერატიზაციური, დეზინსექციური, ხეტყის დამამუშავებელი

2. შავი ჭირი

 

2 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ბუნებრივ კერებში ეპიდრაზმებში მომუშავენი; აქტიურ კერებში მცხოვრებნი;

3. ბრუცელოზი

18 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; შემდეგ სამუშაოებზე დაკავებული პირები: ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო მეურნეობებში მომუშავე მეცხოველეები, ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები, ამ მეურნეობებიდან მიღებული ხორცის და ხორცროდუქტების გადამამუშავებელი პირები

4. ჯილეხი

 

 14

 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ჯილეხით დაავადებული ცხოველების დაკვლაში და მისი ხორცისა და ხორცპროდუქტების დამუშავებაში მონაწილე პირები.

5. ცოფი

16 წლიდან

1 წლის, შემდგომ ყოველ 3 წელიწადში

ცოცხალ „ველურ“ ვირუსებზე მომუშავეები; მოხეტიალე ცხოველების დამჭერი და მომვლელი პირები, ვეტერინარები, ტაქსიდერმისტები. პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობა ტარდება ნებისმიერ ასაკში

6. ლეპტოსპიროზი

 

7 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ლეპტოსპიროზზე არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის მეურნეობებში მომუშავეები; მოხეტიალე ცხოველების დამჭერი და მომვლელი პირები,

7. ტკიპისმიერი

ენცეფალიტი

4 წლიდან

1 წლის, შემდგომ ყოველ 3 წელიწადში

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები, ენზოოტიურ ტერიტორიებზე გამსვლელი პირები

8. Q ცხელება

14 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის მეურნეობებში მომუშავე პირები

9.ყვითელი ცხელება

1 წლიდან

10 წლის შემდეგ

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; საზღვარგარეთ ენზოოტიურ რაიონებში გამსვლელი პირები

10. მუცლის

ტიფი

 

3 წლიდან ვაქცინის შესაბამისად

3 წლის შემდეგ

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; მოსახლეობა ქრონიკული წყლისმიერი ეპიდემიების ტერიტორიაზე, კონტაქტირებულები ეპიდჩვენების დროს.

11. მენინგოკოკური

ინფექცია

1 წლიდან

3 წლის შემდეგ

A და C სეროჯგუფებით გამოწვეული ეპიდაფეთქების კერებში

12. ვირუსული ჰეპატიტი A

3 წლიდან

 

 

ბავშვები ჰიპერენდემიური ავადობის დონის ტერიტორიაზე, სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებების პერსონალი, კომუნალური სფეროს პერსონალი, რომელიც დაკავშირებულია წყალმომარაგებასთან და კანალიზაციასთან

13. ვირუსული ჰეპატიტი B

ნებისმიერ ასაკში

 

 

ქრონიკული ავადმყოფის ოჯახურ კერებში, ბავშვთა სახლების ბინადრები, სისხლის რეგულარული რეციპიენტები, ჰემოდიალიზზე მყოფი და ონკოჰემატოლოგიური პაციენტები, სისხლთან შეხებაში მყოფი სამედიცინო პერსონალი, ინექციური ნარკომანები, სტუდენტ-მედიკოსები.

14. გრიპი

 

6 თვიდან

ყოველწლიურად

60 წელზე უფროსი, ქრონიკული სომატური დაავადების მქონე პირები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, სამედიცინო, ტრანსპორტის, განათლების და მომსახურების სფეროს პერსონალი

15. ეპიდემიური პაროტიტი(ყბაყურა)

1 წლიდან

 

 

აუცრელი კონტაქტები კერაში ეპიდაფეთქებისას, ვისაც არა აქვს გადატანილი პაროტიტი

16. წითელა

1 წლიდან

 

 

აუცრელი კონტაქტები კერაში ეპიდაფეთქებისას, ვისაც არა აქვს გადატანილი წითელა

17. დიფთერია

3 თვიდან

 

 

აუცრელი კონტაქტები კერაში

 

18. მოსახლეობის ცალკეული პროფესიული ჯგუფების შავი ჭირის, ტულარემიის, ბრუცელოზის, ჯილეხის, ცოფის, ლეპტოსპიროზის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის, Q-ცხელების და სხვა ინფექციების წინააღმდეგ ეპიდჩვენებით აცრები ტარდება ეპიზოოტიურ, ენდემიურ და ენზოოტიურ ტერიტორიებზე მცხოვრებთა შორის მოქმედი ინსტრუქციების და დარიგებათა შესაბამისად ფიზიკური პირის, დამქირავებლის ხარჯით ან მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში. ტერიტორიების ეპიზოოტიურობას, ენდემიურობას ან ენზოოტიურობას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ზოგიერთი ინფექციების მიმართ (დიფთერია, წითელა, ეპიდემიური პაროტიტი) ეპიდჩვენებით აცრები ტარდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით.

19. აცრები ტარდება ვაქცინებზე თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად. ინაქტივირებული ვაქცინები (გარდა ანტირაბიულისა) და ანატოქსინები, რომლებიც გამოიყენება ეპიდჩვენებით აცრების კალენდრის შესაბამისად და ინაქტივირებული ვაქცინები და ანატოქსინები პროფილქტიკური აცრების ეროვნული კალენდარის მიხედვით შესაძლებელია გაკეთდეს ერთდროულად სხვადასხვა შპრიცით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

თავი IV

უსაფრთხო იმუნიზაციის წესები

    მუხლი 5.

1. უსაფრთხო ინექცია არ აყენებს ზიანს მიმღებს, არ უქმნის რაიმე რისკს პროვაიდერს, და არ იწვევს ადამიანთათვის რაიმე საშიშ შედეგს. ინექციათა გადაჭარბებული გამოყენება და ინექციების საფრთხიანი პრაქტიკის ერთიანობა მსოფლიოში ყოველწლიურად იწვევს ჰეპატიტი B-ს ვირუსით ინფიცირების დაახლოებით 8-16 მილიონამდე, ჰეპატიტი C-ს ვირუსით – 2.3-4.7 მილიონამდე და აივ-ით ინფიცირების 80 000-დან 160 000-მდე შემთხვევას. საფრთხიან პრაქტიკათა შორის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შპრიცების/ნემსების ხელმეორედ გამოყენება სტერილიზაციის გარეშე. ინექციებთან დაკავშირებულ პათოგენთა სისხლით გადაცემის თავიდან აცილება შესაძლებელია ინექციების გადაჭარბებული გამოყენების შესამცირებელი სტრატეგიის და უსაფრთხო ინექციების უზრუნველყოფით, ასევე ამ სტრატეგიის ეროვნული კოორდინაციის განხორციელებით. ინექციების უსაფრთხო და სათანადოდ გამოყენების სტრატეგიის სამი კომპონენტია:

ა) პაციენტებსა და სამედიცინო დარგის მუშაკების ქცევის შეცვლა ინექცების ჭარბად გამოყენების შესამცირებლად და ინექციების უსაფრთხოების მისაღწევად;

საჭირო აღჭურვილობისა და მასალების არსებობა;

ბ) ბასრი ნარჩენების გადაყრის ორგანიზება (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №300/ნ „სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლობის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ“);

2. უსაფრთხო იმუნიზაციის უზრუნველსაყოფად მედიცინის მუშაკი ვალდებულია ვაქცინაციის ჩატარებამდე:

ა) ყოველთვის შეამოწმოს ვაქცინის ფლაკონის ეტიკეტი და ვარგისიანობის ვადა - კონტამინაციის, ასევე ჭარბი სითბური ან სიცივის ზემოქმედების ნიშნების არსებობის დასადგენად.

ბ) ვაქცინით შპრიცი აავსოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი უკვე მზადაა ინექციის მისაღებად.

3. აკრძალულია ვაქცინის გამოყენება (ვინაიდან ითვლება კონტამინირებულად) თუ:

ა) ფლაკონზე არის ბზარები და ჟონვა;

ბ) ვაქცინის გარეგნული სახე შეცვლილია ან გაჩენილია მცურავი ნაწილაკები;

გ) გახსნილი ფლაკონი ჩაძირული იყო წყალში;

დ) ვაქცინის ფლაკონის გახსნის დროს - ვაქცინის ფლაკონის საცობი გახვრეტილი იყო დაბინძურებული ნემსით ან სტერილური ნემსით ნახმარ შპრიცზე;

ე) ლიოფილიზებული ვაქცინა გახსნილი იყო აღდგენიდან 6 საათზე ხანგრძლივად;

4. აკრძალულია ვაქცინების შერევა ორი გახსნილი ფლაკონიდან.

5. ფლაკონი უნდა განადგურდეს თუ:

ა)მასზე არ არის ეტიკეტი.

ბ) ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გასულია.

6. ფლაკონი არ დაზარალებულა თუ ინდიკატორის (დანართი №1) შიდა კვადრატი უფრო ბაცია, ვიდრე გარე წრე.

7. ფთი აჩვენებს სითბოს ჯამურ ზემოქმედებას ვაქცინის ფლაკონზე. ფთი-იანი ფლაკონები, რომლებზეც შიდა კვადრატმა დაიწყო გამუქება, მაგრამ ჯერ კიდევ ბაცია გარე წრეზე, გამოყენებული უნდა იქნეს უფრო ადრე, ვიდრე ფლაკონები ფთი-ის უფრო ბაცი შიდა კვადრატებით (მუხლი 10).

8. მოცემული ვაქცინისათვის შეუსაბამო გამხსნელის ან სხვა პრეპარატის გამოყენება ვაქცინის გამხსნელად იწვევს ვაქცინის ეფექტურობის დაქვეითებას და საშიშს ხდის მას. ამიტომ აკრძალულია:

ა) სხვა გამხსნელის გამოყენება. თითოეული სახის ლიოფილიზებული ვაქცინის აღსადგენად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებლისგან რეკომენდებული გამხსნელი.

ბ) ვაქცინის აღდგენა ვაქცინაციაზე პაციენტის მოსვლამდე.

9. ლიოფილიზებული ვაქცინის ყოველი ფლაკონის შიგთავსის შესარევად გამოყენებული უნდა იქნეს სტერილური შპრიცი და სტერილური ნემსი.

10. აკრძალულია ნემსის ჩატოვება ფლაკონის სახურავში.

11. შპრიცის ავსება ვაქცინის დოზით და ინექციის ჩატარება უნდა მოხდეს ერთი და იმავე შპრიცის გამოყენებით.

 12. ვაქცინაციის ჩატარების წინ პატარა ბავშვი უნდა მომზადდეს და დაისვას ისე, რომ მას არ ჰქონდეს ნემსზე ხელის უეცარი მოკიდების საშუალება.

13. პაციენტი ყოველთვის უნდა გაფრთხილდეს ინექციისათვის მზადყოფნის შესახებ.

14. აკრძალულია:

ა) ნახმარი ნემსის ხუფით დახურვა, ნემსის გაღუნვა ან გადატეხა უტილიზაციის წინ;

შპრიციდან ნემსის ხელით მოხსნა;

ბ) ნახმარი ინსტრუმენტებით სიარული;

გ) ნახმარი ნემსის დადება უტილიზაციამდე;

დ) შპრიცის გატანა აცრის ჩატარების ადგილიდან. ინექციის შემდეგ შპრიცები დაუყოვნებლად უნდა მოთავსდეს საუტილიზაციო კონტეინერში.

15. ბასრი ინსტუმენტების საუტილიზაციო კონტეინერები უნდა იყოს მედეგი და ერთჯერადი ხმარების. კონტენერი უნდა აივსოს მხოლოდ 3/4-ით, შემდეგ უნდა დაიხუროს, დაილუქოს და დაეკრას ეტიკეტი. დალუქული კონტეინერები უნდა დაიწვას.

16. დაწვა უნდა მოხდეს ღუმელში. ნორმალურად ფუნქციონირებადი ღუმელი 8000C-იანი ტემპერატურული რეჟიმისას უზრუნველყოფს შპრიცებისა და ნემსების ყველაზე სრულ განადგურებას. მაღალ ტემპერატურაზე დაწვა ნაკლებად აბინძურებს გარემოს, ვიდრე შედარებით დაბალი ტემპერატურისას.

17. გამონაკლისის სახით დაშვებულია ღია ჰაერზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დაწვა შემდგომი ჩამარხვით.

    მუხლი 6. ად შპრიცების გამოყენება

1. ამ სახის შპრიცები საშუალებას იძლევა თავიდან იქნს აშორებული შპრიცების მეორედ გამოყენება. ად შპრიცების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა ამცირებს შპრიცების ხელახალი გამოყენების ალბათობას.

2. აკრძალულია ავტოდესტრუქციული შპრიცების დგუშის უკან გაწევა ჰაერის შეყვანის მიზნით. დგუში წინ და უკან გადაადგილდება მხოლოდ ერთხელ!

    მუხლი 7

 ყოველთვის ისარგებლეთ ახალი სტერილური ნემსით და ახალი სტერილური შპრიცით ყოველი ინექციისას.

1. ვაქცინის ყოველი ჯერის ამოსაღებად მრავალჯერადი ფლაკონიდან ყოველთვის უნდა იქნს გამოყენებული ახალი ნემსი და ახალი შპრიცი

2. ავტოდესტრუქციული შპრიცების, ვაქცინების გამხსნელის შპრიცების და ბასრი ისტრუმენტების საუტილიზაციო ყუთების შეკვეთა უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობით.

3. პირი, რომელიც ატარებს ინექციას ვალდებულია:

ა) შეამოწმოს ვაქცინის სახეობა, დოზა, პაციენტის ადგილზე ყოფნა, შეყვანის ადგილი და ხერხი.

ბ) შეამოწმოს შპრიცის სტერილური კომპლექტის ვარგისიანობის ვადა; თუ ვარგისიანობის ვადა გასულია, კომპლექტი უნდა გადაიგდოს (განადგურდეს).

გ) შეამოწმოს დაზიანების არსებობა შპრიცისა და ნემსის სტერილურ კომპლექტზე; დაზიანების არსებობისას გადააგდოს (განადგურდეს) კომპლექტი.

დ) სტერილური (ბლისტერულ) ქაღალდისშეფუთვიანი შპრიცებისათვის:

დ.ა.) დგუშსა და შპრიცის წვერზე ხელშეუხებლად მოხსნას შეფუთვა.

დ. ბ.) თუ შპრიცს აქვს მოსახსნელი ნემსი, მყარად დაამაგროს ბრუნვითი მოძრაობით.

ე) საჭიროებისას მოიყვანოს შპრიცი მოქმედებაში.

ვ) დგუშსა და ნემსიდან მოხსნას დამცავი ხუფი ან საფარი.

ზ) მოათავსოს ნემსი ფლაკონში და დააყოვნოს იგი შიგთავსში სრული დოზის ამოღებამდე.

თ) ცილინდრზე ხელის დარტყმით და დგუშის საჭირო დოზის ნიშნულამდე მიტანით გამოდევნოს ჰაერის ბუშტუკები, სანამ ნემსი ჯერ კიდევ ფლაკონშია.

ი) შეამოწმოს, ზუსტია თუ არა დოზა.

ლ) შეიყვანოს დოზა სრულად.

მ) ინექციის შემდეგ ნახმარი შპრიცი ხუფის გარეშე დაუყოვნებლივ გადააგდოს მოხმარების ადგილზევე ბასრი ინსტრუმენტების საუტილიზაციო (გასანადგურებელ) ყუთში.

    მუხლი 8. ვაქცინების მოკლე დახასიათება და მათი შენახვის წესები

1. ბცჟ (BCG) – ვირულენტობა დაქვეითებული, ლიოფილიზებული (ცივად გამომშრალი) ვაქცინაა. თან ახლავს ინდივიდუალური გამხსნელი. ვაქცინის 1 ფლაკონი, უპირატესად, 10 ან 20-დოზიანია. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებში კეთდება 0,05 მლ-ის ოდენობით. ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვებში აცრა ტარდება 0,1 მლ მოცულობის ვაქცინით. ინექცია კეთდება კანში (ინტრადერმულად) მარცხენა მხრის ზედა მესამედში. აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში.

2. BCG ვაქცინის თერმომგრძნობელობა: აკრძალულია სითბოსა და ნათელ ადგილას შენახვა, გაყინვა დასაშვებია, მაგრამ არარეკომენდებული. ვაქცინის აქტიობა ქვეითდება ტემპერატურის ხშირი ცვლილებით (გაყინვა-გალღობა). მაცივარში და ტრანსპორტირებისას უნდა ინახებოდეს +2–+80C ტემპერატურაზე. გამხსნელის გაყინვა დაუშვებელია. BCG-ს გახსნილი ფლაკონი ასაცრელად ვარგისია 5-6 სთ-ის განმავლობაში. ვაქცინა და გამხსნელი შერევისას უნდა იყოს ერთნაირი ტემპერატურის.

3. BCG-ს აცრის ჩატარებისას მანტუს სინჯი საჭირო არ არის.

4. დყტ (DPT) – ვაქცინა შედგება 3 კომპონენტისაგან: დიფთერია, ყივანახველა და ტეტანუსი. დიფთერიის და ტეტანუსის კომპონენტები წარმოადგენენ ანატოქსინებს (ტოქსოიდი), ყივანახველა – დახოცილ ბაქტერიებს. დყტ ვაქცინის 1 დოზა (0,5 მლ) შეიცავს 30 ს.ე. დიფთერიის, 40 ს.ე. ტეტანუსის ანატოქსინებს და 4 ს.ე. ყივანახველას კომპონენტს. ვაქცინა თხევადია. გამოდის ძირითადად 10 და 20-დოზიანი ფლაკონების სახით. ინექცია კეთდება კუნთებში (ინტრამუსკულარულად) – ბარძაყის კუნთიის შუა მესამედის ანტეროლატერალურ არეში. აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში. დაუშვებელია ვაქცინის შეყვანა დუნდულოს არეში, კანში ან კანქვეშ.

5. DPT ვაქცინის თერმომგრძნობელობა: გაყინვა აკრძალულია. მაცივარში და ტრანსპორტირებისას უნდა ინახებოდეს +2–+80C ტემპერატურაზე. გახსნილი ფლაკონი ვაქცინაციისათვის ვარგისია 1 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ დაწესებულებებში, სადაც შესაძლებელია „ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნების სრულყოფილი დაცვა ვაქცინის გახსნილი ფლაკონის გამოყენება დაშვებულია 1 თვის განმავლობაში, გარდა დაწესებულების გარეთ (მასობრივი, გამსვლელი ბრიგადის საშუალებით ან ბინაზე ვაქცინაციისას) გახსნილი ფლაკონებისა.

6. დტ (ბავშვებისათვის - (DT for children ან for pediatric) – ვაქცინა შედგება 2 კომპონენტისაგან: დიფთერია და ტეტანუსი. ვაქცინის 1 დოზა (0,5 მლ) შეიცავს 30 ს.ე. დიფთერიის ანატოქსინს და 40 ს.ე. ტეტანუსის ანატოქსინს. ვაქცინა არაერთგვაროვანი სითხეა. ძირითადად გამოდის 10 და 20-დოზიანი ფლაკონების სახით. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში აცრა ტარდება ბარძაყის კუნთის შუა მესამედში ანტეროლატერალურ არეში. აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში.

7. ტდ (Td) (ან DT for adults - მოზრდილებისათვის) ვაქცინის 1 დოზა (0,5 მლ) შეიცავს 2–5 ს.ე. დიფთერიის ანატოქსინს და 40 ს.ე. ტეტანუსის ანატოქსინს. ვაქცინა თხევადია. ვაქცინის 1 ფლაკონი ძირითადად 10 ან 20-დოზიანია. აცრა ტარდება დელტისებურ კუნთში. აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში.

8. DT და Td ვაქცინების შენახვის წესები და აცრის ტექნიკა იგივეა, რაც DPT ვაქცინისათვის.

9. ოპვ (OPV) – ორალური პოლიომიელიტის ვაქცინა, დამზადებულია პოლიომიელიტის ვირულენტობადაქვეითებული სამი ტიპის ცოცხალი ვირუსისაგან. ვაქცინა თხევადია და ძირითადად გამოდის 10 ან 20 დოზიანი ფლაკონების სახით. აცრა წარმოებს ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით), 1 დოზა – 2 წვეთი. აცრის დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში.

10. ოპვ ვაქცინის თერმომგრძნობელობა: სითბოში შენახვა აკრძალულია, გაყინვა დასაშვებია. ვაქცინა “ცივი ჯაჭვის” თითოეულ ეტაპზე, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია ინახებოდეს შემდეგი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით: ცენტრალურ ეროვნულ საწყობში – -150C-დან -250C-მდე 1 წლამდე; სამხარეო საწყობში – -150C – -250C-მდე 3-6 თვე; რაიონულ საწყობში დასაშვებია როგორც გაყინულ, ასევე +20 – +80C t-ზე შენახვა 1–3 თვის განმავლობაში. ამცრელ კაბინეტში ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2 – +8oC ტემპერატრაზე არა უმეტეს 1 თვისა. ვაქცინა ვარგისია გამოსაყენებლად ფლაკონზე არსებული თერმოინდიკატორის ჩვენების შესაბამისად, ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.

11. იპვ – ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინა წარმოადგენს სუსპენზიას, რომლის ერთი დოზა (0.5 მლ) შეიავს 20, 2 და 4 ს.ე I, II და III ტიპის პოლიოვირუსების D-ანტიგენის შესაბამის რაოდენობებს. ყოველთვის წარმოქმნის მხოლოდ ჰუმორალურ და არა ადგილობრივ იმუნიტეტს. შეყვანა ხდება ინექციის სახით, ბარძაყის კუნთის ანტეროლატერალური არის შუა მესამედში (დასაშვებია კანქვეშ შეყვანაც). აცრის დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში. ყველა დონეზე უნდა ინახებოდეს +2 - +80C t-ზე.

12. წითელა (Measles) – ვაქცინა დამზადებულია წითელას ვირულენტობადაქვეითებული ცოცხალი ვირუსისაგან. ვაქცინა მშრალ მდგომარეობაშია (ლიოფილიზებული). ახლავს ინდივიდუალური გამხსნელი. ვაქცინა გამოდის ძირითადად 10 ან 20 დოზიანი ფლაკონების სახით. ინექცია (1 დოზა - 0,5 მლ) კეთდება ღრმად კანქვეშ (დასაშვებია კუნთში) მხრის ზედა მესამედში. აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში.

13. წითელას ვაქცინის თერმომგრძნობელობა: აკრძალულია სითბოსა და დღის შუქზე შენახვა, გაყინვა დასაშვებია. ვაქცინა „ცივი ჯაჭვის” თითოეულ ეტაპზე, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია ინახებოდეს შემდეგი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით: ეროვნულ ცენტრალურ საწყობში – -150C – -250C 1 წლამდე; სამხარეო საწყობში – -150C – -250C 3-6 თვე; რაიონულ საწყობში დასაშვებია როგორც გაყინვა, ისე +2 – +80C ტემპერატურაზე შენახვა 1-3 თვის განმავლობაში. ამცრელ კაბინეტში ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2 – +8oC ტემპერატურაზე, არა უმეტეს 1 თვისა. გახსნილი ფლაკონი ასაცრელად ვარგისია აღდგენიდან 6 საათის განმალობაში, აცრის პროცესში დაცული უნდა იყოს “ცივი ჯაჭვის” პრინციპი. გამხსნელის გაყინვა დაუშვებელია უნდა ინახებოდეს +2 – +80C t-ზე. ვაქცინა და გამხსნელი შერევისას ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს.

14. ყბაყურის (Mumps) ვაქცინა - ცოცხალი კულტურიდან დამზადებული მშრალი (ლიოფილიზებული) ვაქცინაა. იგი ყბაყურის ვირუსის ატენუირებული შტამის კულტივირების მეთოდით მზადდება. პრეპარატი ერთგვაროვანი ვარდისფერი მასაა. ასაცრელი დოზა შეიცავს ყბაყურის ვირუსის არანაკლებ 20 000 ქცდ50/0.5 მლ-ს და ანტიბიოტიკ გენტამიცინის სულფატის არაუმეტეს 25 მკგ-ს. ახლავს ინდივიდუალური გამხსნელი. ვაქცინის დოზა 0.5 მლ მოცულობის რაოდენობით შეყავთ კანქვეშ ბეჭქვეშ ან მხრის არეში, (მხრის ქვედა და შუა მესამედის საზღვრის არეში გარე ზედაპირზე).   აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში. ვაქცინა გამოდის ძირითადად 10 ან 20 დოზიანი ფლაკონების სახით. ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2 – +80C ტემპერატურაზე. გაყინვა დასაშვებია. “ცივი ჯაჭვის” თითოეულ ეტაპზე, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია ინახებოდეს შემდეგი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით: ეროვნულ ცენტრალურ საწყობში -150C – -250C-ზე 1 წლამდე; სამხარეო საწყობში – -150C– -250C-ზე 3-6 თვე; რაიონულ საწყობში დასაშვებია როგორც საყინულეში, ისე +2 – +80C ტემპერატურაზე შენახვა 1-3 თვის განმავლობაში. ამცრელ კაბინეტში ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2 – +80C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 1 თვისა. გახსნილი ფლაკონი ასაცრელად ვარგისია აღდგენიდან 6 საათის განმალობაში, აცრის პროცესში დაცული უნდა იყოს “ცივი ჯაჭვის” პრინციპი. გამხსნელის გაყინვა დაუშვებელია, იგი უნდა ინახებოდეს +2 – +80C t-ზე. ვაქცინა და გამხსნელი შერევისას ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს.

15. ვირუსული ჰეპატიტი B –- ვაქცინა მიღებულია გენური ინჟინერიის გზით, რეკომბინანტული ტექნოლოგიით, B ჰეპატიტის ვირუსის გენის სუბერთეულის ჩართვით საფუარის სოკოში. საფუარის კულტივირების დასრულების შემდეგ, ამ უკანასკნელიდან გამოყოფენ ცილა HBsAg, რომელსაც წმენდენ საფუარის სოკოსაგან. ასე რომ ეს ვაქცინა ინაქტივირებული ვაქცინების ჯგუფს მიეკუთვნება. ვაქცინა შეიცავს B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) ცილას, ადსორბირებულს ალუმინის ჰიდროჟანგზე და კონსერვანტ თიომერსალს. ვაქცინა გამოდის ძირითადად 1, 2, 6, 10-დოზიანი ფლაკონის სახით. ვაქცინა არის თხევადი, ინექცია (1 დოზა 0,5 მლ) მცირეწლოვან ბავშვებში კეთდება ინტრამუსკულარულად ბარძაყის კუნთის შუა მესამედის წინა ლატერალურ (გარე) არეში ან დელტისებურ კუნთში მოზრდილებში. სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინა ურთიერთჩანაცვლებადია.

ა) დაუშვებელია ვაქცინის შეყვანა დუნდულოს არეში, კანში ან კანქვეშ ვაქცინაციის დაბალი ეფექტურობის გამო. ვაქცინა არ კეთდება ინტრავენურად. თუმცა, თრომბოციტოპენიისა და სისხლის მიმოქცევის პათოლოგიის შემთხვევაში აცრა შეიძლება გაკეთდეს კანქვეშ.

ბ) 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებს უკეთდება 1,0 მლ ვაქცინა. აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში.

გ) სასტიკად აკრძალულია ვაქცინის გაყინვა, ვაქცინა ინახება +2 – +80C-ზე. გახსნილი ფლაკონი ვარგისია 1 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ დაწესებულებებში, სადაც შესაძლებელია „ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნების სრულყოფილი დაცვა ვაქცინის გახსნილი ფლაკონის გამოყენება დაშვებულია 1 თვის განმავლობაში, გარდა დაწესებულების გარეთ (მასობრივი, გამსვლელი ბრიგადის საშუალებით ან ბინაზე ვაქცინაციისას) გახსნილი ფლაკონებისა.

16. ჯანმრთელობისათვის მავნე ინგრედიენტებს არცერთი ვაქცინა არ შეიცავს.

    მუხლი 9. აცრის ჩატარების წესები :

1. აცრაზე მოსული ყველა ბავშვი იცრება დადგენილი კალენდრის მიხედვით;

2. იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დაბადებიდან 24 თვის განმავლობაში გაკეთებული აქვს 14 აცრა კალენდრის შესაბამისად: 1 ბცჟ (ტუბერკულოზი, BCG), 4 დყტ (დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი, DPT), 4 ოპვ (ორალური პოლიომიელიტის ვაქცინა, OPV), 1 წითელა (Measles), 1 ყბაყურა (Mumps), 3 ჰეპატიტი B (HB).

3. ამცრელი პერსონალი ვალდებულია აწარმოოს ჩატარებული აცრების, აცრებზე უარის, აცრებზე უკუჩვენებების და აცრისშემდგომი გართულებების რეგისტრაცია.

4. რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყება და მთავრდება აცრების კურსი (ანუ ზუსტად აცრების კალენდრის შესაბამისად) მით უფრო ნაკლებია აცრის შემდგომი რეაქციების ან გართულებების ისედაც მცირე რისკი. მაგალითად, დტყ ვაქცინაციის კურსის დამთავრება 4 თვის ასაკისათვის, 4-ჯერ ამცირებს გართულებების რისკს, 10 თვის ასაკში ვაქცინაციის კურსის დამთავრებასთან შედარებით.

5. აცრის წინ სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი აფასებს ბავშვის ზოგად მდგომარეობას, უზომავს ტემპერატურას და არკვევს ხომ არ აღენიშნება აცრისადმი რომელიმე უკუჩვენება. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია აცრების შესახებ, ვიზიტის დღეს ბავშვს უტარდება ყველა გამოტოვებული აცრა შესაბამისი ვაქცინით. ვაქცინის ცალკეული დოზების შეყვანის რეკომენდებული 4 კვირიანი ინტერვალის გადამეტების შემთხვევაში ვაქცინაცია გრძელდება პირველი შესაძლებლობისთანავე, დამატებითი აცრის გარეშე. თუ კონკრეტული ვაქცინის მორიგი დოზის შეყვანისას არ იყო დაცული მინიმალური 4 კვირიანი ინტერვალი, ეს აცრა არ ითვლება გეგმიურად და საჭიროა მისი განმეორებითი ჩატარება სავალდებულო ინტერვალის დაცვით.

6. აცრები ტარდება აცრების წარმოების ტექნიკისა და წესების, აგრეთვე გართულებების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მცოდნე სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც ვალდებულია გააფრთხილოს მშობელი აცრის შემდგომი შესაძლო რეაქციების შესახებ.

7. ყველა აცრა კეთდება სხვადასხვა შპრიცით, სხვადასხვა ადგილზე. გაკეთების წინ ყველა ვაქცინის ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს.

8. დადასტურებულია, რომ ბავშვის იმუნურ სისტემას აქვს უნარი ეფექტურად უპასუხოს რამდენიმე ანტიგენის ერთდროულ შეყვანას. ამ ანტიგენების საპასუხოდ ანტისხეულების პროდუცირება ისევე ხდება, როგორც მათი ცალ-ცალკე შეყვანისას. მოცემული მიდგომის უვნებლობის, მოსახერხებლობის და ეფექტურობის გათვალისწინებით ჯანმო ითვალისწინებს მოცემული ასაკის ბავშვისათვის აუცილებელი ყველა ვაქცინის ერთდროული შეყვანის შესაძლებლობას.

9. ორი ცოცხალი ვაქცინის ერთდროული შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, ეს აცრები უნდა გაკეთდეს 4 კვირის ინტერვალის დაცვით.

10. სამშობიაროში ახალშობილს BCG ვაქცინით აცრის დღეს სხვა ინექციები და ინვაზიური სამედიცინო მანიპულაციები არ უტარდება.

    მუხლი 10. მაცივრებსა და ცივ ყუთებში ვაქცინების მოთავსების და შენახვის წესები

1. საოჯახო ტიპის მაცივარი (ყოფილი სსრკ-ის ან სხვა ქვეყნების წარმოების) – ასეთი ტიპის მაცივარში ვაქცინების შენახვა შესაძლებელია მხოლოდ ამცრელ უბანზე არა უმეტეს 1 თვის მარაგისა. საყინულე განყოფილებაში განთავსებულია მხოლოდ ყინულის ელემენტები. საყინულის ქვეშ პირველ თაროზე (ზემოდან ქვემოთ) უნდა განლაგდეს ოპვ, წითელა, ყბაყურა (OPV, Measles, Mumps). შუა თაროზე უნდა მოთავსდეს გამხსნელი და BCG. ყველაზე ქვედა თაროზე (მაგრამ არა “ბოსტნეულის” განყოფილებაში) დყტ (DPT), დტ (DT), ტდ (Td), ჰეპატიტი B-ს ვაქცინები. კარის თაროებზე ვაქცინების მოთავსება დაუშვებელია შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის არ არსებობის გამო.

2. სპეციალურად ვაქცინების შესანახ MK 4010 ტიპის მაცივრების საყინულე განყოფილებაში ამცრელი კაბინეტის დონეზე ინახება მხოლოდ ყინულის ელემენტები; სამაცივრო ნაწილში კი ყველა სახის ვაქცინა: ფსკერზე – ოპვ, წითელა, (Measles), ყბაყურა (Mumps), შუაში – BCG და გამხსნელი, ზემოთ – დყტ (DPT), დტ (DT), ტდ (Td), ჰეპატიტი B-ს ვაქცინები.

3. MK142, MK202, MK302 ტიპის მაცივრები – ამცრელი კაბინეტები ამ ტიპის მაცივრებში ინახავენ ყველა სახის ვაქცინას, ხოლო რაიონული და ა/რ, სამხარეო სჯდ საწყობების ამავე ტიპის მაცივრებში ინახება ყველა ის ვაქცინა, რომელიც არ უნდა გაიყინოს. ამცრელ კაბინეტებში ვაქცინების განლაგების თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორც MK-4010-ის სამაცივრო განყოფილებაში. რაიონულ და რეგიონულ საწყობებში ამ ტიპის მაცივრებში ინახება: BCG და გამხსნელი – ფსკერზე, დყტ, დტ, ტდ, HB-ს ვაქცინა – ზედა ნაწილში.

4. SB-300 – საყინულის ტიპის (ფრეზერი, აქვს რაიონულ და სამხარეო ბაზას), სადაც მუდმივად აწყვია ყველა ყინულის ელემენტი, რომელიც გააჩნია ბაზას, და ვაქცინები, რომლებიც დასაშვებია გაიყინოს: ოპვ და ვაქცინის ტიპის შესაბამისად წითელას და ყბაყურას ვაქცინები.

5. თერმომეტრი მოთავსებული უნდა იყოს ყველა ტიპის მაცივრის შუა ნაწილში, ხოლო ტემპერატურის აღრიცხვა განხორციელდეს ერთიანი უნიფიცირებული ფორმით (იხ. დანართი 2, 3).

6. მაცივრის შუა ნაწილში უნდა მოთავსდეს გაყინვის ინდიკატორი.

7. ვაქცინების განთავსებისას გაითვალისწინეთ: მაცივრის საერთო მოცულობის 30% უნდა იყოს ცარიელი.

8. ცივი ყუთები (სხვადასხვა მოცულობის) – განკუთვნილია ვაქცინების შესანახად ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში და ვაქცინების ტრანსპორტირებისათვის. ცივ ყუთში თავდაპირველად ეწყობა ყინულის ელემენტები (ფსკერზე და გვერდებზე), შემდეგ ვაქცინები: ფსკერზე - ოპვ, წითელა, ყბაყურა; შუაში – BCG, ზედაპირზე - დყტ, დტ, ტდ, HB ვაქცინა და ზევიდან კვლავ ეფარება ყინულის ელემენტები. დყტ, დტ, ტდ, HB ვაქცინები უშუალოდ არ უნდა ეხებოდეს ყინულის ელემენტებს. მათ შორის უნდა მოთავსდეს თერმოიზოლატორი.

9. მაცივრის უქონლობის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ვაქცინების შენახვა დასაშვებია სარდაფში ან ნახევარსარდაფში ამოთხრილი 1 მეტრის სიღრმის თავდახურულ ორმოში, რომელშიც ჩადგმულია მეტალის ჭურჭელი თავსახურით და ვაქცინებთან ერთად ინახება თერმომეტრი ტემპერატურის ყოველდღიური რეგისტრაციისათვის და ტემპერატურის საკონტროლო ინდიკატორები და მონიტორები.

10. ვაქცინის პარტიისათვის ახალი ბარათი-ინდიკატორის თანდასართავად საჭიროა მისი 30 წუთით მაცივარში მოთავსება და შემდეგ გააქტიურება დამცავი აპკის მოშორებით (მუქი ზოლი წარწერასთან-ინდიკატორი). საკონტროლო ბარათი-ინდიკატორის შევსება სავალდებულოა ვაქცინის მარაგის მიღებისა და გაგზავნისას, შემდგომ იგი ინახება მიღებულ ვაქცინასთან ერთად.

11. ბარათი-ინდიკატორის (იხ. დანართი 1) მიღებისას/გაგზავნისას ივსება გრაფები:

ა) „თარიღი“ - მიღების/გაგზავნის თარიღის დაფიქსირებით;

ბ) „დაწესებულება“ - მიმღები დაწესებულების დასახელება;

გ) „ინდექსი“ - თითოეული ინდიკატორის სექტორის შეფერილობის მდგომარეობა;

დ) ვაქცინის განაწილების ადგილი;

12. ბარათი-ინდიკატორი უჩვენებს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. ექსპოზიციის პერიოდის შესაბამისად ცისფრად იღებება A,B,C და D სექტორები თანმიმდევრულად. თუ არც ერთი სექტორი არ არის სრულად შეფერილი, ვაქცინა გამოიყენეთ ჩვეულებრივად.

13. თუ “A”, “B” და “C” სექტორები სრულადაა შეფერილი, ხოლო “D” არ შეიფერა ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა ინახებოდა +100C–ზე მაღალ, მაგრამ +340C–ზე დაბალ ტემპე რატურაზე დროის შემდეგი მონაკვეთის განმავლობაში:

 

 

 

ინდიკატორის შეფერილიბის შეცვლის ვადები

 

 

 

A

 

AB

 

ABC

 ვაქცინის შენახვის ტემპერატურა +120C

 3 დღე

8 დღე

14 დღე

 ვაქცინის შენახვის ტემპერატურა +210C

2 დღე

6 დღე

11 დღე

 

14. თუ “D” ინდიკატორი შეფერილია ლურჯად, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა +340C ტემპერატურაზე ინახებოდა ორი საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში.

15. გააკონტროლეთ ტემპეატურა ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისას. შეამოწმეთ ვაქცინის შენახვის ვადა, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე. არ გამოიყენოთ ვაქცინა, რომელსაც გაუვიდა ან გაურკვევლად აწერია შენახვის ვადა.

16. ვაქცინების მარაგის და ვაქცინაციის უზრუნველსაყოფი მასალების ყოველი მიღება და გაცემა ყველა დონეზე ექვემდებარება დაუყოვნებელ აღრიცხვას, რომელიც ხორციელდება სტადარტული ფორმით (დანართი 2, ფორმა 1.6; დანართი 3, ფორმა 2.6;).

17. მარაგის აღრიცხვასა და ინვენტარიზაციასა თვეში ერთხელ ახორციელებს ვაქცინების შენახვაზე სპეციალური ბრძანებით გამოყოფილი პასუხისმგებელი მუშაკი. მასვე ეკისრება ვაქცინების შენახვის ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი. ტემპერატურის რეგისტრაცია წარმოებს სტანდარტული ფორმით (დანართი 2, ფორმა 1.7; დანართი 3, ფორმა 2.7;) ყოველდღიურად 2-ჯერ (სამუშაო დღის დასაწყისში და დასასრულს), რაც დასტურდება ხელმოწერით ყოველი თვის ბოლოს.

თავი V

    მუხლი 11. აცრების უკუჩვენებები

 

ვაქცინა

უკუჩვენება

1. ყველა ვაქცინა

მძიმე რეაქცია ან გართულება იმავე ვაქცინის წინა დოზაზე - ანაფილაქსია, შოკი, კოლაფსი, ენცეფალოპათია ან ენცეფალიტი, კრუნჩხვა ტემპერატურული ფონის გარეშე;

ვაქცინაცია დროებით გადავადდება თუ პაციენტს აღენიშნება:

მწვავე დაავადებები მკაფიოდ გამოხატული კლინიკური ნიშნებით;

38,50C და მეტი ტემპერატურა.

 

2. ყველა ცოცხალი ვაქცინა

კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობა, მაალკილირებადი და ანტიმეტაბოლური პრეპარატებით ან სხივური თერაპიით მკურნალობა,

ლეიკოზი და ლიმფომა; ორსულობა

 

დამატებითი უკუჩვენებები ცალკეულ ვაქცინებზე

3. BCG ტუბერკულოზის

აივ-ინფექცია, შიდსი

 

4. დიფტერია/ყივანახველა/

ტეტანუსი DPT

ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებები;

აფებრილური კრუნჩხვები ანამნეზში (ვაქცინაცია ტარდება ყივანახველის კომპონენტის გარეშე)

 

 5. დიფტერიატეტანუსი, DT

 ტეტანუსი დიფტერია Td

აბსოლუტური უკუჩვენებები არ გააჩნია

 

6. ოპვ პილიომელიტი

 OPV

აბსოლუტური უკუჩვენებები არ გააჩნია

აივ-ინფექცია, შიდსი (აცრა ტარდება ინაქტივირებული

ვაქცინით (IPV)

 

7. წითელა

 Measles

 ყბაყურა

 Mumps

 ან MMR

მძიმე ალერგიული რეაქციები ამინოგლიკოზიდურ

ანტიბიოტიკებზე (ნეომიცინი, კანამიცინი)

ვაქცინის ტიპის მიხედვით - ანამნეზში ანაფილაქსიური რეაქციები კვერცხის ცილაზე; ასეთი ბავშვების აცრა შეიძლება ქათმის ფიბრობლასტებზე ან ადამიანის დიპლოიდურ უჯრედებზე დამზადებული ვაქცინებით

 

8. B ვირუსული ჰეპატიტის

 HB

ორსულობისას ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში.

 

 

9. უკუჩვენებათა ჩამონათვალი უნდა შემოწმდეს ვაქცინის თანმხლებ ინსტრუქციაში

10. სხვა არც ერთი მდგომარეობა აცრების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.

11. ტდ ვაქცინაცია ორსულებისათვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს.

12. “ცრუ უკუჩვენებების“ ჩამონათვალი, ანუ დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ იმუნიზაციის უკუჩვენებას.

ა)პერინატალური ენცეფალოპათია;

ბ) სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა;

გ) ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;

დ) თიმუსის ჩრდილის გადიდება;

ე) ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, „დიათეზი“;

ვ) განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;

ზ) დისბაქტერიოზი;

თ) ადგილობრივი ხმარების სტეროიდები;

ი) ჰიპოტროფია;

კ) დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);

ლ) ინფექციურ დაავადებასთან კონტაქტი ახლო წარსულში;

მ) დღენაკლულობა ან მცირე წონით დაბადება;

ნ) სეფსისი ანამნეზში;

ო) შემაერთებელი ქსოვილის აუტოიმუნური დაავადება;

პ) ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;

ჟ) ოჯახში აცრისშემდგომი გართულება;

რ) ალერგია ნათესავებში;

ს) ეპილეფსია, რომელიც მკურნალობას ემორჩილება;

ტ) კრუჩხვა ან უეცარი სიკვდილის სინდრომი ოჯახი;

უ) ორსული დედა;

ფ) ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;

ქ) მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზის შეყვანისას;

    მუხლი 12. იმუნოდეფიციტიანი ბავშვების ვაქცინაციის ტაქტიკა

1. თანდაყოლილი იმუნოდეფიციტებისას:

ა) ოპვ იცვლება იპვ-თი;

ბ) დყტ და დტ იცრება ასაკობრივად;

გ) ბცჟ, წცვ, ყცვ -– არ კეთდება;

2. მედიკამენტოზური და სხივური იმუნოსუპრესიისას:

ა) ვაქცინაცია ციტოსტატიური თერაპიის დამთავრებიდან 6 თვის შემდეგ;

ბ) ვაქცინაცია დიდი დოზებით (2 მგ/კგ/დღეღამეში 1 კვირაზე ხანგრძლივად) სტეროიდებით მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ;

3. უსიმპტომო აივ-ინფექცია:

ა) ბცჟ და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა – არ კეთდება;

ბ) ოპვ, წცვ, ყცვ – ასაკობრივად;

4. აივ-ინფექცია სიმპტომებით:

ა) დყტ, დტ, წცვ, ყცვ –- კეთდება ასაკობრივად;

ბ) ოპვ - იცვლება იპვ-თი;

თავი VI. აცრის შემდგომი გართულებები

    მუხლი 13. აცრის შემდგომ გართულებებზე ეპიდზედამხედველობა

1. იმუნიზაციის მიზანია ცალკეული ადამიანების ან მთელი მოსახლეობის დაცვა „მართვადი“ ინფექციებისაგან. მართალია თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ არცერთ მათგანზე არ შეიძლება აბსოლუტურად გამოირიცხოს გვერდითი რეაქციების ან იმუნიზაციის შემდგომი გართულებების განვითარების რისკი. ცალკეულ ადამიანებს აღენიშნებათ პოსტვაქცინური რეაქციები – მსუბუქი გვერდითი რეაქციებიდან დაწყებული იშვიათ, მაგრამ მძიმე და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებამდე. ზოგ შემთხვევაში ასეთი რეაქციები დაკავშირებულია თვით ვაქცინის თავისებურებასთან, ზოგჯერ კი მათი განვითარება განპირობებულია ვაქცინის შეყვანისას დაშვებული შეცდომებით და ძალიან ხშირად მიზეზობრივი კავშირი რეაქციასა და ვაქცინაციას შორის არ არსებობს.

2. განვითარების მიზეზის მიუხედავად, იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი რეაქციები (ე. წ. „პოსტვაქცინური რეაქციები“ პვრ) შესაძლებელია გახდეს ბავშვის ვაქცინაციის გაგრძელებაზე უარის საბაბი. შედეგად, საგრძნობლად მოიმატებს „მართვადი“ ინფექციებით მათი დასნებოვანების და შედეგად დაინვალიდების ალბათობა და ლეტალური გამოსავალიც კი.

3. იმუნზაციისადმი პოზიტიური დამოკიდებულების და ვაქცინაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მძიმე პვრ-ზე ეპიდზედამხედველობის სისტემა იმუნიზაციის პროგრამის ინტეგრალურ ნაწილად უნდა იქცეს.

4. იმუნიზაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები ძირითადად კლასიფიცირდება 4 ჯგუფად:

ა) ვაქცინით გამოწვეული გვერდითი რეაქციები;

ბ) ვაქცინით პროვოცირებული გვერდითი რეაქციები;

გ) ვაქცინაციის შეცდომასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები;

დ) ვაქცინაციასთან შემთხვევითი თანხვედრით გამოწვეული გვერდითი რეაქციები;

5. „გვერდითი რაქციის“ ცნება ტერმინოლოგიურად ჰგავს ვაქცინის „რეაქტოგენობის“ ცნებას. ადამიანისთვის შეყვანილ ნებისმიერ ვაქცინას (იმუნოგენობასთან ერთად) აქვს რეაქტოგენობის გარკვეული ხარისხი.

6. თუ ვაქცინის ცალკეული სერიების რეაქტოგენობა აღემატება ვაქცინის მოხმარების ინსტრუქციით რეგლამენტირებულ მაჩვენებელს, ამ სერიის შემდგომი გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს ეროვნულ დონეზე.

7. დახოცილი და სორბირებული ქიმიური ბაქტერიული ვაქცინების, ასევე ანატოქსინების შეყვანისას ადგილობრივი რეაქციები ვითარდება 24 საათის შემდეგ და ქრება 2-7 დღეში მკურნალობის გარეშეც, მომატებული ტემპერატურა და ინტოქსიკაციის ნიშნები ნარჩუნდება 24-48 საათი. ზოგიერთ შემთხვევაში სორბირებული პრეპარატების შეყვანის ადგილებში მტკივნეული შემკვრივება გრძელდება 1 თვის განმავლობაში. ვაქცინის ტოქსიურ მოქმედებაზე დამოკიდებული ადგილობრივი და ზოგადი რეაქციები უფრო გამოხატულია ვაქცინის პირველი შეყვანის შემდეგ.

8. ალერგიული რაქციები უპირატესად მჟღავნდება ქიმიური (ხსნადი) ვაქცინების შეყვანისას. გამოიხატება ჰიპერემიით და შეშუპებით, ზოგად რეაქციებს თან ახლავს ცხელება, არტერიული წნევის შემცირება, გამონაყარი, ართრალგია და სხვ.

9. გამოვლენის ვადების მიხედვით ალერგიული რეაქციები იყოფა დაუყოვნებელ (1 სთ-ს განმავლობაში), დაყოვნებულ (24-48 სთ-ს შემდეგ) და შერეულად. უპირატესად ვითარდება განმეორებითი შეყვანისას, პირველადი შეყვანისას განვითარებული რეაქცია უფრო ხშირად პარაალერგიაა („ცრუ ალერგია“).

10. ვაქცინის გვერდითი ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია საკუთრივ პრეპარატის თვისებებსა და ვაქცინირებულის რეაქტიულობაზე.

11. გარდა სხვადასხვა ტექნოლოგიური მომენტებისა, ვაქცინის რეაქტოგენობაზე არაკეთილსასურველ შედეგს იძლევა სხვადასხვა მოთხოვნების დარღვევა:

ა) ვაქცინის წარმოების წესების დარღვევა (ნარჩენი ტოქსიურობა, კონტამინაცია და სხვ.);

ბ) ვაქცინების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაუცველობა;

გ) არასაკმარისი ინფორმაცია პაციენტის თანმხლები პათოლოგიის არსებობაზე;

დ) ვაქცინაციის პროცედურის დარღვევა, დოზის მომატება, სქემის შეცვლა, შეყვანის ხერხის შეცვლა და სხვ.;

12. ისეთი ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა წითელა, დიფთერია, ახალშობილთა ტეტანუსი, ჰეპატიტი B და პოლიომიელიტი, ვაქცინაციის დადებითი შედეგები ბევრად აღემატება იმუნიზაციის შემდგომი გართულებების შესაძლო ზიანს (დანართი 1, ცხრ. №3).

13. არავაქცინირებული ბავშვის „მართვადი“ ინფექციებით დაავადების ალბათობა ბევრად მეტია, ვიდრე მძიმე პოსტვაქცინური რეაქციების ან გართულებების განვითარების ალბათობა.

    მუხლი 14. პვრ-ებზე ზედამხედველობა

1. პოსტვაქცინური რეაქციები ესაა ჯანმრთელობის დარღვევები, რომლებიც ვითარდება იმუნიზაციის შემდეგ და სავარაუდოდ იმუნიზაციის შედეგია. თუმცა, ადამიანები, ჩვეულებრივ ფიქრობენ, რომ იმუნიზაციის შემდეგ ჯანმრთელობის ყველა აღნიშნული დარღვევა მიზეზობრივად დაკავშირებული უნდა იყოს იმუნიზაციასთან, მაგრამ ასეთი რეაქციები ხშირად შემთხვევითი დამთხვევის შედეგია. ასევე არასწორია ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ პვრ-ის ხშირი მიზეზი სახელდობრ ვაქცინებია. მაგრამ პვრ უხშირესად დაკავშირებულია ტექნიკურ შეცდომებთან, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია.

2. ეპიდზედამხედველობას დაქვემდებარებარებული პოსტვაქცინური გართულებები (პვგ):

ა) ბცჟ ვაქცინაციის შემდგომ ლიმფადენიტის ყველა შემთხვევა;

ბ) ყველა აბსცესი ვაქცინის შეყვანის ადგილზე;

გ) ყველა ლეტალური გამოსავალი, რომელიც მედიცინის მუშაკის ან მოსახლეობის აზრით დაკავშირებული იყო ვაქცინაციასთან;

დ) ჰოსპიტალიზაციის ყველა შემთხვევა, რომელიც მედიცინის მუშაკის ან მოსახლეობის აზრით დაკავშირებული იყო ვაქცინაციასთან;

ე) სხვა მძიმე ან არაჩვეულებრივი დარღვევები, რომელიც მედიცინის მუშაკის ან მოსახლეობის აზრით დაკავშირებული იყო ვაქცინაციასთან;

ვ) მწვავე დუნე დამბლა;

ზ) ენცეფალოპათია;

თ) ენცეფალიტი;

ი) მენინგიტი;

კ) კრუნჩხვები;

3. პუნქტებში გ, დ, ე, ჩამოთვლილი მოვლენები თუ განვითარდნენ ვაქცინის შეყვანიდან 1 თვის განმავლობაში, მედიცინის მუშაკებმა შესაძლებელია დააკავშირონ იმუნიზაციასთან. თუმცა ჯანმრთელობის ზოგიერთ დარღვევას შესაძლებელია მიზეზობრივი კავშირი ჰქონდეს იმუნიზაციასთან მაშინაც კი, როდესაც მათ უფრო გვიანი დასაწყისი ჰქონდათ.

4. პირველ 5 პუნქტში ჩამოთვლილ გამოხატული პვრ-ის კატეგორიებს „ტრიგერები“ ეწოდება, ვინაიდან მათი განვითარება ასტიმულირებს შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას.

5. ტემპერატურის მცირე მომატება და მტკივნეულობა ინექციის ადგილზე – ნიშნავს ორგანიზმში იმუნური პასუხის გამომუშავების პროცესის წარმატებულ მიმდინარეობას.

6. პოსტვაქცინური გართულებების გამოვლენაზე პასუხისმგებელია:

ა) მედიცინის მუშაკები, რომლებიც ატარებენ ვაქცინაციას;

ბ) მედიცინის მუშაკები, რომლებიც უზრუნველყოფენ პვგ-ით ავადმყოფთა მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში;

გ) სამეცნიერო მუშაკები, რომლებიც აწარმოებენ კლინკურ გამოკვლევებს ან საველე კვლევებს;

    მუხლი 15. შეტყობინება პოსტვაქცინურ გართულებებზე

1. პვგ-ზე სასწრაფო შეტყობინება ეგზავნება შესაბამისი რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს სამხარეო სამსახურს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

2. ყველა პვგ, სასწრაფოდ შეტყობინებულთან ერთად, ექვემდებარება ყოველთვიურ ანგარიშგებას არსებული წესის მიხედვით.

3. გამომწვევი მიზეზების დასდგენად და შემდგომი სწრაფი ღონისძიებების გასატარებლად პვგ-ზე შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ (შემთხვევის გამოვლენიდან 24 საათში) უნდა დაიწყოს შემთხვევის ეპიდკვლევა, რომელსაც ატარებს სამოქმედო ტერიტორიის ეპიდემიოლოგი ამ შემთხვევის გამომვლენ მედიცინის მუშაკთან ერთად.

4. პვგ-ის გამოწვევი მიზეზის გამოვლენის მიუხედავად საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების დაუყოვნებლად ჩატარება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც განვითარებული გართულება ნამდვილად ვაქცინასთან იყო დაკავშირებული ან როცა პვგ-ის მიზეზი ვერ დადგინდა უნდა ჩატარდეს განმარტებითი მუშაობა დაზარალებული ბავშვების მშობლებს, სხვა სამედიცინო მუშაკებს, მოსახლეობასა და მასმედიის წარმომადგენლებთან, რაც ემსახურება საზოგადოებაში იმუნიზაციასთან დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნებას.

5. ეპიდკვლევისას უნდა:

ა) დადასტურდეს დასმული დიაგნოზი ან შეიცვალოს სხვა შესაძლო პვგ-ს დიაგნოზით და დაზუსტდეს შემთხვევის ან შემთხვევათა ჯგუფის გამოსავალი;

ბ) დაზუსტდეს იმ ვაქცინის მახსასიათებლები, რომელითაც იქნა აცრილი პაციენტი (პაციენტები);

გ) შემოწმდეს იმუნიზაციის პროგრამის ორგანიზაციული ასპექტები. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რეაქცია უტყუარად დაკავშირებულია ვაქცინის შეყვანასთან ან შემთხვევითაა თანხვედრილი, ტექნიკურმა შეცდომებმა შესაძლოა გააძლიეროს მისი სიმძიმე;

დ) განისაზღვროს პვგ-ს რეგისტრირებული შემთხვევა მართლაც იყო ერთეული თუ ერთ-ერთაგანი რამოდენიმე შემთხვევიდან; თუ ადგილი ჰქონდა პვგ-ს აფეთქებას, დადგინდეს იმუნიზაციის ჩატარების ადგილი და გამოყენებული ვაქცინები;

განისაზღვროს ხომ არ აღინიშნებოდა ანალოგიური რექციები სხვა ბავშვებშიც, რომლებიც არ აცრილან;

6. შეიკრიბოს:

ა) არსებული დაავადების ანამნეზი: დაავადების სიმპტომები, განვითარების ვადები და ხანგრძლივობა, ჩატარებული მკურნალობა და გამოსავალი, როგორ იქნა დასმული დიაგნოზი;

ბ) წინმსწრები დაავადების ანამნეზი: ვაქცინის წინათ შეყვანილ დოზებზე რეაქციები; წამლებზე ალერგიის ქონა; წიმნსწრები ნევროლოგიური დარღვევები; რაიმე წამლების მიღება ამჟამად;

გ) ვაქცინური ანამნეზი: ვაქცინები, მიღებული დოზების რაოდენობა, უკანასკნელი აცრების ადგილები და თარიღები, ვაქცინის შეყვანის წერტილები;

დ) სისხლის, ფეკალების და სხვა ანალიზების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები, თუ ისინი ჩატარებულია;

 ე) მონაცემები ავადმყოფისთვის შეყვანილ ვაქცინებზე:

ე.ა.) ვაქცინის სერიის ნომერი

ე.ბ.) ვარგისიანობის ვადა;

ე.გ.) ვის მიერაა დამზადებული ვაქცინა;

ე.დ.)ვაქცინის ლაბორატორიული გამოცდის შედეგები; (თუ ასეთი მონაცემები არსებობს);

 ვ) იმუნიზაციის პროგრამასთან დაკავშირებული ცნობები:

ვ.ა.) ვაქცინის შენახვისა და გამოყენების ხერხები, მათი შეყვანის მეთოდები და სხვა ანალოგიური ინფორმაცია ვაქცინაციის განმხორციელებელ დაწესებულებაზე;

ვ.ბ.) როგორ ინახავენ დაწესებულებაში ვაქცინას – მაგალითად, თუ ინახება დიფთერიის- კომპონენტიანი ვაქცინა გაყინულ მდგომარეობაში? გამოიყენება თუ არა ვარგისიანობის ვადაგასული ვაქცინები.

 ზ) მონაცემები თითოეულ ავადმყოფზე:

ზ.ა.) თითოეული ავადმყოფის დემოგრაფიული მონაცემები, ავადმყოფობის ისტორიის ნომრის ჩათვლით;

 თ) იმუნიზაციის ჩატარებისას როგორ ეპყრობიან ვაქცინას - კარგად ანჯღრევენ თუ არა დყტ, დტ, ტდ ან ჰეპატიტი B ვაქცინას გამოყენების წინ.

 ი) იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ - ყრიან თუ არა ყველა გახსნილ ამპულას მოწოდებული წესების მიხედვით.

კ) როგორ ხსნიან ვაქცინას და აკეთებენ ინექციებს მედიცინის მუშაკები:

კ.ა.) გამოიყენება თუ არა შესაბამისი გამხსნელები.

კ.ბ.) გამოიყენება თუ არა სტერილური სითხეები.

კ.გ.) შეჰყავთ თუ არა ვაქცინის სწორი დოზა.

კ.დ.) სწორად და საჭირო ადგილზე შეჰყავთ თუ არა ვაქცინები.

ლ) საკმარისადაა თუ არა შპრიცები და ნემსები.

ლ.ა.) ტარდება თუ არა თითოეული ინექცია ერთი სტერილური შპრიცით და ერთი სტერილური ნემსით.

მ) ცნობები სხვა კონტინგენტზე:

მ.ა.) იმავე სერიის ვაქცინით ან იმავე დროს აცრილთა რაოდენობა, ასევე აცრის შემდეგ ავადგამხდართა რაოდენობა, რა სიმპტომები განუვითარდათ მათ;

მ.ბ.) არავაქცინირებულთა ან იმავე მწარმოებლის სხვა სერიის ან სხვა მწარმოებლის ვაქცინით იმ იმუნიზებულთა რაოდენობა, რომელთაც ანალოგიური სიმპტომები განუვითარდათ.

ნ) ცნობები მედიცინის მუშაკზე, მის კვალიფიკაციაზე.

7. მთელი ზემოჩამოთვლილი ინფორმაცია ყოველი ავადმყოფისთვის მოყვანილი უნდა იყოს პვგ-ს შემთხვევის ეპიდკვლევის რუაში (ყოველ ასეთ პირზე ივსება პვგ-ს შემთხვევის ეპიდკვლევის სპეციალური ფორმა IV-04/1. დანართი 1).

 

თავი VII

იმუნიზაციის მართვის საინფორმაციო სისტემა: რეგისტრაცია და ანგარიშგება მონიტორინგი

    მუხლი 16. რეგისტრაცია-ანგარიშგება

1. I დონეზე მოქმედი ფორმები:

ა) „ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალი“ - 1.1. კონტინგენტის აღრიცხვა ტარდება წელიწადში ერთხელ (სექტემბერ-ოქტომბერში) სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ბავშვის (0-15 წლამდე ასაკი) აღწერით. აღწერა წარმოებს საკარდაკარო შემოვლით. აღწერის დამთავრების შემდეგ სიები უნდა შეედაროს პროფილაქტიკური აცრების რუას (063), პროფილაქტიკური აცრების ჟურნალს, ბავშვის განვითარების ისტორიას, და მოხდეს შესაბამისი კორექტირება.

ბ) „ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ“- ფორმა 1.2 ეს საანგარიშო ფორმა დგება წელიწადში ერთხელ (ოქტომბერში) „ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალის“ (1.1) და მოზრდილი (15 წელი და უფროსი) მოსახლეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე. ფორმა 1.2. წელიწადში ერთხელ წარედგინება ზემდგომ დონეს დადგენილი ვადის შესაბამისად.

გ) „აცრების გეგმა მომდევნო წლისთვის“ - 1.3. აცრების წლიური გეგმის შედგენა უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ (ოქტომბერში) „ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ“ - ფორმა (1.2) და ფორმა 063-ის საფუძველზე. ეს ფორმა წელიწადში ერთხელ წარედგინება ზემდგომ დონეს დადგენილი ვადის შესაბამისად.

გ.ა) აცრების გეგმას ადგენს უბნის ექიმი მედდის დახმარებით. საფერშლო-საბებიო პუნქტში გეგმას ადგენს მედდა ამბულატორიის ექიმის რეკომენდაციით.

დ) „პროფილაქტიკური აცრების რუკა – ფორმა 063“, რომელიც ითვალისწინებს ბავშვისთვის ჩატარებული აცრების რეგისტრაციას. 15 წლის ასაკის შესრულების შემდეგ ფორმები გადატანილი უნდა იქნეს მოზრდილთა პოლიკლინიკაში. ამ ფორმის საფუძველზე ივსება აცრების ინდივიდუალური ბარათი – ფორმა 026, რომელიც ეძლევა დედას ხელზე.

ე) „აცრების თვიური დაგეგმვა და აღრიცხვა“ - ჟურნალი 1.4. ყოველი პედიატრიული უბნის სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი უნდა აწარმოებდეს აცრების თვიურ დაგეგმვას და ჩატარებული აცრების აღრიცხვას. ყველა ვაქცინაცია და რევაქცინაცია იგეგმება საანგარიშო თვის ბოლოს ფორმა 063-ის საფუძველზე. გათვალისწენებული უნდა იყვნენ მიმდინარე თვეში აუცრელი ბავშვები.

ვ) „1 თვეზე მეტი, მუდმივი უკუჩვენებების და უარის აღრიცხვა“ - ჟურნალი 1.5. უბნის სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი ვალდებულია აწარმოოს აცრებზე გრძელვადიანი უკუჩვენებების და უარის გაცხადების შემთხვევების რეგისტრაცია. რეგისტრაციას ექვემდებარება ყველა ბავშვი, რომელსაც აღენიშნება „1 თვეზე მეტი“ და „მუდმივი“ უკუჩვენებები ან უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე. აცრებზე უარის გაცხადების შემთხვევა რეგისტრირებულ უნდა იქნს მშობლის ხელწერილის საფუძველზე.

ზ) „ვაქცინების, შპრიცების და საუტილიზაციო კონტეინერების აღრიცხვა“ - ჟურნალი 1.6. ჟურნალს აწარმოებს მასალის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი. აღნიშვნები უნდა კეთდებოდეს მასალის მიღების, გაცემის ან გამოყენების დღეს.

თ) “ტემპერატურის აღრიცხვა” - ფორმა 17. ვაქცინების მიმოქცევასა და შენახვაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა აწარმოოს მაცივარში არსებული ტემპერატურის რეგისტრაცია დღეში ორჯერ (სამუშაო დღის დასაწყისში და დასასრულს) და მოაწეროს ხელი ყოველი თვის ბოლოს.

ი) „ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ“ – ფორმა IV-04 1.8, წარმოადგენს ანგარიშის ძირითად დოკუმენტს, რომელიც ასახავს აცრების მდგომარეობას ამცრელ დაწესებულებებში. ფორმა შედგება 4 სექციისაგან: “ჩატარებული აცრები”, “ვაქცინების ხარჯვა”, “დროულობა” და “უარი და უკუჩვენებები დყტ-ზე”. ფორმა დგება ყოველთვიურად დადგენილი ვადების შესაბამისად. დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ანგარიში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ ჩატარებულა აცრები ე.წ. ნულოვანი ანგარიშგება.

2. II დონეზე მოქმედი ფორმები:

ა) „ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ“ - ფორმა 2.2. საანგარიშო ფორმა დგება წელიწადში ერთხე (ოქტომბერში) 1.2 ფორმების საფუძველზე. ეს ფორმა წელიწადში ერთხელ წარედგინება ზემდგომ დონეს დადგენილი ვადის შესაბამისად.

ბ) „აცრების გეგმა მომავალი წლისათვის“. ფორმა - 2.3. აცრების გეგმა დგება წელიწადში ერთხელ (ოქტომბერ-ნოემბერში) 1.3 ფორმების საფუძველზე. ეს ფორმა წელიწადში ერთხელ წარედგინება ზემდგომ დონეს დადგენილი ვადის შესაბამისად.

გ) ვაქცინების, შპრიცების და საუტილიზაციო კონტეინერების აღრიცხვა.

 აპგ, ბპ – ჟურნალი 1.6. რაიონის, სამხარეო სჯდც – ჟურნალი 2.6. ჟურნალს აწარმოებს მასალის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი. აღნიშვნები უნდა კეთდებოდეს მასალის მიღების, გაცემის ან გამოყენების დღეს.

დ) ტემპერატურის აღრიცხვა. ფორმა – 2.7. ვაქცინების მიმოქცევასა და შენახვაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა აწარმოოს მაცივარში არსებული ტემპერატურის რეგისტრაცია დღეში ორჯერ (სამუშაო დღის დასაწყისში და დასასრულს) და მოაწეროს ხელი ყოველი თვის ბოლოს.

ე) ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ – ფორმა IV-04–1.8 (აპგ, ბპ) და ფორმა IV-04 2.8. (რაიონის სჯდც.) იგი წარმოადგენს ანგარიშის ძირითად დოკუმენტს. ფორმა ივსება I და შესაბამისად II დონიდან მიღებული ანალოგიური ფორმების საფუძველზე. ფორმა დგება ყოველთვიურად.

ვ) ვაქცინაციისათვის საჭირო მასალების დაგეგმვა - ყოველი კალენდარული წლის ბოლოს რაიონის სჯდც-მა მომავალი წლისათვის უნდა გამოიანგარიშოს ვაქცინების და შპრიცების საჭირო რაოდენობა როგორც მთლიანად რაიონისთვის, ასევე ცალკეული დაწესებულებისთვის. იგი ითვლება აცრების მომავალი წლის გეგმის (დანართი 3. ფორმა 2.3) საფუძველზე, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ანტიგენისთვის დანაკარგის კოეფიციენტი და 25% რეზერვი. წლიური საჭიროების ფორმა რაიონის სჯდც-ს მიერ იგზავნება სამხარეო სჯდც-ში, ხოლო სამხარეო სჯდც-ს მიერ - დკეც-ში.

ზ) ზემოაღწერილი ფორმის ანალოგიურია ვაქცინების/შპრიცების/საუტილიზაციო კონტეინერების საჭიროების და უსაფრთხო მარაგის გასათვლელი ფორმა, რომლის საფუძველზეც ივსება წლიური საჭიროების ფორმა და დამატებით იძლევა ვაქცინების უსაფრთხო მარაგის კვარტალური მონიტორინგის საშუალებას რაიონში აცრების უწყვეტად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმუნიზაციის მენეჯერებმა უნდა აწარმოონ ვაქცინების უსაფრთხო მარაგის პროპორციის მონიტორინგი (გასული წლის ბალანსს დამატებული მიმდინარე პერიოდისთვის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული რაოდენობა და გაყოფილი წლიურ საჭირო რაოდენობაზე) თითოეული ანტიგენისათვის და მიიღონ საჭირო ზომები არსებული ვაქცინების ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი რაოდენობის შემთხვევაში. მონიტორინგი მიზნად ისახავს ყოველ კვარტალში წლიური საჭიროების 25%-ის მარაგის უზრუნველყოფას. ვაქცინების, შპრიცების შეკვეთის ფორმაში მოცემულია საჭიროება მოცემული პერიოდისათვის, ბალანსი შეკვეთის დროისათვის და შესაკვეთი რაოდენობა.

თ) საანგარიშო ფორმებს I დონეზე ადგენს უბნის სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი. II-III დონეზე კი იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირი. საერთო რაიონულ გეგმას (2.3) ამტკიცებს სჯდც-ის იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირი და დირექტორი. ყველა საანგარიშო ფორმის ასლი რჩება დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომელთანაც ანგარიშვალდებული არიან I დონის დაწესებულებები (უბნები) პირადად აგებენ პასუხს საანგარიშგებო ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხსა და დროულობაზე.

ი) III-IV დონეებზე მიღებული საანგარიშო ფორმების მონაცემები ერთიანდება კომპიუტერული პროგრამის მონაცემთა ბაზაში. აღნიშნული პროგრამის საშუალებით ხდება იმუნიზაციის პროგრამის ყველა ინდიკატორის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება.

კ) სარეგისტრაციო, საანგარიშგებო ფორმების შევსება უნდა მოხდეს შესაბამისი ინსტრუქციების „იმუნიზაციის მარვის საინფორმაციო სისტემის სასწავლო სახელმძღვანელო, I დონისათვის“ მიხედვით (დანართი 2) და „იმუნიზაციის მარვის საინფორმაციო სისტემის სასწავლო სახელმძღვანელო, II დონისათვის“ მიხედვით (დანართი 3);

ლ) საანგარიშო ფორმების წარდგენის სიხშირე და ვადები:

 

ფორ-მის N

ფორმის დასახელებაba

ანგარიშგების სიხშირე

ანგარიშგების ვადა

(არაუგვიანეს)

ანგარიშგების ადგილი

 

 

I დონე

1.2.

ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ

წელიწადში ერთხელ

10 ნოემბერი

აპგ

ბპ

1.3.

აცრების გეგმა მომავალი წლისათვის

წელიწადში ერთხელ

10 ნოემბერი

აპგ

ბპ

1.8.

ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ

ყოველთვიურად

მიმდინარე თვის 30 რიცხვი

აპგ

ბპ

 

 

 

მომდევნო თვის 3 რიცხვი

რაიონის (ქალაქის) სჯდც

II-III დონე

2.2.

ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ

წელიწადში ერთხელ

15 ნოემბერი

რაიონის (ქალაქის) სჯდც

 

 

 

 

20 ნოემბერი

ა/რ, სამხარეო სჯდც

 

 

 

 

30 ნოემბერი

დკეც

 

2.3.

აცრების გეგმა მომავალი წლისათვის

წელიწადში ერთხელ

15 ნოემბერი

რაიონის (ქალაქის) სჯდც

 

 

 

20 ნოემბერი

ა/რ, სამხარეო სჯდც

 

 

 

30 ნოემბერი

დკეც

2.8.

ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ

ყოველთვიურად

მომდევნო თვის 5 რიცხვი

ა/რ, სამხარეო სჯდც

 

 

 

მომდევნო თვის 7 რიცხვი

ssic, dkec

 

ვაქცინების, შპრიცების და საუტილიზაციო კონტეინერების წლიური საჭიროების ფორმა

წელიწადში ერთხელ

15 დეკემბერი

ა/რ, სამხარეო სჯდც

 

წელიწადში ერთხელ

20 დეკემბერი

დკეც

ვაქცინების, შპრიცების და საუტილიზაციო ყუთების შეკვეთის ფორმა

ყოველთვიურად

(კვარტალურად დასაშვებია მძიმე კლიმატური ფაქტორებისას)

 

 

ა/რ,სამხარეო სჯდც

 

კვარტალურად

 

 

დკეც

 

 

თავი VIII

ამცრელი კაბინეტის მოწყობა, აცრების მონიტორინგი

    მუხლი 17

პროფილაქტიკური აცრები ტარდება სათანადო ლიცენზიის მქონე სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების მიერ.

    მუხლი 18

სათავს, სადაც ტარდება აცრები, სასურველია შედგებოდეს 2 ოთახისგან; I – სარეგისტრაციო, II – აცრების ჩასატარებელი. გამონაკლისის სახით სასოფლო პირობებში დასაშვებია ერთი ოთახის შირმით გამოყოფა.

1. სარეგისტრაციო ოთახი

ა) სარეგისტრაციო ოთახში ინახება სავალდებულო სარეგისტრაციო ფორმები და ჟურნალები (დაართი 2)

ბ) ფორმა 063-ის შენახვის ყველაზე მიზანშეწონილი ფორმაა – კარტოთეკული, რათა გამარტივებული იყოს მოცემული ბავშვის აცრების თვიურ გეგმაში ჩართვა. კაროთეკის შედგენა წარმოებს ცალკეული უბნების მიხედვით. თითოეულ უბანზე პროფილაქტიკური აცრების რუკას ყველა ბავშვზე ალაგებენ წლების, თვეების და ჩატარების ვადების მიხედვით.

2. ასაცრელი ოთახი

ა) ასაცრელ ოთახში უნდა იყოს მაგიდა ინსტრუმენტებისა და ასაცრელი პრეპარატებისათვის, „ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობები ვაქცინების ხარისხიანად შესანახად (მაცივარი, ცივი ყუთი, ყინულის ელემენტები, თერმომერტი, თერმოინდიკატორები), საუტილიზაციო კონტეინერები, გამდინარე წყალი, აფთიაქი პირველი დახმარების აღმოსაჩენად და ტახტი.

ბ) მაცივართან მოთავსებული უნდა იყოს ტემპერატურის ყოველდღიური აღრიცხვის ფორმა 1.7;

გ) ცივი ყუთი ყინულის ელემენტებით გამოიყენება ასაცრელი მასალის ტრანსპორტირებისათვის და აცრების პროცესში გახსნილი ვაქცინების შესანახად. გახსნილი ვაქცინა ინახება ყინულის ელემენტებით დატვირთულ ცივ ყუთში ტემპერატურის მეთვალყურეობით. დასაშვებია გახსნილი ვაქცინა მოთავსდეს სამანიპულაციო მაგიდაზე ყინულის ელემენტში.

დ) სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის კონსულტაციისა და ნებართვის შემდეგ აცრები ტარდება აცრების წარმოების ტექნიკისა და წესების, აგრეთვე გართულებების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მცოდნე საშუალო სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც ვალდებულია გააფრთხილოს მშობელი აცრის შემდგომი შესაძლო რეაქციების შესახებ.

ე) ასაცრელ ოთახში აუცილებლად უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების და ანტიშოკური თერაპიის აფთიაქი შემდეგი ნაკრებით: კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი, პიპოლფენი), საგულე საშუალებები (კორდიამინი, კოფეინი, სტროფანტინი, კორგლიკონი), გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი (ან აღნიშნული პრეპარატების ანალოგები), სათბურები, ლახტი.

ვ) აცრების ჩატარების შემდეგ აუცილებელია ბავშვი იმყოფებოდეს ექიმის (ექთნის) მეთვალყურეობის ქვეშ 30 წუთის განმავლობაში, მათ შორის, გამონაკლისის სახით ბინაზე აცრის შემთხვევაში.

    მუხლი 19. მონიტორინგი

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებები პასუხს აგებენ როგორც სააღრიცხვო/საანგარიშგებო ფორმების შევსების სისრულესა და სისწორეზე, ასევე სამოქმედო ტერიტორიის მოსახლეობის აცრების ყველა მაჩვენებლის ანალიზზე და ამცრელი დაწესებულებების მუშაობის ხარისხზე.

1. იმუნიზაციის მონიტორინგი

ა.) იმუნიზაციის მონიტორინგი I დონის დაწესებულებებისთვის რეკომენდებულია, ხოლო II-III-IV დონის დაწესებულებებისთვის სავალდებულოა წარმოებდეს ყოველთვიურად შემდეგ მაჩვენებლებზე:

ა.ა.) 1 წლამდე ასაკის ბავშვების დყტ3 აცრებით მოცვის დონე;

ა.ბ.) 4 თვის და 29 დღის ასაკის ბავშვთა დყტ3 აცრებით მოცვის დონე (დროულობა);

ა. გ.) ვაქცინების ხარჯვის მაჩვენებელი;

ა.დ.) დყტ-ზე „უარის“ და უკუჩვენებების მქონე ბავშვთა წილი (%);

ბ) აცრებით მოცვის დონე – ვაქცინირებულ პირთა (n) პროცენტი აცრებს დაქვემდებარებულ მოსახლეობის ჯგუფში (N). (მოცვის დონე=n / N x 100%.).

ბ.ა.) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა მოვალეობას წარმოადგენს დაქვემდებარებულ სამოქმედო ტერიტორიის მოსახლეობის აცრებით მოცვის დონის განსაზღვრა და მონიტორინგი.

ბ.ბ.) აცრებით დროული მოცვის მაჩვენებელი აჩვენებს იმ ბავშვთა პროცენტულ რაოდენობას, რომლებმაც 5 თვის ასაკისთვის მიიღეს დყტ3 აცრა.

გ) ვაქცინის ხარჯვის მაჩვენებელი აჩვენებს 1 აცრილ ბავშვზე დახარჯული ვაქცინის რაოდენობას. (ვაქცინის ხარჯვის მაჩვენებელი = დახარჯული ვაქცინის დოზათა რაოდენობა/აცრილ ბავშვთა რაიდენობა).

გ.ა.) სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმ ამცრელ დაწესებულებაში გამოყენებული ვაქცინების რაოდენობის შესახებ, რომლებზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი.

გ.ბ.) ინდიკატორად გამოიყენება დყტ, ოპვ, წითელას და ჰეპატიტი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინების დანაკარგი, რომელმაც შესაძლოა არაპირდაპირი გზით მოგვცეს ინფორმაცია ბავშვთა აცრებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ

დ) დტყ-ზე უარის და უკუჩვენებების მქონე ბავშვთა წილი (%-ში) – 1 წლამდე ასაკის ბავშვთა აცრების დაბალი მოცვის მიზეზი შესაძლოა იყოს უსაფუძვლო უკუჩვენებები. ჯანმო-ს რეკომენდაციით იმ ბავშვთა პროცენტი, რომელთაც დაუდგინდათ „1 თვეზე ხანგრძლივი“ და „მუდმივი“ უკუჩვენებები არ უნდა აღემატებოდეს სამიზნე კონტინგენტის 2%-ს.

დ.ა.) თუ აცრების მიმართ უკუჩვენებების ან უართა რაოდენობა იზრდება – სიტუაცია მოითხოვს სასწრაფო ორგანიზაციულ ჩარევას. გრძელვადიანი უკუჩვენებების გამო აცრების არჩატარების ან გადავადების კონკრეტული შემთხვევების განხილვა უნდა მოხდეს ექიმ-სპეციალისტთა კონსილიუმზე.

3. სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი

ა) იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს ხარისხის შეფასება ხორციელდება დაწესებულებების (უბნების) მონიტორინგით, რისთვისაც გამოიყენება სპეციალური კითხვარი. იგი იძლევა იმუნიზაციის მრავალი ასპექტის მონიტორინგის საშუალებას, რაც დაეხმარება რაიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს პრობლემის იდენტიფიცირებასა და ადევატური ჩარევის დაგეგმვაში.

ბ) შესაბამისი კითხვარი მოწოდებული აგრეთვე II დონის დაწესებულებების მონიტორინგისათვის (დანართები №№2, 3). კითხვარები ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს დაწესებულებების თვითმონიტორინგისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს აკონტროლონ მათ მიერ გაწეული სამუშაოს ხარისხი.

გ) მონოტორინგის ფორმების და შეფასების კითხვარების შევსება უნდა მოხდეს შესაბამისი ინსტრუქციების საფუძველზე (დანართი №№2, 3).

თავი IX

შემთხვევათა სტანდარტული განსაზღვრებები

    მუხლი 20. იმუნიზაციით მართვადი ინფექციები

 

 

1.

დაავადების დასახელება

კლინიკური (შესაძლო, სავარაუდო) შემთხვევა

დადასტურებული შემთხვევა

2.

დიფთერია

ნებისმიერი პირი:

ლარინგიტით ან ფარინგიტით ან ტონზილიტით

და ადჰერენტული მემბრანებით ნუშურებზე, ხახასა და/ან ცხვირში

კლინიკური შემთხვევა და

1. გამომწვევის კულტურის გამოყოფა ან

2. ეპიდემიოლოგიური კავშირი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან

3.

წითელა

ნებისმიერი პირი:

ცხელებით, და აკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყარით

და ხველებით, რინიტით ან კონიუნქტივიტით

1. წითელას ანტისხეულების ტიტრის არანაკლებ ოთხჯერადი მატება

2. სპეციფიკური IgM ანტისხეულები

3. ეპიდემიოლოგიური კავშირი ლაბორატორიულად ან კლინიკურად დადასტურებულ შემთხვევასთან

4.

ყივანახველა

ნებისმიერი პირი: არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში ხველებით

და თუ შემდეგი სიმპტომებიდან ერთის მაინც არსებობის: პაროქსიზმული ხველა, „წამოყივლება“ შესუნთქვისას, ხველისთანავე გულზიდება სხვა მიზეზების არარსებობისას

1. კულტურის გამოყოფა

2. დადებითი პჯრ-PCR

3. ეპიდემიოლოგიური კავშირი ლაბორატორიულად ან კლინიკურად დადასტურებულ შემთხვევასთან

 

5.

პოლიომიე-ლიტი

ნებისმიერი 15 წლამდე ბავშვი მწვავე (სწრაფი განვითარება 1-4 დღის განმავლობაში) დუნე (რბილი) დამბლით (მდდ) ან ნებისმიერი ასაკის პირი პოლიომიელიტზე საეჭვო პარალიზური დაავადებით

მხოლოდ მდდ-ს შემთხვევა, რომლის დროსაც გამოყოფილია პოლიომიელიტის ვირუსი, კლასიფიცირდება პოლიომიელიტად

 

6.

ახალშობილის ტეტანუსი

ნებისმიერი ახალშობილი წოვისა და ყვირილის ნორმალური უნარით სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში, რომელმაც სიცოცხლის მე-2 –28-ე დღემდე შეწყვიტა ნორმალური წოვა და რომელსაც განუვითარდა გაშეშება ან კლონური კრუნჩხვები (მათ შორის კუნთების კრთომა) ან ერთიც და მეორეც.

 ლაბორატორიულ დადასტურებას

 არ საჭიროებს

7.

ყბაყურა

ნებისმიერი პირი მწვავედ განვითარებული ცალმხრივი ან ორმხრივი მტკივნეულობით და შემოზღუდული შესიებით ყბაყურა ჯირკვლის ან სხვა სანერწყვე ჯირკვლის არეში, რომელიც გრძელდება არანაკლებ ორი დღისა სხვა თვალსაჩინო მიზეზის გარეშე

შემთხვევა, რომელიც შეესაბამება კლინიკურ აღწერას და ეპიდემიოლოგიურად უკავშირდება სხვა კლინიკურ შემთხვევას

8.

ჰეპატიტი B

ნებისმიერი პირი, მწვავე დაავადებით, რომელსაც ახასიათებს სიყვითლე, მუქი შარდი, უმადობა, სისუსტე, მოთენთილობა, და მტკივნეულობა მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატში. კლინიკო-ბიოქიმიურ ანალიზში გამოიხატება შარდში ურობილინოგენი მომატება და შრატის ალანინამინოტრანსფერაზას ( ALT) ზედა ზღვრის 2.5-ჯერ მომატება.

შენიშვნა: შემთხვევათა გარკვეული რაოდენობა (ცვლადი პროპორცია) უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

1. IgM ანტისხეულის აღმოჩენა

ჰეპატიტი B -ს ბირთვულ ანტიგენისადმი (ანტი- HBc) (თუ ჩატარებულია ანალიზი) ან

2. ჰეპატიტი B -ს ზედაპირული ანტიგენი ( HBsAg) დადებითია (თუ I ტესტი ჩატარებული არ არის).

 

 

    მუხლი 21. რეგისტრაციას დაქვემდებარებული პოსტვაქცინური გართულებისშემთხვევათა განსაზღვრებები

 

1. ადგილობრივი გვერდითი მძიმე რაექციები

ა) აბსცესი ინექციის ადგილზე

ინექციის ადგილზე დაზიანების კერა ფლუქტუაციით ან თხევადი ჩირქის გამოყოფით, ტემპერატურის მატებით ან ცხელების გარეშე

ა.ა.) ბაქტერიული

ჩირქის არსებობა, ანთების ნიშნები, ცხელება, გრამდადებითი ბაქტერიების არსებობა, გამომწვევის კულტურა ან შიგთავსში ნეიტროფილების პრევალირება ადასტურებს ბაქტერიული აბსცესის დიაგნოზს, თუმცა ამ ნიშნებიდან ზოგიერთის არ არსებობა არ გამორიცხავს ასეთ დიაგნოზს.

ა.ბ.) სტერილური

ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არ არსებობს.

ბ) ლიმფადენტი (ჩირქოვანი ლიმფადენტის ჩათვლით)

ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ნებისმიერის არსებობა:

1. თუნდაც ერთი 1.5 სმ დიამეტრის ლიმფოკვანძი (ზრდასრული ადამიანის თითის სიგანე); ან

2. ფისტულა ლიმფური კვანძის ზედაპირზე

გ) მძიმე ადგილობრივი რეაქცია

ვაქცინის შეყვანის ადგილზე შეწითლება და/ან შესიება და ჩამოთვლილიდან ერთი ან რამოდენიმე ნიშანის არსებობა:

1. უახლოესი სახსრის საზღვრების გარეთ შესიება

2. სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობის ტკივილი, სიწითლე და შესიება; ან

3. ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.

2. მძიმე რეაქციები ცნს-ის მხრიდან

ა) მწვავე დამბლა

 

 

ა.ა.) ვაქცინასოცირე-ბული პარალიზური პოლიომიელიტი

ოპვ-ს შეყვანიდან 4-30 დღის შემდეგ ან ვაქცინირებულ ბავშვთან კონტაქტიდან 4-75 დღის შემდეგ განვითარებული მდდ, დაავადების დაწყებიდან 60 დღის შემდეგ შენარჩუნებული ნევროლოგიური დარღვევებით, ან ლეტალური გამოსავალი.

 

a.b.) გბს

მწვავე, სწრაფად პროგრესირებადი აღმავალი სიმეტრიული დუნე დამბლა, დაავადების დასაწყისში ტემპერატურის მატების გარეშე, მგრძნობელობის დაკარგვით. დიაგნოსტიკა დასტურდება თავზურგტვინის სითხის გამოკვლევის შედეგით – უჯრედების რაოდენობას და ცილის შემცველობას შორის დისოციაციის გამოვლენით.

უნდა რეგისტრირდეს იმუნიზაციიდან 30 დღის განმავლობაში განვითარებული გბს

ბ) ენცეფალოპათია

 

იმუნიზაციასთან დროშ თანხვედრილი მძიმე მწვავე დაავადება, რომელიც ხასიათდება ქვემოთ ჩამოთვლილი 3 ნიშნიდან ნებისმიერი ორის არსებობით:

კრუნჩხვები

ცნობიერების გამოხატული დარღვევა, რომელიც გრძელდება ერთი დღე ან მეტი

ქცევის გამოხატული შეცვლა, რომელიც გრძელდება ერთი დღე ან მეტი

უნდა რეგისტრირდეს ვაქცინაციიდან 72 საათის განმავლობაში განვითარებული შემთხვევები.

გ) ენცეფალიტი

ხასიათდება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით და თავის ტვინის ანთების ნიშნებით და ხშირად – პლეოციტოზით თზს-ში და/ან ვირუსის გამოყოფით.

უნდა რეგისტრირდეს იმუნიზაციიდან 1-4 კვირის განმავლობაში განვითარებული ნებისმიერი ენცეფალიტი

დ) მენინგიტი

ცხელებით და კისრის კუნთების რიგიდობით და დადებითი მენინგეალური სიმპტომებით (კერნიგი, ბრუძინსკი) მიმდინარე მძიმე მწვავე დაავადება. სიმპტომების გამოხატულება ვარირებს ძალიან სუსტიდან ენცეფალიტის მსგავს გამოვლინებებამდე.

უდიდესი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვთ თზს-ის გამოკვლევებს: თზს-ში პლეოციტოზი და/ან მიკროორგანიზმების აღმოჩენა (გრამის მიხედვით შეღებვისას ან კულტურალური გამოკვლევებისას).

 

ე) კრუნჩხვები

ე..) ფებრილური

ე..) აფებრილური

კრუნჩხვები–რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთიდან 15 წუთზე მეტი ხანგრძლივობით და არ ახლავს კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები ან ნიშნები

3. სხვა გართულებები

ა) ალერგიული რეაქციები

ხასიათდება შემდეგი ნიშნებიდან ერთის ან რამდენიმეს არსებობით:

1. გამონაყარი კანზე (მაგ. ჭინჭრის ციება, ეზემა)

2. სუნთქვის გაძნელება

3. კვინკეს შეშუპება ან გენერალიზებული შეშუპება

ბ) ანაფილაქტო

დური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქცია)

ვაცქინის შეყვანიდან პირველი 2 საათის განმავლობაში განვითარებული გამოხატული მწვავე რეაქცია და შემდეგი ნიშნებიდან ერთი ან რამდენიმე:

1. გაძნელებული სუნთქვა ან ქოშინი ბრონქოსპაზმის გამო

2. ლარინგოსპაზმი ან ხორხის შეშუპება

3. კანის რომელიმე დაზიანება – მაგ. „ჭინჭრის ციება“, კვინკეს ან გენერალიზებული შეშუპება

გ) ანაფილაქსიური შოკი

სისხლძარღვოვანი უკმარისობა (მაგ., ცნობიერების დარღვევა, დაბალი არტერიული წნევა, პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსის სისუსტე ან არქონა, ცივი კიდურები პერიფერიულ სისხლძარღვებში ცირკულაციის დარღვევის გამო, სახის ჰიპერემია და მომატებული ოფლგამოყოფა) ბრონქოსპაზმით და/ან ლარინგოსპაზმით და ხორხის შეშუპებით ან ამ ნიშნების გარეშე, რასაც მოსდევს სუნთქვის უკმარისობა ვაქცინის შეყვანისთანავე

დ) ართრალგია

სახსარში ტკივილები, ჩვეულებრივ, მცირე პერიფერიული სახსრების დაზიანება

დ.ა.) პერსისტირებადი

ტკივილები სასხსრებში გრძელდება 10 დღეზე მეტი

დ.ბ.) ტრანზიტორული

ტკივილები სასხსრებში გრძელდება 10 დღემდე

გენერალიზეული

 ბცჟ-ინფექცია დისემინირებული ბცჟიტი

ბცჟ ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ 1-12 თვის შემდეგ განვითარებული დისემინირებული ინფექცია ავადმყოფიდან ბცჟ შტამ Mycobacterium bavis გამოყოფით დადასტურებული

ვ) ცხელება

 

 

ვ.ა.) მსუბუქი ცხელება

ტემპერატურა (რექტალური) 38-38.90C

ვ.ბ.) მძიმე ცხელება

ტემპერატურა (რექტალური) 39-40.40C

ვ.გ.) ძალზე მაღალი ცხელება

ტემპერატურა (რექტალური) 40.50C და მეტი

ვ.დ.) დაუზუსტებელი

სავარაუდოდ მაღალი ტემპერატურა (არ გაზომილა)

ზ) ჰიპოტენზიურ-ჰიპორესპონსური სინდრომი (შოკი, კოლაპსი)

უეცარი გაფითრება, ცნობიერების დარღვევა ან დაკარგვა, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება ან არარსებობა (ეს ნიშნები ვითარდება ვაქცინაციიდან პირველი დღე-ღამის განმავლობაში).

ნიშნები ტრანზიტორულია და სრულდება სპონტანური გამოჯანმრთელებით.

თ) ოსტეიტი/

ოსტეომიელიტი

ბცჟ-ს შეყვანის შემდეგ (8-16 თვეში განვითარებული) ან სხვა ბაქტერიული ინფექციის შედეგად განვითარებული ძვლების ანთებითი ცვლილებები.

ი) ხანგრძლივი ტირილი

3 საათზე მეტ ხანს უწყვეტი მუდმივი ტირილი გამსჭვალავი ყვირილის თანხლებით

კ) სეფსისი

ბაქტერიული ინფექციის შედეგად, მწავად დასაწყისით განვითარებული მძიმე გენერალიზებული დაავადება დიაგნოზის დასადასტურებლად სისხლიდან გამომწვევის კულტურის გამოყოფით.

ლ) ტოქსიური შოკის

სინდრომი

იმუნიზაციიდან რამდენიმე საათში განვითარებული უეცარი დაავადება ცხელებით, ღებინებით და წყლოვანი განავლით და არაიშვიათად ლეტალური გამოსავლით დაწყებიდან 24-48 საათის განმავლობაში.

4. იმუნიზაციიდან 4 კვირის განმავლობაში განვითარებული ჯანმრთელობის სხვა სერიოზული და არაჩვეულებრივი დარღვევები, რომლებიც არ არის პ. 1-3-ში ჩამოთვლილი

 ა) აუცილებელია დარეგისტრირდეს იმუნიზაციასთან დროში თანხვედრილი ვაქცინის რეციპიენტის ნებისმიერი ლეტალური გამოსავალი (ვაქცინის შეყვანიდან 4 კვირის განმავლობაში), როცა არ არის სასიკვდილო გამოსავლის სხვა შესაძლო მიზეზები და იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული ნებიმიერი სხვა არაჩვეულებრივი დაავადებები

 

    მუხლი 24. ტეტანუსის საწრაფო პროფილაქტიკა

 

წინა აცრების კურსი

(ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი ნებისმიერი პრეპარატით)

ასაკობრივი ჯგუფი

ვადა უკანასკნელი

აცრიდან

გამოყენებული პრეპარატი

 

 

 

AC ანატო-

ქსინი მლ1

აატი2

ატშ3

არსებობს დოკუმენტური დადასტურება წინა აცრის შესახებ

ასაკის შესაბამისი გეგმური

აცრების სრული კურსი

ბავშვები და

მოზარდები

მიუხედავად ვადისა

არ შეჰყავთ4

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

გეგმური აცრების კურსი ასაკობრივი ბოლო რევაქცინაციის გარეშე

ბავშვები და მოზარდები

მიუხედავად ვადისა

0.5

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

იმუნიზაციის სრული კურსი5

მოზრდილები

არა უმეტეს 5 წლისა

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

 

 

5 წელზე მეტი

0.5

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

ორი აცრა6

ყველა ასაკი

არა უმეტეს 5 წლისა

0.5

არ შეჰყავთ7

არ შეჰყავთ7

 

 

5 წელზე მეტი

1.0

250 MME

3000 ME8

ერთი აცრა

ყველა ასაკი

არაუმეტეს 2 წლისა

0.5

არ შეჰყავთ7

არ შეჰყავთ7

 

 

2 წელზე მეტი

1.0

250 ME

3000 ME8

აუცრელი

ბავშვები 5 თვემდე

არ შეჰყავთ

250 ME

3000 ME8

 

დანარჩენი ასაკი

1.0

250 ME

3000 ME8

არ არსებობს დოკუმენტური დადასტურება ჩატარებული აცრების შესახებ

აცრების ანამნეზი არ არის ცნობილი, ხოლო ანამნეზში არ იყო

წინააღმდეგჩვენება აცრისადმი

ბავშვები 5 თვემდე

 არ შეჰყავთ

250 ME

3000 ME8

 

ბავშვები 5 თვიდან,

მოზარდები, სამხედროები

0.5

არ შეჰყავთ7

არ შეჰყავთ7

დანარჩენი კონტინგენტი

ყველა ასაკი

1.0

250 ME

3000 ME8


1. ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკისას შესაძლოა დტ ვაქცინის გამოყენება

2. უნდა იქნეს გამოყენებული ერთერთი დასახელებული პრეპარატთაგანი აატი (ადამიანის ანტიტეტანური იმუნოგლობულინი) ან ატშ (ანტიტეტანური შრატი), ამასთან უმჯობესია აატი-ის შეყვნა, თუ ეს პრეპარეტი არ არის, მაშინ საჭიროა ატშ

3. ეს ეხება აგრეთვე კალენდრის გარეშე აცრილ ბავშვებს და მოზარდებს, მაგრამ რევაქცინაციის მიღებით: ტრამვასთან დაკავშირებით შემდგომი გეგმიური ან სასწრაფო რევაქცინაცია საჭიროა გაკეთდეს არაუხშირესად 1- ჯერ 5 წელიწადში.

4. ინფიცირებული ჭრილობისას თუ წინა რევაქცინაციიდან გასულია 5 წელი, შეჰყავთ 0.5 მლ ანტიტეტანური ანატოქსინი;

5. მოზრდილთათვის ანტიტეტანური ანატოქსინით იმუნიზაციის სრული კურსი შედგება ორი აცრისაგან 0.5 მლ თითოეული 30-40 დღის ინტერვალით და რევაქცინაცია 6-12 თვის შემდეგ იმავე დოზით. შემოკლებული სქემისას სრული კურსი შეიცავს ანტიტეტანური ანატოქსინით ერთჯერად ვაქცინაციას ორმაგი დოზით (1 მლ) და რევაქცინაცია 6-12 თვის შემდეგ 0.5 მლ-ით.

6. ორი აცრა იმუნიზაციის ჩვეულებრივი სქემით (მოზრდილებისა და ბავშვებისათვის) და ერთი აცრა მოზრდილების იმუნიზაციის შემოკლებული სქემისას;

7. დაინფიცირებული ჭრილობისას შეჰყავთ აატი ან ატშ;

8. ყველა პირი, რომელთაც მიღებული აქვთ აქტიურ-პასიური პროფილაქტიკა, იმუნიზაციის კურსის ჩასამთავრებლად და ატშ-ის განმეორებით შეყვანის აუცილებლობის გამოსარიცხად 6-12 თვის შემდეგ უნდა იქნნ რევაქცინირებულნი 0.5 მლ ანტიტეტანური ანატოქსინით.

 

დანართი 1

ცხრ. № 1

ვაქცინის ვარგისიანობის („ცივი ჯაჭვის“)

საკონტროლო ბარათი-ინდიკატორი

 

საკონტროლო ბარათი-ინდიკატორი

მიღების თარიღი

ინდიკატორის

ინდექსი

რომელმა დაწესებულებამ მიიღო

გასვლის

თარიღი

ინდიკატორის

ინდექსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდიკატო-რი

ინდექსი 100 C

340 C

 

 

 

 

 

 

0

0

0

O

 

 

 

 

 

A

B

C

D

 

 

 

თუ A სრულად ცისფერია

თუ B სრულად ცისფერია

თუ C სრულად ცისფერია

თუ A, B, C და D სრულად ცისფერია

პოლიომიელიტი

გამოიყენე-ბა 3 თვის განამავ-ლობაში

 არ გამოიყენოთ

წითელა

 

ვაქცინა

 შეიძლება

გამოიყენე-ბა 3 თვის განამავ-ლობაში

 ვაქცინა

დყტ და ბცჟ

 

 

 

გამოიყენე-ბა 3 თვის განამავ-ლობაში

 

 

დტ, ტდ და HB

  შეიძლება გამოვიყენოთ

 

 

მოწოდებულია:

დამამზადებელი

ინდიკატორის აქტივაციის თარიღ

ვაქცინის დასახელება

 

 

 

 

ცხრ. №2

ფთი-ს ჩვენების წაკითხვის წესი

 


შიდა კვადრატი უფრო ნათელია, ვიდრე გარე წრე.

ვაქცინა შეიძლება გამოვიყენოთ.

 

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შიდა კვადრატი ჯერ კიდევ

უფრო ნათელი ფერისაა, ვიდრე გარე წრე.

ვაქცინა შეიძლება გამოვიყენოთ.

კრიტიკული წერტილი. შიდა კვადრატი იგივეფერისაა, რაც გარე წრე.

ვაქცინა არ გამოიყენოთ.

 

შიდა კვადრატი უფრო მუქია, ვიდრე გარე წრე.

ვაქცინა არ გამოიყენოთ.

 

 

ცხრ №3

დაავადებით გამოწვეული და პოსვაქცინური გართულებების

სიხშირეების შედარება 100 000 შემთხვევაზე

 

გართულება

ყივანახველა

წითელა

 

დაავადებისას

ვაქცინაციისას

დაავადებისას

ვაქცინაციისას

ენცეფალოპათია/

ენცეფალიტი

90 - 4000

0.2

50 - 400

0.11

კრუნჩხვები

600 - 8000

0.3 - 90

500 - 1000

0.02 - 190

სიკვდილი

100 - 4000

0.2

10 - 10000

0.02 - 0.3

 

 1 აღნიშნული რაოდენობა არ არის დოკუმენტურად დადასტურებული.

ცხრ. № 4

პოსტვაქცინური გართულებების წილი აცრების რაოდენობაში

 

გართულებები

დყტ

წითელა

ოპვ

კრუნჩხვა

1:70000

1:200000

 

 

ალერგიული გამონაყარი

და/ან კვინკეს შეშუპება

 

 

1:120000

 

 

ანაფილაქსიური რეაქცია

1:100000

 

 

 

 

ნევროლოგიური გართულება

 

 

 

 

1:5000000

 

ცხრ. №5

უბანზე ვაქცინაციის დღეების რეკომენდებული ჯერადობა

 

 

საერთო მოსახლეობა

მიზნობრივი ჯგუფი (1 წ-მდე)

დაწესებულებაში ვაქცინაციისათვის მიღებათა სავარაუდო რაოდენობა

 

12 000 - 19 999

360 – 599

3-ჯერ კვირაში

8 000 - 11 999

240 – 359

2-ჯერ კვირაში

4 000 - 7 999

120 – 239

1-ჯერ კვირაში

2 000 - 3 999

60 – 119

1-ჯერ 2 კვირაში

0 – 1 999

0 - 59

1-ჯერ თვეში

 

 

 

ცხრ. № 6

პოსტვაქცინურ გართულებაზე საეჭვო შემთხვევის

ეპიდკვლევის ფორმა IV-04/1

 

დაწესებულება

ინდივიდუალური ნომერი

 

 

გვარი

სახელი

მამის სახელი

 

მისამართი

 დასახლებული პუქტი

 

რაიონი

 

ა/რ, მხარე

სქესი მამრ მდედრ

დაბადების თარიღი

დღე

თვე

წელი

ასაკი (თუ არ არის დაბადების თარიღი)

წლები

თვეები

აშრ-ს რეგისტრაციის თარიღი

დღე

თვე

წელი

ინტერვალი სიმპტომების განვითარებამდე

დღეები

საათები

იმუნიზაციის თარიღი

 

დღე

თვე

წელი

კვლევის თარიღი

დღე

თვე

წელი

რეაქციის ტიპი

ადგილობრივი რეაქციები

სხვა რეაქციები

მძიმე ადგილობრივი რეაქცია

კი

არა

?

ცხელება

კი

არა

?

პოსტინექციური აბსცესი

კი

არა

?

ანაფილაქსია

კი

არა

?

ბცჟ-ლიმფადენიტი

კი

არა

?

ტოქსიური შოკი

კი

არა

?

ცენტრალური ნერვული სისტემა

სხვა (დააზუსტეთ ქვევით)

კი

არა

?

მწვავე დუნე დამბლა

კი

არა

?

 

 

კრუნჩხვები

კი

არა

?

 

 

ენცეფალოპათია/

ენცეფალიტი/

მენინგიტი

კი

არა

?

 

 

სეჭვო ვაქცინა(ები)

ცნობები ამ ვაქცინაზე

ცნობები გამხსნელზე

ვაქცინა

(ბჟ, დტყ, ოპვ, წითელა, HB და სხვა)

დოზის-ნომერი

სერია

მწარ-მოებე-ლი

ვარგი-სიანო-

ბის ვადა

სერია

მწარმო-ებელი

ვარგისიანო-ბის ვადა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაჭირდა თუ არა მკურნალობა

კი

არა

?

თუ კი დააზუსტეთ

 

 

ჰოსპიტალიზაცია

კი

არა

?

თუ კი მიუთითეთ სად?

 

 

მკურნალობის გამოსავალი

ცოცხალია

გარდაიცვალა

 უცნობია

სინჯის აღება და გამოსაკვლევად გადაგზავნა

სინჯის სახეობა

აღების თარიღი

სად გაიგზავნა

როდის გაიგ

ზავნა

შედეგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვლევა ჩატარდა

კი

არა

?

 

 

რეაქცია, შესაძლოა დაკავშირებულია იმუნიზაციასთან

კი

არა

?

თუ კიმიუთითეთ ქვემოთ

ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების რეჟიმის დარღვევა

კი

არა

?

ვაქცინის შეყვანის არასწორი მეთოდი

კი

არა

?

შეცდომა ვაქცინის აღდგენისას

კი

არა

?

ვაქცინის შეყვანის არასწორი ადგილი

კი

არა

?

ასეპტიკის წესების დარღვევა

კი

არა

?

აშრ დაკავშირებულია ვაქცინასთან, მაგრამ არა მწარმოებლის ხარვეზთან

კი

არა

?

სხვა შეცდომები

კი

არა

?

დააზუსტეთ

 

 

მიღებულია ზომები

კი

არა

?

დააზუსტეთ

 

 

 

კვლევა ჩაატარა

 

გვარი

ხელის მოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრ. № 7

პირველადი დონის სამედიცინო მუშაკის ქმედებათა ალგორითმი

აცრის შემდგომი გართულების გამოვლენისას

 

კი

 

დაუყოვნებლივ გაგზავნეთ შეტყობინება, რათა დაიწყოს პვგ- ამ შემთხვევის ეპიდკვლევა

 

 

არა

 

არა

 

კი

 

არა

 

კი

 

- უმკურნალეთ ავადმყოფს

- დაამშვიდეთ მშობლები

- შეავსეთ აშგ-ზე შეტყობინება

- ჩაატარეთ განმარტებითი მუშაობა

 

 სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრირებულია აცრის შემდგომი გართულება (აშგ)

 

პვგ- შემთხვევამ გამოიწვია თუ არა მოსახლეობის სერიოზული შეშფოთება?

 

პვგ- რამდენიმე შემთხვევაა?

 

შეამოწმეთ ხომ არ არის პვგ- `ჯგუფი~(კლასტერი)2

 

სერიოზულია თუ არა ინციდენტი?1

 
    

1 – ინციდენტი ითვლება სერიოზულად თუ:

ა) ავადმყოფს დაჭირდა ჰოსპიტალიზაცია

ბ) ავადმყოფი გარდაიცვალა

2 – ტერმინის „ჯგუფი“ (კლასტერი) განმარტება: პვგ-ს რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ხდებოდა და დაკავშირებული იყო გარკვეული სახის ვაქცინასთან ან რომელიმე კონკრეტულ ადგილთან/დაწესებულებასთან ან ყველა შემთხვევაში აღინიშნებოდა ერთნაირი ტიპის რეაქციები

სასწავლო სახელმძღვანელო

აღრიცხვა/ანგარიშის დუკუმენტაცია და ამცრელი დაწესებულებების

მუშაობის მონიტორინგი

I დონე

შემოკლებები

სსპ – საფერშლ-საბებიო პუნქტი

სსა – სოფლის საექიმო ამბულატორია

სჯც – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

PHR Plus – პარტნიორები ჯანდაცვის რეფორმისთვის პლიუსი (აშშ)

USAID – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო

ბცჟ (BSG) – კალმენტისა და გერენს ბაცილა, TB საწინააღმდეგო ვაქცინა

დეტ – დიფთერიის, ყივანახველისა და ტეტანუსის ვაქცინა

ტდ – ტეტანუსისა და დიფთერიის ვაქცინა

წწყ – წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინა

 

 

პირველი დონე - ამცრელი დაწესებულება

(საფერშლო-საბებიო პუნქტი, სოფლის ამბულატორია, პედიატრიული და თერაპიული უბნები, სამშობიარო სახლი)

სააღრიცხვო და ანგარიშგების დოკუმენტაცია

1.1 ბავშვების აღრიცხვის ჟურნალი დაბადების წლის მიხედვით

ფორმის მიზანი

აღრიცხვის ჟურნალი მიზნად ისახავს სოფლის ამბულატორიების, პოლიკლინიკების ან ჯანდაცვის სხვა დაწესებულებების სამიზნე ტერიტორიაში შემავალი ბავშვების რეგისტრაციის პროცესის რეგულირებას. აღრიცხვის ჟურნალი წარდგენილია იმუნიზაციის სისტემაში, შესაბამისად ემსახურება იმუნიზაციის მიზნებს, თუმცა აქვს გაცილებით უფრო ფართო დანიშნულება. აღნიშნულმა ფორმამ უნდა შეცვალოს სამედიცინო დაწესებულებებში ბავშვთა რეგისტრაციის მოქმედი ჟურნალი (სია) და იქცეს ბავშვების აღრიცხვის ერთადერთ ფორმად.

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

აღრიცხვის ჟურნალის შევსება ძირითადად ხდება თითოეული უბნის ექიმის მიერ უბნის ექთნის დახმარებით. აღნიშნულ აღრიცხვის ჟურნალში წარმოებს მხოლოდ იმ ბავშვების რეგისტრაცია, რომლებიც ცხოვრობენ ექიმის/ექთნის სამოქმედო ტერიტორიაზე.

შევსების წესები

15 წლამდე ასაკის (0-14წლის/11თვის/29დღის) ბავშვების აღრიცხვის ჟურნალი (1.1) ივსება სექტემბერ-ოქტომბერში რეგულარულად ჩატარებული აღწერის, დაბადების, გარდაცვალებისა და სამედიცინო დაწესებულებაში მოსვლა/წასვლის მონაცემების საფუძველზე. აღწერის თარიღი ფიქსირდება ჟურნალის ბოლოს.

აღწერა მიზნად ისახავს სამიზნე ტერიტორიაზე არსებული ყველა ზემოაღნიშნული ასაკის ბავშვის დადგენას. აღრიცხვაზე უნდა აყვანილ იქნს ყველა ბავშვი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას დაბადების მოწმობა ან დაზღვევის პოლისი.

აღრიცხვის ჟურნალში (1.1) ბავშვები ჯგუფდებიან დაბადების წლის მიხედვით დაწყებული მაღალი ასაკობრივი ჯგუფიდან (1988, 1989... 2003 და ა.შ.). თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს (წელს) აღრიცხვის ჟურნალში (1.1) საკუთარი გვერდი აქვს დათმობილი.

თითოეული ახალშობილის ან უბანზე ახლად შემოსული ბავშვის რეგისტრაცია აღრიცხვის ჟურნალში (1.1) უნდა მოხდეს განსაზღვრული სარეგისტრაციო ნომრით დაბადების წლის (თარიღის) შესაბამისად. ინდივიდუალურ სარეგისტრაციო ნომერს შემდეგი სტრუქტურა აქვს: სარეგისტრაციო ნომრის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ბავშვის დაბადების წლის ბოლო ორ ციფრს (მაგალითად: “02” იწერება როდესაც ბავშვი არის დაბადებული 2002 წელს); სარეგისტრაციო ნომრის ბოლო ორი ციფრი აღნიშნავს აღრიცხვის ჟურნალის (1.1) რიგით ნომერს კონკრეტული ბავშვისთვის.

მაგალითად, სარეგისტრაციო ნომერი 02/03 ნიშნავს, რომ ბავშვი დაბადებულია 2002 წელს და არის ექიმის სამიზნე ტერიტორიაზე დაწესებულების მიერ რიგით მე-3 აღრიცხული ბავშვი, როგორც ეს დაფიქსირებულია ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალში დაბადების წლის მიხედვით (1.1). ყოველ წელს რიგითი ნომერი იწყება თავიდან.

სარეგისტრაციო ნომრის მითითება ასევე უნდა მოხდეს ბავშვის აღრიცხვის სხვა ფორმებშიც – 112, 063 და აცრების თვიური დაგეგმვისა და აღრიცხვის ჟურნალში (1.4). ბავშვთა სარეგისტრაციო ნომერი შეიძლება შეიცავდეს სამედიცინო უბნის ნომერს (მაგ. უ1-02/01), თუ ადგილი აქვს მომსახურების უბნებს შორის დაყოფას ერთი სამედიცინო დაწესებულების შიგნით.

თუ ბავშვი საექიმო უბანზე მოდის საკუთარი ფორმებით (112, 063-ის ასლი), სადაც სარეგისტრაციო ნომერი უკვე მითითებულია, ასეთ შემთხვევაში მედიცინის მუშაკმა მას უნდა მიანიჭოს ახალი სარეგისტრაციო ნომერი დაწესებულების აღრიცხვის ჟურნალის (1.1) რიგითი ნომრის შესაბამისად.

სვეტს - დაბადების ადგილი – შეესაბამება ორი ქვეგანყოფილება და შესაბამისად, ბავშვის დაბადების ადგილისთვის გამოყოფილია კონკრეტული უჯრები - სახლი თუ სამშობიარო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ადეკვატურად იდენტიფიცირებას დაბადების ადგილის მიხედვით.

ბავშვებისთვის, რომლებიც განთავსებული არიან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებში ან დადიან სკოლაში/საბავშვო ბაღში კეთდება სპეციალური აღნიშვნა შესაბამისი სვეტის ქვემოთ.

სვეტში - „მოვიდა/წავიდა” - ასევე უნდა მოხდეს ბავშვის სამედიცინო დაწესებულების შესაბამის უბანში საცხოვრებლად მოსვლის ან წასვლის თარიღის მითითება. საჭიროა ასევე იმ მისამართის მითითება, საიდან გადმოვიდა ან სადაც გადადის ბავშვი თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს. აღრიცხვაზე უნდა ავიდნენ 4 თვით და მეტი პერიოდით შემოსული ბავშვები და აღრიცხვიდან უნდა მოიხსნან ერთი წლით და მეტი ხნით წასული ბავშვები.

ბავშვის სხვა ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის ან გარდაცვალების[1] შემთხვევებში – მისი რიგითი ნომერი რჩება ხელუხლებელი და არ გამოიყენება სხვა ბავშვის რეგისტრაციისთვის.

 

 

 

 

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

 

 

1.2. ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ

ფორმის მიზანი

ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ (ფორმა 1.2) სამედიცინო დაწესებულებების მიერ, სხვა მრავალთან ერთად, იმუნიზაციისათვის არის საჭირო. ინფორმაცია თითოეული ასაკობრივი ჯგუფის შესახებ გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, მაგ.: აცრების წლიური დაგეგმვა, მოცვის განსაზღვრა, ვაქცინებზე მოთხოვნის დაანგარიშება და სხვა.

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

ფორმის შევსება ხდება თითოეული უბნის ექიმის მიერ (უბნის ექთნის დახმარებით) და ამ დოკუმენტის ასლს დაწესებულებაში ინახავს იგივე პიროვნება.

შევსების წესები

მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ ანგარიში (1.2) ივსება წელიწადში ერთხელ (ოქტომბერში) ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალისა (1.1) და მოზრდილი (15 წლის და ზემოთ) მოსახლეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, რომელიც მიიღება ოფიციალური წყაროებიდან ("საკრებულო" და "გამგეობა").

ანგარიშის ფორმაში (1.2) ასაკობრივი ჯგუფი „1 წლამდე“ არის პროგნოზული და მოიცავს მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში დაბადებულ ბავშვებს + ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ გასული წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში. სხვა ასაკობრივი ჯგუფების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ გადმოდის ბავშვთა აღრიცხვის ფორმიდან (ჟურნალი 1.1).

მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ ანგარიში წარმოადგენს ამცრელი დაწესებულებების მიერ აცრების მომავალი წლის გეგმის (1.3) შედგენის საფუძველს.

იმუნიზაციის მომავალი წლის გეგმის სისწორე დამოკიდებულია მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების ანგარიშის ფორმის (1.2) შევსების სისწორეზე.

წელიწადში ერთხელ (ოქტომბერ-ნოემბერში) ანგარიშის ფორმა (1.2) გადაეცემა ტერიტორიული დაქვემდებარების შესაბამის დაწესებულებას (პოლიკლინიკის ხელმძღვანელი, რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, პოლიკლინიკა-ამბულატორიის გაერთიანება).

 

 

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

1.3. აცრების გეგმა მომავალი წლისათვის

ფორმის მიზანი

ფორმა მიზნად ისახავს სამიზნე ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის აცრების დაგეგმვას ოფიციალური კალენდრის შესაბამისად. აცრების ოფიციალური კალენდარი შემუშავებული და ქვეყანაში დანერგილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

ფორმა თითოეული უბნის ექიმის მიერ (უბნის ექთნის დახმარებით) ამბულატორიებსა და საფერშლო-საბებიო პუნქტებში ივსება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აღრიცხული არიან სამიზნე ტერიტორიაზე. ინფორმაციის ამ უშუალო წყაროზე დაყრდნობით პოლიკლინიკების ხელმძღვანელები ამზადებენ შემაჯამებელ გეგმას თავისი სამიზნე ტერიტორიისთვის. ფორმის ასლი რჩება დაწესებულებაში.

1.3 აცრების გეგმა მომდევნო–––––––წლისთვის

––––––––––––(დაწესებულება)––––––––––––(უბნის დასახელება/№) ––––––––––– (თარიღი)

 

 

აცრის დასახელება

გათვლილი კონტი-ნგენტი

შენიშვნები

 

ვაქცინაცია

 

 

1

ბცჟ 1 წლამდე

 

მხოლოდ სახლში დაბადებულები და სამშობიაროში აუცრელები (იხ. ფორმა 1.1 და ფორმა 063)

 

ბცჟ 12-24თვის

 

12-24 თვის აუცრელი ბავშვები (იხ. ფორმა 063)

2

ჰეპატიტი B - 1 1 წლამდე

 

მხოლოდ სახლში დაბადებულები და სამშობიაროში აუცრელები (იხ. ფორმა 1.1 და ფორმა 063)

 

ჰეპატიტი B - 3 1 წლამდე

 

ასაკობრივი ჯგუფი 1 წლამდე” (იხ. ანგარიში მოსახლ. ასაკ. ჯგუფების შესახებ - 1.2 )

 

ჰეპატიტი B 12-24 თვის

 

12-24 თვის აუცრელი ან არასრულად აცრილი ბავშვები (იხ. ფორმა 063)

3

პოლიო, დყტ 1 წლამდე

 

ასაკობრივი ჯგუფი 1 წლამდე” (იხ. ანგარიში მოსახლ. ასაკ. ჯგუფების შესახებ - 1.2 )

 

პოლიო 1-დან 15 წლამდე

 

აუცრელი ან არასრულად აცრილი ბავშვები 1 წლის ზემოთ (იხ. ფორმა 063)

 

დყტ 1-დან 4 წლამდე

 

აუცრელი ან არასრულად აცრილი ბავშვები 1 წლის ზემოთ (იხ. ფორმა 063)

 

დტ 1-დან 6 წლამდე

 

აუცრელი ან არასრულად აცრილი ბავშვები 1 წლის ზემოთ (იხ. ფორმა 063)

 

ტდ 6 წლის ზემოთ

 

აუცრელი ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები (იხ. ფორმა 063)

4

წითელა, ყბაყურა (წითურა) . 1 წლის

 

ასაკობრივი ჯგუფი 1 წლამდე” (იხ. ანგარიში მოსახლ. ასაკ. ჯგუფების შესახებ - 1.2 )

 

წითელა 2-დან 15 წლამდე

 

აუცრელი ბავშვები 2 წლის ზემოთ (იხ. ფორმა 063)

 

ყბაყურა 2-დან 15 წლამდე

 

აუცრელი ბავშვები 2 წლის ზემოთ (იხ. ფორმა 063)

 

 

 

 

 

 

 

 

 

რევაქცინაცია

 

შენიშვნები

1

დყტ 4 (18-24 თვის)

 

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაბადებული ბავშვები + გასული წლის მეორე ნახევარში დაბადებული ბავშვები

2

დტ 4 (18 თვის ზემოთ)

 

დტ-თი ვაქცინირებული ბავშვები

3

პოლიო 4 (18-24 თვის)

 

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაბადებული ბავშვები+ გასული წლის მეორე ნახევარში დაბადებული ბავშვები

4

დტ (5 წლის - 5წლის 11თვ. 29 დღის)

 

შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი მთლიანად, იმ ბავშვების ჩათვლით, რომლებსაც აქვთ უკუჩვენებები (იხ. ანგარიში მოსახლ. ასაკ. ჯგუფების შესახებ – 1.2 )

5

პოლიო (5 წლის - 5წლის 11თვ. 29დღის)

 

შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი მთლიანად, იმ ბავშვების ჩათვლით, რომლებსაც აქვთ უკუჩვენებები (იხ. ანგარიში მოსახლ. ასაკ. ჯგუფების შესახებ – 1.2 )

6

წითელა, (წითურა) (5 წლის - 5წლის 11თვ. 29დღის)

 

შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი მთლიანად, იმ ბავშვების ჩათვლით, რომლებსაც აღენიშნებათ უკუჩვენებები და რომლებსაც გადატანილი აქვთ ავადმყოფობა (იხ. ანგარიში მოსახლ. ასაკ. ჯგუფების შესახებ - 1.2 )

7

ბცჟ-2 (5 წლის - 5წლის 11თვ. 29დღის)

 

შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი მთლიანად, იმ ბავშვების ჩათვლით, რომლებსაც აღენიშნებათ უკუჩვენებები და რომლებსაც გადატანილი აქვთ ავადმყოფობა (იხ. ანგარიში მოსახლ. ასაკ. ჯგუფების შესახებ - 1.2 )

8

ტდ (14 წლის)

 

შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი მთლიანად, იმ ბავშვების ჩათვლით, რომლებსაც აქვთ უკუჩვენებები (იხ. ანგარიში მოსახლ. ასაკ. ჯგუფების შესახებ – 1.2)

 ივსება წელიწადში ერთხელ (ოქტომბერში) მოსახალეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ ანგარიშის (1.2) მიხედვით;

* ასაკობრივ ჯგუფებში „1 წლიდან“ და 12-24 თვის” (დიფთერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ბცჟ და ჰეპატიტი B -სთვის) და “2 წლიდან” (წითელა, ყბაყურასათვის) შესაბამისად შედიან 1 და 2 წლის ზემოთ ბავშვები, რომლებიც არ არიან აცრილები ან არ აქვთ დასრულებული პირველადი ვაქცინაცია. მონაცემები ამ ჯგუფებისთვის აღებულია ბავშვების ინდივიდუალური ფორმებიდან 063.

 

 

შევსების წესები

აცრების მომავალი წლის გეგმა დგება წელიწადში ერთხელ (ოქტომბერში) მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ ანგარიშისა (1.2) და ფორმა 063-ის საფუძველზე.

მომავალი წლის გეგმის შედგენისას ვაქცინაციის ნაწილში ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, ყივანახველას, დიფთერიის, ტეტანუსისა და ჰეპატიტი -ს საწინააღმდეგო აცრებისთვის გამოყოფილია 2 ასაკობრივი ჯგუფი - "1 წლამდე" და "1 წლიდან".

“ბცჟ-თვის 1 წლამდე” და “ჰეპატიტი B-1 წლამდე" მითითებული უნდა იყოს მიმდინარე წლის პირველი 8 თვის და გასული წლის 4 თვის მანძილზე მხოლოდ ბინაზე დაბადებული და სამშობიაროში აუცრელი ბავშვების რაოდენობათა ჯამი.

პოლიომიელიტის, ყივანახველას, დიფთერიის, ტეტანუსისა და ჰეპატიტი B-3 მონაცემები ასაკობრივი ჯგუფისთვის "1 წლამდე" აღებულია (1.2) ანგარიშის ფორმის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფიდან.

ფორმა (1.3)-ში ასევე ორი ასაკობრივი ჯგუფია "1 წლის" და "2 წლიდან" წითელას, ყბაყურასა და წითურას აცრებისათვის. მონაცემები "1 წლის" ასაკობრივი ჯგუფისთვის აღებულია მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ ანგარიშის ფორმის გრაფიდან - "1 წლამდე", რამდენადაც მომავალ წელს (რომლისთვისაც მზადდება გეგმა 1.3) ეს ბავშვები 1 წლის გახდებიან.

ამრიგად, ყველა ზემოჩამოთვლილი აცრებისთვის (ბცჟ-ს და ჰეპატიტი B-1 გარდა) "1 წლამდე" კონტინგენტი და “1 წლის” წითელას, ყბაყურას, წითურას კონტინგენტი იქნება მსგავსი.

"1 წლიდან" (დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტისთვის) და “2 წლიდან” (წითელას, ყბაყურასა და წითურასთვის) ასაკის ბავშვთა გათვლილი კონტინგენტი მოიცავს შესაბამისი ასაკის ბავშვებს, რომლებიც არ არიან აცრილი ან არა აქვთ დასრულებული პირველადი ვაქცინაცია კალენდრის შესაბამისად. მონაცემები ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის აღებულია ბავშვთა ინდივიდუალური ფორმებიდან (063).

რევაქცინაციის ნაწილში დყტ-4 და პოლიო-4 გეგმაში უნდა მითითებულ იქნს მიმდინარე წლის პირველ ნახევარსა და გასული წლის მეორე ნახევარში დაბადებული ბავშვების რაოდენობა აღწერის ჟურნალიდან 1.1. ბავშვები, რომლებიც არ ეკუთვნიან ამ ასაკობრივ ჯგუფს და რომლებსაც ეკუთვნით რევაქცინაცია, არ შედიან გეგმაში.

დტ-4 გეგმა მოიცავს 18 თვის ზემოთ ბავშვებს, რომლებსაც გაუკეთდათ დტ აცრა.

დტ, პოლიო, წითელა, ყბაყურა, წითურა “5წლის - 5წლ.11თვ.29დღ” უნდა მიეთითოს შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი 1.2 ფორმიდან (1998 წ.), ანუ ის ბავშვები, რომლებიც მომავალ წელს გახდებიან 5 წლის.

წელიწადში ერთხელ (ოქტომბერ-ნოემბერში) ანგარიშის ფორმა (1.3) გადაეცემა ტერიტორიული დაქვემდებარების შესაბამის დაწესებულებას (პოლიკლინიკის ხელმძღვანელი, რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, პოლიკლინიკა-ამბულატორიის გაერთიანება).

განსაკუთრებული მოთხოვნა

ბავშვებს, რომლებსაც არ ჩაუტარდათ ასაკის შესაბამისი აცრები და არ არიან გათვალისწინებული სამომავლო გეგმაში, უნდა ჩაუტარდეთ აცრები და ეს მითითებული უნდა იყოს თვიური ანგარიშის ფორმაში.

 

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

 

ახალშობილის გაცვლა-გამოცვლის ბარათი (ფორმა 113)

ფორმის მიზანი

ფორმა 113 ივსება სამშობიაროში დაბადებული თითოეული ახალშობილისათვის და ასახავს ბავშვის იმუნიზაციის საწყის სტატუსს. ბავშვის სამშობიაროდან გამოწერისას ფორმა 113-ში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი ბცჟ (მომავალში HB ვაქცინით) აცრის შესახებ.

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

ეს ფორმა ივსება სამშობიარო სახლში ექიმის მიერ და გადაეცემა მშობელს.

შევსების წესები

თუ ბავშვს გარკვეული მიზეზების გამო (უკუჩვენებები და ა.შ.) არ ჩაუტარდა ბცჟ აცრა - ამ მიზეზის მითითება უნდა მოხდეს ფორმა 113-ში ბავშვის სამშობიაროდან გამოწერისას - ფორმა 113 გადაეცემა პედიატრიულ (თერაპიულ) უბანს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

ფორმა 113-ის მიღების შემდეგ, მედიცინის მუშაკმა ახალშობილის შესახებ მონაცემები განსაზღვრული სარეგისტრაციო ნომრით უნდა შეიყვანოს ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალში (1.1), რის შემდეგაც მოცემული ბავშვისთვის უნდა გახსნას ფორმა 112 (ფორმა 113-ში წარმოდგენილი ინფორმაცია მთლიანად უნდა გადავიდეს ფორმა 112-ში, რისთვისაც ფორმა 113 უნდა ჩაეკრას ფორმა 112-ში).

ფორმა 063 გამოიყენება ბცჟ და შემდგომი აცრების აღრიცხვისთვის. 112 და 063 ფორმების სარეგისტრაციო ნომერი უნდა ემთხვეოდეს აღრიცხვის ჟურნალ 1.1-ის სარეგისტრაციო ნომერს.

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

 

ბავშვის განვითარების ისტორია (ფორმა 112)

ფორმის მიზანი

ფორმა 112 განკუთვნილია უბანზე მყოფი თითოეული ბავშვისთვის. აღნიშნული ფორმა ასახავს ბავშვის განვითარების ისტორიას, მისთვის გაწეულ ყველა სამედიცინო მომსახურებასა და ბავშვის იმუნიზაციის სტატუსს.

 

პროფილაქტიკური აცრების რუკა - (ფორმა 063)

ფორმის მიზანი

ფორმა 063 განკუთვნილია თითოეული ახალშობილისთვის. ის გამოიყენება ჩატარებული აცრების აღრიცხვისა და მონიტორინგისთვის. ამასთან, ფორმა 063 შეიცავს ინფორმაციას ბავშვის აცრებისშემდგომი რეაქციებისა და სამედიცინო უკუჩვენებების შესახებ.

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

ეს ფორმა ივსება უბნის ექიმის მიერ (უბნის ექთნის დახმარებით). ამასთან, სამედიცინო დაწესებულებებში აღნიშნული ფორმების შენახვა უნდა წარმოებდეს სპეციალურად ორგანიზებულ ყუთებში.

შევსების წესები

ფორმა 063 ორგანიზებულია ბავშვის დაბადების წლის შესაბამისად, რის საფუძველზეც ხდება აცრის თვის დაგეგმვა კონკრეტული ბავშვისთვის.

15 წლის შესრულების შემდეგ ფორმა 063 გადაეცემა მოზრდილთა პოლიკლინიკის სარეგისტრაციო განყოფილებას აცრების შემდგომი აღრიცხვისა და მოზრდილებისთვის ჩატარებული აცრების რეგისტრის (ბარათი-ინდექსი) გასაგრძელებლად. მოზრდილთა აცრების რეგისტრის (ბარათი-ინდექსი) ჩამოყალიბებამდე, სხვა ასაკობრივი ჯგუფების მოზრდილი მოსახლეობის აცრების რეგისტრაცია წარმოებს მოზრდილთა აცრების არსებულ აღრიცხვის ჟურნალებში.

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

 

 

1.4 აცრების თვიური დაგეგმვისა და აღრიცხვის ჟურნალი

ფორმის მიზანი

ფორმა გამოიყენება აცრების რეგისტრაციისა და თვიური დაგეგმვისთვის (ვაქცინაციები, რევაქცინაციები). ყველა ვაქცინაცია და რევაქცინაცია შემდეგი თვისათვის იგეგმება მმდინარე თვის ბოლოს ფორმა 063-ის საფუძველზე.

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

აცრების თვიური დაგეგმვისა და აღრიცხვის ჟურნალი ივსება უბნის ექიმის მიერ (უბნის ექთნის ან ვაქცინატორის დახმარებით).

შევსების წესები

აღრიცხვის ჟურნალში (1.4) შეტანილია იმ ბავშვების სახელი და გვარი, რომლებსაც განრიგის მიხედვით უნდა ჩაუტარდეთ შემდგომი აცრა.

იმ ბავშვების სარეგისტრაციო ნომრები, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ აცრა, აღებულია ფორმიდან 063 და იწერება პირველ სვეტში (""). მოცემული ბავშვისთვის ფორმა 1.4-ში სარეგისტრაციო ნომერი უნდა იყოს 1.1, 112 და 063 ფორმებში სარეგისტრაციო ნომრების იდენტური. სვეტს - "ვაქცინაცია ჩატარებულია (თარიღი)" - აქვს ორი ნაწილი:"1(2)(6) წლამდე" და "დაგვიანებით 1(2)(6) წლის ზემოთ". ბავშვის აცრისთანავე მედიცინის მუშაკმა აცრის თარიღი უნდა შეიტანოს შესაბამის სვეტში, რაც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე აცრის მომენტისთვის. უნდა მოხდეს ასევე, ვაქცინის სერიის -ისა და დოზის მითითება (სვეტში - "შენიშვნები").

თუ თვის განმავლობაში ბავშვს ჩაუტარდა ერთზე მეტი აცრა - აღრიცხვის ჟურნალში (1.4) თითოეული ბავშვისთვის გამოიყოფა ხაზების შესაბამისი რაოდენობა.

თუ ბავშვი არ არის აცრილი დროებითი (1 თვეზე ნაკლები) სამედიცინო უკუჩვენებების გამო - სვეტში "შენიშვნები" უნდა დაფიქსირდეს აღნიშნული უკუჩვენება და იგი უნდა აიცრას შემდეგ თვეში.

თუ ბავშვი არ არის აცრილი სხვა მიზეზების გამო (ვაქცინის არქონა, ან არ გამოცხადდა) - მიზეზი ასევე მითითებულ უნდა იქნას სვეტში "შენიშვნები" და ბავშვი უნდა აიცრას მომდევნო აცრის დღეს.

აცრის დღეს ყველა მონაცემი იწერება როგორც აღრიცხვის ჟურნალის (1.4), ასევე ფორმა 063-ისა და 112-ის შესაბამის სვეტებში.

თუ ბავშვს დაუდგინდა "1 თვეზე მეტი" ან "მუდმივი" უკუჩვენება, მედიცინის მუშაკმა აღნიშნული მონაცემები უნდა შეიტანოს "1 თვეზე მეტი", მუდმივი უკუჩვენებისა და უარის აღრიცხვის ჟურნალში (1.5).

თუ დაწესებულებაში აიცრა სტუმარი ბავშვი, სვეტში “შენიშვნები” უნდა მითითებულ იქნს სტუმარი.

 

აღნიშნული ფორმის საფუძველზე ივსება ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ ანგარიშის ფორმა 1.8. უნდა შეივსოს ფორმის 2 სექცია - "ჩატარებული აცრები" და "უკუჩვენებები დყტ-ზე". არგამოცხადება არ განიხილება როგორც უარი, ან დროებითი უკუჩვენება და შესაბამისად არ მოხვდება თვიური ანგარიშის ფორმაში.

 

 

 

კავშირი სხვა ჟურნალებთან/ფორმებთან

 

 

1.5 „1 თვეზე მეტი“, მუდმივი უკუჩვენებებისა

და უარის აღრიცხვის ჟურნალი

ფორმის მიზანი

აღრიცხვის ჟურნალი (1.5) სავალდებულო დოკუმენტია თითოეული იმ სამედიცინო დაწესებულებისთვის, სადაც ტარდება აცრები. სხვადასხვა აცრების მიმართ "1 თვეზე მეტი" და "მუდმივი" უკუჩვენებების მქონე ბავშვების და აცრაზე უარის აღრიცხვა ხდება აღრიცხვის ჟურნალში (1.5).

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

უბნის ექიმი ვალდებულია აწარმოოს ჟურნალი (1.5) სამედიცინო დაწესებულებაში 1 თვეზე მეტი სამედიცინო უკუჩვენებების დიაგნოსტირებისა და/ან მისი უარყოფისათვის.

ევსების წესები

"1 თვეზე მეტი" უკუჩვენების მქონე ბავშვების სწორად აღრიცხვისთვის (იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე ბავშვს უკუჩვენება დაუდგინეს რამდენჯერმე) - სვეტში "შენიშვნები" უნდა გაკეთდეს აღნიშვნა "განმეორდა". იმავე სვეტში მედიცინის მუშაკმა უნდა გააკეთოს აღნიშვნები უბანზე მოსული/წასული იმ ბავშვების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ "1 თვეზე მეტი" ან მუდმივი უკუჩვენებები.

(1.8) ანგარიშის სექციები - "უკუჩვენებები დყტ-ზე" ("1 თვეზე მეტი" და მუდმივი) და "უარი" ივსება ყოველთვიურად აღრიცხვის ჟურნალ (1.5)-ის საფუძველზე.

 

თუ ბავშვს დაუდგინდა მუდმივი უკუჩვენება ან აცხადებს უარს აცრაზე, იგი უნდა მიეთითოს ყოველთვიურად ანგარიშის ფორმაში, ვიდრე ბავშვი არ გახდება 1 წლის.

 თუ ბავშვს არა აქვს ჩატარებული აცრები განმეორებითი ან ხანგრძლივი პერიოდით განსაზღვრული 1 თვეზე მეტი უკუჩვენებების გამო, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს საკითხის განხილვა რაიონის ექიმ-სპეციალისტთა კონსილიუმის მიერ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ბავშვის იმუნიზაციის შემდგომი ტაქტიკა.

მათთვის, ვინც უარი განაცხადა უნდა შეთავაზებულ იქნს აცრა ყველა მომდევნო აცრის დღისათვის.

 

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

 

1.6 ვაქცინების, შპრიცებისა და საუტილიზაციო კონტეიერების აღრიცხვის ჟურნალი

ფორმის მიზანი

ვაქცინების, შპრიცებისა და საუტილიზაციო კონტეინერების აღრიცხვის ჟურნალი (1.6) მიზნად ისახავს ამ მასალათა მარაგის, მოხმარებისა და დარჩენილი რაოდენობის მუდმივ კონტროლს.

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

ვაქცინების მასალის მიმოქცევა/მოხმარების მონიტორინგზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა შეავსოს ვაქცინების, შპრიცებისა და საუტილიზაციო კონტეინერების აღრიცხვის ჟურნალი (1.6).

შევსების წესები

აღრიცხვის ჟურნალში (1.6) გამოყოფილია ცარიელი ადგილი, სადაც შესაბამის უჯრაში, მასალის გასწვრივ ("მასალა: ––––––––") უნდა მოხდეს მასალის დასახელების მითითება (ვაქცინა, შპრიცი, საუტილიზაციო კონტეინერი). სერიის ნომრისა და შენახვის ვადის მითითება დამოკიდებულია მასალის სახეობაზე (არის ეს ვაქცინა, შპრიცი თუ საუტილიზაციო კონტეინერი).

ვაქცინების, შპრიცებისა და საუტილიზაციო კონტეინერების მიღების, გაცემისა და მოხმარების რეგულარული აღრიცხვის გარდა, აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა ხდებოდეს თითოეული მასალის ბალანსის გამოანგარიშება მათი მიღების, გაცემის, გამოყენებისა და განადგურების მომენტისთვის.

ფორმაში (1.6) მედიცინის მუშაკმა ბალანსის აღრიცხვა უნდა აწარმოოს იმისათვის, რომ შეეძლოს ნებისმიერ დროს (არა მხოლოდ თვის ბოლოს) პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ რა რაოდენობის მასალა არის დარჩენილი ამცრელ დაწესებულებაში ცალკეული დასახელების მიხედვით.

აღნიშვნები აღრიცხვის ჟურნალში (1.6) უნდა კეთდებოდეს მასალის მიღების, გაცემის ან გამოყენების დღეს. გახსნილ ფლაკონში დარჩენილი დოზა უნდა ჩაითვალოს არა განადგურებულად, არამედ გამოყენებულად. მაგ. თუ 10 დოზიანი ფლაკონიდან აიცრა 6 ბავშვი და 4 დოზა დარჩა, გამოყენებულ დოზებში უნდა მიეთითოს 10.

განადგურებულად ითვლება დოზები, რომლებიც განადგურდა ვადის გასვლის, ფლაკონის დაზიანების, შენახვის პირობების დარღვევის ან სხვა მიზეზის გამო.

მედიცინის მუშაკმა ყოველი თვის ბოლოს უნდა ჩაატაროს ამცრელ დაწესებულებაში დარჩენილი მასალის რაოდენობის ინვენტარიზაცია და შეამოწმოს შეესაბამება თუ არა არსებული რაოდენობა აღრიცხვის ჟურნალში (1.6) მითითებულ ბალანსს.

აღრიცხვის ჟურნალის (1.6) მონაცემების საფუძველზე ივსება ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ ანგარიშის (1.8) სექცია - "ვაქცინების ხარჯვა". გრაფაში გახარჯულია სულ უნდა მითითებულ იქნს გამოყენებული და განადგურებული (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) ვაქცინების დოზების ჯამი.

აღრიცხვა წარმოებს დოზებში და არა მილიგრამების ან შეფუთვების რაოდენობების მიხედვით.

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

 

1.7 ტემპერატურის რეგისტრაცია მაცივარში

ფორმის მიზანი

ფორმა მიზნად ისახავს ვაქცინების შენახვის ტემპერატურული რეჟიმის მონიტორინგს.

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

ტემპერატურის აღრიცხვაზე პასუხს აგებს სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილი პიროვნება, რომელიც ყოველი თვის ბოლოს ხელს აწერს აღნიშნულ დოკუმენტს.

შევსების წესები

ვაქცინების მიმოქცევასა და შენახვაზე პასუხისმგებელმა პირმა ტემპერატურის აღრიცხვის ფორმაში (1.7) უნდა აწარმოოს მაცივარში არსებული ტემპერატურის მონიტორინგი და გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნები დღეში ორჯერ (სამუშაო დღის დასაწყისში და ბოლოს).

მედიცინის მუშაკმა უნდა გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ასევე მაცივრის გაფუჭების, გამორთვის ან ელექტროენერგიის არქონის შემთხვევაში აღრიცხვის ფორმაში (1.7) (აღნიშვნა 1 ნიშნავს, რომ მაცივარი გამორთულია გალღობის მიზნით; აღნიშვნა 2 - მაცივარი გაფუჭებულია/არ მუშაობს; აღნიშვნა 3 - მაცივარი გამორთულია ელექტროენერგიის უქონლობის გამო) და მიიღოს ზომები ვაქცინების შენახვისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველსაყოფად.

 

 

 

ფორმა 4 (ექსპ.) (1.8)

 

 

სამ.დაწესებულება

პერიოდი

 

 

თარიღი

 

ჩატარებული აცრები

ვაქცინების ხარჯვა დოზებში

ვაქცინა

ასაკი ვაქცინაციის დროს

აცრი-ლე-ბის რაო-დენო-ბა

სულ ჩატა-რებუ-ლი აცრე-ბი

ბალანსი პერიო-დის დასაწყისისთვის (დოზე-ბი)

მიღებუ-ლია (დოზები)

ბალანსი პერიოდის დასას-რულს (დოზები)

გახარჯულია სულ (დოზები)

1

2

3

4

5

6

7

8=5+6-7

ბცჟ-ვაქცინა

0 - 5 დღის

 

სულ

 

 

 

 

 

6 დღ. - 11თვ29დღ.

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

ბცჟ-2

5 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 დყტ-1 დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-1

2 თვიდან - 11თვ29

დღემდე

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 დყტ-2 დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-2

3 თვიდან - 11თვ29

დღემდე

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 დყტ-3 დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-3

4 თვიდან - 11თვ29

დღემდე

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 დყტ-4 დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-4

18 - 24 თვის

 

 

 

 

 

 

 

24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 დტ-1 დიფთერია-ტეტანუსი-1

1 წლამდე

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

დტ-2 დიფთერია-ტეტანუსი-2

1 წლამდე

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

დტ-3 დიფთერია-ტეტანუსი-3

1 წლამდე

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

დტ-4

18 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

 

დტ დიფთერია-ტეტანუსი

5 წლის - 5წლ.11თვ.29

დღის

 

 

 

 

 

 

 

6 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 პოლიო-1 პოლიომიელიტი -1

2 თვიდან - 11თვ29დღემდე

 

სულ

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

პოლიო-2 პოლიომიელიტი -2

3 თვიდან - 11თვ29დღემდე

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

პოლიო-3 პოლიომიელიტი -3

4 თვიდან - 11თვ29დღემდე

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

პოლიო-4 პოლიომიელიტი -4

18-24 თვის

 

 

 

 

 

 

24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

პოლიო-5 პოლიომიელიტი -5

5წლის - 5წლ.11თვ.29

დღის

 

 

 

 

 

 

6 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

სხვა პოლიო

 

 

 

 

 

 

ჰეპატიტი B -1 ვირუსული ჰეპატიტი B-1

0 - 24 საათი

 

სულ

 

 

 

 

25 სთ. - 11თვ29დღემდე

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

ჰეპატიტი B-2 ვირუსული ჰეპატიტი B-2

2 თვიდან - 11თვ29დღემდე

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

ჰეპატიტი B-3 ვირუსული ჰეპატიტი B-3

3 თვიდან - 11თვ29დღემდე

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

სხვა ჰეპატიტი B-1

 

 

 

 

 

 

სხვა ჰეპატიტი B-2

 

 

 

 

 

 

სხვა ჰეპატიტი B-3

 

 

 

 

 

 

 წითელა 1

12 -24 თვის

 

სულ

 

 

 

 

24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

წითელა -2

5წლის - 5წლ.11თვ.29

დღის

 

 

 

 

 

 

6 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

სხვა წითელა

 

 

 

 

 

 

ყბაყურა

12 - 24 თვის

 

სულ

 

 

 

 

24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

სხვა ყბაყურა

 

 

 

 

 

 

წითურა

12 - 24 თვის

 

სულ

 

 

 

 

24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

წწყ

12 - 24 თვის

 

სულ

 

 

 

 

 24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

 

5წლის - 5წლ.11თვ.29

დღის

 

 

 

 

 

 

6 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

წწ

12 - 24 თვის

 

სულ

 

 

 

 

 24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

 

5წლის - 5წლ.11თვ.29

დღის

 

 

 

 

 

 

6 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

ტდ ტეტანუსი-დიფთერია

14 წლის

 

სულ

 

 

 

 

ტდ სხვა

 

 

 

 

 

 

საუტილიზა-ციო კონტეინერები

 

 

 

 

 

 

დროულობა

ბავშვების რაოდენობა, რომლებიც დაიბადნენ ––––––200––(ანგარიშის პერიოდამდე 5 თვით ადრე) =>

 

მათ შორის - ბავშვთა რაოდ., რომლებმაც დაასრულეს პირველადი აცრები 4თვ29დღისთვის =>

 

1.8 ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ

ფორმის მიზანი

ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ (ფორმა 1.8) წარმოადგენს ანგარიშის ძირითად დოკუმენტს, რომელიც ასახავს აცრების მდგომარეობას ამცრელ დაწესებულებებსა და სამშობიარო სახლებში. ფორმა დგება ყოველთვიურად და გადაეცემა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ტერიტორიული დაქვემდებარების შესაბამისად.

პასუხისმგებელი პირ(ებ)ი

ჩატარებული აცრების ანგარიშის ფორმა ივსება როგორც თითოეული უბნის ექიმის მიერ უბნის ექთნის დახმარებით, ასევე სამშობიარო სახლის პერსონალის მიერ.

შევსების წესები

ანგარიშის პირველი სექციის - "ჩატარებული აცრები" - შევსებისათვის საჭირო მონაცემები, აღებულია აცრების თვიური დაგეგმვისა და აღრიცხვის ჟურნალიდან (1.4).

სექცია - "უკუჩვენებები დყტ-ზე" ივსება შემდეგი 2 აღრიცხვის ჟურნალის მონაცემების მიხედვით:

- "1 თვეზე მეტი", მუდმივი და უარის აღრიცხვის ჟურნალი (1.5). აღრიცხვის ამ ჟურნალის საფუძველზე ივსება სვეტები "1 თვეზე მეტი", "მუდმივი" და "უარი".

- აცრების თვიური დაგეგმვისა და აღრიცხვის ჟურნალი (1.4). აღრიცხვის ამ ჟურნალის მონაცემები გამოიყენება სვეტის - "დროებითი" - შესავსებად.

არგამოცხადება არ განიხილება როგორც უარი, ან დროებითი უკუჩვენება და შესაბამისად არ ხვდება თვიური ანგარიშის ფორმაში.

აცრების დროულობა იზომება დყტ3-ის მეშვეობით (გამოიყენება როგორც "მარკერი"). "დროულობის" სექციის შესავსებად საჭიროა ანგარიშის პერიოდამდე 5 თვით ადრე (კონკრეტული თვის განმავლობაში) დაბადებული ბავშვების რაოდენობის შესახებ მონაცემების აღება ფორმა 1.1-დან (მაგ.: გასული წლის აგვისტოში დაბადებულები, თუ ანგარიში გაკეთებულია ა.წ. იანვრისთვის). ასევე საჭიროა დადგინდეს, თუ რამდენ მათგანს აქვს დასრულებული პირველადი ვაქცინაცია 4 თვისა და 29 დღის ასაკისთვის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ანგარიშის პერიოდის დასასრულს (მაგ.: იანვრის ბოლოს ჩვენი მაგალითის მიხედვით). მაგ., აიღეთ იმ ბავშვების სარეგისტრაციო N, რომლებიც დაიბადნენ გასული წლის აგვისტოში, შეაგროვეთ 112 ან 063 ფორმა რეგისტრაციის მოცემული ნომრებისთვის და შეამოწმეთ რამდენ მათგანს აქვს დასრულებული დყტ-3 ვაქცინაცია.

სექცია "ვაქცინების ხარჯვა" ივსება ვაქცინების, შპრიცებისა და გასანადგურებელი კონტეინერების მიმოქცევის აღრიცხვის ჟურნალის (1.6) მონაცემების საფუძველზე ვაქცინების სახეობების მიხედვით. გრაფაში “გახარჯულია სულ” უნდა მიეთითოს გამოყენებული და განადგურებული (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) ვაქცინათა დოზების ჯამი.

მიმდინარე თვის საანგარიშო ფორმაში მე-5 გრაფაში მითითებული დოზების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს გასული თვის საანგარიშო ფორმაში მე-7 გრაფაში მითითებულ დოზათა რაოდენობას.

"ვაქცინების ხარჯვის" სექციის ზემოხსენებული სვეტები საჭიროა სხვადასხვა დონეზე (სამედიცინო დაწესებულება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი) ვაქცინების მარაგის მონიტორინგისა და ამცრელ დაწესებულებებში ვაქცინების განაწილების უზრუნველსაყოფად.

დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ანგარიში იმ შემთხვევაშიც კი, თუ აცრები არ ჩატარებულა (ე.წ. ნულოვანი ანგარიში). ასევე აუცილებლად უნდა შეივსოს დროულობის სექცია.

თუ უბანზე აიცრა 4 თვეზე ნაკლები პერიოდით შემოსული ბავშვი (სტუმარი), იგი უნდა მიეთითოს აცრილთა რაოდენობაში. თუ ასეთი პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული რაიონში, რაიონული სჯც-ის იმუნიზაციის მენეჯერმა შესაძლოა მოითხოვოს ამცრელი დაწესებულებებიდან ინფორმაცია თუ რამდენი სტუმარი ბავშვი აიცრა დყტ-3 აცრით. ასეთი ინფორმაცია დამატებით წერილობით სახით უნდა გადაიცეს თვიურ ანგარიშებთან ერთად.

სამშობიარო სახლი ავსებს 1,8 ფორმის შემდეგ სექციებს: “ჩატარებული აცრები” და “ვაქცინათა გამოყენება”.

ფორმა (1.8) წარმოადგენს როგორც ანგარიშის, ასევე აღრიცხვის დოკუმენტს ამცრელი დაწესებულებებისთვის. ფორმა ივსება ყოველთვიურად ორ ასლად. აღნიშნული დონიდან ფორმა (1.8)-ის ასლი გადაეცემა ტერიტორიული დაქვემდებარების შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას მიმდინარე თვის არა უგვიანეს 28 რიცხვისა.

 

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

 

 

ანგარიშგების ვადები

სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ტარდება აცრები ვალდებული არიან წარმოადგინონ შემდეგი ანგარიშგების დოკუმენტაცია:

- ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ (1.2) წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 10 ნოემბრისა;

- აცრების მომავალი წლის გეგმა (1.3) წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს 10 ნოემბრისა;

- ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ (1.8) ყოველთვიურად. ეს ანგარიში ქმნის აცრების მთელი პროგრამის მონიტორინგის საფუძველს. მან შესაძლოა შეასრულოს წინასწარი შეტყობინების ფუნქცია აღმოჩენილი შეცდომებისა და პრობლემების აღმოფხვრისათვის ზომების მისაღებად. ფორმის წარდგენა უნდა მოხდეს მიმდინარე თვის არა უგვიანეს 28 რიცხვისა.

- ანგარიშის ორიგინალების შენახვა უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებებში. თითოეული ანგარიშის ასლი კი გადაეცემა შემდგომ დონეს ტერიტორიული დაქვემდებარების შესაბამისად.

- ზემოაღნიშნული საანგარიშგებო ფორმები და აღრიცხვის სხვა დოკუმენტები ქმნიან სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშის მომზადების საფუძველს.

- ინფორმაციის ნაკადები განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ბრძანებულებაში.

 

მონიტორინგის სისტემა

სამედიცინო დაწესებულებები, რომელთაც ექვემდებარება ამცრელი პუნქტები, წარმოადგენენ იმუნო-პროფილაქტიკური მართვის პირველ დონეს. შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება იწყება ამ დონიდან. აღნიშნული დონის დაწესებულებები პასუხისმგებელი არიან როგორც საანგარიშგებო ფორმების შევსების სისრულესა და სისწორეზე, ასევე საკუთარ სამიზნე ტერიტორიაში შემავალი მოსახლეობის აცრების ყველა მაჩვენებლის ანალიზზე.

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები პირადად აგებენ პასუხს საანგარიშგებო ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხსა და დროულობაზე. თითოეული დაქვემდებარებული დაწესებულებისთვის საჭიროა შემუშავდეს მაჩვენებლების გამოანგარიშებისა და გრაფიკული ანალიზისათვის განკუთვნილი ანალიტიკური ფორმები. დაქვემდებარებული საფერშლო-საბებიო პუნქტებისა და თერაპიული/პედიატრიული უბნების საანგარიშგებო ფორმებში წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტე შეფასდება სპეციალურად შემუშავებული კითხვარისა და რეკომენდებულ ფორმებში წარმოდგენილი შედეგების ანალიზის მიხედვით.

აღნიშნული დონეზე აცრების მონიტორინგი უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

1) 1 წლამდე ასაკის ბავშვების მოცვა დყტ-3 აცრებით (პროცენტი);

2) ბავშვების მოცვა დყტ-3 აცრებით 4 თვისა და 29 დღის ასაკისთვის (პროცენტი);

3) ვაქცინების ხარჯვის/დანაკარგის მაჩვენებელი;

4) იმ ბავშვების პროცენტი, რომლებსაც აღენიშნებათ უკუჩვენებები დყტ-ზე;

5) დყტ-ზე “უარის” რაოდენობის პროცენტი (%).

თითოეული მაჩვენებლის ანალიზი უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად. გრაფიკული მონიტორინგი რეკომენდებულია იმ ამცრელი დაწესებულებებისთვის, სადაც წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 50-ს აღემატება.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს სხვა რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი.

1 წლამდე ასაკის ბავშვების დყტ-3-ით მოცვის მონიტორინგი

ფორმის მიზანი

ფორმა მიზნად ისახავს საფერშლო-საბებიო პუნქტებში, ამბულატორიებსა და თერაპიულ/პედიატრიულ უბნებში შესრულებული სამუშაოს მონიტორინგს.

შემსრულებელი პირ(ებ)ი

საექიმო უბნებში, სადაც 1 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 50-ს აღემატება, თითოეული უბნის ექიმი ექთნის დახმარებით ავსებს მონიტორინგის აღნიშნულ დოკუმენტს.

შევსების წესები

აცრებით მოცვის დონე – ვაქცინირებულ პირთა (ნ) პროცენტი აცრებს დაქვემდებარებული მოსახლეობის ჯგუფში (ხ). მოცვის დონე = ნ/ ხ 100%. იმ შემთხვევაში, თუ 1 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა სწორად არის ორგანიზებული, მოცვის კოეფიციენტმა დაახლოებით 96-97% უნდა შეადგინოს, ვინაიდან განრიგის შესაბამისად ბავშვების უმრავლესობას 5 თვის ასაკამდე უკვე ჩატარებული უნდა ჰქონდეს კუთვნილი დყტ-3 აცრა.

პირველად ვაქცინაციას 5 თვიდან 1 წლამდე როგორც წესი ასრულებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ "1 თვეზე მეტი" უკუჩვენება ან აქვთ გახანგრძლივებული ინტერვალი დყტ 1, 2 და 3-ს შორის.

თუ აცრების ტაქტიკა სწორია, ბავშვების რაოდენობა რომელთაც აღენიშნებათ 1 თვეზე მეტი და მუდმივი უკუჩვენებები არ უნდა იყოს დიდი.

მონიტორინგის აღნიშნული დოკუმენტი ივსება ყოველთვიურად 1 წლამდე ასაკის ბავშვების დყტ-3 აცრით მოცვის მონიტორინგისთვის "ნაზარდი ჯამის გამოთვლის" გამოყენებით. ეს დოკუმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნს სხვადასხვა შეხვედრებზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

 

დყტ-3 მოცვის ნაზარდი ჯამის პროცენტის ყოველთვიური გამოანგარიშების შემდეგ გრაფიკზე უნდა აიგოს ამ პროცენტის ამსახველი მრუდი.

მრუდის აგების შემდეგ, მედიცინის მუშაკს ეძლევა საშუალება მარტივად შეადაროს ერთმანეთს დროის მოცემულ მონაკვეთში მის უბანზე დყტ-3-ით მოცვის ამსახველი მრუდი და ის სამიზნე ხაზი, რომელიც ასახავს დყტ-3-ის მოცვის საშუალო პროცენტს, რაც წლის ბოლომდე მიზნის მისაღწევადაა საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ დყტ-3-ით მოცვის ამსახველი მრუდი დროის მოცემული პერიოდისთვის სამიზნე მრუდზე ქვემოთაა და შემდეგ თვეშიც არ უახლოვდება მას, ეს ფაქტი უნდა ჩაითვალოს იმ მიზეზების სასწრაფოდ გამოვლენის სიგნალად, რომლებიც დგას მოცვის დაბალი მაჩვენებლის უკან და მიღებულ იქნს შესაბამისი ზომები პრობლემის გამოსასწორებლად, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:

1) წარუმატებლობა 1 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის ვაქცინაციით მოცვაში;

2) უკუჩვენებების უსაფუძვლოდ მაღალი მაჩვენებელი;

3) ვაქცინების ხშირი ან ხანგრძლივი დეფიციტი;

4) “უარების” მაღალი მაჩვენებელი.

სწორი სტრატეგიის შემუშავება დამოკიდებული იქნება მიზეზის ადევატურად იდენტიფიცირებაზე.

იმ შემთხვევაში, როდესაც დყტ-3-ით მოცვის ამსახველი მრუდი 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვნად მაღალია (არის სამიზნე ხაზის ზემოთ), ანალიზისას უნდა მოხდეს შობადობის რეალური მდგომარეობის გათვალისწინება. ის შესაძლოა აიხსნას “1 წლამდე” კონტინგენტის არასწორი განმარტებით ან სხვადსხვა თვეში დაბადებული ბავშვების განსხვავებული რაოდენობის ასახვით.

 

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

 

ბავშვების დყტ-3-ით დროულად

(4 თვისა და 29 დღის ასაკამდე) აცრის მონიტორინგი

ფორმის მიზანი

დროულობის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია იმ ბავშვების პროცენტის შესაფასებლად, რომლებსაც ჩაუტარდათ დტყ-3 აცრა 5 თვის ასაკამდე.

შემსრულებელი პირ(ებ)ი

თითოეული უბნის ექიმი უბნის ექთნის დახმარებით ავსებს მონიტორინგის დუკუმენტს.

შევსების წესები

მოცემული მაჩვენებლის ანალიზი მოითხოვს მონიტორინგის პერიოდამდე 5 თვით ადრე სოფელში/ქალაქში/რაიონში დაბადებული ბავშვების რაოდენობის შედარებას იმავე პერიოდისთვის 4 თვისა და 29 დღის ასკისთვის დყტ-3 აცრისთვის რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობასთან და ასევე ჩატარებული დყტ-3 აცრების რაოდენობას ფორმა 063 და აცრების თვიური დაგეგმვის ჟურნალის (1.4) მონაცემებთან. აღსანიშნავია, რომ მოცემულ თვეში დაბადებული ბავშვების რაოდენობა შესაძლოა განსხვავდებოდეს სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობისაგან (შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო მშობლებმა ახალშობილის რეგისტრაცია განახორციელეს მოგვიანებით). მეორე ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს, არის ბავშვების მიგრაცია - ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერთ ტერიტორიაზე, შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ სხვა ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა გაიარეს რეგისტრაცია და ჩაუტარდათ აცრები. როგორც წესი, მიგრაციის პროცესი ქალაქიდან სოფლებში იზრდება ზაფხულში. ამ გარემოებების გათვალისწინებით და რაიონის სამედიცინო დაწესებულებებს შორის სწორი კოორდინაციის მეშვეობით, ამბულატორიებში დყტ-3-ით აცრილი ბავშვების რაოდენობა 4 თვისა და 29 დღის ასაკისთვის შესაძლოა აღემატებოდეს იმ ბავშვების რაოდენობას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოფლებში. ამასთან, მათი რიცხვი ქალაქში შესაძლოა იყოს შედარებით მცირე. ამდენად, ეს სხვაობა შესაძლოა გათანაბრდეს ერთი საერთო ხაზის ქვეშ.

მოცემული მაჩვენებლის რაოდენობრივი ანალიზი იწყება ქალაქის ბავშვთა პოლიკლინიკებისა და სოფლის ამბულატორიების დონიდან (საექიმო უბნების ჭრილში) იმ ბავშვების პროცენტის გამოთვლით, რომლებსაც დროულად ჩაუტარდათ დყტ-3 აცრა. აგვისტოში დაბადებულ ბავშვებს დყტ-3 აცრა უნდა ჩაუტარდეთ იანვრამდე და ა.შ.

იმ ბავშვების საერთო რაოდენობიდან, რომლებსაც წესით უნდა ჩაუტარდეთ დყტ-3 აცრა, როგორც აცრილი, ასევე აუცრელი ბავშვების შესახებ ინფორმაცია (აუცრელობის შემთხვევაში არსებული მიზეზების მითითებით) გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.

იმ შემთხვევაში თუ აცრების დროულობის მაჩვენებელი ქალაქში/რაიონში/სამედიცინო დაწესებულებაში დაბალია და რამდენიმე თვის მანძილზე (ერთი კვარტალი) რჩება დაბალი - საჭიროა მიღებულ იქნას სასწრაფო ზომები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ბავშვთა რეგისტრაციის ჟურნალის მონაცემების მიხედვით უნდა დადგინდეს ცნობილია თუ არა ბავშვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი და შეატყობინეს თუ არა ამის შესახებ პოლიკლინიკას/ამბულატორიას. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი გადადის რაიონიდან – უნდა დადგინდეს მიაწოდეს თუ არა მშობლებს ინფორმაცია აცრების განრიგის შესახებ. თუ უარის რაოდენობა დიდია - საჭიროა ველზე გასვლა და მშობლებთან შეხვედრა. იმ შემთხვევაში კი, თუ დიდია უკუჩვენებების რაოდენობა - საჭიროა ადგილზე მისვლა და მისი საფუძვლიანობის დადგენა.

4 თვისა და 29 დღის ასაკისთვის დყტ-3-ით მოცვის ანალიზი უნდა ჩატარდეს ცალკეული თვეების მიხედვით (არა ნაზარდი ჯამით) თითოეული აღრიცხული ბავშვის გათვალისწინებით. მიზეზებია: შობადობის ზოგადი შემცირება, წლის სხვადასხვა თვეში დაბადებული ბავშვების რაოდენობებში სხვაობა, ისეთი ტერიტორიების არსებობა, სადაც შესაძლოა არც ერთი ბავშვი არ დაიბადა თვის განმავლობაში.

 

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

 

ვაქცინის ხარჯვის მაჩვენებელი

ფორმის მიზანი

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმ ამცრელ დაწესებულებებში გამოყენებული ვაქცინების რაოდენობის შესახებ (ჩატარებული აცრების რაოდენობის გათვალისწინებით), რომელზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი.

შემსრულებელი პირ(ებ)ი

თითოეული უბნის ექიმი ვაქცინაზე პასუხისმგებელი პირის დახმარებით ავსებს მონიტორინგის დუკუმენტს.

შევსების წესები

დყტ ვაქცინის გამოყენება არჩეულია მარკერად, რამაც შესაძლოა არაპირდაპირი გზით მოგვაწოდოს ინფორმაცია ბავშვის აცრებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. მისი გამოთვლა ხდება კვარტალურად.

თუ მაჩვენებელი ძალიან დაბალია (< 1) - მონაცემები ან არაზუსტია ვაქცინების ხარჯვის არასწორი აღრიცხვის გამო, ან ბავშვების აცრა მოხდა არასწორად (მიიღეს ვაქცინების იმაზე ნაკლები რაოდენობა, ვიდრე უნდა მიეღოთ).

მეორეს მხრივ, თუ ვაქცინის ხარჯვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (მაგ.: >1.3 დყტ-სთვის) - ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს აცრის დღეების არასწორი ორგანიზებით, შენახვის ტემპერატურული რეჟიმის შეუნარჩუნებლობით ან ვაქცინების ხარჯვის არასწორი აღრიცხვით. ერთმანეთის მსგავს ამცრელ დაწესებულებებში უნდა მოხდეს ვაქცინის ხარჯვის მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება (ცალკე საფერშლო-საბებიო პუნქტებისთვის, სოფლის ამბულატორიებისთვის და ცალკე ქალაქის ბავშვთა პოლიკლინიკებისთვის).

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ვაქცინების ხარჯვის შესახებ. ამდენად, მათ მართებთ სიფრთხილე ამ მონაცემების ინტერპრეტაციის დროს. საშუალოზე მაღალი დანაკარგი შესაძლოა გამართლებული იყოს დასახლების ნაკლები სიმჭიდროვის მქონე ტერიტორიებზე ან იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება ვაქცინების დიდი ფლაკონების გახსნა იმ ბავშვების ასაცრელად, რომლებიც “ძალიან ძნელად მისაწვდომები” იქნებიან შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შემთხვევაში. თუ ვაქცინების ხარჯვის მაჩვენებელი უმიზეზოდ მაღალია/დაბალია, ასეთ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ვაქცინების დანაკარგის შემცირების სტრატეგია დაწესებულების დონეზე შემდეგნაირად განისაზღვრება:

1. აცრების უკეთესი დაგეგმვა (დაჯგუფება დღეების, ადგილების მიხედვით);

2. ამცრელი მობილური ბრიგადების გამოყენება;

3. გაუმჯობესებული “ცივი ჯაჭვი” ვაქცინებისთვის არასასურველი გათბობისა და გაყინვის თავიდან ასაცილებლად;

4. ვაქცინების რაციონალური განაწილება (მოხდეს ვაქცინების გამოყენება ვადის გასვლამდე და გამოუყენებელი ვაქცინების დიდი ხნით შენახვის თავიდან აცილება იქ, სადაც დარღვეულია ცივი ჯაჭვი);

5. სწავლება ვაქცინების შეფუთვების თერმოინდიკატორის გამოყენებაში;

6. შერეული დაფასოების ოპტიმალური გამოყენება საჭიროების მიხედვით (მაგ.: 2 დოზიანი ფლაკონი სოფლებში და 20 დოზიანი - ქალაქის პოლიკლინიკებში).

დყტ ვაქცინის ხარჯვის მაჩვენებლის გამოანგარიშების მაგალითი:

1 კვარტალის განმავლობაში ამბულატორიაში გამოიყენეს დყტ ვაქცინის 30 დოზა. ჩატარდა 22 დყტ (1-4) აცრა.

ვაქცინის ხარჯვის მაჩვენებელი = 30 : 22 = 1.36

სხვა ვაქცინებისთვის ხარჯვის მაჩვენებლის გამოანგარიშება ანალოგიური გზით არის შესაძლებელი.

ქვემოთ ჩამოთვლილია დანაკარგის კოეფიციენტი თითოეული ვაქცინისათვის, რომელთა გადაჭარბება ზემოჩამოთვლილ პრობლემებზე მიუთითებს:

ბცჟ    – 3.0

დყტ  – 1.3

პოლიო  – 1.3

დტ    – 1.6

ტდ    – 1.6

წითელა     – 2.0

წითურა – 2.0

ყბაყურა – 2.0

ჰეპატიტი – 1.3

1 დოზიანი ვაქცინისათვის დანაკარგის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 1.05.

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

"უარის" და იმ ბავშვების პროცენტის მონიტორინგი, რომლებსაც აქვთ უკუჩვენებები დყტ-ზე

ფორმის მიზანი

ეს ფორმა მიზნად ისახავს უკუჩვენებების დონისა და მათი პროცენტული წილის მონიტორინგს.

შემსრულებელი პირ(ებ)ი

თითოეული უბნის ექიმი უბნის ექთნის დახმარებით ავსებს მონიტორინგის აღნიშნულ დუკუმენტს.

შევსების წესები

1 წლამდე ასაკის ბავშვების არასრულად აცრის ერთერთ მიზეზად შესაძლოა მივიჩნიოთ უსაფუძვლო უკუჩვენებები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით "1 თვეზე მეტი" და მუდმივი უკუჩვენებების დიაგნოზით 1 წლამდე ასაკის ბავშების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 2%-ს.

ყოველთვიურად ჩატარებული აცრების შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე, ამბულატორიებში/საფერშლო-საბებიო პუნქტებში/ პოლიკლინიკებში წარმოებს 1 წლამდე ასაკის იმ ბავშვების პროცენტის გამოანგარიშება, რომლებსაც აღენიშნებათ უკუჩვენებები დყტ-ზე.

ყოველთვიურად აგებული გრაფიკი გვიჩვენებს უკუჩვენებების ზრდის ან კლების ტენდენციას.

გარკვეულ ტერიტორიაზე (დაწესებულებაში) აცრების მიმართ უკუჩვენებების პროცენტის გაზრდის შემთხვევაში მდგომარეობა მოითხოვს სასწრაფო ორგანიზაციულ გადაწყვეტას - პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, რომელი ამბულატორია თუ საფერშლო-საბებიო პუნქტი აგებს პასუხს არადამაკმაყოფილებელ მაჩვენებელზე. მსგავსი ანალიზი შესაძლოა ჩატარდეს ბავშვთა ყველა პოლიკლინიკაში ცალკეული პედიატრიული უბნის მაჩვენებლებლების საფუძველზე.

კავშირი სხვა ფორმებთან/ჟურნალებთან

დყტ-ზე უარის და უკუჩვენებების (%) ყოველთვიური მონიტორინგის გრაფიკი

–––––– (წელი) ––––––––– (თვე)–––––––––––––(სამედიცინო დაწესებულების დასახელება)

 

 

 

35%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

30%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

25%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

20%

 

 

 პრობ-ლემა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იანვ.

თებ.

მარტი

აპრ.

მაისი

ივნ.

ივლ.

აგვ.

სექტ.

ოქტ.

ნომბ.

დეკ.

დყტ 1-3 აცრების რაოდენობა, რომელიც ჩაუტარდათ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს ამ თვეში (იხ. აცრების შესრულების ანგარიში)

1

94

75

63

 

 

 

 

 

 

 

 

 

დყტ 1-3-ზე მოცემულ თვეში მიმდინარე უკუჩვენებების (დროებითი, 1 თვეზე მეტი, მუდმივი) მთლიანი რაოდენობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში

2

6

4

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

დყტ 1-3-ზე მოცემულ თვეში მიმდინარე "1 თვეზე მეტი" და "მუდმივი" უკუჩვენებების რაოდენობა 1 წლამდე ბავშვებში

3

1

1

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლამდე ასაკის ბავშვებში დყტ 1-3-ზე მოცემულ თვეში უარის მთლიანი რაოდენობა

4

0

1

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

იმ ბავშვების რაოდენობა მთლიანად, რომლებიც უნდა (შეეძლოთ) აცრილიყვნენ დყტ-1-3-ით ამ თვეში.

5=1+

2+4

100

80

80

 

 

 

 

 

 

 

 

 

დყტ აცრაზე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველა სახის უკუჩვენების % მოცემულ თვეში.

6=2:

5

6%

5%

20%

 

 

 

 

 

 

 

 

 

დყტ აცრაზე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში "1 თვეზე მეტი" და "მუდმივი"უკუჩვენებების % მოცემულ თვეში.

7=3:

5

1%

1%

1%

 

 

 

 

 

 

 

 

 

დყტ აცრაზე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უარის % მოცემულ თვეში

8=4:

5

0%

1%

1%

 

 

 

 

 

 

 

 

 

* ეს ჩანაწერი ივსება სოფლის ამბულატორიის ან პოლიკლინიკის დონეზე სამუშაოს მონიტორინგისათვის

 

იმუნიზაციასთან დაკავშირებული მუშაობის შეფასება

ამცრელი დაწესებულებების მუშაობის შეფასების კითხვარი

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი გვთავაზობს შეკითხვებს თვითმონიტორინგისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ამცრელი დაწესებულებების მონიტორინგის მიზნებისათვის. ეს იძლევა იმუნიზაციის მრავალი ასპექტის მონიტორინგის საშუალებას მარტივი შეკითხვების საშუალებით, რაც დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს: 1) პრობლემის განსაზღვრასა და 2) ადევატური ჩარევის დაგეგმვაში.

 

 

 

 

 

განმარტება შეფასების კითხვარისთვის

საჭიროა ზუსტი განსაზღვრა იმისა, უზრუნველყოფილია თუ არა თითოეული შეკითხვის პირობების შესრულება. დადებითი პასუხის – “კი” – შემთხვევაში, არ არის საჭირო შემდგომი დაზუსტებები. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოაშკარავდა, რომ კონკრეტული პუნქტი არ არის შესრულებული ("არა”), ან შესრულებულია ნაწილობრივ, საჭიროა მივუთითოთ კონკრეტულად რა არ შესრულდა. საჭიროა არა მხოლოდ ფაქტების მითითება, არამედ რეკომენდაციების მიცემა რაც ამ შეცდომების გამოსწორების საშუალებას მოგვცემს მომავალში. ცალკეული ასპექტების შესრულების სირთულის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს საჭიროა თუ არა ცენტრალური რაიონის სპეციალისტების რჩევები და როდის უნდა ჩატარდეს შემდეგი შემოწმება.

შენიშვნა: ობიექტური შეფასებისთვის საჭიროა ყველა ამცრელი უბნის შემოწმება წლის განმავლობაში. მომავალში, დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელმაც გაიარა შემოწმება, თვითონ ჩაატარებს ამ შემოწმებას იმუნოლოგთან ერთად. განმეორებითი შემოწმების დროს ეპიდემიოლოგი (ეპიდემიოლოგის თანაშემწე) გამოიყენებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ჩატარებული ანალიტიკური სამუშაოს მონაცემებს. ის ამორჩევითად შეამოწმებს ამ მონაცემების სანდოობას როგორც არადამაკმაყოფილებელ, ასევე კარგი მაჩვენებლების მქონე უბნებზე. საჭიროა იმის აღნიშვნა რომ მოხდება ყველა პედიატრიული თუ თერაპიული უბნის შეფასება.

იმისათვის რომ აცრების შემოწმებას არ ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ მოგვცეს მუშაკის პროფესიული დონის ობიექტურად შეფასების საშუალება – პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქალაქის და სოფლის პერსონალის ტრეინინგს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს წვრთნას კონკრეტულ სფეროებში შესაბამისი შეკითხვებისა და სიტუაციების გათვალისწინებით პირადი კონტროლის კითხვარის შევსების მეშვეობით. ეს საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ თითოეული იმ მუშაკის ცოდნა და უნარი, ვინც ატარებს აცრებს, გამოვავლინოთ ყველაზე “სუსტი” ადგილები და ჩავატაროთ მიზანმიმართული ტრეინინგი.

 

 

სასწავლო სახელმძღვანელო

აღრიცხვა/ანგარიშის დუკუმენტაციისა და ამცრელი

დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგი

II დონე

(რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება)

მეორე დონეზე (რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება1) აღრიცხვისა და ანგარიშის დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი, რომელშიც მონაწილეობენ ზემოაღნიშნული დაწესებულების იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები, მიზნად ისახავს ამცრელი დაწესებულებებიდან მიღებული ანგარიშების ანალიზსა და გენერალიზაციას.

მოწოდებული ანგარიშის ფორმები საშუალებას იძლევა შევაფასოთ იმუნო-პროფილაქტიკური მდგომარეობა როგორც ცალკეულ უბნებში, ასევე რაიონში ზოგადად. სააღრიცხვო და ანალიტიკური ცხრილების გამოყენება შესაძლებელს გახდის ამ შეფასების საფუძვლიანობასა და ობიექტურობას. ამავე დროს, ეს მოგვცემს საჭირო ანგარიშების მომზადების საშუალებას რაიონის/რეგიონის/ქალაქის2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის.

1 პოლიკლიეიკურ-ამბულატორიული გაერთიანება ზოგ შემთხვევაში ერთდროულად არის როგრც I ასევე II დონის დაწესებულება.

2 იგულისხმება რაიონუკლი დაყოფის ქალაქები

 

სააღრიცხვო და ანგარიშგების დოკუმენტაცია

2.2 მოსახლეობის ასაკობრივი შემაჯამებელი ანგარიში

მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შემაჯამებელი ანგარიში დგება წელიწადში ერთხელ (ოქტომბერ-ნოემბერში) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების/ პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების ეპიდემიოლოგებისა და იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირების მიერ მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების იმ ანგარიშის (1.2) საფუძველზე, რომელსაც აღნიშნული სამსახურები იღებენ I დონის სამედიცინო დაწესებულებებიდან.

ასაკობრივი ჯგუფი “1 წლამდე” მოიცავს ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში + ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ გასული წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში; “1 წლის” – ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ გასულ კალენდარულ წელს (მაგ.: 2001 წელს); “2 წლის” – ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ გასული კალენდარული წლის წინა წელს (მაგ.: 2000 წელს) და ა.შ.

აღრიცხვის ამ დოკუმენტის მონაცემები ქმნის საფუძველს ერთი მხრივ რაიონის აცრების მომავალი წლის გეგმის შესადგენად, რაც იმავდროულად აკონტროლებს I დონის სამედიცინო დაწესებულებების მიერ შედგენილი წლიური სამომავლო გეგმის სისწორეს, მეორე მხრივ კი იძლევა საშუალებას დაზუსტდეს მიმდინარე წლის გეგმა.

ანგარიში (2.2)-ის საწყისი ვარიანტი (დედანი) ინახება რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ გაერთიანებაში, მისი ასლი კი შესაბამისად გადაეცემა რეგიონის/ქალაქის/რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წელიწადში ერთხელ განრიგის მიხედვით.

 

2.3 აცრების გეგმა მომდევნო წლისათვის

აცრების მომავალი წლის გეგმა დგება წელიწადში ერთხელ (ოქტომბერ-ნოემბერში) “აცრების მომავალი წლის გეგმის” (ფორმა 1.3) საფუძველზე. მას რაიონის I დონის სამედიცინო დაწესებულება გადასცემს რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წელიწადში ერთხელ (ოქტომბერ-ნოემბერში).

აცრების მომავალი წლის გეგმის მონაცემები გამოიყენება როგორც მოსახლეობის აცრებისა და რევაქცინაციებისათვის საჭირო ვაქცინების რაოდენობის გამოანგარიშების, ასევე სამიზნე ტერიტორიაზე აცრების მონიტორინგისთვისაც.

რაიონის ჯამური 2.3 ფორმის გეგმა “ბცჟ 1 წლამდე” და “ჰეპატიტი B-1 1 წლამდე” დგება ბოლო 1 წლის (მიმდინარე წლის I-VIII თვის და გასული წლის IX-XII თვის) განმავლობაში დაბადებული ბავშვების რაოდენობის საფუძველზე, რაც შეადგენს ბინაზე დაბადებული და სამშობიაროში აუცრელი ბავშვების რაოდენობისა (ამცრელი დაწესებულებების მიერ მოწოდებული რიცხვი) და სამშობიარო სახლში(ებში) დაბადებული ბავშვების რაოდენობის ჯამს. მონაცემები სამშობიარო სახლებში დაბადებული ბავშვების შესახებ აღებული უნდა იქნას ყოველთვიური სტატისტიკური ფორმიდან IV-02 - ანგარიში ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სამედიცინო დახმარების შესახებ (იხ. ნაწილი IV. ცნობები ახალშობილთა შესახებ - დაიბადა ცოცხალი სულ).

მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების ანგარიშის (1.2 და 2.2) საფუძველზე ხდება მიმდინარე წლის გეგმის დაზუსტება. მაგ. 1 წლამდე კონტინგენტი (პოლიო, დყტ, ჰეპატიტი -3), რომელიც 2003 წლის პროგნოზული გეგმისთვის დგება მიმდინარე (2002) წლის I-VIII და გასული (2001) წლის IX-XII თვის მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალი წლის ოქტომბერში დაზუსტდება 2003 წლის I-VIII და 2002 წლის IX-XII თვეში რეალურად დაბადებული ბავშვების რაოდენობის შესაბამისად. წითელა, ყბაყურა 1 წლის პროგნოზული გეგმა ითვლება ზემონახსენები ვაქცინების მსგავსად, 2003 წლის ოქტომბერში კი დაზუსტდება 2002 წლის განმავლობაში რეალურად დაბადებული ბავშვების რაოდენობის შესაბამისად.

ფორმის “აცრების გეგმა მომდევნო წლისათვის” ორიგინალი რჩება დაწესებულებაში (ამბ/პოლიკლ. გაერთიანება, რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი), მისი ასლი კი წელიწადში ერთხელ გადაეცემა რაიონის, რეგიონის/ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს განრიგის შესაბამისად.

 

* მათ შორის მაცივარი/საყინულე

* იგულისხმება აღჭურვილობის შიდა მოცულობა

 

2.4 ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის ინვენტარიზაციის ცხრილი

ინვენტარიზაციის ცხრილი (2.4) შეიცავს ინფორმაციას რაიონის საზ. ჯანდაცვის ცენტრსა და I დონის თითოეულ ამცრელ დაწესებულებაში (ამბ-პოლიკლ. გაერთიანების ჩათვლით) არსებული ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის შესახებ.

ეს ცხრილი ივსება წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. შესაძლოა მოხდეს ჩანაწერების განახლება დაქვემდებარებული ამცრელი დაწესებულებების მონახულების ან ახალი ცივი ჯაჭვის მოწყობილობის მიღების/ძველის ჩამოწერის შემთხვევაში.

ინვენტარიზაციის ფორმა (2.4) გამოიყენება როგორც რაიონში ცივი ჯაჭვის ეფექტურობის მონიტორინგის, ასევე ახალი მოწყობილობის შეკვეთის ან ძველის შეკეთების დაგეგმვისათვის.

2.6 ვაქცინების, შპრიცებისა და საუტილიზაციო კონტეინერების

 აღრიცხვის ჟურნალი

ვაქცინების, შპრიცებისა და საუტილიზაციო კონტეინერების აღრიცხვის ჟურნალი (2.6) ივსება რაიონის საზ. ჯანდაცვის ცენტრის მიერ. ჟურნალში ვაქცინების ცალკეულ სახეობას, შპრიცებსა და საუტილიზაციო კონტეინერებს ცალკე გვერდი აქვს დათმობილი. მასალის მიმოქცევა აღირიცხება ჟურნალში მათი მიღების, გაცემისა და ჩამოწერის მიხედვით. აღრიცხვის დროს, ასევე უნდა მოხდეს ვაქცინების არსებული რაოდენობის მითითება დოზებში შესაბამის სვეტში.

აღრიცხვის ჟურნალში (2.6) გამოყოფილია ცარიელი ადგილი, სადაც შესაბამის უჯრაში მასალის გასწვრივ ("მასალა: ––––––––") უნდა მოხდეს დასახელების მითითება (ვაქცინა, შპრიცი, საუტილიზაციო კონტეინერი). სერიის ნომრისა და შენახვის ვადის მითითება დამოკიდებულია მასალის სახეობაზე (არის ეს ვაქცინა, შპრიცი თუ საუტილიზაციო კონტეინერი).

ვაქცინების, შპრიცებისა და საუტილიზაციო კონტეინერის რეგულარული აღრიცხვის გარდა მათი მიღების, გაცემისა და ჩამოწერის მომენტისათვის, იმუნობიოლოგიურ პრეპარატებზე პასუხისმგებელმა პირმა ასევე უნდა გამოიანგარიშოს მათი ბალანსი მიღების, გაცემისა და ჩამოწერის დროისათვის, რათა ნებისმიერ დროს (და არა მხოლოდ თვის ბოლოს) შეძლოს იმის განსაზღვრა, თუ მასალის რა რაოდენობის მარაგი აქვს დაწესებულებას.

მედიცინის მუშაკი პასუხს აგებს არა მარტო ვაქცინების რაოდენობაზე, არამედ მათ სათანადო წესებით შენახვასა და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ვაქცინები, რომელთა ვადა მალე იწურება - პირველ რიგში გაიცეს.

ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებამ მიიღოს ვაქცინების გამოყენების ინსტრუქციები მათ ახალ შეკვრასთან ერთად. სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა შეინახონ ასეთი ინსტრუქციები ვაქცინების ყოველი ცალკეული სახეობისათვის.

ყოველი თვის ბოლოს მედიცინის მუშაკმა უნდა ჩაატაროს მაცივარში (ცივი ოთახი) დარჩენილი ვაქცინების აღწერა და შეამოწმოს შეესაბამება თუ არა მათი რაოდენობა ვაქცინების მმოქცევის აღრიცხვის ჟურნალში (2.6) მითითებული ვაქცინების რაოდენობის ბალანსს.

როგორც ვადაგასული, ასევე ცუდი ხარისხისა და დარჩენილი ვაქცინები უნდა ჩამოიწეროს/განადგურდეს არსებული წესების შესაბამისად.

შემაჯამებელი თვიური ანგარიშის (2.8) სექცია - “ვაქცინების ხარჯვა” ივსება აღრიცხვის ჟურნალ (2.6)-ისა და I დონის სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული ჩატარებული აცრების თვიური ანგარიშის მონაცემების საფუძველზე.

 

2.7 ტემპერატურის რეგისტრაცია მაცივარში (ცივ საცავში)

აღრიცხვის დოკუმენტი (2.7) ივსება ყოველდღიურად რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არსებული ცივი საცავის ტემპერატურის მონიტორინგის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რამდენიმე მაცივარი, ტემპერატურის აღრიცხვის ჩანაწერების წარმოება უნდა ხდებოდეს თითოეული მოწყობილობისათვის ცალ-ცალკე. ვაქცინებზე პასუხისმგებელმა მედიცინის მუშაკმა უნდა განახორციელოს ტემპერატურის მონიტორინგი იმ ცივ საცავში (მაცივარში), სადაც ინახება ვაქცინები და გააკეთოს ჩანაწერები აღრიცხვის ჟურნალში (2.7) დღეში ორჯერ (სამუშაო დღის დასაწყისში და ბოლოს).

ელექტროენერგიის გამორთვის ან მაცივრის გაფუჭების შემთხვევაში მედიცინის მუშაკმა უნდა გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნები (აღნიშვნა 1 ნიშნავს იმას, რომ მაცივარი გამორთულია გალღობის მიზნით; აღნიშვნა 2 - მაცივარი გაფუჭებულია/არ მუშაობს; აღნიშვნა 3 - მაცივარი გამორთულია ელექტროენერგიის უქონლობის გამო) აღრიცხვის ჟურნალში (2.7) და მიიღოს ზომები საჭირო ტემპერატურული რეჟიმის შესანარჩუნებლად.

რეკომენდებულია მაცივრის ტემპერატურის მაჩვენებელი მუდმივად დაყენებული იყოს +40C-ზე.

 

 2.8  შემაჯამებელი ანგარიში ჩატარებული აცრების შესახებ

ჩატარებული აცრების შემაჯამებელი ანგარიში (2.8) არის ანგარიშის ძირითადი საბუთი, რომელიც ასახავს რაიონში არსებულ აცრებთან დაკავშირებულ მდგომარეობას. ჩატარებული აცრების შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება ხდება რაიონის საზ. ჯანდაცვის ცენტრის მიერ I დონის სამედიცინო დაწესებულებებიდან (სამშობიარო სახლების ჩათვლით) მიღებული ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის ფორმების (1.8) საფუძველზე. პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება ამზადებს ანგარიშის ფორმას (1.8) სამიზნე ტერიტორიაზე არსებული I დონის სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული 1.8 ფორმების მონაცემების საფუძველზე (იხ. იმუნიზაციის სახელმძღვანელო I დონისათვის) და გადასცემს მას რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს არაუგვიანეს მომდევნო თვის სამი რიცხვისა.

სექციები “ჩატარებული აცრები”, “დროულობა” და “უკუჩვენებები და უარი დყტ-ზე” ივსება მხოლოდ იმ ანგარიშების (1.8) საფუძველზე, რომლებიც მიიღება I დონის სამედიცინო დაწესებულებებიდან. რეკომენდებული ფორმები (იხ. გვ. 20-24) შესაძლოა გამოყენებულ იქნს გამოანგარიშების გაადვილებისა და ანალიზისათვის.

სექცია “ვაქცინების ხარჯვის” მე-5-7 სვეტები ივსება ვაქცინების, შპრიცებისა და საუტილიზაციო კონტეინერების მიმოქცევის აღრიცხვის ჟურნალის (2.6) მიხედვით, მე-9-10 სვეტები კი თვიური ანგარიშის (1.8) მე-7-8 სვეტების მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული მონაცემები მიიღება I დონის სამედიცინო დაწესებულებებიდან. მე-7 სვეტში უნდა ჩაიწეროს ჯამური რიცხვი, რომელიც ასახავს გაცემული და ჩამოწერილი/განადგურებული დოზების საერთო რაოდენობას.

გასული თვის ბოლოს დაწესებულებებში არსებული ბალანსი და მიმდინარე თვეში რაიონის სჯც-ის მიერ გაცემულ დოზათა რაოდენობის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს მიმდინარე თვის ბოლოს დაწესებულებებში არსებული ბალანსის და სულ გახარჯულ დოზათა ჯამს.

აღნიშნული სექციის მონაცემები გამოიყენება რაიონში არსებული ვაქცინების მარაგის მონიტორინგისა და მათი დროული შეკვეთისა და განაწილების უზრუნველსაყოფად.

წინამდებარე ფორმა არის ანგარიშგების დოკუმენტი. ის კეთდება ყოველთვიურად სამ ასლად. დედანი რჩება რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ხოლო ორი ასლი რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა უნდა გადასცეს რეგიონის/ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მომდევნო თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა. უნდა მოხდეს აგრეთვე ნულოვანი ანგარიშების მიწოდებაც.

 

 

 

 

ფორმა 4 (ექსპ.) (2.8)

––––––––––––––– რაიონი პერიოდი თარიღი –––––––––––––––––––

 

ჩატარებული აცრები

ვაქცინების ხარჯვა დოზებში

ვაქცინა

ასაკი ვაქცინაციის დროს

აცრილების რაოდენობა

სულ ჩატარებუ-ლი აცრები

ბალანსი რაიონის სჯც-ში პერიოდის დასაწყისისთვის (დოზები)

მიღებულია (დოზები)

გაცემულია/ჩამოწერი-ლია/ განადგურებულია (დოზები)

ბალანსი რაიონის სჯც-ში პერიოდის დასასრულს (დოზები)

ბალანსი პერიოდის დასასრულს დაწესებულებებში (დოზები)

გახარჯუ-ლია სულ დაწესებუ-ლებებში (დოზები)

1

2

3

4

5

6

7

8=5+6-7

9 I.8-ის მე-7 სვეტიდან

10 1.8-ის მე-8 სვეტიდან

ბცჟ-ვაქცინა

0 - 5 დღის

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

6დღ - 11თვ29დღ

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

ბცჟ-2

5 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

 დყტ-1 დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-1

2 თვ - 11თვ29დღ

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

 დყტ-2 დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-2

3 თვ - 11თვ29დღ

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

 დყტ-3 დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-3

4 თვ - 11თვ29დღ

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

 დყტ-4 დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-4

18 - 24 თვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

 დტ-1 დიფთერია-ტეტანუსი-1

1 წლამდე

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

დტ-2 დიფთერია-ტეტანუსი-2

1 წლამდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

დტ-3 დიფთერია-ტეტანუსი-3

1 წლამდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

დტ-4

18 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

დტ დიფთერია-ტეტანუსი

5წლ.- 5წლ.11თვ.29დღ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

6 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

 პოლიო-1 პოლიომიელიტი -1

2 თვ - 11თვ29დღ

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიო-2 პოლიომიელიტი -2

3 თვ - 11თვ29დღ

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიო-3 პოლიომიელიტი -3

4 თვ - 11თვ29დღ

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიო-4 პოლიომიელიტი -4

18 - 24 თვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიო-5 პოლიომიელიტი -5

5წლ.- 5წლ.11თვ.29დღ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

6 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა პოლიო

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჰეპატიტიB-1 ვირუსული ჰეპატიტი B-1

0 - 24 საათი

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

25 სთ. - 11თვ29დღ

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

ჰეპატიტი B-2 ვირუსული ჰეპატიტი B-2

2 თვ - 11თვ29დღ

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

ჰეპატიტიB-3 ვირუსული ჰეპატიტი B-3

3 თვ - 11თვ29დღ

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წლის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა ჰეპატიტი B-1

 

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა ჰეპატიტი B-2

 

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა ჰეპატიტი B-3

 

 

 

 

 

 

 

 

 

წითელა 1

12 -24 თვის

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

24 თვის ზემოთ

 

 

 

 

 

 

 

 

წითელა -2

5წლ.- 5წლ.11თვ.29დღ.