საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 06/02/2020
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016546
0
06/02/2020
ვებგვერდი, 06/02/2020
000000000.00.00.016546
საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
პროექტის ავტორი
საქართველოს კანონის
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი  და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

 

პროექტი

 საქართველოს კანონი

 რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევის, ხოლო რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით.

 

მუხლი 2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპები

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია:

ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა;

ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანმიმდევრული გადაწყვეტა;

გ) პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა;

დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა;

ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის, კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაუზუსტებელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც არ არის დაზუსტებული და მოიცავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან, ხელშეკრულების დარღვევასთან ან მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ, ან სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მოთხოვნებს;

ბ) პირობითი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე და რომელიც, მათ შორის, მოიცავს მესამე პირის სასარგებლოდ გაცემულ გარანტიასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე;

გ) ვადამოუსვლელი (სამომავლო) მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადა სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის არ დამდგარა;

დ) ახალი კრედიტორული მოთხოვნა – სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი მოთხოვნა;

ე) მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები – მოვალის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე დადებული შრომითი, იჯარის, მომსახურების ან სხვა ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი რეგულარულად შესასრულებელი ვალდებულებები;

ვ) მმართველი – რეაბილიტაციის მმართველი ან/და გაკოტრების მმართველი;

ზ) ზედამხედველი – რეგულირებული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობისათვის დანიშნული პირი, ასევე მოვალის რეაბილიტაციის პროცესში საწარმოს მართვის ორგანოების შენარჩუნების შემთხვევაში მათ საქმიანობაზე ზედამხედველობისათვის დანიშნული პირი;

თ) უზრუნველყოფილი კრედიტორი – კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან გირავნობით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით;

ი) კონვერსია – რეაბილიტაციის რეჟიმიდან გაკოტრების რეჟიმში ან გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა ამ კანონით დადგენილი წესით, რა დროსაც უწყვეტად გრძელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ახალი რეჟიმით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;

კ) მთავარი ინტერესების ცენტრი – ადგილი, სადაც მოვალე მუდმივად საქმიანობს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და რაც ასეთად აღიქმება მესამე პირების მიერ;

ლ) მოვალე – ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი;

მ) საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯი – მმართველის/ზედამხედველის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს ამ კანონით დადგენილი წესით საფოსტო გზავნილის, კრების მოწვევისა და ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის, ექსპერტიზის ჩატარების, საქმის მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის ასლების დამზადების ხარჯებს, აგრეთვე საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს;

ნ) ეკონომიკური ინტერესი – ქონების ღირებულება ან მისი სარგებლიანობა გადახდისუუნარობის მასისთვის;

ო) გადახდისუუნარობის მასა – მოვალის ამ კანონის 59-ე მუხლით განსაზღვრული ქონება;

პ) გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავა – დავა გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოყოფის ან გადახდისუუნარობის მასიდან თანხის დაკისრების შესახებ, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე არსებული კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება;

ჟ) ლიკვიდური აქტივი – ფული ან სხვა ნებისმიერი აქტივი, რომლის რეალიზაცია შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთში;

რ) გაკოტრების მინიმუმი – ფულის ან სხვა ნებისმიერი აქტივის მოცულობა, რომელსაც, სავარაუდოდ, კრედიტორი მოვალის გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მიიღებდა;

ს) მოვალესთან დაკავშირებული პირი:

ს.ა) მოვალის მმართველი ორგანოს წევრი, აგრეთვე ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

ს.ბ) მოვალის დამფუძნებელი, მონაწილე, წევრი, აქციონერი, მეპაიე ან პარტნიორი, რომელიც მოვალე სუბიექტში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის არანაკლებ 5%-ს;

ს.გ) ამ პუნქტის „ს.ა“ და „ს.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ნათესავები ან სხვა პირები, რომლებსაც ამ პუნქტის „ს.ა“ და „ს.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გააჩნიათ ერთიანი საოჯახო მეურნეობა;

ს.დ) პირები, რომლებიც მოვალესთან ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ საწარმოში, თუ მათი წილი ჯამურად არანაკლებ 20%-ს შეადგენს, ან სხვაგვარად ერთობლივად აკონტროლებენ ამ საწარმოს;

ს.ე) პირი, რომელშიც მოვალე პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, ან სხვაგვარად აკონტროლებს მას;

ს.ვ) ამხანაგობა, რომელშიც მონაწილეობს მოვალე;

ს.ზ) სხვა პირები, რომელთა განსაკუთრებული ურთიერთობები მოვალესთან გავლენას ახდენს მათ ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების ქმედებებზე მოვალის მიმართ;

ტ) ნათესავი – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი;

უ) წილის არაპირდაპირი ფლობა – წილის ფლობა პირის ნათესავის ან იურიდიული პირის მიერ, რომელშიც ეს პირი ფლობს წილის არანაკლებ 20%-ს ან სხვაგვარად ახორციელებს მის კონტროლს;

ფ) კონტროლი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, დირექტორობა ან/და დირექტორთა საბჭოს წევრობა, თავმჯდომარეობა, ასევე ამ თანამდებობებზე პირის დანიშვნის პირდაპირი ან არაპირდაპირი უფლება, აგრეთვე ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების არანაკლებ 20%-ის ფლობა;

ქ) მორატორიუმი – ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან მეტი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის მასის დაცვას;

ღ) შეცილების მოწინააღმდეგე მხარე – პირი, რომელიც ვალდებულია ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალეს დაუბრუნოს ის, რაც მან შეცილებული ქმედების შედეგად მიიღო;

ყ) სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე – მოვალე, რომლის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესს და რომელიც ასეთად მიიჩნევა სასამართლოს მიერ;

შ) პრეფერენციული მოთხოვნები – სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გადასახდელი 3 თვის სახელფასო და შვებულების ხარჯები (გარდა მოვალის დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა, ასევე მათი ოჯახის წევრების სახელფასო და შვებულების ხარჯებისა/გადასახდელი თანხებისა), ასევე საწარმოო ტრავმის გამო გადასახდელი თანხები, თითოეულ კრედიტორზე არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;

ჩ) პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნები – სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე ბოლო 3 წლის შესაბამის საგადასახადო პერიოდზე წარმოშობილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადების თანხა;

ც) არაპრივილეგირებული მოთხოვნები – კრედიტორის მოთხოვნა, რომლის თაობაზეც მოვალე და კრედიტორი წინასწარ შეთანხმდნენ ასეთი მოთხოვნის არაპრივილეგირებული წესით დაკმაყოფილების თაობაზე.

 

მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს შემდეგი სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს:

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტები, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე არარეგისტრირებული კავშირები და ამხანაგობები;

გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები და სხვა წარმონაქმნები (მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ იურიდიული პირის სტატუსი), რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და რომელთა მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია.

 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ფიზიკურ პირებზე;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;

გ) ბანკებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხიც ცალკე კანონმდებლობით წესრიგდება.

 

მუხლი 5. კრედიტორთა მოთხოვნები

1. კრედიტორული მოთხოვნა არის ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის გამოხატვაც შესაძლებელია ფულადი სახით და რომლის შესრულების ვალდებულება ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ვადამოსულ მოთხოვნებს, დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებსა და ვადამოუსვლელ (სამომავლო) მოთხოვნებს.

2. კრედიტორს უფლება აქვს, მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, მიმართოს მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და წარუდგინოს მას კრედიტორული მოთხოვნა, თუ ის განსხვავდება მოვალის მიერ აღიარებული ოდენობისგან. ამ ვადის აღდგენა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა დაგვიანებულად ჩაითვლება.

3. კრედიტორს, რომელსაც არ გაგზავნია შეტყობინება ამ კანონის შესაბამისად, უფლება აქვს მოთხოვნა წარადგინოს 30 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც შეიტყობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლისა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

4. მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლება აქვს, გამოითხოვოს კრედიტორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მოთხოვნის ოდენობისა და მისი ნამდვილობის შემოწმების მიზნით.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის წარდგენა ან გაზრდა აღარ დაიშვება. მმართველი/ზედამხედველი კრედიტორთა რეესტრში მოთხოვნას შეიტანს არაუმეტეს იმ მოცულობის მიხედვით, რაც აღიარებულია მოვალის მიერ და არ გამხდარა სადავო.

 

მუხლი 6. გადახდისუუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები

1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა, აგრეთვე მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის რეჟიმის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განცხადების სასამართლოში წარდგენით.

2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს:

ა) რეაბილიტაციის რეჟიმით;

ბ) გაკოტრების რეჟიმით.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გულისხმობს ამ კანონით განსაზღვრული სუბიექტების ამავე კანონით დადგენილი რეგულირებისადმი დაქვემდებარებისათვის შესაბამისი საფუძვლის წარმოშობას.

 

მუხლი 7. გადახდისუუნარობის ცნება და გადახდისუუნარობის პრეზუმფცია

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა სახეზეა, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოვალე გახდება გადახდისუუნარო.

3. გადახისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების ჯამი, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჩათვლით, აღემატება მთლიანი აქტივების ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე გააგრძელებს საქმიანობას. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის, ვალდებულებები სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც მოიცავს, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა (ბალანსის ტესტი);

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი არანაკლებ 20%-ით აღემატება მთლიანი ლიკვიდური აქტივის ჯამს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას ლიკვიდობის დეფიციტი;

გ) მოვალე იმყოფება ან განცხადების შეტანამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში იმყოფებოდა მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესრულების მიზნით, უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

მუხლი 8. სასამართლო განსჯადობა და საპროცესო ნორმები

1. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმეთა მიმართ დადგენილია სპეციალური განსჯადობა.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები.

3. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.

4. სასამართლო გადახდისუუნარობის საქმეს განიხილავს მოვალის იურიდიული მისამართის მიხედვით, ხოლო საქართველოში იურიდიული მისამართის არარსებობის შემთხვევაში – მისი მთავარი ინტერესების ცენტრის მიხედვით.

5. ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმეთა განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები.

6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და თუ საქართველოს

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებსა და პრინციპებს.

 

მუხლი 9. სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანა

1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.

2. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

3. კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით განჩინების გამომტან სასამართლოში.

4. კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანა შეიძლება განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

5. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

6. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულებას.

7. თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.

8. ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 14 დღის ვადაში.

9. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მუხლი 10. დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა

1. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან ან რომელშიც მოვალე არის მოსარჩელე და დავა გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება, ექვემდებარება დაჩქარებულ განხილვას ამ მუხლითა და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ დავებზე, რომლებსაც განიხილავს არბიტრაჟი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრულ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავებს იხილავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო.

4. გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი მოსამართლე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შეტყობინებას უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავის/დავების განმხილველ მოსამართლეს, რომელიც ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო წარმოებაში მიღების შემთხვევაში – 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. საკასაციო ინსტანციის სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო წარმოებაში მიღების შემთხვევაში – 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.

 

მუხლი 11. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი

1. ამ კანონის შესაბამისად მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში სავალდებულოა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა.

2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, პროფესიული წრეების წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი.

3. ამ კანონის მიზნებისთვის, მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – იუსტიციის მინისტრი) უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა კატეგორიები, რომლებსაც დაშვება ექნებათ გადახდისუუნარობის სხვადასხვა ტიპის საქმეებზე, მათი სირთულის გათვალისწინებით.

4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს, ავტორიზაციის წესსა და პირობებს, ასევე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

5. გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეირჩევა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველისა და რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

7. მმართველისა და რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შერჩევის ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას, დასაშვებია მმართველის ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით შერჩევა, რაც გულისხმობს შესაბამისი განცხადების სასამართლოში შესვლის რიგითობისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ანბანური რიგითობის მიხედვით შერჩევას.

8. სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს ერთზე მეტი მმართველის დანიშვნის საჭიროება, თუ ეს გამომდინარეობს საქმის სირთულიდან და მოვალის წლიური ბრუნვა 100 მილიონ ლარს აღემატება.

9. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია მოვალის, კრედიტორის ან სხვა დაინტერესებული პირისათვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, კანონით დადგენილი წესით, დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 12. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილება/თვითაცილება

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში დაინიშნოს მმართველად ან რეაბილიტაციის ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად, თუ ის:

ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას რომელიმე მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

ბ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში ჩართულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების საკითხს სასამართლო განიხილავს განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და, განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნიშნავს ახალ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

 

მუხლი 13. კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესი

1. საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, კრედიტორთა კრებას ამზადებს და მის ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სასამართლო.

2. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაში.

3. ყველა უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგენს თავის მოთხოვნებს მოვალის მიმართ, უფლებამოსილია დაესწროს კრედიტორთა კრებას. კრედიტორთა კრებაზე დასწრების უფლება აქვს მოვალესაც. კრედიტორთა კრებაზე დამსწრე კრედიტორებსა და მოვალეს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვან შენიშვნები და მოსაზრებები და დასვან კითხვები.

4. კრედიტორთა კრების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოწვევის უფლება აქვთ კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, აგრეთვე მოვალეს, მმართველსა და რეაბილიტაციის ზედამხედველს. კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში. კრება უნდა გაიმართოს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

5. კრედიტორთა კრებაზე ხმის მიცემის უფლება აქვს ყველა კრედიტორს, რომლის მოთხოვნაც აღიარებულია, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი.

7. კრედიტორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება მასზე დამსწრეთა და წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. კრედიტორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: 1 ლარის მოთხოვნა – 1 ხმა (დამრგვალება ხდება უმცირესისაკენ).

9. თუ კრედიტორთა კრება არ შედგა ან გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, იმავე დღის წესრიგით მოიწვევა კრედიტორთა განმეორებითი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე დამსწრე და წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

10. თუ კრედიტორთა განმეორებითი კრება არ შედგა ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე საკითხზე კრების ხელახლა მოწვევა შესაძლებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

11. კრედიტორთა კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. აღნიშნული თანხმობა კრედიტორთა კრების ოქმის ტოლფასია და კრების გადაწყვეტილებად ითვლება.

12. კრედიტორთა კრების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო დღეს.

 

მუხლი 14. კრედიტორებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე კრედიტორს შეტყობინება ეგზავნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის გარდა (შემდგომში – ელექტრონული სისტემა), „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზეც ქვეყნდება.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შეტყობინებებისათვის საკმარისია ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 15. ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება

1. მოვალის ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას გამოყენებულ ყველა საქმიან დოკუმენტზე, რომელიც გაიცემა მოვალის ან მმართველის მიერ ან მათი სახელით, მითითებული უნდა იყოს, რომ მოვალე იმყოფება გადახდისუუნარობის შესაბამის რეჟიმში, ხოლო მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დანიშვნის შემთხვევაში – ასევე, ინფორმაცია მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფორმის სტანდარტულ დოკუმენტებზე, რომლებში ცვლილების შეტანაზეც მოვალე არ არის უფლებამოსილი.

 

მუხლი 16. მოვალის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენის ვალდებულება

1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა გადახდისუუნარობის დადგომიდან არაუგვიანეს სამი კვირისა უნდა წარადგინონ განცხადება სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის გადახდისუუნარობის დადგომის მომენტად ითვლება მომენტი, როდესაც შესაბამისმა პირებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. ამ კანონის მიხედვით განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეხება მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებს, ასევე, ამ კანონის მიხედვით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, მოითხოვს ცვლილების რეგისტრაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რასაც უზრუნველყოფს მმართველი/ზედამხედველი დაუყოვნებლივ, ასეთი ცვლილების საფუძვლის წარმოშობისთანავე.

 

მუხლი 17. კონფიდენციალობა და ინტერესთა კონფლიქტი

1. მმართველი, რეაბილიტაციის ზედამხედველი/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, კრედიტორთა კომიტეტის წევრი, კრედიტორი, ექსპერტი ვალდებულია მესამე პირებს არ გადასცეს ან პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასთან, კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული ან სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე, რომლის ინტერესების დასაცავადაც მოქმედებს კონფიდენციალობის ვალდებულება, თანხმობას განაცხადებს ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ან თუ ინფორმაციის გამჟღავნება გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

2. კონფიდენციალობის ვალდებულებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს, გამოიყენონ ეს ინფორმაცია ქონების შესწავლის, მართვის ან მისი რეალიზაციისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებისას.

 

მუხლი 18. განმცხადებლის პასუხისმგებლობა

1. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავიდანვე არ ყოფილა გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი, სასამართლო განმცხადებელს დააკისრებს პროცესის ხარჯებს, გარდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მომსახურების საფასურისა, რომელიც დაეკისრება მოვალეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, განმცხადებელს დააკისროს განცხადების შეტანით მოვალის ან/და კრედიტორებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) განცხადება შეტანილ იქნა განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად;

ბ) მოვალის მიერ განცხადების წარდგენა მიზნად ისახავს კრედიტორისათვის მის მიმართ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებაში ხელშეშლას;

გ) განცხადების წარდგენის მიზანია მორატორიუმის ბოროტად გამოყენება ან კრედიტორის, მოვალის ან მესამე პირთა უფლებების სხვაგვარი დარღვევა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განმხილველი სასამართლო.

 

მუხლი 19. ელექტრონული სისტემა

1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კანონით გათვალისწინებული მოქმედებების ელექტრონული საშუალებებით შესრულებას, მათ შორის, განცხადების შეტანას, ინფორმაციის გამოქვეყნებას და ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს შორის გაცვლას.

2. ელექტრონულ სისტემაში განთავსდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მიღებული ყველა სასამართლო განჩინება მათი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ელექტრონულ სისტემაში ქვეყნდება ასევე კრედიტორთა კრების, კრედიტორთა კომიტეტის, მმართველის, რეაბილიტაციის და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის გადაწყვეტილებები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ითვლება მის ოფიციალურ გამოქვეყნებად. ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, განჩინება/გადაწყვეტილება დამატებით შეიძლება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ან ბეჭდვით ორგანოში, მათ შორის, საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში.

3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ადრესატისათვის ჩაბარებულად/შესაბამისი ადრესატის მიერ მიღებულად ითვლება მისი სისტემაში განთავსების მომენტიდან.

 

მუხლი 20. პასუხისმგებლობა ამ კანონის დებულებათა ბოროტად გამოყენებისათვის

ამ კანონის მიხედვით შესაბამისი ფუნქციების განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან, საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ მათთვის ცნობილი გახდება, რომ მოვალის რომელიმე ყოფილი თუ მოქმედი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მხრიდან ან სხვა პირების მხრიდან ადგილი აქვს მორატორიუმის გამოყენებასთან დაკავშირებული, ან ამ კანონის გამოყენებასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული რაიმე სახის ქმედებას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

თავი II

 რეგულირებული შეთანხმება

მუხლი 21. რეგულირებული შეთანხმების არსი

1. რეგულირებული შეთანხმება არის გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალესა და კრედიტორებს შორის ამ კანონით დადგენილი წესით მიღწეული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც თითოეული კრედიტორი მიიღებს მინიმუმ იმდენს, რასაც ის მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორი ეთანხმება რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში სხვაგვარ დაკმაყოფილებას.

2. რეგულირებული შეთანხმების მიზანია მოვალის, როგორც მოქმედი ბიზნეს სუბიექტის, შენარჩუნება, რაც გამორიცხავს შეთანხმების ფარგლებში მის ლიკვიდაციას.

3. რეგულირებული შეთანხმების დადება და შესრულება შესაძლებელია მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მონაწილეობით.

4. რეგულირებული შეთანხმების დადების მიზნით წარმართულ მოლაპარაკების პერიოდზე ვრცელდება ამ კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმი არაუმეტეს 2 თვის ვადით. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვის ვადით. მოვალე უფლებამოსილია, არ ისარგებლოს მორატორიუმით ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

5. რეგულირებული შეთანხმების დასადებად სავალდებულო არ არის შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

ა) ქონებრივი სიკეთის/სარგებლის განაწილებისას არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ჯგუფის შიგნით პროპორციულობის პრინციპის დაცვა იმ არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებით, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეგულირებულ შეთანხმებას;

ბ) კრედიტორთა მოთხოვნების განსაზღვრა და კრედიტორთა რეესტრის შედგენა ამ კანონით დადგენილი წესით. რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის, მოვალესა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს შეუძლიათ, კრედიტორთა რეესტრი შეადგინონ ამ თავით დადგენილი გამარტივებული წესით, რა დროსაც კრედიტორებს უნდა მიეცეთ სრული შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი მოთხოვნები.

6. გაკოტრების მინიმუმისა და კრედიტორთა საუკეთესო ინტერესის დადგენისას გამოიყენება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდი.

7. რეგულირებული შეთანხმების შესრულების შედეგად, სრულად და საბოლოოდ შესრულებულად ჩაითვლება მოვალის ყველა ის ვალდებულება, რომელიც რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების მომენტისთვის არსებობდა და რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ მოიცავდა რეგულირებული შეთანხმება.

8. რეგულირებული შეთანხმების მიუღწევლობა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, ასევე კრედიტორს, ანიჭებს უფლებას, მოვალის მიმართ სასამართლოში შეიტანოს რეაბილიტაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება.

 

მუხლი 22. შეთავაზების განხორცილებაზე უფლებამოსილი პირები

1. მოვალე უფლებამოსილია, კრედიტორებს შესთავაზოს რეგულირებული შეთანხმების დადება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ თავის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი რეგულირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მოვალის პარტნიორთა უმრავლესობის სავალდებულო თანხმობით, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოვალის პარტნიორების ხმათა კვალიფიციური უმრავლესობის სავალდებულო თანხმობით.

 

მუხლი 23. შეთავაზება

1. კრედიტორებისათვის რეგულირებული შეთანხმების შესახებ შეთავაზება უნდა შეიცავდეს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) მოვალის საქმიანობის ანგარიშს;

ბ) რეგულირებული შეთანხმების პირობებს;

გ) მითითებას მორატორიუმის გამოყენების თაობაზე;

დ) შემთავაზებლის მოსაზრებას, თუ რატომ არის რეგულირებული შეთანხმების დადება სასურველი და მიზანშეწონილი;

ე) შემთავაზებლის პოზიციას, თუ რატომ არის მოსალოდნელი, რომ კრედიტორები რეგულირებულ შეთანხმებას მხარს დაუჭერენ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენის ვალდებულება შეთავაზების განმახორციელებელ პირს ეკისრება მისთვის ცნობილი ინფორმაციის ფარგლებში.

3. შეთავაზება უნდა შეიცავდეს თარიღს და შემთავაზებლის ხელმოწერას.

 

მუხლი 24. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი

რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსია.

 

მუხლი 25. მოვალის საქმიანობის ანგარიში

1. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს მოვალის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და სრულ ინფორმაციას მოვალის აქტივებზე, ვალდებულებებზე, გარანტიებსა და თავდებობაზე.

2. ინფორმაცია მოვალის აქტივების შესახებ უნდა შეიცავდეს მოვალის აქტივების აღწერილობას საბალანსო და საბაზრო ღირებულების მითითებით, მათ შორის:

ა) უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთულ ქონებასა და უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღწერილობას, უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოშობის დროს, საფუძველსა და მოცულობას;

ბ) აქტივებს, რომლებიც უნდა გამოირიცხოს რეგულირებული შეთანხმებიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მესამე პირების მიმართ მოვალის მოთხოვნებს, მათ შორის, მოთხოვნებს მოვალესთან დაკავშირებული პირების მიმართ;

დ) იმ ქონების აღწერილობას, რომლის მესაკუთრეც შეთანხმების დადებამდე არ არის მოვალე, მაგრამ რომელსაც მოიცავს რეგულირებული შეთანხმება. აღწერილობა უნდა შეიცავდეს აგრეთვე მონაცემებს ქონების მესაკუთრისა და იმ პირობების შესახებ, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც ეს ქონება ხელმისაწვდომი იქნება რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში.

3. მოვალის ვალდებულებები უნდა შეიცავდეს, მათ შორის, შემდეგ ინფორმაციას:

ა) კრედიტორთა სიას, თითოეული კრედიტორის მოთხოვნის, დასახელებისა და მისამართის მითითებით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა.ა) უზრუნველყოფილი კრედიტორები, უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საგნის აღწერილობასა და მოცულობაზე მითითებით;

ა.ბ) პრეფერენციული კრედიტორები;

ა.გ) არაუზრუნველყოფილი კრედიტორები;

ა.დ) მოვალესთან დაკავშირებული პირების კრედიტორები;

ბ) მოვალის პარტნიორების დასახელებასა და მისამართს, მითითებას თითოეული პარტნიორის შესაბამისი წილისა და შენატანის შესახებ, განუხორციელებელი შენატანის ჩათვლით. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, საკმარისია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენა პარტნიორთა მინიმუმ ორ მესამედთან მიმართებაში.

4. ინფორმაცია გარანტიებისა და თავდებობის შესახებ უნდა შეიცავდეს, მათ შორის, შემდეგ ინფორმაციას:

ა) გაცემულია თუ არა მოვალის ვალებთან დაკავშირებით რაიმე გარანტია, გარანტიის აღწერილობა და მოცულობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) მითითება, გარანტებიდან/თავდებებიდან რომელია მოვალესთან დაკავშირებული პირი.

5. მოვალის საქმიანობის ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეცილების შესაძლო საფუძვლების შესახებ, რომლებიც იარსებებდა საწარმოს რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის შემთხვევაში.

6. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა მომზადდეს შეთავაზების თარიღამდე არაუადრეს ორი კვირის მდგომარეობით და დადასტურებული უნდა იყოს განცხადებით, რომლითაც შემთავაზებელი ადასტურებს, რომ წარდგენილი ინფორმაცია სრულია და შეესაბება სიმართლეს, რამდენადაც ეს შემთავაზებლისთვის ცნობილია.

7. ანგარიშის შედგენის მიზნებისთვის რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს შეუძლია მიიღოს საქმიანობის ანგარიში ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულზე უფრო ხანგრძლივი დროის მონაკვეთზეც, მაგრამ არაუადრეს შეთავაზების თარიღამდე 2 თვის მდგომარეობისა.

 

მუხლი 26. შეთავაზების პირობები

1. შეთავაზება შემდეგ პირობებს უნდა მოიცავდეს:

ა) რა გზებით მოხდება საწარმოს ვალდებულებების დაკმაყოფილება, შეცვლა, გადავადება ან სხვაგვარად მოწესრიგება;

ბ) რა ღონისძიებები განხორციელდება იმ კრედიტორების მიმართ, რომლებიც მოვალესთან დაკავშირებული პირები არიან;

გ) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის, შემოთავაზებულია თუ არა წვდომა ახალ ფულად სახსრებზე, კრედიტზე ან/და გარანტიებზე, შესაბამისი პირობების აღწერილობით, მათ შორის, მოვალის ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობით თუ მის გარეშე;

დ) დეტალური მონაცემები მოვალისთვის ახლადშეთავაზებულ დაფინანსების წყაროებსა და ამ წყაროებიდან წარმოშობილი ვალდებულებების დაკმაყოფილების გზებზე;

ე) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის მოზიდული ან/და განკუთვნილი თანხების განკარგვის გზები და მეთოდები კრედიტორებზე მათ განაწილებამდე;

ვ) მოვალის საქმიანობისა და ბიზნესის წარმართვის გზები რეგულირებული შეთანხმების შესრულების განმავლობაში;

ზ) რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნის მიმართ, რომლისთვისაც რეგულირებული შეთანხმება სავალდებულო გახდა ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

თ) რეგულირებული შეთანხმების ხანგრძლივობა და მისი ვადის გაგრძელების წესები.

2. შეთავაზებული პირობები შეიძლება ასევე მოიცავდეს იმ შესაძლო უზრუნველყოფის გარანტიებს, რომლებსაც მოვალე სთავაზობს კრედიტორებს შეცილების განხორციელების რისკებთან და ხარჯებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ მოვალე რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში გადავა.

3. შეთავაზების პირობები შეიძლება მოიცავდეს სხვა ისეთ საკითხებსაც, რომლებსაც შეთავაზების განმახორციელებელი საჭიროდ მიიჩნევს, რათა კრედიტორებს მიეცეთ შეთავაზებულ შეთანხმებაზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

 

მუხლი 27. ზედამხედველისათვის შეთავაზების შეტყობინება

მოვალემ შეთავაზების განზრახვისა და შეთავაზების პირობების შესახებ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, რასაც თან უნდა დაერთოს შეთავაზება ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული შინაარსით.

 

მუხლი 28. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის თანხმობა

რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეთავაზების მიღებიდან 5 დღის ვადაში მოვალეს უგზავნის თანხმობას შეთავაზების შესწავლისა და ანგარიშის მომზადების შესახებ. ამ ვადის უპასუხოდ გასვლის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.

 

მუხლი 29. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში

1. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოვალეს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის თაობაზე:

ა) აქვს თუ არა რეგულირებულ შეთანხმებას დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა;

ბ) აქვს თუ არა მოვალეს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების განმავლობაში.

2. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია:

ა) დაეყრდნოს მისთვის წარდგენილ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აქვს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი;

ბ) წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოვალის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის განხილვის მიზნით, მოწვეულ უნდა იქნეს მოვალის კრედიტორთა კრება, კრების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით.

4. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში უნდა შეიცავდეს თარიღსა და ზედამხედველის ხელმოწერას.

 

მუხლი 30. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შეცვლა

მოვალე უფლებამოსილია, ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით შეარჩიოს რეგულირებული შეთანხმების ახალი ზედამხედველი, თუ:

ა) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი მოვალეს არ წარუდგენს ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს ამ თავით დადგენილი წესით;

ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი გარდაიცვალა;

გ) აღმოჩნდება, რომ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) არსებობს ამ კანონით განსაზღვრული აცილების საფუძვლები.

 

მუხლი 31. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის სასამართლოში წარდგენა და მორატორიუმი

1. ამ მუხლის მიზნებისთვის, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში დადებითია, თუ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შეფასებით, სახეზეა შემდეგი გარემოებები:

ა) რეგულირებულ შეთანხმებას გააჩნია დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა;

ბ) მოვალეს გააჩნია საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების განმავლობაში.

2. მოვალემ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოს უნდა წარუდგინოს რეგულირებული შეთანხმების შეთავაზება, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშთან ერთად.

3. მოვალე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმით ისარგებლოს მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

4. რეგულირებული შეთანხმების შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის მიღებიდან 24 საათში სასამართლო ადგენს რეგულირებული შეთანხმების შეთავაზებისა და ზედამხედველის ანგარიშის ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას და გამოიტანს შესაბამის განჩინებას.

5. სასამართლოს განჩინებაში, რომლითაც დადგენილია შეთავაზებისა და ანგარიშის ამ კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა, სასამართლო მიუთითებს, რომ განჩინების გამოტანიდან 2 თვის განმავლობაში მოვალის მიმართ მოქმედებს მორატორიუმი, თუ ეს გათვალისწინებულია შეთავაზებით. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია სასამართლოს მიერ, კრედიტორთა კრების მიერ რეგულირებული შეთანხმების მოლაპარაკების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

6. რეგულირებული შეთანხმებისას გამოსაყენებელი მორატორიუმის ღონისძიებები განისაზღვრება ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად.

7. რეგულირებული შეთანხმების გამოყენების შესახებ განჩინების გამოტანისთანავე ჩერდება რეაბილიტაციის/გაკოტრების შესახებ განცხადების განხილვა.

 

მუხლი 32. საჯაროობა რეგულირებული შეთანხმების პროცესში

მორატორიუმის ამოქმედებისთანავე ამ კანონის 74-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს ეკისრება.

 

მუხლი 33. მოვალის საქმიანობის ანგარიშის გამჟღავნების შეზღუდვა

1. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, მოვალე ან დაინტერესებული კრედიტორი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს განცხადებით ყველა კრედიტორის ან მათი ნაწილისთვის მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრული ან ნაწილობრივი გაუმჟღავნებლობის მოთხოვნით, თუ განმცხადებლის მოსაზრებით, ასეთი გამჟღავნებით ხელი შეეშლება რეგულირებული შეთანხმების მიზნის მიღწევას ან გაუმართლებელი ზიანი მიადგება მოვალეს ან განმცხადებელ კრედიტორს.

2. სასამართლო გამოსცემს განჩინებას მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შესახებ ყველა კრედიტორის ან მათი ნაწილის მიმართ, თუკი განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარდგენა მოვალეს შეუძლია რეგულირებული შეთანხმების შესახებ შეთავაზებისა და ზედამხედველის დადებითი ანგარიშის სასამართლოში წარდგენის დროსაც, რა შემთხვევაშიც, განცხადებას თან უნდა დაერთოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის წერილობითი თანხმობა.

 

მუხლი 34. კრედიტორთა კრების მოწვევა

1. რეგულირებული შეთანხმების პროექტი უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს მორატორიუმის მოქმედების ბოლო დღისა, ხოლო მორატორიუმის გარეშე შეთავაზებისას – სასამართლოს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

2. რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების მიზნით, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა კრედიტორთა კრებაზე მოსაწვევი უნდა გაუგზავნოს მისთვის და მოვალისთვის ცნობილ ყველა კრედიტორს კრების თარიღამდე არაუგვიანეს 14 დღისა. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს:

ა) რეგულირებული შეთანხმების შეთავაზების ასლს;

ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის ასლს, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) სასამართლოს შესაბამისი განჩინების ასლს;

დ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მიერ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეთავაზებისა და მისი, როგორც რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ ამ ცვლილებების გათვალისწინების წესების შესახებ;

ე) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მოთხოვნისა და მისი ხმის უფლების შესახებ ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ვ) კრების ჩატარების თარიღს, დროს და ადგილს.

3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია, ყოველ დაკავშირებულ კრედიტორს კრების მოსაწვევში განუმარტოს მისი ამგვარი სტატუსის შესახებ.

 

მუხლი 35. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება

1. კრედიტორთა კრებას თავმჯდომარეობს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი.

2. კრედიტორთა კრებამ უნდა გადაწყვიტოს, დაამტკიცებს თუ არა შეთავაზებულ რეგულირებულ შეთანხმებას:

ა) კრედიტორების მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით;

ბ) მოვალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით;

გ) კრედიტორებისა და მოვალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით;

დ) ცვლილებების გარეშე.

3. ცვლილება არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე ისეთ პირობას, რომლითაც რეგულირებული შეთანხმება კარგავს ამ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულ არსს.

4. კრედიტორთა მიერ ცვლილების შეთავაზება უნდა განხორციელდეს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მოსაწვევში მითითებული წესის მიხედვით, ხოლო მოვალის მიერ ინიცირებული ცვლილება რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა მიეწოდოს კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 7 დღისა.

5. კრედიტორთა კრებაზე ხმის უფლება განისაზღვრება ამ კანონის 82-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

6. რეგულირებული შეთანხმების ან მისი ცვლილების დამტკიცებისათვის აუცილებელია ხმის უფლების მქონე იმ დამსწრე კრედიტორთა არანაკლებ 75%-ის მხარდაჭერა, რომლებიც არ არიან მოვალესთან დაკავშირებული პირები.

7. დაუშვებელია კრედიტორთა კრების მიერ ისეთი რეგულირებული შეთანხმების ან მასში ისეთი ცვლილების დამტკიცება:

ა) რომელიც გავლენას ახდენს უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლებაზე, აღასრულოს უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად უზრუნველყოფილი კრედიტორი დაეთანხმება ასეთ შეთანხმებას/ცვლილებას;

ბ) რომლის მიხედვითაც, მოვალის არაუზრუნველყოფილი კრედიტორი კმაყოფილდება პრეფერენციულ კრედიტორზე პრიორიტეტულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრეფერენციული კრედიტორი დაეთანხმება ასეთ შეთანხმებას/ცვლილებას;

გ) რომლის მიხედვითაც, პრეფერენციული კრედიტორი სხვა პრეფერენციულ კრედიტორ(ებ)თან შედარებით კმაყოფილდება პროპორციულობის პრინციპის დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კრედიტორი დაეთანხმება ასეთ შეთანხმებას/ცვლილებას.

8. კრედიტორთა კრების დასრულების შემდეგ, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი სასამართლოს წარუდგენს ანგარიშს კრების გადაწყვეტილების შესახებ, კრების ოქმის ასლთან ერთად.

 

მუხლი 36. რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების სამართლებრივი შედეგები

1. ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორთა კრების მიერ დამტკიცებული რეგულირებული შეთანხმების დაცვა სავალდებულოა ყველა კრედიტორისთვის, გარდა იმ კრედიტორისა, რომელიც არ იყო მოწვეული იმ მიზეზით, რომ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა არ იცოდა ან არ შეიძლებოდა სცოდნოდა ამ კრედიტორის არსებობის შესახებ.

2. თუ რეგულირებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კრედიტორს არ აქვს უფლება, მოვალის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი, წამოიწყოს ან განაგრძოს დავა ისეთ მოთხოვნაზე, რომელიც რეგულირებული შეთანხმებით არის მოწესრიგებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ირღვევა რეგულირებული შეთანხმება.

3. რეგულირებული შეთანხმების დამტკიცებისთანავე, მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირ(ებ)მა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა მისცეს შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული შეთანხმებისათვის განკუთვნილ აქტივებზე, შეთანხმების შესაბამისად, ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების მიზნით.

4. რეგულირებული შეთანხმების ვადის ამოწურვისას, გარდა მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევისა, თუ რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა გადახდილი არ ყოფილა ისეთი კრედიტორისთვის, რომლისთვისაც რეგულირებული შეთანხმება სავალდებულო გახდა ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად, მოვალეს ამ თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება რეგულირებული შეთანხმების დასრულების მიუხედავად.

 

მუხლი 37. კრედიტორები, რომლებსაც არ გაეგზავნათ კრებაზე მოსაწვევი

1. თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შემდეგ გამოვლინდა ისეთი კრედიტორი, რომლის შესახებაც რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველისთვის არ იყო ცნობილი და რომელსაც, მოწვევის შემთხვევაში, კრებაზე ექნებოდა ხმის უფლება, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი დაუყოვნებლივ ატყობინებს ასეთ კრედიტორს მისი უფლების შესახებ, წერილობით წარმოადგინოს თავისი მოთხოვნა რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების თარიღის მდგომარეობით.

2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში, კრედიტორი წერილობით არ წარადგენს თავის მოთხოვნას, ზედამხედველი უფლებამოსილია, ამორიცხოს ის იმ კრედიტორთა წრიდან, რომლებიც რეგულირებული შეთანხმების მხარეები არიან.

 

მუხლი 38. რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა

1. დამტკიცებულ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის საფუძველია:

ა) მოვალის მიერ რეგულირებული შეთანხმების ისეთი დარღვევა, რომელიც არ იქნება გამოსწორებული რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მოვალისთვის გაფრთხილების გაგზავნიდან 1 თვის ვადაში;

ბ) მოვალის მიერ საქმიანობის ანგარიშში ვალდებულებების შემცირებული სახით წარმოდგენა, აგრეთვე, ისეთი კრედიტორის გამოვლენა, რომელიც არ იყო მოვალის საქმიანობის ანგარიშში მითითებული და შესაბამისად, კრებაზე მოწვეული.

2. ცვლილებების შეტანის საფუძვლის არსებობისას, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს კრედიტორთა კრება და კრედიტორებს შესთავაზოს რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა. თუ ცვლილებების შეტანის შეთავაზება არ იქნება გაზიარებული ან ცვლილებები ვერ იქნება შეტანილი, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი კრედიტორებს სთავაზობს რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტას და მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანას.

3. რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის საფუძვლის არსებობისას, რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების არანაკლებ 10%-ის მფლობელ კრედიტორებს შეუძლიათ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს მოსთხოვონ კრედიტორთა კრების მოწვევა.

4. რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილება მტკიცდება ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი პირობების დაცვით.

5. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია, ცვლილებების შეტანისთვის დადგენილი წესების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) რეგულირებული შეთანხმების შესრულების ვადის ერთჯერადად გაგრძელების თაობაზე არაუმეტეს 6 თვის ვადით, რეგულირებული შეთანხმების შესრულების ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე კრედიტორებისთვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;

ბ) რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული, ყოველთვიური ჯამური გადახდების მოვალის სასარგებლოდ არაუმეტეს 10%-იანი შემცირების ან/და მათი განწილვადების შესახებ.

 

მუხლი 39. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებების გასაჩივრება

1. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს:

ა) რეგულირებული შეთანხმების შეთავაზების განსახილველად ჩატარებულ კრებაზე დასწრებისა და ხმის უფლების მქონე ნებისმიერ კრედიტორს;

ბ) ხმის უფლების მქონე კრედიტორს, რომელსაც კრედიტორთა კრებაზე მოსაწვევი არ გაგზავნია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) გადაწყვეტილება რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაუმართლებელ ზიანს აყენებს მოვალის კრედიტორს ან პარტნიორს;

ბ) კრედიტორთა კრება ჩატარდა წესების არსებითი დარღვევით. ამ მუხლის მიზნებისთვის, კრედიტორისთვის კრებაზე მოსაწვევის გაუგზავნელობა წესების არსებით დარღვევად არ ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი კრედიტორის ხმის უფლებას შეეძლო გავლენა მოეხდინა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებაზე.

3. რეგულირებული შეთანხმების ამ მუხლით დადგენილი წესით გასაჩივრების ვადაა 30 დღე, რომელიც აითვლება:

ა) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სასამართლოსთვის კრედიტორთა კრების შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენის დღიდან;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – მის მიერ კრების გამართვის შესახებ ინფორმაციის მიღების დღიდან.

4. სასამართლო ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილ საჩივარს განიხილავს 30 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება, თუ საჩივარს დასაბუთებულად მიიჩნევს.

 

მუხლი 40. რეგულირებული შეთანხმების შესრულება

1. რეგულირებული შეთანხმების შესრულების ზედამხედველობასა და კოორდინაციას ახორციელებს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი.

2. კრედიტორი ან სხვა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლოში გაასაჩივროს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ქმედება ან გადაწყვეტილება. სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს, გააუქმოს ან შეცვალოს ზედამხედველის ქმედება ან გადაწყვეტილება.

3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს:

ა) რეგულირებული შეთანხმების საფუძველზე და მის შესრულებასთან წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ბ) მოვალის მიმართ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არ სრულდება რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, ან/და კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, სასურველია რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

4. რეგულირებული შეთანხმების მიუღწევლობის ან წარმატებით შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუშვებელია მოვალის მართვაში დატოვება.

 

მუხლი 41. სიმართლესთან შეუსაბამო/ყალბი განცხადებები

1. მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების საკითხზე კრედიტორთა თანხმობის მოპოვების მიზნით, იგი:

ა) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამის პირებს მიაწვდის სინამდვილესთან შეუსაბამო, ყალბ ინფორმაციას;

ბ) იმოქმედებს თაღლითურად

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ რეგულირებული შეთანხმება არ დამტკიცდება.

 

მუხლი 42. რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტა

1. რეგულირებული შეთანხმება შეწყდება:

ა) რეგულირებული შეთანხმების ვადაში შესრულებით;

ბ) რეგულირებული შეთანხმების დარღვევის შედეგად.

2. რეგულირებული შეთანხმების ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 დღისა, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია, რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს მოვალის ყველა კრედიტორს, რომლებზეც ვრცელდებოდა რეგულირებული შეთანხმება.

3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია, შეტყობინებაში მიუთითოს რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტის მიზეზი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას თან უნდა დაერთოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც შეიცავს:

ა) ინფორმაციას რეგულირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოებული გადახდებისა და მიღებული თანხების (შემოსულობების) შესახებ;

ბ) რეგულირებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის შესახებ ახსნა-განმარტებას.

5. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია, კრედიტორებისათვის შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის ვადაში, სასამართლოს წარუდგინოს კრედიტორებისთვის გაგზავნილი შეტყობინებისა და მასზე თანდართული ანგარიშის ასლი.

6. კრედიტორებისთვის გაგზავნილი შეტყობინებისა და შესაბამისი ანგარიშის ასლების სასამართლოში წარდგენის შემდეგ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის უფლებამოსილება წყდება.

 

თავი III

განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ

 

მუხლი 43. სასამართლოში განცხადების შეტანაზე უფლებამოსილი პირები

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს:

ა) მოვალეს – საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით;

ბ) კრედიტორს;

გ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს;

დ) რეაბილიტაციის მმართველს კონვერსიის მოთხოვნით, როცა მოვალის მიმართ დაწყებულია რეაბილიტაციის რეჟიმი;

ე) გაკოტრების მმართველს კონვერსიის მოთხოვნით, როცა მოვალის მიმართ დაწყებულია გაკოტრების რეჟიმი.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

 

მუხლი 44. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც მოთხოვნილია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა, აღნიშნული უნდა იყოს:

ა) სასამართლოს დასახელება, სადაც შეაქვთ განცხადება;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) განმცხადებლის სტატუსი ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

დ) წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისამართი, თუ განცხადება შეაქვს განმცხადებლის წარმომადგენელს;

ე) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მოვალის საქმიანობის ზოგადი აღწერა;

ზ) არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოვალე გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფია;

თ) განმცხადებლის მოთხოვნა რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ და სათანადო დასაბუთება, რომ არსებობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა;

ი) მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ;

კ) მოთხოვნა ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. განცხადებას, რამდენადაც ეს განმცხადებლისთვის ცნობილია, უნდა დაერთოს ასევე ინფორმაცია:

ა) მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მოვალის აქტივებსა და ვალდებულებებს, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჩათვლით;

ბ) უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) შესახებ;

გ) მოვალის მიმართ ნებისმიერი სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ;

დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ე) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

3. თუ განცხადება შეაქვს მოვალეს, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა, მან ასევე უნდა წარადგინოს:

ა) მოვალის კრედიტორების სრული ჩამონათვალი (სახელი/სახელწოდება/პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო მონაცემი) და ინფორმაცია არსებული ვალდებულებების შესახებ;

ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერა და ოდენობა, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობა;

გ) საწარმოს ბალანსის ამსახველი ინფორმაცია, მიმდინარე შემოსავლებისა და ხარჯების აღწერა, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის ჩათვლით;

დ) ინფორმაცია მოვალის დებიტორული მოთხოვნების შესახებ;

ე) ინფორმაცია ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ;

ვ) ინფორმაცია მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ;

ზ) ინფორმაცია განცხადების შეტანის მომენტისთვის დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ;

თ) განცხადების შეტანის დროისათვის წინასწარ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის არსებობის შემთხვევაში – პროექტის ასლი, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ინფორმაცია განცხადების შეტანიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლებსა და ხარჯებში გონივრულად მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე;

ი) კრედიტორებთან წინასწარ შეთანხმებული რეაბილიტაციის გეგმა, ასეთის არსებობისას, რომელსაც თან უნდა დაერთოს კრედიტორთა ამ კანონით დადგენილი უმრავლესობისგან მოვალის მიერ წინასწარ მოპოვებული თანხმობა.

4. თუ განცხადება შეაქვს კრედიტორს, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა, მან ასევე უნდა წარადგინოს:

ა) კრედიტორის ინტერესის დასაბუთება რეაბილიტაციის რეჟიმის მიმართ;

ბ) მოვალისთვის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. თუ განცხადება შეაქვს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა, მან ასევე უნდა წარადგინოს რეგულირებული შეთანხმების ასლი.

6. თუ განცხადება შეაქვს გაკოტრების მმართველს, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა, მან ასევე უნდა წარადგინოს:

ა) დეტალური ინფორმაცია მიმდინარე გაკოტრების რეჟიმის შესახებ;

ბ) გაკოტრების მმართველის საიდენტიფიკაციო/საკონტაქტო მონაცემები;

გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ სასამართლოს განჩინების ასლი;

7. განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს განმცხადებლისთვის ცნობილია, ზუსტი და ამომწურავია.

 

მუხლი 45. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც მოთხოვნილია გაკოტრების რეჟიმის გახსნა, აღნიშნული უნდა იყოს:

ა) სასამართლოს დასახელება, სადაც შეაქვთ განცხადება;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) განმცხადებლის სტატუსი ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

დ) წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისამართი, თუ განცხადება შეაქვს განმცხადებლის წარმომადგენელს;

ე) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოვალე გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფია;

ზ) დასაბუთება იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორების ინტერესებს;

თ) მოთხოვნა ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. განცხადებას, რამდენადაც ეს განმცხადებლისთვის მოცემულ მომენტში ცნობილია, უნდა დაერთოს ასევე ინფორმაცია:

ა) მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მოვალის აქტივებსა და ვალდებულებებს, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჩათვლით;

ბ) უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) შესახებ;

გ) მოვალის მიმართ ნებისმიერი სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ;

დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

ე) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად;

3. თუ განცხადება შეაქვს მოვალეს, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა, მან ასევე უნდა წარადგინოს:

ა) კრედიტორების სრული ჩამონათვალი და ინფორმაცია არსებული ვალდებულებების შესახებ;

ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერა და ოდენობა, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობა;

გ) საწარმოს ბალანსის ამსახველი ინფორმაცია, მიმდინარე შემოსავლებისა და ხარჯების აღწერა, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის ჩათვლით;

დ) განცხადების შეტანის მომენტისთვის დასაქმებულთა რაოდენობა;

ე) გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალი საბალანსო ღირებულებების მითითებით, მათ შორის, ინფორმაცია მოვალის საბანკო ანგარიშებსა და მათზე არსებული თანხების შესახებ;

ვ) ინფორმაცია მოვალის დებიტორული მოთხოვნების შესახებ;

ზ) ინფორმაცია ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ;

თ) ინფორმაცია მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ;

ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მოვალის პარტნიორთა თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარდგენის დროისათვის ყველაზე დიდი მოცულობის მოთხოვნის მქონე სამი კრედიტორისათვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) მითითება იმის თაობაზე, რომ მოვალეს სურს გაკოტრება/აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

4. თუ განცხადება შეაქვს კრედიტორს, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა, მან ასევე უნდა წარადგინოს კრედიტორის ინტერესის დასაბუთება გაკოტრების რეჟიმის მიმართ და მოვალისთვის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტნიორთა თანხმობა მოითხოვს არანაკლებ 75%-იან მხარდაჭერას, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც ის ითხოვს გაკოტრების რეჟიმის გახსნას, მოვალე დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, ის თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის განცხადება, ამ მუხლით დადგენილი ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის შესახებ, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას.

7. თუ განცხადება შეაქვს რეაბილიტაციის მმართველს, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციისა, მან ასევე უნდა უნდა წარადგინოს:

ა) დეტალური ინფორმაცია მიმდინარე რეაბილიტაციის რეჟიმის შესახებ;

ბ) რეაბილიტაციის მმართველის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;

გ) რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ სასამართლოს განჩინების ასლი;

დ) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ იქნა არსებულ ვითარებასთან შესაფერისად მიჩნეული გაკოტრების შესახებ განცხადების წარდგენა.

8. განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს განმცხადებლისთვის ცნობილია, ზუსტი და ამომწურავია.

 

მუხლი 46. კრედიტორის განცხადების რეგისტრაცია

1. განცხადების კრედიტორის მიერ წარდგენის შემთხვევაში, სასამართლოს კანცელარია უზრუნველყოფს განცხადების რეგისტრაციას და გადასცემს მას გზავნილს (განცხადების და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოვალისთვის ჩასაბარებლად.

2. კრედიტორი ვალდებულია, 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მოწოდებული დადასტურების შემთხვევაში.

3. კრედიტორი ვალდებულია, მოვალისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს სასამართლოში ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე.

4. მოვალე ვალდებულია, გზავნილის მიღებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პოზიცია მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

 

თავი IV

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა და მისი შედეგები

 

მუხლი 47. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო განცხადების კრედიტორის მიერ წარდგენის შემთხვევაში – მოვალისთვის გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადები შესაძლებელია გაგრძელდეს სასამართლოს მიერ ერჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინების გამოტანის გზით. გაგრძელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების დასაშვებობის განხილვისთვის განსაზღვრულ ვადას.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, საქმის გარემოებების უკეთესად გამორკვევის მიზნით, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც.

3. მმართველად/ზედამხედველად პირის შერჩევის პროცედურას სასამართლო იწყებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებისთანავე. ამ წესით შერჩეულ პირს დაუყოვნებლივ ეცნობება მმართველად/ზედამხედველად მისი მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მაქსიმალურად დროულად იმ გარემოებების შესწავლა და მომზადება, რომლებიც გავლენას ახდენს მმართველის/ზედამხედველის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებაზე. ამგვარად შერჩეული პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში.

4. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და სახეზეა მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

5. სასამართლოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით. განჩინებაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩეული მმართველის ვინაობა.

6. პირველად რეესტრში შემავალ კრედიტორთა კრება, რომელიც აგრეთვე მოიცავს იმ კრედიტორებს, რომელთა შესახებაც საქმეში მოიპოვება ინფორმაცია, უფლებამოსილია, სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღებამდე, ხმის უფლების მქონე დამსწრე კრედიტორთა 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს რეაბილიტაციის/გაკოტრების სხვა მმართველი და ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს. ამ შემთხვევაში სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით მმართველად დანიშნავს კრედიტორთა კრების მიერ არჩეულ პირს.

 

მუხლი 48. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმა

1. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას ხარვეზის არსებობის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად მისცემს 5 სამუშაო დღეს. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს და სასამართლო დაადგენს მოვალის გადახდისუუნარობას/მოსალოდნელ გადახდისუუნარობას, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

2. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ, არსებითად იმავე გარემოებებზე დაყრდნობით, დაუშვებელია. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

4. თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ სასამართლოში არ შეიტანს განცხადებას გადახდისუუნარობის შესახებ.

5. კრედიტორის ინფორმირებისათვის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა, სასამართლო ელექტრონულ სისტემაში, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე აქვეყნებს:

ა) განჩინების მიხედვით საჯაროდ გავრცელებისათვის განსაზღვრულ ინფორმაციას;

ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კრედიტორს, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით.

6. თუ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოვალის ქონება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეგისტრაციის გაუქმებამდე ნაწილდება მის პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. სასამართლო ვალდებულია, ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევისათვის, მათ შორის, რომელიმე მხარის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების რისკების არარსებობის, ასევე კონკრეტულ საქმეზე ამ კანონით განსაზღვრული მიზნების მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევისათვის შესაბამისი წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ვარაუდი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ნამდვილი ან არასაკმარისია მითითების დასაბუთებისათვის, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

 

მუხლი 49. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგები

1. სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით ამოქმედდება მორატორიუმი ამ კანონით დადგენილი წესით.

2. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტიდან დაუშვებელია გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენა.

3. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მომენტიდან, გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით დასაშვებად ცნობილი განცხადების განხილვა უნდა შეჩერდეს რეაბილიტაციის საკითხზე განჩინების გამოტანამდე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად.

 

მუხლი 50. რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველად დანიშვნა

1. სასამართლო, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისთანავე, ამ კანონის მიხედვით შერჩეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს შეატყობინებს რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნისა და მისი მმართველად დანიშვნის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

2. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, მმართველი:

ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:

ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით;

ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;

ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება;

ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;

გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;

დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად;

 ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;

ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;

ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;

თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება:

თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;

თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.

3. მმართველის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.

 

მუხლი 51. შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე

1. მმართველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს უგზავნის შეტყობინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე;

ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე;

გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

მუხლი 52. კრედიტორთა რეესტრის შედგენა

1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს მმართველი/ზედამხედველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისა და მოვალისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. კრედიტორთა რეესტრში შედის მხოლოდ ის კრედიტორული მოთხოვნები, რომლებსაც მმართველი/ზედამხედველი დასაბუთებულად მიიჩნევს. კრედიტორთა რეესტრში ავტომატურად აისახება ის მოთხოვნები, რომლებზეც მიმდინარეობს აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კრედიტორი უარს იტყვის მისი მოთხოვნის რეესტრში შეტანაზე.

3. მმართველს/ზედამხედველს არ აქვს უფლება, აღიაროს პირგასამტეხლო და ვადამოუსვლელი პროცენტი, თუ მათი ჯამური ოდენობა ძირითადი თანხის დავალიანების 10%-ს სცილდება. კრედიტორი უფლებამოსილია, სარჩელით მიმართოს სასამართლოს აუღიარებელი ვადამოუსვლელი პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრებისა და რეესტრში შეტანის მოთხოვნით. სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა დადასტურებულია სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ან/და როდესაც მოთხოვნაზე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების დროისათვის მიმდინარეობდა იძულებითი აღსრულება მოვალის მიმართ.

4. ყველა მოთხოვნა აისახება ეროვნულ ვალუტაში.

 

მუხლი 53. კრედიტორთა რეესტრის მონაცემები

კრედიტორთა რეესტრი უნდა შედგეს ამ კანონით განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისად და უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს:

ა) კრედიტორის (კრედიტორების) სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო თუ კრედიტორი იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) კრედიტორის ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) რეესტრში შეტანის დღისათვის კრედიტორის მოთხოვნის მოცულობა მოთხოვნის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ცალ-ცალკე მითითებით;

დ) ვალის მოცულობა;

ე) უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში – მითითება იმის თაობაზე, თუ მოთხოვნის რა ნაწილია უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კრედიტორის აღიარება, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების მიხედვით, უნდა მოხდეს ცალ-ცალკე.

 

მუხლი 54. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება

1. მმართველი/ზედამხედველი ამ კანონის 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად შედგენილ კრედიტორთა რეესტრს ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს. ნებისმიერ კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს, მმართველის/ზედამხედველის მიერ შედგენილი კრედიტორთა რეესტრი გაასაჩივროს სასამართლოში მისი გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული დაჩქარებული წესით.

2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს განჩინებით. სასამართლოს განჩინების შესაბამისად, მმართველს/ზედამხედველს ცვლილება შეაქვს კრედიტორთა რეესტრში და აქვეყნებს მას ამ კანონით დადგენილი წესით.

3. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება არ გამორიცხავს მმართველის/ზედამხედველის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მასში ცვლილებების შეტანას. ყოველი ცვლილება უნდა აისახოს კრედიტორთა რეესტრში და გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით.

 

თავი V

მორატორიუმი

 

მუხლი 55. მორატორიუმის ღონისძიებები

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად ამოქმედდება მორატორიუმის შემდეგი ღონისძიებები:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდგომ პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილებაზე, საწარმოს რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება პროცენტის გადახდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 56. იძულებითი აღსრულებისა და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების მიღებით მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულებისა და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების სახით გამოყენებული შეზღუდვები უქმდება.

 

მუხლი 57. მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების ამოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით

1. სასამართლო უფლებამოსილია, კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, მიიღოს განჩინება მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ, კერძოდ:

ა) აუკრძალოს მოვალეს მის მფლობელობაში არსებული ლიზინგის, პირობადებული საკუთრების დათქმით ან სხვა საფუძვლით გადაცემული ნივთების დაბრუნება;

ბ) დააწესოს შეზღუდვები ან აუკრძალოს მოვალეს ქონების განკარგვა, მათ შორის, გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, შეაჩეროს მოვალის მიერ დადებული ხელშეკრულების იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც მოვალეს ქონების განკარგვას ავალდებულებს;

გ) აუკრძალოს მოვალის კონტრაქტორებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მოვალისათვის მიწოდების შეწყვეტა, შეჩერება ან/და შეფერხება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მიზეზით, თუ მოვალე მათ მიმართ გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს ასრულებს;

დ) სხვა ღონისძიებები, რომელიც პირდაპირ არ არის ამ პუნქტით განსაზღვრული და რომელთა გამოყენებაც მიზანშეწონილად ჩაითვლება საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე.

2. თუ მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, სასამართლო საკითხს წყვეტს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით. სხვა შემთხვევაში, მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში.

 

მუხლი 58. მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმება სასამართლოს მიერ

1. სასამართლო უფლებამოსილია, მოვალის, კრედიტორის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების თაობაზე.

2. სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება, თუ აღსრულება ხორციელდება მალფუჭებადი ნივთის ან ისეთი ნივთის მიმართ, რომლის რეალიზაციაც, მიუხედავად მახასიათებლების შენარჩუნებისა, მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება. ამასთან, აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა მიემართება გადახდისუუნარობის მასაში და ინდივიდუალური კრედიტორის დასაკმაყოფილებლად არ გამოიყენება.

3. სასამართლო უფლებამოსილია, გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის შესაბამისი ღონისძიება, როცა საქმე განიხილება უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟის პროცედურული ნორმების შესაბამისად და მორატორიუმის ღონისძიების შენარჩუნება ზიანს აყენებს განმცხადებლის კანონიერ ინტერესებს, მათ შორის, თუ მორატორიუმის ღონისძიებას უარყოფითი გავლენა აქვს განმცხადებლის საპროცესო უფლებებზე, ან არსებობს ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო უფლების განუხორციელებლობის საფრთხე.

4. სასამართლო გააუქმებს ამ კანონის 55-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მორატორიუმის ღონისძიებას კრედიტორის, მოვალის, მმართველის/ზედამხედველის განცხადების საფუძველზე, თუ რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვა და მორატორიუმის ღონისძიების შენარჩუნება ხელს უშლის ან არსებითად ართულებს ამ მიზნის მიღწევას. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ახალი ვალდებულებების აღება არ აუარესებს კრედიტორთა მდგომარეობას.

5. გარდა ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებებისა, მორატორიუმის ცალკეული ღონისძიების გაუქმების თაობაზე განცხადების განხილვისას, სასამართლო ასევე აფასებს, ადგება თუ არა კონკრეტულ განმცხადებელს ზიანი მორატორიუმის იმ ღონისძიების გამოყენებით, რომლის გაუქმებასაც ის ითხოვს, ხოლო ზიანის დადასტურების შემთხვევაში – აღემატება თუ არა ზიანის თავიდან აცილების ინტერესი კრედიტორების თანაბარზომიერი დაკმაყოფილების კანონისმიერ მიზანს. კრედიტორის მიერ ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, ზიანი შესაძლებელია გამოიხატებოდეს ქონების ღირებულების შემცირებაში.

6. მორატორიუმის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განცხადებას სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში. თუ განმცხადებელი კრედიტორი ან სხვა მესამე პირია, სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ზეპირი მოსმენა. უზრუნველყოფის საგნიდან უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება ამ კანონის 105-ე მუხლის შესაბამისად, რა შემთხვევაშიც უქმდება ამ კანონის 55-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიების მოქმედება.

7. ამ თავით გათვალისწინებული შეზღუდვების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება ბათილია. ამ თავით გათვალისწინებული შეზღუდვების საწინააღმდეგო სხვა მოქმედება, რომელიც არ გულისხმობს გარიგების დადებას, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

თავი VI

გადახდისუუნარობის მასა

 

მუხლი 59. გადახდისუუნარობის მასა

 1. გადახდისუუნარობის მასა მოიცავს მთელ ქონებას, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის, ასევე, ამ მომენტიდან შეძენილ/მიღებულ/წარმოებულ ქონებას, მათ შორის, გადაცემად ლიცენზიებსა და ნებართვებს, აგრეთვე ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალისთვის დაბრუნებულ ქონებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

 2. პირობადებული საკუთრების ობიექტი და ლიზინგის საგანი, რომლის შესყიდვის უფლებაც აქვს მოვალეს, არ შედის გადახდისუუნარობის მასაში. აღნიშნული ქონება, მმართველის/ზედამხედველის გადაწყვეტილებით, შეიძლება დარჩეს მოვალის მფლობელობასა და სარგებლობაში, თუ ეს აუცილებელია რეაბილიტაციის ან გაკოტრების მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ მესაკუთრის ან ლიზინგის გამცემის საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ან სხვა ნებისმიერი ქონებით.

 3. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში, მმართველი/ზედამხედველი მიმართავს სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების/დადასტურების შესახებ. სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი მოვალის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

 4. გადახდისუუნარობის მასაში არ შედის ქონება, რომელიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება აღსრულებას.

 

მუხლი 60. ქონების ამოღება გადახდისუუნარობის მასიდან

1. პირი, რომელიც უფლებამოსილია, სანივთო ან ვალდებულებითი მოთხოვნის საფუძველზე მოითხოვოს გადახდისუუნარობის მასიდან კონკრეტული ქონების გამოცალკევება, გადახდისუუნარობის მიზნებისთვის, არ წარმოადგენს კრედიტორს. ასეთი გამოცალკევების წესი რეგულირდება კანონმდებლობით.

2. მმართველს/ზედამხედველს უფლება აქვს, მიატოვოს საკუთრების უფლება ისეთ ქონებაზე, რომელსაც არ გააჩნია ლიკვიდური ღირებულება და რომლის რეალიზაციაც კრედიტორთა სასარგებლოდ შეუძლებელია, ან მოახდინოს მისი რეალიზაცია, თუ ამ ქონების შენახვისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი მის საბაზრო ღირებულებას აღემატება.

3. გადახდისუუნარობის მასიდან შეიძლება ამოღებულ იქნეს ისეთი ქონება, რომელთან მიმართებაშიც მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორმხრივი ვალდებულებები არსებითად შესრულებულია და ეს ხელშეკრულება ქონების მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, იღებს მმართველი/ზედამხედველი.

4. მმართველი/ზედამხედველი დაინტერესებულ პირს უარს ეტყვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადახდისუუნარობის მასიდან ამოღებაზე, თუ ამგვარი გადაწყვეტილება მოვალის რეაბილიტაციის ინტერესებს ეწინააღმდეგება, იმ პირობით, რომ რეაბილიტაციის შედეგად, მოცემული კრედიტორის სრულად დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება.

5. თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით არსებითად დასრულებულია სააღსრულებო წარმოება და სახეზეა საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების გამოცემისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა, ასეთი ქონება უნდა გამოიყოს და უფლებამოსილ პირს გადაეცეს.

 

მუხლი 61. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა

1. კრედიტორი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მოვალის მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება გააჩნია, უფლებამოსილია, განახორციელოს ეს უფლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიუხედავად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლების განხორციელება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგება მოთხოვნის შესრულების დრო ან/და მისი წარმოშობისათვის აუცილებელი პირობა.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მმართველი, ან მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.

3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა არ დაიშვება, თუ:

ა) კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა შეტანილი კრედიტორთა რეესტრში;

ბ) კრედიტორის ვალდებულება მოვალის მიმართ წარმოიშვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში და კრედიტორმა ვალდებულება იკისრა მოთხოვნათა გაქვითვის მიზნით;

გ) მოთხოვნა კრედიტორმა შეიძინა სხვა კრედიტორისაგან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში, ან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ;

დ) კრედიტორის მოთხოვნა წარმოშობილია ისეთი ქმედების საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება შეცილებას ამ კანონის VIII თავის შესაბამისად.

4. მოთხოვნათა გაქვითვის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნარო იყო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში.

5. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული გაქვითვა ექვემდებარება შეცილებას ამ კანონის VIII თავის შესაბამისად.

 

თავი VII

რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნა

 

მუხლი 62. გადაწყვეტილება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

1. რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმი იწყება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან. გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის ან საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სასამართლო იღებს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო უფლებამოსილია საკითხის განსახილველად დანიშნოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირების სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. სასამართლო ვალდებულია, რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნიდან 30 დღის ვადაში გადაწყვიტოს კრედიტორთა ხმის უფლების საკითხები, რომელთა მომზადებისა და სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულებაც ეკისრება მმართველს/ზედამხედველს რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით, ასევე – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას ან გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას ან გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე.

 

მუხლი 63. სასამართლოს განჩინების შინაარსი

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, ასევე სხვა განჩინება, რომლითაც იწყება ან იცვლება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმი, უნდა შეიცავდეს:

ა) გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმში მმართველობის საკითხთან დაკავშირებით;

ბ) რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველის ვინაობას/დასახელებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) თუ დანიშნულია ორი ან მეტი რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველი, მათ მიერ უფლებამოსილების ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე განხორციელების წესსა და პირობებს;

დ) მორატორიუმის ღონისძიებების სრულ აღწერას.

2. გაკოტრების მმართველის განცხადების დაკმაყოფილების შედეგად გამოტანილი განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე დამატებით უნდა შეიცავდეს გაკოტრების ხარჯების დაფარვის წესს.

3. რეაბილიტაციის მმართველის განცხადების დაკმაყოფილების შედეგად გამოტანილი განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე დამატებით უნდა შეიცავდეს რეაბილიტაციის ხარჯების დაფარვის წესს.

4. გადახდისუუნარობის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში, თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მმართველის თანხმობით, იგი განაგრძობს ახალი რეჟიმის ფარგლებში მმართველის ფუნქციების განხორციელებას.

5. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოცემისთანავე შეჩერებულ განცხადებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე უარი უნდა ეთქვას.

 

მუხლი 64. მმართველობის საკითხის გადაწყვეტა რეაბილიტაციის რეჟიმში

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღებასთან ერთად, სასამართლო წყვეტს რეაბილიტაციის რეჟიმის მართვის საკითხს ამ მუხლით დადგენილი წესით:

ა) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოვალეს ტოვებს მართვაში, თუ ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს;

ბ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ კრედიტორის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოისმენს მოვალის მოსაზრებას და, მისი თანხმობით, მოვალეს ტოვებს მართვაში, თუ ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს;

გ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, სასამართლო ნიშნავს რეაბილიტაციის მმართველს ამ კანონის მე-11 მუხლით ან 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;

დ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ კრედიტორის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, სასამართლო ნიშნავს რეაბილიტაციის მმართველს ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალე:

დ.ა) შესაგებელთან ერთად წარადგენს კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის წერილობით თანხმობას მოვალის მართვაში დატოვებაზე;

დ.ბ) სათანადოდ დაასაბუთებს, რომ სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად და სათანადო ზრუნვის მოვალეობით, იმ გონივრული რწმენით, რომ მისი ქმედებები და გადაწყვეტილებები მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.

2. მოვალის მართვაში დატოვებისას სასამართლო მოვალეს უნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს.

 

თავი VIII

საცილო ქმედებები

 

მუხლი 65. საცილო ქმედების ცნება

1. მმართველს, ასევე რეაბილიტაციის ზედამხედველს, უფლება აქვს საცილოდ გახადოს შემდეგი ქმედებები:

ა) გადახდისუუნარობის მასის განზრახ შემცირება – ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის მასის შემცირებას, მოვალის ქონების ან მისი ნაწილის განკარგვას ან გადამალვას გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას კრედიტორებისათვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მისაღწევად, ან გადახდისუუნარობის მასისთვის სხვაგვარად ზიანის მიყენებას;

ბ) გადახდისუუნარობის მასის გაუფასურება – ქონების უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გადაცემა, რაც განხორციელდა მოვალის გადახდისუუნარობის დადგომამდე, ან რამაც გამოიწვია მოვალის გადახდისუუნარობა და რომლის შედეგია გადახდისუუნარობის მასის მოცულობის/ღირებულების შემცირება, მათ შორის:

ბ.ა) მოვალის ქონების განკარგვა;

ბ.ბ) ვალდებულების აღება მოვალის მიერ, თუ ეს ხორციელდება უსასყიდლოდ, ან თუ ამის სანაცვლოდ მოვალე იღებს არასათანადო საპასუხო შესრულებას. არასათანადო საპასუხო შესრულება სახეზეა, როდესაც მოვალე იღებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ამას ჩვეულებრივ მიიღებდა სხვა ნებისმიერი პირი, ხოლო თუ ამის დადგენა შეუძლებელია, შესრულების შესაბამისობა უნდა დადგინდეს მოვალის მიერ გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით;

გ) უპირატესობის მინიჭება – ქმედება, რომელიც ხელს უშლის კრედიტორების ამ კანონით დადგენილი წესით დაკმაყოფილებას, ან/და ქმედება, რომელიც ისეთ უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ კრედიტორს, რომელიც მას არ ექნებოდა საცილო ქმედების გარეშე, მათ შორის, ისეთი კრედიტორული მოთხოვნის შესრულება, რომლის შესრულების ვადაც დამდგარი არ არის, კრედიტორული მოთხოვნის უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმება გათვალისწინებული იყო ძირითადი სავალო ხელშეკრულების დადებისას.

2. ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების წესი არ ზღუდავს სხვა კანონებით, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც უკავშირდება მოვალის ქონების გადამალვას ან სხვაგვარად არაკეთილსინდისიერ განკარგვას. ამასთან, თუ სახეზეა კანონით გათვალისწინებული ბათილობის ან ზიანის ანაზღაურების სხვა წინაპირობა, ასეთი დავა განიხილება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 66. რელევანტური პერიოდი

1. ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი განხორციელდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე ერთი წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალესთან დაკავშირებული პირია – ორი წლის განმავლობაში.

2. ქმედება, რომელიც მოვალემ კრედიტორებისათვის ზიანის მიყენების განზრახვით განახორციელა, შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი განხორციელდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე სამი წლის განმავლობაში.

3. ქმედება განხორციელებულად ითვლება მისი ობიექტური სამართლებრივი შედეგის დადგომისას. ისეთი ქმედებების განხორციელების მომენტად, რომლებიც ნაწილ-ნაწილ ხორციელდება, ჩაითვლება ბოლო ქმედების განხორციელების ობიექტური სამართლებრივი შედეგის დადგომის მომენტი.

 

მუხლი 67. მტკიცების ტვირთი

1. შეცილების უფლების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 1 წელს, რომელიც აითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის თარიღიდან.

2. შეცილების განხორციელებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეცილების უფლების განმახორციელებელ პირს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ბრალეულად გააჭიანურებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვას, საპირისპიროს დამტკიცებამდე ჩაითვლება, რომ იგი მოქმედებდა გადახდისუუნარობის მასის შემცირების/კრედიტორისთვის ზიანის მიყენების განზრახვით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განზრახვის არსებობის დადგენისას, სასამართლო აფასებს:

ა) იყო თუ არა სარგებლის მიმღები მოვალე ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მოვალესთან დაკავშირებული პირი;

ბ) ინარჩუნებს თუ არა მოვალე რეალურ ეკონომიკურ კონტროლს განკარგულ ქონებაზე;

გ) განხორციელდა თუ არა მოვალის ყველა ან არსებითად ყველა აქტივის განკარგვა დროის მოკლე პერიოდში;

დ) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის აღსრულების შესახებ გაფრთხილების წარდგენის ან მოვალის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ;

ე) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა მოვალის მიერ მნიშვნელოვანი ოდენობის ვალის აღების პარალელურად;

ვ) სხვა ნებისმიერ გარემოებას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს განზრახვის არსებობაზე.

5. სასამართლო არ დააკმაყოფილებს შეცილების შესახებ მოთხოვნას, თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს, რომ:

ა) მოვალე და შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და ქმედება შეესაბამებოდა მოვალესა და შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს შორის არსებულ ჩვეულებრივ სამეწარმეო ურთიერთობას, ან კონკრეტულ სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს;

ბ) საცილო ქმედების განხორციელების შემდეგ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალეს გადასცემს შესაბამისი ღირებულების ნივთს ან სხვაგვარად შეავსებს მოვალის ქონებას;

გ) შეცილების მოწინააღმდეგე მესამე პირმა, რომელიც არ არის მოვალესთან დაკავშირებული პირი ან/და კრედიტორი, არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა მოვალის გადახდისუუნარობის თაობაზე.

6. ამ თავის მიზნებისათვის, პირი მოვალესთან დაკავშირებულ პირად ითვლება მაშინაც, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მასსა და მოვალეს შორის ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობა შეწყვეტილია, მაგრამ ეს ურთიერთობა არსებობდა საცილო ქმედების განხორციელების დროს ან ამ ქმედების განხორციელებამდე 3 თვის განმავლობაში.

მუხლი 68. შეცილების სამართლებრივი შედეგი და დაბრუნების ფარგლები

1. შეცილების უფლების გამოყენებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად უნდა მოხდეს მოვალის ქონების დაბრუნება, უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საცილო ქმედების შედეგად წარმოშობილი უზრუნველყოფა უქმდება.

2. თუ საცილო შესრულებისა და სარგებლის მიმღები კრედიტორია, ქონების მოვალისთვის დაბრუნების პარალელურად, აღდგენას ექვემდებარება ის კრედიტორული მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა შეცილებული ქმედებით.

3. თუ მოვალისთვის ქონების დაბრუნების შემდგომი საპასუხო შესრულება ეხება მოვალის ქონებიდან ნაწილის გამოყოფას, გამოყოფილი ქონება უნდა გადაეცეს შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს. თუ ეს შეუძლებელია, შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშობა კრედიტორული მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის გადაცემული შესრულების/სარგებლის ღირებულების ეკვივალენტია. ღირებულების გაანგარიშება უნდა მოხდეს იმ მომენტისათვის, როდესაც შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალეს დაუბრუნებს შეცილებული ქმედების შედეგად მიღებულ სარგებელს.

4. თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ, ან იმის შესახებ, რომ შეცილებული ქმედების შედეგად მოვალე გახდა გადახდისუუნარო, მოვალის მიერ ქონების დაბრუნების მოთხოვნა არ შეიძლება დამოკიდებული გახდეს მოვალის მიერ შეცილების მოწინააღმდეგე მხარისგან მიღებულის მისთვის დაბრუნებაზე.

5. იმ შემთხვევაში, თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ, ან იმის შესახებ, რომ შეცილებული ქმედების შედეგად მოვალე გახდა გადახდისუუნარო, შეცილების უფლების მქონე პირის სურვილით, შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს ქონების დაბრუნების ნაცვლად შეიძლება მოეთხოვოს არასათანადო შესრულებით გამოწვეული სხვაობის შესაბამისი თანხის ანაზღაურება.

 

თავი IX

რეაბილიტაცია

 

მუხლი 69. რეაბილიტაციის მიზანი

1. რეაბილიტაციის რეჟიმის მიზანია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება.

2. რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს გადარჩენას, რის შედეგადაც კრედიტორული მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც მცირდება, ეთანხმება ამგვარ შემცირებას;

ბ) კრედიტორთა ერთობლიობისთვის, როგორც ერთი მთლიანობისთვის, იმაზე უკეთესი შედეგის მიღწევას, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა მოვალის იმთავითვე გაკოტრებისას, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული კრედიტორი მიიღებს მინიმუმ იმდენს, რამდენსაც მოვალის იმთავითვე გაკოტრებისას მიიღებდა. ეს შეიძლება, მათ შორის, მოიცავდეს მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, გადარჩენას, ასევე მოვალის ან მისი ქონების მთლიან/არსებითად მთლიან გასხვისებას ან მართვას კრედიტორების გრძელვადიანი დაკმაყოფილების მიზნით.

3. რეაბილიტაციის რეჟიმში უპირატესობა ენიჭება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეაბილიტაციის გეგმა არ იქნება გონივრულად განხორციელებადი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მინიმუმზე ნაკლებით დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კრედიტორი დაეთანხმება ამგვარ შემცირებას.

 

მუხლი 70. მმართველობა რეაბილიტაციის რეჟიმში

1. რეაბილიტაციის რეჟიმში, მოვალის საქმიანობას და ქონებას მართავს მართვაში მყოფი მოვალე – რეაბილიტაციის ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ, ან რეაბილიტაციის მმართველი – დამოუკიდებლად, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის მმართველობის საკითხს წყვეტს სასამართლო ამ კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 71. საჯაროობა რეაბილიტაციის რეჟიმში

რეაბილიტაციის მმართველმა, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და მმართველობის ფორმის შესახებ, აგრეთვე მმართველის ვინაობა, მისი საკონტაქტო/საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ კანონის 73-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულება ეკისრება რეაბილიტაციის ზედამხედველს.

 

მუხლი 72. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ყველა დირექტორს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებით, თითოეული დირექტორი ვალდებულია, გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, რომლის ოდენობასაც წყვეტს რეაბილიტაციის მმართველი, ითანამშრომლოს რეაბილიტაციის მმართველთან და მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის შედგენასა და განხორციელებაში.

2. რეაბილიტაციის მმართველი თავის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში.

 

მუხლი 73. მოვალე მართვაში

1. მართვაში მყოფ მოვალეზე ვრცელდება ამ კანონით რეაბილიტაციის მმართველის მიმართ დადგენილი ნებისმიერი წესი, გარდა ამავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. მართვაში მყოფ მოვალეს ეკისრება რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით მინიჭებული ყველა უფლება-მოვალეობა, გარდა:

ა) იმ უფლება-მოვალეობებისა, რომლებიც რეაბილიტაციის ზედამხედველს ეკისრება;

ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის, ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ სხვა პირთა ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.

3. მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია, რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ის ქმედებები, რომლის განსახორციელებლადაც რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ კანონით.

4. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე, მოვალის მიერ ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით. რეაბილიტაციის ზედამხედველის უარი შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ხმის უფლების მქონე კრედიტორების ხმათა საერთო რაოდენობის 10%-ის მქონე კრედიტორების, ასევე კრედიტორთა კომიტეტის ან რეაბილიტაციის ზედამხედველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას მართვაში მყოფი მოვალის ნაცვლად რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის თაობაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) არსებობს ამ კანონის VIII თავით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლები;

ბ) რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნამდე სახეზე იყო ან გახსნის შემდეგ სახეზეა მოვალის მხრიდან არაკეთილსინდისიერება, არაკომპეტენტურობა, აუცილებელი ზრუნვის მოვალეობის პრინციპის დარღვევა, მმართველობითი საქმიანობის მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართვა;

გ) მოვალის მიერ მართვის მიტოვება.

6. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის მმართველით, ხმის უფლების მქონე დამსწრე კრედიტორთა არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით. სასამართლო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს კრედიტორთა კრების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას და მოვალე დატოვოს მართვაში, რის თაობაზეც მას გამოაქვს განჩინება. სასამართლო უფლებამოსილია, საკითხის გადაწყვეტამდე მოუსმინოს მოვალეს, ასევე ზედამხედველს.

7. მართვაში მყოფი მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ან ისეთი გარემოების არსებობისას, რომლის გამოც ეს პირი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, მოსამართლე რეაბილიტაციის მმართველად დაუყოვნებლივ ნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს.

8. მართვაში მყოფი მოვალისგან ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ რეაბილიტაციის ზედამხედველს, კრედიტორებსა და პარტნიორებს. მართვაში მყოფი მოვალისაგან ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლების, აქტივების არასათანადოდ განკარგვის ან გადამალვის შესაძლო შემთხვევების გამოვლენა, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის საფუძვლისა და შესაძლებლობის განხილვა.

9. სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას დაუშვებელია მოვალის მიერ ამ კანონის შესაბამისად მიწოდებული იმ ინფორმაციის მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით გამოყენება, რომელიც დამოუკიდებლად ხელმისაწვდომი არ იყო ზედამხედველის, კრედიტორის ან/და პარტნიორის მიერ შეკრებილი საბუღალტრო ან/და სხვა წერილობითი დოკუმენტაციიდან.

 

მუხლი 74. რეაბილიტაციის ზედამხედველი

1. რეაბილიტაციის ზედამხედველი ინიშნება სასამართლოს მიერ მხოლოდ მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში.

2. რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია:

ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში:

ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლების განსახილველად;

ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;

ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10%-ის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად;

ბ) მიიღოს, გამოითხოვოს და გაეცნოს მოვალის საქმიანობის ანგარიშს და მოითხოვოს სრული წვდომა მოვალის ქონებაზე, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერზე, სამეწარმეო დოკუმენტაციაზე, გარიგებებზე, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით;

გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის, თანხმობა მისცეს/არ მისცეს მოვალეს კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე;

დ) მოვალესთან ერთად შეადგინოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია, რეაბილიტაციის გეგმის პროექტს წერილობით დაურთოს დასაბუთებული შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე ვერ თანხმდებიან რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე და რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს არ დაურთავს დასაბუთებულ შენიშვნებს, ჩაითვლება, რომ იგი ეთანხმება პროექტს;

ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ვ) თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით, შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებთან და კრედიტორთა კომიტეტთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის შეხვედრებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალობის დაცვის პირობით;

თ) მოვალისგან ნებისმიერ საკითხზე გამოითხოვოს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში;

ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

 

მუხლი 75. რეაბილიტაციის მმართველი

1. რეაბილიტაციის მმართველს მოვალის კრედიტორების მიმართ აკისრია ფიდუციური მოვალეობები, რაც გულისხმობს მის მოვალეობას, იმოქმედოს მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებიდან გამომდინარე. რეაბილიტაციის მიზნებში და თავისი ვალდებულებების შესასრულებლად რეაბილიტაციის მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით და აკისრია ყველა შესაბამისი ვალდებულება.

2. მოვალის დასაქმებულები, დირექტორი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირები ვალდებული არიან, უფლებამოსილებების განხორციელებისას, დაეხმარონ რეაბილიტაციის მმართველს და ითანამშრომლონ მასთან.

3. რეაბილიტაციის მმართველის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული უფლებამოსილებები არ ზღუდავს ამ მუხლის პირველი პუნქტით მისთვის მინიჭებულ ზოგად უფლებამოსილებას.

4. რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ზომები მოვალის წარმოების შესანარჩუნებლად და გასაგრძელებელად;

ბ) მოვალის სახელით განახორციელოს ყველა ქმედება და ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს;

გ) გადაიბაროს და პირად განკარგულებაში მიიღოს მოვალის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, საბუთი, საბუღალტრო ჩანაწერი და წიგნი, მათ შორის, ელექტრონულად ან ნებისმიერი სხვა ფორმით;

დ) მოიპოვოს ან აღიდგინოს მფლობელობა მოვალის კუთვნილ ქონებაზე, თავი მოუყაროს მოვალის ქონებას და საამისოდ განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების უფლება ან ნებისმიერი სხვა ქმედება, ან აწარმოოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც რეაბილიტაციის მიზნებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევს;

ე) მოიწონოს ან შეწყვიტოს მოქმედი ხელშეკრულებები, დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ვ) გაყიდოს ან სხვაგვარად განკარგოს მოვალის ქონება აუქციონზე ან ხელშეკრულების საფუძველზე. მოვალესთან დაკავშირებულ პირთან ნასყიდობის, ლიზინგის ან იჯარა-გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, რომლითაც განიკარგება მოვალის ქონება, შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით, ხოლო თუ კრედიტორთა კომიტეტი არ არის შექმნილი – კრედიტორთა კრების თანხმობით;

ზ) სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვა გზით მოიზიდოს ფულადი სახსრები და საამისოდ მოვალის ქონებაზე გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები;

თ) მიიღოს სხვა საჭირო საკადრო გადაწყვეტილებები – შეინარჩუნოს არსებული თანამშრომლები, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით გააფორმოს ახალი შრომითი ხელშეკრულებები ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები;

ი) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე, სასამართლოსა თუ კრედიტორების თანხმობის გარეშე განკარგოს მოვალის ქონება, გარდა უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონებისა და პირობადებული საკუთრებისა;

კ) დანიშნოს იურისტი, ბუღალტერი ან სხვა პროფესიის/კვალიფიკაციის მქონე პირი, რომლის ჩართულობაც აუცილებელია მმართველის მიერ ფუნქციების წარმატებით განხორციელებისათვის;

ლ) გამოვიდეს მოვალის წარმომადგენლად სასამართლოში, წამოიწყოს ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი ან წარმოება;

მ) მოიპოვოს ან შეინარჩუნოს დაზღვევა მოვალის ეკონომიკურ საქმიანობასთან და ქონებასთან დაკავშირებით;

ნ) მოვალის სახელით აითვისოს, მიიღოს, შექმნას ან ინდოსამენტით დაადასტუროს ნებისმიერი ჩეკი ან თამასუქი;

ო) დანიშნოს წარმომადგენელი ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის შესრულებაც მიზანშეწონილია წარმომადგენლის მეშვეობით;

პ) განახორციელოს მოვალის ქონების რეალიზაციისათვის საჭირო ყველა ქმედება;

ჟ) აწარმოოს ნებისმიერი გადახდა, რომელიც საჭიროა რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციების განხორციელებისთვის;

რ) დააფუძნოს მოვალის შვილობილი კომპანიები;

ს) მოვალის შვილობილ კომპანიებს კანონით დადგენილი წესით მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მოვალის საწარმო ან/და ქონება;

ტ) იჯარით (ქირავნობით) გასცეს ან მიიღოს ნებისმიერი ქონება, რომელიც საჭიროა ან ხელსაყრელია მოვალის ეკონომიკური საქმიანობისათვის;

უ) შეწყვიტოს მოვალის ქონებაზე დადებული ნებისმიერი იჯარის ხელშეკრულება, ან თანხმობა განაცხადოს ასეთ შეწყვეტაზე და იჯარისგან გამოთავისუფლებულ ქონებაზე აღიდგინოს მფლობელობა;

ფ) მოვალის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულება მოვალის ნებისმიერი ვალის რესტრუქტურიზაციის ან ჩამოწერის თაობაზე, მათ შორის, ურთიერთკომპრომისული შეთანხმებისა თუ ვალის მოვალის სასარგებლოდ ცალმხრივად ჩამოწერის/რესტრუქტურიზაციის სახით;

ქ) პარტნიორებისგან მოითხოვოს მოვალის საწესდებო კაპიტალში შეუტანელი შენატანების განხორციელება, თუ ეს გათვალისწინებულია კორპორაციული დოკუმენტებით;

ღ) წარადგინოს მოთხოვნა, როგორც შესაბამისი რიგის კრედიტორმა, ნებისმიერი პირის გაკოტრების ან რეაბილიტაციის პროცესში, რომელსაც მოვალის მიმართ აქვს დავალიანება და მიიღოს შესაბამის განაწილებაში მონაწილეობა;

ყ) წარადგინოს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით;

შ) განახორციელოს ცვლილება მოვალის რეგისტრირებულ მისამართში და სხვა რეგისტრაციასავალდებულო მონაცემებში;

ჩ) მოიწვიოს მოვალის პარტნიორთა კრება და მოითხოვოს მათ კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება;

ც) კრედიტორებისგან მოითხოვოს მათ კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ გულისხმობს კრების ჩატარებას;

ძ) კრედიტორებზე გაანაწილოს ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხები, რა დროსაც ვალდებულია გაითვალისწინოს პრეფერენციული მოთხოვნები;

წ) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ჭ) შეასრულოს ამ კანონით გათვალისწინებული თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო სხვა ქმედებები.

5. გარიგებებს, რომლებიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, რეაბილიტაციის მმართველი დებს კრედიტორთა კრების თანხმობით. კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმის უფლების მქონე დამსწრე კრედიტორთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

6. მოვალის არცერთ პარტნიორს, დასაქმებულს ან დირექტორს არ აქვს უფლება, რეაბილიტაციის მმართველის თანხმობის გარეშე განახორციელოს მოვალის ხელმძღვანელობა ან წარმომადგენლობა. რეაბილიტაციის მმართველის მიერ გაცემული თანხმობა შეიძლება იყოს ზოგადი ან სპეციალური.

7. რეაბილიტაციის მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის, როგორც ერთად აღებული მთლიანობის, ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, რეაბილიტაციის მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე არ გამოიწვიოს კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისათვის ზიანის მიყენება.

8. რეაბილიტაციის მმართველმა დანიშვნისთანავე უნდა მოიპოვოს კონტროლი და მეურვეობა მოვალის მთელ იმ აქტივებსა და ქონებაზე, რომელზეც, მისი აზრით, მოვალეს შესაბამისი უფლებები გააჩნია.

9. რეაბილიტაციის მმართველი თავისი საქმიანობის პროცესში მოლაპარაკებებს აწარმოებს კრედიტორებთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად.

10. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს განჩინებებში ასახული მითითებები, რათა ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს მოვალის საქმიანობისა და ქონების მართვა.

 

მუხლი 76. კრედიტორთა კომიტეტი

1. კრედიტორთა უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია აირჩიოს კრედიტორთა კომიტეტი.

2. კრედიტორთა კომიტეტის შექმნა სავალდებულოა, თუ მოვალეს ჰყავს მინიმუმ 50 კრედიტორი და მოვალის მაჩვენებლები ბოლო სამეურნეო წლის შემდეგი 2 კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს:

ა) მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება;

ბ) მისი წლიური შემოსავალი 20 მილიონ ლარს აღემატება.

3. კრედიტორთა კომიტეტის არჩევის შეთავაზება უნდა გააკეთოს კრედიტორთა კრების თავმჯდომარემ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდეგ მოწვეულ კრედიტორთა პირველივე კრებაზე. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს შესაბამისი კრედიტორების ყველაზე მეტ მხარდაჭერას.

4. კრედიტორთა კომიტეტი 3 წევრისგან შედგება. კრედიტორთა კომიტეტის 1 წევრს ირჩევენ უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო 2 წევრს – არაუზრუნველყოფილი კრედიტორები.

5. კრედიტორთა კომიტეტი საქმიანობას ახორციელებს მიუკერძოებლად. კომიტეტის წევრებს არ უნდა გააჩნდეთ კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისაგან განსხვავებული, კერძო ინტერესი.

6. კრედიტორთა კომიტეტის წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნენ შემდეგი პირები:

ა) მოვალის სულ მცირე 25%-იანი წილის ან აქციების მესაკუთრეები, ასევე აქციონერები ან წილის მესაკუთრეები, რომლებიც მონაწილეობენ მოვალის მენეჯმენტში ან შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მენეჯმენტზე;

ბ) მოვალის მენეჯმენტთან, ან/და მოვალის სულ მცირე 25%-იანი წილის ან აქციების მესაკუთრეებთან ან თავად მოვალესთან დაკავშირებული პირები;

გ) კრედიტორები, რომლებიც ამავე დროს მოვალის კონკურენტები არიან და მათთან დაკავშირებული პირები.

7. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება 2 წევრი მაინც.

8. კრედიტორთა კომიტეტი წევრთა უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს კრედიტორთა კომიტეტის სხდომას.

9. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმის მიცემის პროცედურაში კრედიტორთა კომიტეტის წევრს არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს პოზიციის გამოხატვისგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.

10. კრედიტორთა კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) რეაბილიტაციის მმართველს, მართვაში მყოფ მოვალეს და რეაბილიტაციის ზედამხედველს მოსთხოვოს:

ა.ა) ინფორმაციის წარდგენა მმართველის ან მართვაში მყოფი მოვალის, ასევე ზედამხედველის მიერ ფუნქციების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ა.ბ) მოვალის მიმდინარე საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა და გაეცნოს ფულადი სახსრების მიმოქცევის დამადასტურებელ დოკუმენტებს;

ა.გ) კომიტეტის სხდომაზე დასწრება. სხდომის თაობაზე მოსაწვევი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს სხდომამდე არაუგვიანეს 7 დღისა;

ბ) მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის მომზადებაში, ასევე მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების პროექტი;

გ) მოამზადოს რეკომენდაციები კრედიტორთა კრების დღის წესრიგში შემავალ საკითხებზე;

დ) რეაბილიტაციის მმართველის გათავისუფლებისა და ახალი მმართველის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს.

11. კრედიტორთა კომიტეტის წევრმა შეიძლება გამოითხოვოს მხოლოდ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი და რელევანტური ინფორმაცია.

12. კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია:

ა) აქტიურად ითანამშრომლოს მართვაში მყოფ მოვალესთან/რეაბილიტაციის ზედამხედველთან ან რეაბილიტაციის მმართველთან რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების მიზნით;

ბ) კომიტეტის მუშაობისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სხვა კრედიტორებს;

გ) ცალკეულ საკითხებზე კონსულტაციები გაიაროს და მოსაზრებები და შენიშვნები მიიღოს სხვა კრედიტორებისგან.

13. კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურების საკითხს კრედიტორთა კრების მიერ კრედიტორთა კომიტეტის არჩევიდან არაუგვიანეს 5 დღისა წყვეტს სასამართლო. კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურება შეიძლება განისაზღვროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებში მონაწილეობაზე დახარჯული დროის შესაბამისად. კრედიტორთა კომიტეტის წევრთა ანაზღაურების ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს მმართველისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების 20%-ს ჯამურად. სასამართლო უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გაზარდოს ასეთი ანაზღაურება.

14. კრედიტორთა კომიტეტის წევრთა საქმიანობის ანაზღაურება, ასევე კომიტეტის სხდომების შეკრებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა გადახდისუუნარობის მასიდან განხორციელდება.

15. კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია კომიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხარჯების ოდენობა წინასწარ შეათანხმოს სასამართლოსთან.

16. კრედიტორთა კომიტეტის წევრი შესაძლოა გამოწვეულ იქნეს კრედიტორთა კომიტეტიდან, თუ გამოვლინდება მისი არაკეთილსინდისიერება, დაუდევრობა, შესაფერისი უნარების ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა, არაეფექტიანობა, მის მიმართ ნდობის ნაკლებობა, ინტერესთა კონფლიქტი ან ამ კანონის 77-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევა. კომიტეტის წევრის გამოწვევა ხორციელდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება წარმოიშვა ან გამოვლინდა წევრის არჩევის შემდეგ. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის საკითხის დაყენება შეუძლია კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ასევე სასამართლოს საკუთარი ინიციატივით. გამოწვევის საკითხი შესაძლებელია დაისვას კრედიტორთა ნებისმიერი კრების მიმდინარეობისას, ან სასამართლოსათვის მიმართვის გზით, რაც განიხილება კრედიტორთა უახლოეს სხდომაზე, მაგრამ არაუგვიანეს 15 დღისა ასეთი მიმართვის დღიდან. თუ ამ ვადაში კრედიტორთა კრების ჩატარება დაგეგმილი არ არის, სასამართლო ვალდებულია საგანგებოდ ამ საკითხისათვის მოიწვიოს კრედიტორთა კრება და უზრუნველყოს მისი ჩატარება. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევისა და მისი ახალი წევრით ჩანაცვლების საკითხს წყვეტენ იმავე ჯგუფის კრედიტორები, რომელთა მიერაც იქნა არჩეული კომიტეტის გამოსაწვევი წევრი. კომიტეტის წევრი გამოწვეულად ჩაითვლება, თუკი გამოწვევას მხარს დაუჭერს კრედიტორთა შესაბამისი ჯგუფის ნახევარზე მეტი. კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ კრებაზე გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება ახალი წევრის არჩევის შესახებ, ამ მუხლით დადგენილი წესით.

17. თუ, ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის მიუხედავად, კრედიტორთა კრების მიერ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ, სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება გამოწვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, კრედიტორთა კომიტეტის ახალი წევრის არჩევის მიზნით, კრედიტორთა კრების მოწვევა უზრუნველყოს 15 დღის ვადაში.

 

მუხლი 77. კრედიტორთა კომიტეტის წევრთა პასუხისმგებლობა

1. კრედიტორთა კომიტეტის წევრები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ მათი გადაწყვეტილებები და რჩევები საუკეთესოა რეაბილიტაციის გეგმის კრედიტორთა ინტერესების შესაბამისად განხორციელებისათვის.

2. კრედიტორთა კომიტეტის წევრები ანგარიშვალდებულნი არიან კრედიტორების წინაშე.

3. კრედიტორთა კომიტეტის წევრები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ იმ ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც მათ განახორციელეს/მიიღეს მოვალის ან კრედიტორებისათვის განზრახ ზიანის მიყენების მიზნით, ან საკუთარი, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი მიზნების მისაღწევად გამოყენებისათვის.

4. კრედიტორთა კომიტეტის წევრი ვალდებულია, არ გაახმაუროს მოვალის, რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეაბილიტაციის მმართველის შესახებ მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია და არ გამოიყენოს ეს ინფორმაცია საკუთარი ან საკუთარ თავთან დაკავშირებული პირის კერძო ინტერესებისათვის. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში როგორც კრედიტორებს, ისე მოვალეს, შეუძლიათ კრედიტორთა კომიტეტის შესაბამისი წევრისაგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

 

მუხლი 78. მოვალის საქმიანობის ანგარიში

1. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 45 დღის ვადაში, ადგენს მოვალის საქმიანობის ანგარიშს, რისთვისაც შესაბამის პირებს წერილობით მიმართავს მმართველად/ზედამხედველად დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა და მათგან მოითხოვს საჭირო ინფორმაციის წარდგენას 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოითხოვოს ნებისმიერი პირისგან, რომელიც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე ერთი წლის განმავლობაში იყო:

ა) მოვალის რეგისტრირებული დირექტორი ან პირი, რომელსაც ეკავა ხელმძღვანელობითი პოზიცია;

ბ) მოვალის პარტნიორი:

გ) მოვალის დასაქმებული;

დ) მოვალის აუდიტორი ან მისთვის სხვა სახის პროფესიული მომსახურების გამწევი პირი.

3. მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია, რეაბილიტაციის ზედამხედველთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, თავად უზრუნველყოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 30 დღის ვადაში.

4. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადებას, რომლითაც რეაბილიტაციის მმართველი/მართვაში მყოფი მოვალე ადასტურებს წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეს, რამდენადაც ეს მისთვის ცნობილია;

ბ) განცხადებას იმის შესახებ, რომ საქმიანობის ანგარიში მომზადებულია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღის მდგომარეობით;

გ) მოვალის ყველა აქტივს საბალანსო და შეფასებითი სარეალიზაციო ღირებულების მითითებით, მათ შორის, უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული და დაუტვირთავი აქტივების მახასიათებლებს, სამომავლო ქონებაზე არსებული გირავნობის ჩათვლით;

დ) მოვალის ყველა ვალდებულებას, მათ შორის:

დ.ა) დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებების ოდენობას;

დ.ბ) უზრუნველყოფილი ვალების ოდენობას;

დ.გ) არაუზრუნველყოფილი ვალების ოდენობას, გარდა დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებებისა;

ე) იმ დეფიციტის ან ნამეტი აქტივების შეფასებით ოდენობას, რომლებიც პრეფერენციული მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება;

ვ) იმ დეფიციტის შეფასებით ოდენობას, რომელიც დაკავშირებულია არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაფარვასთან, ან ნამეტი აქტივების შეფასებით ღირებულებას/თანხების ოდენობას, რომლებიც დარჩება არაუზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ;

ზ) იმ მთლიანი აქტივების შეფასებით ოდენობას, რომლებიც ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი ვალების დასაფარად, ან ნამეტი აქტივების შეფასებით ოდენობას, რომლებიც დარჩება უზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ;

თ) მოვალის კრედიტორებთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:

თ.ა) განვადების ხელშეკრულების, იჯარა-გამოსყიდვის, მოძრავი ნივთის ლიზინგისა და პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების კრედიტორები, რომელთაც პირობადებულ საკუთრებაზე შეთანხმების ან კანონის საფუძველზე შენარჩუნებული აქვთ შესაბამის ქონებაზე საკუთრება, და ასეთი ქონების მახასიათებლები;

თ.ბ) მომხმარებლები, რომლებსაც საქონლის ან მომსახურების შესაძენად მოვალისთვის წინასწარ აქვთ გადახდილი თანხები, ამ თანხების ჯამურ ოდენობაზე მითითებით;

თ.გ) ყველა სხვა ცნობილი კრედიტორი;

თ.დ) თითოეული კრედიტორის მიმართ ვალის ოდენობა;

თ.ე) თითოეული კრედიტორის მიმართ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების მახასიათებლები;

თ.ვ) თითოეული უზრუნველყოფის წარმოშობის თარიღი;

თ.ზ) თითოეული უზრუნველყოფის საგნის ღირებულება და ოდენობა;

თ.თ) კრედიტორული ვალდებულებების ჯამი;

ი) მოვალის თითოეული პარტნიორის სახელს, მისამართსა და წილობრივი მონაწილეობის დეტალურ აღწერას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალის საქმიანობის ანგარიშის მომზადებისთვის გაწეული ხარჯი, რომელსაც რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი გონივრულ ხარჯად მიიჩნევს, წარმოადგენს რეაბილიტაციის ხარჯების ნაწილს. რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილება ხარჯების გაწევის საკითხებზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირის მხრიდან ინფორმაციის წარმოუდგენლობა არ ათავისუფლებს რეაბილიტაციის მმართველს/მართვაში მყოფ მოვალეს საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულებისგან. რეაბილიტაციის მმართველი/მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია, თავად შეადგინოს მოვალის საქმიანობის ანგარიში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების თარიღის მდგომარეობით. ანგარიშში მმართველმა/მართვაში მყოფმა მოვალემ უნდა მიუთითოს შესაბამისი პირების მხრიდან საქმიანობის ანგარიშისათვის საჭირო ინფორმაციის წარმოუდგენლობის შესახებ.

7. მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ წარადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას, რეაბილიტაციის ზედამხედველმა სასამართლოს უნდა აცნობოს ამის შესახებ, რა დროსაც რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის მართვისგან ჩამოცილება და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა.

8. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრული ან ნაწილობრივ გაუმჟღავნებლობის მოთხოვნით, თუ მისი მოსაზრებით, ასეთი გამჟღავნებით ზიანი მიადგება რეაბილიტაციის პროცესს, ხელი შეეშლება რეაბილიტაციის მიზნის მიღწევას ან ამ ინფორმაციის გამჟღავნებით გაუმართლებელი ზიანი მიადგება მოვალეს.

9. სასამართლო გამოსცემს განჩინებას მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრულად ან ნაწილობრივ გაუმჟღავნებლობის შესახებ ყველა კრედიტორის ან კრედიტორთა ნაწილის მიმართ, თუ რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს.

 

მუხლი 79. რეაბილიტაციის ხარჯების უპირატესად დაკმაყოფილება

1. უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების შეულახავად, რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით უპირატესად უნდა დაკმაყოფილდეს რეაბილიტაციის ხარჯები.

2. რეაბილიტაციის ხარჯებია:

ა) სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები);

ბ) რეაბილიტაციის მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და კრედიტორთა კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები და მათი საქმიანობის ანაზღაურება.

 

მუხლი 80. ახალი კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილება

1. უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების შეულახავად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების შემდეგ წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უპირატესობა ენიჭება სხვა კრედიტორულ მოთხოვნებთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი კრედიტორი თანახმაა სხვაგვარ დაკმაყოფილებაზე.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებები სრულდება მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნის მქონე კრედიტორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს სარჩელით, მოცემული მოთხოვნის ნაწილში მორატორიუმის მოხსნის მოთხოვნით.

 

მუხლი 81. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი

 1. მოვალის საქმიანობის ანგარიშსა და კრედიტორთა რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს ამზადებს და კრედიტორებს წარუდგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. ამ ვადის ამოწურვამდე, რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს ამ ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 თვით გაგრძელების მოთხოვნით. ვადის გაგრძელების მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კრედიტორებისთვის რეაბილიტაციის გეგმის პროექტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ობიექტური მიზეზები უნდა იქნეს ახსნილი.

2. იმ შემთხვევაში, როცა რეაბილიტაციის გეგმას ამზადებს მართვაში მყოფი მოვალე, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის კრედიტორებისთვის შეთავაზებამდე და შესაბამისი მოლაპარაკების წარმოებისას, მოვალემ უნდა გაითვალისწინოს რეაბილიტაციის ზედამხედველის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა მიზანიც რეაბილიტაციის გეგმის პროექტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

3. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა შეიცავდეს:

ა) მოვალის კორპორაციულ მონაცემებს პარტნიორებსა და რეგისტრირებულ დირექტორ(ებ)ზე მითითებით;

ბ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ვინაობას/დასახელებას, საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისი დანიშვნის თარიღს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თობაზე განჩინების ასლთან ერთად;

გ) თარიღს, როდესაც რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა გადაეცეთ კრედიტორებს;

დ) მოვალის საქმიანობის ანგარიშის ასლს ან მის მოკლე შეჯამებას, გარდა გამჟღავნებისგან დაცული ნაწილისა, მოვალის საქმიანობის ანგარიშის შემდგენი პირის ვინაობას და ანგარიშზე თანდართულ რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის შენიშვნებს;

ე) თუ სასამართლოს განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ შეიზღუდა მოვალის საქმიანობის ანგარიშის გამჟღავნება, სასამართლოსადმი მიმართვის განცხადებისა და განჩინების მიღების თარიღებს;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ მოვალის საქმიანობის ანგარიში არ/ვერ იქნა შედგენილი ამ კანონით დადგენილი წესით, რეაბილიტაციის მმართველის მიერ შედგენილ, მოვალის ფინანსური მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციას შეძლებისდაგვარად გვიანდელი თარიღის მდგომარეობით, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა იყოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების თარიღზე უფრო ადრინდელი;

ზ) კრედიტორთა რეესტრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალის საქმიანობის ანგარიში ან მისი მოკლე შეჯამება შეიცავს კრედიტორთა სრულ რეესტრს;

თ) კონკრეტულ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც მიღწეული უნდა იქნეს რეაბილიტაცია. შეთავაზება შეიძლება, მათ შორის, მოიცავდეს:

თ.ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეორგანიზაციას, როგორც რეაბილიტაციის რეჟიმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს;

თ.ბ) მოვალის ვალდებულებების ცვლილებას:

თ.ბ.ა) ვალების გადახდის გადავადებით;

თ.ბ.ბ) ძირითადი ვალის და პროცენტის შემცირებით ან გაუქმებით;

თ.ბ.გ) ახალი ვალით ძველი ვალის დაფარვით;

თ.ბ.დ) მოთხოვნების სხვა გზით დაკმაყოფილებით;

თ.ბ.ე) მოთხოვნების მოვალის საწარმოში ან სხვა საწარმოში წილად გარდაქმნით, შესაბამისი კრედიტორის სავალდებულო თანხმობით, რომელიც მოპოვებული უნდა იქნეს წინასწარ;

თ.ბ.ვ) დანაწესით, რომ გადახდისას პირველ რიგში იფარება ვალის ძირითადი თანხა, ხოლო მისი დაფარვის შემდეგ – სხვა ხარჯები და გადასახდელები;

თ.გ) მოვალისა და კრედიტორის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას ამ კანონით დადგენილ ფარგლებში;

ი) მითითებას იმის შესახებ, თუ რა გზით მოხდება კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება (კრედიტორთა კრებაზე ან მის გარეშე, ალტერნატიული პროცედურის გამოყენებით – წერილობითი თანხმობის გაცემა, ელექტრონული მიმოწერა, დისტანციური მონაწილეობა ან სხვ.);

კ) ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა მოვალის მართვა და დაფინანსება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების შემდგომ, მათ შორის, მოხდა თუ არა მოვალის რაიმე აქტივის განკარგვა, ასეთი განკარგვის მიზეზებისა და პირობების მითითებით, და ახსნა-განმარტებას, თუ როგორ გაგრძელდება მოვალის მართვა და დაფინანსება შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში;

ლ) მოვალის წმინდა აქტივების შეფასებით ღირებულებას;

მ) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის ანაზღაურების ოდენობასა და მისი გაანგარიშების საფუძვლებს;

ნ) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ გაწეული სხვა ნებისმიერი მომსახურების ხარჯებს, იმ პირობაზე მითითებით, რომ ეს ხარჯები ექვემდებარება კრედიტორთა კომიტეტის მიერ მოწონებას, ან ასეთის არარსებობისას, კრედიტორთა მიერ დამტკიცებას გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი პროცედურით;

ო) ამ კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის თარიღს;

პ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მოსაზრებით, კრედიტორებს შემოთავაზებულ გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

4. პრეფერენციული მოთხოვნები ერთმანეთს შორის თანაბარი რიგითობით სარგებლობენ. პრეფერენციული ვალების გადახდა უნდა მოხდეს სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალის აქტივები არ არის საკმარისი მათი სრულად დაკმაყოფილებისთვის, რა დროსაც პრეფერენციული ვალები თანაბარი პროპორციით მცირდება.

5. რეაბილიტაციის გეგმა შესაძლოა აგრეთვე განსაზღვრავდეს მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გამოყენების საკითხს. რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიებები ძალაში რჩება გეგმის განხორციელების პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რომელიმე მათგანთან დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს განჩინება გაუქმების თაობაზე.

6. რეაბილიტაციის გეგმა შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობის მექანიზმებს, მათ შორის, რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის შენარჩუნებას. იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის გეგმა არ ითვალისწინებს ასეთ მექანიზმს, რეაბილიტაციის გეგმის სასამართლოს მიერ დამტკიცებამდე, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.

7. რეაბილიტაციის გეგმის პროექტს რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი შედგენისთანავე უგზავნის ყველა ცნობილ კრედიტორსა და მოვალის ყველა პარტნიორს.

8. კრედიტორი უფლებამოსილია, კრედიტორთა კრების მოსაწვევის გაგზავნამდე, ნებისმიერ დროს, კრედიტორთა კრებაზე განხილვის მიზნით, რეაბილიტაციის მმართველს/ზედამხედველს ან/და კრედიტორთა კომიტეტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგინოს რეაბილიტაციის გეგმის საკუთარი პროექტი, რომელიც განიხილება ამ კანონის 82-ე მუხლით დადგენილი წესით.

9. რეაბილიტაციის მმართველმა/ზედამხედველმა გეგმის პროექტთან ერთად კრედიტორებს უნდა წარუდგინოს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურებისა და გაღებული ხარჯების დეტალური აღწერილობა შესაბამის ოდენობებზე მითითებით.

 

მუხლი 82. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება კრედიტორთა მიერ

1. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ შეთავაზებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს იწონებენ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილებით, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვის ვადა ერთჯერადად გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვით. ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება სასამართლოს.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმას არ მოიწონებენ, სასამართლო მიიღებს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

3. კრედიტორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ტოლფასია კრედიტორთა მიერ გადაწყვეტილების მიღება ალტერნატიული პროცედურის გამოყენებით, ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტში მითითებული თავისებურებების შესაბამისად.

4. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი უმრავლესობით მოიწონოს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი:

ა) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებების გარეშე;

ბ) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის თანხმობით.

5. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების პროცესში ხმის უფლება განისაზღვრება კრედიტორთა რეესტრში კრედიტორის მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად.

6. ყველა არაუზრუნველყოფილ კრედიტორს აქვს ხმის უფლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. უზრუნველყოფილ კრედიტორს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების თაობაზე კენჭისყრაში ხმის უფლება არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი მოვალესა და უზრუნველყოფილ კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების ცვლილებას ითვალისწინებს.

7. კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია არაუზრუნველყოფილ და ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილ კრედიტორთა ხმების ნახევარზე მეტი. უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განსახილველად შეიძლება შეიკრიბონ ერთად ან ცალ-ცალკე.

8. რეაბილიტაციის გეგმის პროექტს ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორები კენჭს უყრიან ცალ-ცალკე.

9. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება ხდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით და ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილი კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის, მხედველობაში არ მიიღება იმ კრედიტორთა ხმები, რომლებიც მოვალესთან დაკავშირებული პირები არიან. კრედიტორი არ ჩაითვლება მოვალესთან დაკავშირებულ პირად, თუ რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი, მოვალის საქმიანობის ანგარიშზე დაყრდნობით და სათანადო შემოწმების შედეგად, არ მივა იმ დასკვნამდე, რომ კრედიტორი მოვალესთან დაკავშირებული პირია. დაკავშირებული პირის სტატუსი უნდა აღინიშნოს კრედიტორისათვის გაგზავნილ კრების მოსაწვევში.

11. თუ ერთ-ერთი კრედიტორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურია, მისი თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ითვალისწინებს საგადასახადო მოთხოვნების ძირი თანხის სრულად დაკმაყოფილებას რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად მოთხოვნათა თანაბარზომიერი დაკმაყოფილების გზით.

12. რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი კრედიტორთა მიერ მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს კრედიტორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.

 

მუხლი 83. სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება

1. სასამართლო ამტკიცებს კრედიტორთა მიერ ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას, თუ დაცულია ამ კანონის მოთხოვნები, აგრეთვე კრედიტორთა კრების მოწვევისა და კენჭისყრის წესები.

2. დაუშვებელია სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება, რომლითაც:

ა) გათვალისწინებულია პრეფერენციული ვალების ისეთი დაკმაყოფილება, რომელიც არ გულისხმობს მათ დაფარვას სხვა არაპრეფერენციულ ვალებზე პრიორიტეტულად, გარდა შესაბამისი კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევისა;

ბ) ირღვევა პროპორციულობის პრინციპი პრეფერენციულ და არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფების შიგნით, გარდა თავად ამ კრედიტორ(ებ)ის თანხმობის არსებობის შემთხვევისა;

გ) კრედიტორი არ მიიღებს ან არ შეინარჩუნებს, სულ მცირე, თავისი მოთხოვნის შესაბამის ისეთ ღირებულებას, რომელსაც მიიღებდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების საფუძველზე, გარდა თავად ამ კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევისა. გაკოტრების მინიმუმის გამოანგარიშებისა და კრედიტორთა საუკეთესო ინტერესის დადგენისას გამოიყენება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდი;

დ) უზრუნველყოფილი კრედიტორი მიიღებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ის უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების რეალიზაციით მიიღებდა, გარდა თავად ამ კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევისა;

ე) დაცული არ არის ახალი კრედიტორული მოთხოვნები ამ კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 84. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის უარყოფა კრედიტორთა მიერ

იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორთა კრება არ მოიწონებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტს ამ კანონით დადგენილი წესით, რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიმართვის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, დაამტკიცოს მოცემული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ამ კანონის 83-ე მუხლის შესაბამისად, თუ სახეზეა ერთდოულად შემდეგი პირობები:

ა) არაუზრუნველყოფილ ან უზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფმა მოიწონა შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ამ კანონით დადგენილი უმრავლესობით;

ბ) სასამართლო მიიჩნევს, რომ შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი რეალურად განხორციელებადია და კრედიტორთა უფლებები დაცულია ამ თავის შესაბამისად.

 

მუხლი 85. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შედეგი

1. რეაბილიტაციის გეგმა ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია ძალაში შესვლის განსხვავებული თარიღი, მაგრამ არაუგვიანეს სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებიდან 1 თვისა.

2. რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის შედეგად მისი შესრულება სავალდებულოა:

ა) გეგმის მონაწილე ყველა მხარისა და იმ პირებისთვის, ვისაც რეაბილიტაციის გეგმა ეხება;

ბ) იმ კრედიტორებისთვის, რომელთა მოთხოვნებიც არ იქნა აღიარებული ამ კანონის შესაბამისად;

გ) იმ კრედიტორებისთვის, რომელთაც გეგმის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

3. ძალაში შესული რეაბილიტაციის გეგმა არ ათავისუფლებს მოვალეს:

ა) იმ ვალისგან, რომელიც წარმოიშვა გეგმის დამტკიცებამდე, თუ კრედიტორს არ გაეგზავნა შეტყობინება ამ კანონით დადგენილი წესით და სავარაუდოა, რომ კრედიტორისათვის არ იყო ცნობილი ან/და ვერ იქნებოდა ცნობილი მოვალის მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;

ბ) იმ საგადასახადო ვალდებულებისგან, რომელთან დაკავშირებითაც მან საგადასახადო დეკლარაცია წარადგინა თაღლითურად, მოტყუებით ან გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით.

 

მუხლი 86. დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის გაუქმება ან ცვლილება სასამართლოს მიერ

1. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება, რომ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება მიღწეული იქნა მოტყუებით ან თაღლითური გზით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, გააუქმოს დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა მისი დამტკიცებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

2. რეაბილიტაციის გეგმის გაუქმების შესახებ განჩინება უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ნებისმიერი პირისთვის, რომელიც კეთილსინდისიერად ენდობოდა გეგმის მართლზომიერებას. ამავე განჩინებით უქმდება მოვალის ვალდებულებებისაგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული კრედიტორის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება დამტკიცებულ რეაბილიტაციის გეგმაში და, თუ კრედიტორის განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, გაითვალისწინოს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება კრედიტორთა შესაბამისი ჯგუფისათვის დადგენილი წესით, მოთხოვნის პროპორციულობის პრინციპის დაცვით. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო მოუსმენს მოვალეს.

 

მუხლი 87. უზრუნველყოფილი კრედიტორის დაცვა

1. რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი, საკუთარი ინიციატივით ან უზრუნველყოფილი კრედიტორის შუამდგომლობით, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ისეთი ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით, რომელიც არ არის აუცილებელი რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად.

2. თუ რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი არ მიმართავს სასამართლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნით უზრუნველყოფილი კრედიტორის შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია უშუალოდ მიმართოს სასამართლოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციის თაობაზე, ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი ვალდებულია ამტკიცოს, რომ ქონება, რომელზედაც კრედიტორი ითხოვს მორატორიუმის ცალკეული ღონისძიების გაუქმებას და მის რეალიზაციას, აუცილებელია რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად.

3. თუ მოვალეს კრედიტორთან/კრედიტორებთან გააჩნია უზრუნველყოფილი სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის ვადა აღემატება 5 წელს და მოვალე ასრულებს აღნიშნული ურთიერთობიდან წარმოშობილ მიმდინარე ვალდებულებებს, ასეთი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების გზით, რეაბლიტაციის გეგმისგან დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამით აშკარა ზიანი ადგება კრედიტორს.

4. უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციის შედეგად ამ ქონებაზე უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომელიც რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის/გირავნობის შემდეგ არის რეგისტრირებული.

5. თუ ერთი და იგივე ქონება ერთზე მეტჯერ არის იპოთეკით/გირავნობით დატვირთული, ასეთი ქონების რეალიზაციით ამონაგები ფულადი თანხები მიემართება უზრუნველყოფილი მოთხოვნების, მათ შორის, უზრუნველყოფილი საგადასახადო მოთხოვნების, დასაკმაყოფილებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 88. პირობადებული საკუთრების ნივთები

1. სასამართლო უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველს/ზედამხედველს, მისი მიმართვის საფუძველზე, განჩინებით მისცეს ისეთი ქონების განკარგვის უფლება, რომელიც პირობადებული საკუთრების თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე მოვალის მფლობელობაშია და მოვალე რეალურად სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით ამ ქონებაზე.

2. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას იღებს მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიმართვის საფუძველზე და იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ქონების განკარგვა ხელს შეუწყობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევას, ასევე თუ პირობადებული საკუთრების თაობაზე ხელშეკრულებით წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება ქონების განკარგვის შედეგად მიღებული შემოსავლით.

3. სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების მინიმალური საბაზრო ღირებულება, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს ქონების განკარგვა.

 

მუხლი 89. რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის ქმედების გასაჩივრება

1. რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი მოვალის კრედიტორი ან პარტნიორი უფლებამოსილია, სარჩელის წარდგენის გზით, გაასაჩივროს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ფარგლებში რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ განხორციელებული ქმედება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი ახორციელებს ან განახორციელა ისეთი ქმედება, რომლითაც არსებითი ზიანი ადგება მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად, ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად;

ბ) რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი მას სთავაზობს ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელიც არსებით ზიანს მიაყენებდა მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად, ან/და სხვა კრედიტორების ან პარტნიორების საერთო ინტერესებთან ერთად;

გ) რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის უფლებამოსილებებს.

2. სასამართლო უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა და დაავალოს რეაბილიტაციის მმართველს/ზედამხედველს კონკრეტული მოქმედების განხორციელება ან მისი განხორციელებისაგან თავის შეკავება.

3. დაუშვებელია სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანა, თუ ეს ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას.

 

მუხლი 90. რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

1. სასამართლო უფლებამოსილია, კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე, განიხილოს და გამოიკვლიოს რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხი.

2. განცხადებაში დასაბუთებული უნდა იყოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ რეაბილიტაციის მმართველმა/ზედამხედველმა მოცემული საქმის წარმოების ფარგლებში:

ა) არამართლზომიერად გამოიყენა ან პირად მფლობელობაში დაიტოვა ან არამართლზომიერად განკარგა მოვალის ფული ან სხვა ქონება;

ბ) დაარღვია ფიდუციური მოვალეობა;

გ) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება.

3. თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას, იგი უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველს/ზედამხედველს დააკისროს:

ა) მოვალის ფულის ან ქონების დაბრუნება ან მასთან დაკავშირებული სხვაგვარი პასუხისმგებლობა;

ბ) პროცენტის გადახდა;

გ) მოვალის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა (ზიანის ანაზღაურება) ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და უგზავნის სათანადო მასალებს. აღნიშნული საფუძვლით პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის დადასტურება კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

 

მუხლი 91. რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის გადადგომა;

ბ) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

გ) სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის გათავისუფლება;

დ) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის გარდაცვალება;

ე) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტა;

ვ) რეაბილიტაციის რეჟიმის დასრულება.

2. რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი შეიძლება თანამდებობიდან გადადგეს მხოლოდ სასამართლოს ნებართვით.

3. სასამართლო ვალდებულია გასცეს თანხმობა რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის თანამდებობიდან გადადგომაზე, თუ სახეზეა რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე როდესაც რეაბილიტაციის მმართველის გადადგომის მოთხოვნა უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტის არსებობას.

4. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს განცხადება გადადგომამდე სულ მცირე 10 სამუშაო დღით ადრე.

5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მართვაში მყოფ მოვალეზე, რომლის თანამდებობიდან გადადგომის ან შეცვლის საკითხიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება.

6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტა ან შეჩერება ავტომატურად იწვევს რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტას, რის თაობაზეც მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კრედიტორებს და სასამართლოს.

 

მუხლი 92. რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის გათავისუფლება

1. სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი გაათავისუფლოს თანამდებობიდან ამ კანონის 89-ე და 90-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

2. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად დანიშვნიდან არაუგვიანეს 30 დღისა, ხმის უფლების მქონე დამსწრე კრედიტორთა 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს რეაბილიტაციის ახალი მმართველი/ზედამხედველი. ახალი მმართველის არჩევისთანავე სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს/ზედამხედველს უწყდება უფლებამოსილება.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მართვაში მყოფ მოვალეზე.

 

მუხლი 93. ახალი რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის დანიშვნა

რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პროცესის მონაწილე ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, სასამართლო ნიშნავს ახალ რეაბილიტაციის მმართველს/ზედამხედველს ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით.

 

მუხლი 94. რეაბილიტაციის რეჟიმის დასრულება

1. რეაბილიტაციის რეჟიმი სრულდება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.

2. მოვალის მართვაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია რეაბილიტაციის რეჟიმის დასრულებიდან ყოველ 6 თვეში ერთხელ გამოაქვეყნოს რეაბილიტაციის გეგმის შესრულების ანგარიში.

 

მუხლი 95. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსია

1. რეაბილიტაციის რეჟიმი იცვლება გაკოტრების რეჟიმით, თუ რეაბილიტაციის გეგმა არ დამტკიცდა ამ კანონით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს გაკოტრების მმართველს ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად

2. რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი უფლებამოსილია, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე ნებისმიერ დროს, სასამართლოს წარუდგინოს კონვერსიის თაობაზე განცხადება, თუ მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა.

3. მართვაში მყოფი მოვალის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენისათვის სავალდებულოა რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობა.

4. სასამართლო დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ განცხადებას, თუ მას დასაბუთებულად მიიჩნევს. სასამართლო უფლებამოსილია ამ საკითხის გადაწყვეტამდე მოუსმინოს მხარეებს.

5. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში, რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი, ასევე რეაბილიტაციის მმართველის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება, გაკოტრების რეჟიმის მიზნებისთვის ინარჩუნებს ძალას.

6. კონვერსიის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

 

მუხლი 96. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შედეგები

1. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განცხადებით მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

2. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევად არ ითვლება რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების უმნიშვნელო დარღვევა. უმნიშვნელოდ ჩაითვლება პირობების დარღვევა, თუ ის არ აღემატება მთლიანი მიმდინარე შესასრულებელი ვალდებულების 20%-ს და ვადაგადაცილება არ აჭარბებს 15 სამუშაო დღეს, ან როდესაც ვადაგადაცილება არ აღემატება 7 სამუშაო დღეს, მიუხედავად დავალიანების თანხის ოდენობისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო გადაუგზავნის მოვალეს და განუსაზღვრავს მას არანაკლებ 4 და არაუმეტეს 7 დღის ვადას წერილობითი მოსაზრებების წარმოსადგენად, რომელიც აითვლება მოვალისთვის გზავნილის ჩაბარების მომენტიდან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას სასამართლო განიხილავს განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მოვალეს და კრედიტორებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის განხილვას და გადაწყვეტას.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებას სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე და დანიშნავს გაკოტრების მმართველს.

 

თავი X

გაკოტრება

 

მუხლი 97. გაკოტრების არსი

გაკოტრების რეჟიმი ხორციელდება გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციის გზით კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიურად დაკმაყოფილების მიზნით.

 

მუხლი 98. საჯაროობა გაკოტრების რეჟიმში

1. გაკოტრების მმართველმა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და მმართველის ვინაობა, აგრეთვე, მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები.

2. რეჟიმის შეცვლის ან მართვაში მყოფ პირთან დაკავშირებით ცვლილება, როგორც მოვალის სარეგისტრაციო მონაცემებში შეტანილი ცვლილება, საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით რეგისტრაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდულ პირთა რეესტრში.

 

მუხლი 99. გაკოტრების მმართველის დანიშვნა და გათავისუფლება

1. გაკოტრების მმართველი ინიშნება სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით, ამ კანონის მე-11 მუხლით და 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით.

2. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია დანიშნოს ახალი გაკოტრების მმართველი ამ კანონის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ყველა დირექტორს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, თითოეული დირექტორი ვალდებულია, გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, რომლის ოდენობასაც წყვეტს გაკოტრების მმართველი, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დახმარება გაუწიოს მას.

4. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს იმავე განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, შეიტანოს მათში ცვლილება ან/და დამატება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს გაკოტრების რეჟიმში ხელმძღვანელობის უფლებამოსილება უნარჩუნდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით და ნაწილში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისაგან.

 

მუხლი 100. გაკოტრების მმართველის უფლება-მოვალეობები

1. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოიძიოს ქონება და დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და კრედიტორებს შორის გაანაწილოს გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე არ გამოიწვიოს მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისათვის ზიანის მიყენება.

2. გაკოტრების მიზნების მისაღწევად და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით.

3. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

4. გაკოტრების მმართველი ამზადებს ანგარიშს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ და აქვეყნებს მას ამ კანონით დადგენილი წესით. ამ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით წარადგინონ ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი, ხოლო კრედიტორებს უფლება აქვთ, დააყენონ გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

 

მუხლი 101. გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია

1. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია განახორციელოს ქონების რეალიზაციის კანონით დადგენილი ნებისმიერი ფორმით, გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით ან მისი ცალკეული ნაწილების სახით რეალიზაციის გზით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმის შერჩევისას, გაკოტრების მმართველმა უნდა უზრუნველყოს ქონების იმ გზით რეალიზაცია, რომლიდანაც მოსალოდნელია უფრო მეტი თანხის ამოღება.

3. ანგარიშს რეალიზაციის ფორმის შერჩევის თაობაზე გაკოტრების მმართველი აქვეყნებს ამ კანონით დადგენილი წესით, რეალიზაციამდე სულ მცირე 10 დღით ადრე. კრედიტორი უფლებამოსილია, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების რეალიზაციის ალტერნატიული გზის შეთავაზებით, რომელიც კრედიტორთა ერთობლიობისთვის უფრო მომგებიანი იქნება. გადაწყვეტილებას რეალიზაციის ფორმის თაობაზე იღებს გაკოტრების მმართველი.

 

მუხლი 102. აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

1. თუ ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი უფრო მეტი თანხის ამოღება, გაკოტრების მმართველი ქონების რეალიზაციას ახორციელებს აუქციონის გზით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება შეიძლება გაიყიდოს აუქციონის გზით, გარდა ფინანსური გირაოს საგნისა, რომლის რეალიზაცია ხორციელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების აუქციონზე გაყიდვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

4. აუქციონი ტარდება იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესებისა.

5. აუქციონის ხანგრძლივობა (აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო) არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ბრძანებით უფრო მცირე დრო არ არის დადგენილი.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. მომსახურების საფასური გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება.

7. დაუშვებელია აუქციონში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვა ან სხვა შეზღუდვების დაწესება, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. აუქციონის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

9. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი განისაზღვრება ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ქონების საბაზრო ღირებულების 75%-ით. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია და ქონების საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და მიმართვას დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის საბანკო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა იმ კრედიტორს, რომლის მიმართვასაც თან ერთვის ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია და სხვა კრედიტორთა მიმართვაზე უფრო ადრეა რეგისტრირებული.

10. თუ პირველ აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით არ მოხდა ქონების საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონის გამართვისას მიეთითება, რომ აუქციონი მეორედ ტარდება. მეორე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი ამ ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ს შეადგენს, გარდა იმ შემთხევევისა, თუ პირველი აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მოითხოვს საწყისი ფასის არაუმეტეს 65%-მდე გაზრდას.

11. თუ მეორე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, მეორე აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მესამე აუქციონი. მესამე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემევალი ქონების საწყისი ფასი შეადგენს მეორე აუქციონის საწყისი ფასის ნახევარს.

12. თუ მესამე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, სასამართლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნებს შეთავაზებას ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონება საკუთრებაში გადაეცემა იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების თაობაზე. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის 104-ე მუხლის შესაბამისად. კრედიტორების წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მათი მოთხოვნების პროპორციულად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არცერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება გადაეცემა პარტნიორებს მათი წილის პროპორციულად, ხოლო კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარებს, მათი წილის პროპორციულად.

 13. თუ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონება რეგისტრირებული არ არის მოვალის საკუთრებად, გაკოტრების მმართველი აუქციონის გამოცხადებამდე ამ ქონების რეგისტრაციის მიზნით მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში, გაკოტრების მმართველი მიმართავს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ასეთის არარსებობისას – სასამართლოს ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ასეთი მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველია.

14. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო როდესაც ქონების ფასი 1 მილიონ ლარს აღემატება – აუქციონის დასრულებიდან 20 დღის ვადაში, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

15. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილ ვადებში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც განმეორებით აუქციონად არ ჩაითვლება.

16. შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით ქონების ნატურით მიმღების, საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად, ქონებაზე არსებული ყველა ყადაღა, აგრეთვე სანივთო და ვალდებულებითი უფლება უქმდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანივთო და ვალდებულებითი უფლების შენარჩუნება პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, რის შესახებაც უნდა მიეთითოს აუქციონის ჩატარების შესახებ შესაბამის ინფორმაციაში.

 

მუხლი 103. გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში გადახდისუუნარობის მასიდან ფულადი თანხების განაწილება

გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია, გაკოტრების რეჟიმის დასრულებამდე ნებისმიერ დროს, დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები ამ კანონის 104-ე მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მომენტისათვის მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების ან/და გადახდისუუნარობის მასის ნაწილ-ნაწილ რეალიზაციით მიღებული თანხებიდან.

 

მუხლი 104. განაწილების წესი

1. მოვალის გაკოტრების შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასის განაწილება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) გაკოტრების რეჟიმის ხარჯები:

ა.ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავით განსაზღვრული პროცესის ხარჯები;

ა.ბ) გაკოტრების მმართველის ანაზღაურება;

ა.გ) საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში წარმოშობილი შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ხარჯები, ქონების მართვის ხარჯი, ასევე მმართველის გადაწყვეტილებით შესყიდული სხვადასხვა პროფესიული მომსახურების ხარჯები;

ბ) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;

გ) კრედიტორთა ჯგუფები შემდეგი რიგითობით:

გ.ა) პრეფერენციული მოთხოვნები;

გ.ბ) პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნები;

გ.გ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე წარმოშობილი გადასახადების თანხა, რომლებსაც არ მოიცავს ამ პუნქტის სხვა ქვეპუნქტები;

გ.დ) მოთხოვნები, რომელიც წარმოშობილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე არსებულ ვალდებულებებზე დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის სახით, ადმინისტრაციული ჯარიმები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან გამომდინარე სხვა ფულადი ვალდებულებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დარიცხული ჯარიმები/საურავები;

გ.ე) არაპრივილეგირებული მოთხოვნები;

გ.ვ) კორპორაციული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებები (დივიდენდის გადახდის, აქციათა გამოსყიდვის ან შენატანის დაბრუნების ვალდებულებები).

2. გადახდისუუნარობის მასის განაწილება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით. კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ ყველა იმ კრედიტორის შეთანხმებით სხვა ცვლილება არ არის გათვალისწინებული, რომელთან მიმართებაშიც გავლენას იქონიებს ამგვარი ცვლილება.

 3. საწარმოს გაკოტრების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი თანხა ნაწილდება მოვალის პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 4. ნებისმიერ კრედიტორს, მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ, უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ჯგუფის კრედიტორებთან შედარებით უპირატესი დაკმაყოფილება. ამისათვის საჭიროა ყველა იმ კრედიტორის თანხმობა, რომლებთან თანასწორადაც აღნიშნულ კრედიტორს უნდა მიეღო დაკმაყოფილება, აგრეთვე ყველა იმ კრედიტორის თანხმობა, რომლებთან თანასწორადაც იგი ითხოვს დაკმაყოფილებას.

 

მუხლი 105. უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესი

1. პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს გაკოტრების მმართველს უზრუნველყოფილი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზით რეალიზაციის მოთხოვნით. გაკოტრების მმართველი უზრუნველყოფს ქონების რეალიზაციას პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა აღემატება პირველი რიგის კრედიტორის მოთხოვნას, ნამეტი თანხით დაკმაყოფილდება ამავე ნივთზე რეგისტრირებული ყოველი მომდევნო რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო დარჩენილი თანხა მიიმართება გადახდისუუნარობის მასაში.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციის გზით ამონაგები თანხით დაკმაყოფილება მოხდება უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად.

4. იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც ვერ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის ამ მუხლის შესაბამისად რეალიზაციის გზით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი აისახება არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.

 

მუხლი 106. გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა და დასრულება

1. გაკოტრების საქმის წარმოება ფაქტობრივად სრულდება გაკოტრების მმართველის მიერ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით ამონაგები თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

2. გაკოტრების რეჟიმი შეწყდება, თუ სასამართლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად გააუქმებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას.

3. ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 დღისა, ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებს და სასამართლოს. ანგარიში უნდა შეიცავდეს მოცემული საქმის წარმოების ფარგლებში კანონით დადგენილი მიზნების მიღწევის თაობაზე დასაბუთებას.

4. გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონება გაიყიდა მოქმედი საწარმოს სახით და მისი შემძენი საწარმოს პარტნიორად დარეგისტრირდა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

 5. თუ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მოვალეს და რომლის შესახებაც მანამდე ცნობილი არ იყო, სასამართლო ამის თაობაზე აცნობებს ყველა იმ კრედიტორს, რომელთა მოთხოვნებიც სრულად არ დაკმაყოფილებულა გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ყველა კრედიტორის ინფორმირება ან ასეთ კრედიტორთა რაოდენობა 15-ს აღემატება, სასამართლო აქვეყნებს ამ ინფორმაციას ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც სრულად არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია, აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან/გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 102-ე მუხლით დადგენილი წესით ქონების რეალიზაციას, ხოლო ქონების რეალიზაციით მიღებულ თანხას სასამართლო გაანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც დადგენილ ვადაში დააყენეს საკუთარი მოთხოვნები, მათი რიგითობის შესაბამისად. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდება, ან კრედიტორი უარს იტყვის ქონების ნატურით მიღებაზე, ქონება განაწილდება მოვალის პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად.

 

მუხლი 107. გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსია

1. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

2. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნის შესახებ გაკოტრების მმართველის განცხადებასთან ერთად, კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ასევე წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადების შეტანის თარიღის მდგომარეობით გაკოტრების რეჟიმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გაკოტრების მმართველის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, გაკოტრების მმართველის დანიშვნის თარიღი;

ბ) ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც იქნა შესაფერისად მიჩნეული რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით განცხადების წარდგენა;

გ) სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, გაკოტრების მმართველის აზრით, ხელს შეუწყობს სასამართლოს კონვერსიის საკითხის გადაწყვეტაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს რეაბილიტაციის განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისთვის ამ კანონით დადგენილი პროცედურებით, მათ შორის წყვეტს მორატორიუმთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

თავი XI

სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე

 

მუხლი 108. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის მიმართ მოქმედი წესები

სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის მიმართ გამოიყენება ამ კანონით განსაზღვრული წესები, ამ თავით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 109. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭება

1. მოვალეს სპეციალური რეჟიმის სტატუსს ანიჭებს სასამართლო საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. სტატუსის მინიჭება შესაძლებელია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

2. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭებისას სასამართლო აფასებს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის არსებითი ზიანის მიყენების რისკებს, რომელიც შესაძლებელია გამოიწვიოს მოვალის საქმიანობის შეჩერებამ/შეწყვეტამ ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელებამ.

3. მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას სასამართლო განიხილავს 5 დღის ვადაში და გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.

4. თუ საქმის წარმოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ აღარ არსებობს ის საფუძვლები, რომელიც გახდა მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭებაზე განჩინების მიღების საფუძველი, სასამართლოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის ინიციატივით, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული, მოვალეს მოუხსნას სპეციალური რეჟიმის სტატუსი. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მოხსნამდე სასამართლო მოუსმენს იმ პირს, ვისი განცხადების საფუძველზეც მოვალეს მიენიჭა სპეციალური რეჟიმის სტატუსი.

 

მუხლი 110. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაცია

1. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაცია ხორციელდება ერთიანი კომპლექსის სახით ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც ხელს არ უშლის მისი საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას.

2. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, დაუშვებელია მისი შემძენის საქმიანობის პროფილის შეცვლა. შემძენი იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს იგივე საქმიანობა, რასაც გაკოტრებული მოვალე ეწეოდა.

3. გაკოტრების მმართველს შეუძლია ქონების რეალიზაციისას დაადგინოს სხვა ისეთი პირობები, რომელიც მიზნად ისახავს მოვალის საქმიანობის პროფილის შენარჩუნებასა და უზრუნველყოფას, რის შესახებაც უნდა მიეთითოს ქონების რეალიზაციამდე, პოტენციური შემძენის სრულად ინფორმირების მიზნით.

 

თავი XII

საერთაშორისო გადახდისუუნარობა

 

მუხლი 111. უძრავ ნივთთან დაკავშირებული ხელშეკრულება

ამ კანონის შესაბამისად მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ისეთ ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომელიც შეეხება უძრავი ქონების მიმართ სანივთო უფლებას ან უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას, მოქმედებს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მდებარეობს უძრავი ნივთი.

 

მუხლი 112. შრომითი დასაქმების რეგულირება

ამ კანონის შესაბამისად მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში წამოჭრილი შრომით სამართლებრივი, მათ შორის, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც არეგულირებს შესაბამის შრომით სამართლებრივ ურთიერთობას.

 

მუხლი 113. გაქვითვა

კრედიტორის გაქვითვის უფლებაზე გავლენას არ ახდენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა, თუ მოვალის მოთხოვნის მიმართ მოქმედი სამართლის შესაბამისად, კრედიტორი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის დროს გაქვითვაზე უფლებამოსილი იყო.

 

მუხლი 114. კრედიტორის უფლებების განხორციელება

1. ყოველ კრედიტორს შეუძლია თავისი მოთხოვნების ერთდროულად რეგისტრაცია/დადგენა ერთი მოვალის მიმართ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებებში.

2. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია, მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმის კრედიტორთა რეესტრში აღრიცხული მოთხოვნა ასევე დაარეგისტრიროს იმავე მოვალის მიმართ უცხო ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის ფარგლებში, თუ ასეთ რეგისტრაციას ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა. კრედიტორი უფლებამოსილია თავიდანვე უარი თქვას ან მოგვიანებით გაიხმოს ამგვარი რეგისტრაცია.

3. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია, კრედიტორის სახელით ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უცხო ქვეყანაში რეგისიტრებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ თავად კრედიტორი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

 

მუხლი 115. კრედიტორის მიერ მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულება

1. თუ საქართველოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილე კრედიტორი, თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გადახდისუუნარობის მასის იმ აქტივების ხარჯზე აღსრულების განხორციელების გზით, რომელიც საქართველოში არ მდებარეობს, აგრეთვე მოვალის მიერ გადახდით ან სხვაგვარად მიიღებს რაიმე სარგებელს, მან მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა გადასცეს მიღებული. ამ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმები.

2. საქართველოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილე კრედიტორი ვალდებულია მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, მოთხოვნისამებრ, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ ნებისმიერი სახის დაკმაყოფილების მიღების თაობაზე.

 

მუხლი 116. საზღვარგარეთ გახსნილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ცნობა

1. უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას ან/და კრედიტორებს, ცნობილი უნდა იქნეს საქართველოში უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისთვის „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. გარდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი საფუძვლებისა, უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა დაუშვებელია, როდესაც ამგვარი ცნობა გამოიწვევს ისეთ შედეგს, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფუნდამენტურ მიზნებსა და პრინციპებს.

 

მუხლი 117. უცხოური საწარმოს გაკოტრება

1. ამ მუხლის მიზნებისთვის, არარეგისტრირებული საწარმო ნიშნავს უცხო ქვეყნის ნებისმიერ სამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო იურიდიული პირი ან მისი ფილიალი. არარეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის პროცედურებთან მიმართებაში გამოიყენება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც რეგისტრირებულია ასეთი სამეწარმეო იურიდიული პირი.

2. ნებისმიერი არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე. საქართველოს სასამართლოს იურისდიქციის განსაზღვრის მიზნებისთვის, არარეგისტრირებული საწარმო საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოდ ჩაითვლება, თუ მისი მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია ან ის ფლობს ქონებას საქართველოში. გაკოტრების წარმოების მიზნებისთვის, ასეთი საქმიანობის ძირითადი ადილი ან ქონების მისამართი ამ საწარმოს რეგისტრირებულ მისამართად ჩაითვლება.

3. თუ არარეგისტირებული საწარმოს მიმართ რეგისტრაციის ქვეყანაში მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საზღვარგარეთ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა არ გამორიცხავს საქართველოში განცალკევებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას ამ მუხლის შესაბამისად.

4. განცალკევებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას არარეგისტრირებული საწარმოს ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე. ამასთან, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, თუ მოვალეს არ გააჩნია რეგისტრირებული ფილიალი ან მისამართი საქართველოში, ტერიტორიული (ადგილობრივი) გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია ტერიტორიული (ადგილობრივი) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ, კერძოდ, თუ სავარაუდოა, რომ საზღვარგარეთ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესით მისი მდგომარეობა გაუარესდება. განსაკუთრებული ინტერესის არსებობის დასაბუთების ვალდებულება განმცხადებელ კრედიტორს ეკისრება.

5. არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრება ამ კანონის შესაბამისად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მისი გადახდისუუნარობა ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად.

6. საზღვარგარეთ რეგისტრირებული საწარმო, რომელიც საქართველოში ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, შეიძლება გაკოტრდეს ამ კანონის საფუძველზე, როგორც არარეგისტრირებული საწარმო, მაშინაც, თუ რეგისტრაციის ქვეყანაში განხორციელდა მისი ლიკვიდაცია, რეესტრიდან ამოიშალა ან სხვაგვარად შეწყვიტა არსებობა.

7. არარეგისტრირებული საწარმოს მიმართ ამ თავის დებულებების გამოყენება არ ზღუდავს გაკოტრების რეჟიმთან დაკავშირებით ამ კანონის სხვა დებულებების გამოყენებას.

8. სასამართლო ან/და გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია, არარეგისტრირებული საწარმოს მართვის მიზნით, მის მიმართ განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საწარმოს მიმართ.

 

თავი XIII

პროცესის ხარჯები

 

მუხლი 118. სახელმწიფო ბაჟი

1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10000 ლარისა. ბაჟის გამოთვლა ხდება გადახდისუუნარობის მასის განსაზღვრის ეტაპზე. თუ საქმის მსვლელობისას გადახდისუუნარობის მასა ერთზე მეტჯერ შეფასდა, ბაჟი ბოლო შეფასების მიხედვით გამოითვლება.

2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას მოვალე არ იხდის სახელმწიფო ბაჟს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ბაჟის თანხა, მისი გამოთვლის შემდეგ, საპროცესო ხარჯების რიგში თავსდება და მისი დაფარვა, გაკოტრების შემთხვევაში, მოხდება გადახდისუუნარობის მასიდან, ხოლო რეაბილიტაციის შემთხვევაში – რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას კრედიტორი იხდის სახელმწიფო ბაჟს მისი მოთხოვნის ღირებულების 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და:

ა) არაუმეტეს 5000 ლარისა, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია;

ბ) არაუმეტეს 10000 ლარისა, თუ განმცხადებელი იურიდული პირია.

4. კრედიტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს საპროცესო ხარჯს და მისი ანაზღაურება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით. თუ კრედიტორის მიერ გადახდილი ბაჟი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადასახდელ ბაჟზე ნაკლებია, სხვაობა გადახდისუუნარობის მასიდან დაიფარება. თუ კრედიტორის მიერ გადახდილი ბაჟი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადასახდელ ბაჟზე მეტია, სხვაობა ექვემდებარება კრედიტორისათვის დაბრუნებას.

5. რეგულირებული შეთანხმების შესახებ შეთავაზების წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარს შეადგენს, რომელსაც განმცხადებელი იხდის განცხადების შეტანასთან ერთად. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ რეგულირებული შეთანხმება დამტკიცდა და შესრულდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების საფუძველზე მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში.

6. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ კრედიტორის განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი, მას უკან დაუბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

7. თუ განმცხადებელმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გაიხმო განცხადება, მას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად დაუბრუნდება.

8. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მუხლი 119. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობის ანაზღაურების წესი

1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასამართლო ამტკიცებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისთვის გადასახდელ გონივრული ანაზღაურების ოდენობას მის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოდების პროცესში გაწეული მომსახურებისთვის, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაღებული საჭირო ხარჯების ანაზღაურების წესს. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება.

2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულებამდე სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს მისაღები ანაზღაურების შესახებ, რომელშიც ამომწურავად უნდა იყო აღწერილი მის მიერ გაწეული ყველა მომსახურება და შესაბამისი საფასური.

3. სასამართლო უფლებამოსილია:

ა) შეამციროს მოთხოვნილი ანაზღაურება, თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვერ ასაბუთებს მის გონივრულობასა და საჭიროებას;

ბ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი ანაზღაურება განსაზღვროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილზე მეტი ოდენობით, თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი დაასაბუთებს მის მიერ დამატებით გაწეული მომსახურების საჭიროებასა და გონივრულობას;

გ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შუამდგომლობის საფუძველზე, დაადგინოს მისთვის ავანსის სახით წინასწარ გადასახდელი თანხის გადახდა, ან უკვე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს საბოლოო ანაზღაურების ოდენობის ნახევარს.

4. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს მომსახურების შინაარსსა და მოცულობას და ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:

ა) მომსახურებაზე დახარჯული დრო;

ბ) მომსახურებისათვის განსაზღვრული ტარიფები;

გ) იყო თუ არა მომსახურება აუცილებელი საქმის წარმოებისათვის;

დ) იყო თუ არა მომსახურება გაწეული გონივრულ ვადაში – პრობლემის, საკითხის ან დავალების არსის, სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით;

ე) არის თუ არა ანაზღაურება გონივრული იმავე ტიპისა და ხარისხის (იმავე დონის პროფესიონალის მიერ გაწეული) მომსახურებისთვის დადგენილ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით.

5. სასამართლო არ დაამტკიცებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, თუ:

ა) დაადგენს, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევა არ იყო აუცილებელი საქმის წარმოებისთვის, ან მისი მოცულობა არ მიიჩნევა გამართლებულად;

ბ) ხარჯის გაწევამდე არსებობდა საფუძველი გონივრული ვარაუდისთვის, რომ გადახდისუუნარობის მასისთვის მომსახურება არ მოიტანდა სარგებელს.

6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისთვის განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების ჯამური ოდენობა, მათ შორის, რამდენიმე მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესრულებული ვალდებულებების ოდენობის მიხედვით, რა დროსაც შესრულებული ვალდებულებების ოდენობად:

ა) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში მიიჩნევა რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრული ჯამური თანხის ოდენობა;

ბ) გაკოტრების შემთხვევაში მიიჩნევა ჯამურად ამონაგები თანხა.

7. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისთვის განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების ჯამური ოდენობა, მათ შორის, რამდენიმე მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) 5000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 30%-ისა;

ბ) 5000 ლარიდან 50000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 20%-ისა;

გ) 50000 ლარიდან 500000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 10%-ისა;

დ) 500000 ლარიდან 2000000 შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 5%-ისა;

ე) 2000000 ლარიდან 5000000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 3%-ისა;

ვ) 5000000 ლარზე მეტი ოდენობით შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 1%-ისა.

8. მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ანაზღაურება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის მასის ღირებულების თითოეული ნიშნულისთვის დამოუკიდებლად გამოითვლება და ჯამდება.

 

თავი XIV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 120. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირები, რომლებსაც შესრულებული აქვთ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მმართველის ფუნქციები, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებად ჩაითვლებიან და უფლება აქვთ განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი პირები განახორციელებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის უფლებამოსილებებს, თუ ისინი დააკმაყოფილებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციისათვის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

მუხლი 121. კანონის მოქმედების გავრცელება მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეებზე

1. ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებზეც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი იქნება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაგრძელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 122. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული ნორმატიული აქტების დამტკიცება.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის სრულად ამოქმედებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნა და ფუნქციონირება.

3. ამ კანონის სრულად ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მუხლი 123. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–121-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–121-ე მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 

 საქართველოს პრეზიდენტი                                                 სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

გადახდისუუნარობის ეფექტიანი კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. მოქნილი მექანიზმების არსებობას და პროცესის განჭვრეტადობას ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომი საწარმოს ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში სახელმწიფოს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობაც, შექმნას იმგვარი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და ხელს შეუწყობს ფინანსური სირთულეების პერიოდში საწარმოს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

საკითხის ირგვლივ მაღალი ინტერესის გამო არაერთი კვლევა ჩატარდა არსებული ხარვეზების გამოსავლენად, მათ შორის, 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს თხოვნითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით „სამართლისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში გადახდისუუნარობის არსებული სისტემა შეაფასეს გერმანელმა მოსამართლეებმა და რეკომენდაციები წარუდგინეს იუსტიციის სამინისტროს. ამ შეფასების შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ეკონომიკა მოითხოვს მკაფიო და ნათელ წესებს ბაზარზე შესვლისა (საწარმოთა დაფუძნება) და ბაზრიდან მოწესრიგებული გასვლის (საწარმოთა დახურვა და ლიკვიდაცია) შესახებ; წლების განმავლობაში კანონის მოქმედებამ აჩვენა, რომ მიუხედავად სხვადასხვა დროს მასში შეტანილი ცალკეული ცვლილებებისა, კანონში დარჩა გაურკვევლობები და წინააღმდეგობები. ექსპერტების მიერ განხორციელებული კანონის კრიტიკული ანალიზიდან, ასევე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებთან, მოსამართლეებთან, ადვოკატებსა და მეწარმეებთან საუბრებიდან და გაკოტრების საქმის წარმოების თანამედროვე პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოვლინდა ამ სფეროში ძირეული რეფორმის გატარების აუცილებლობა.

2015 წელს იუსტიციის სამინისტროს თხოვნით ქართული გადახდისუუნარობის სისტემის შეფასება განახორციელა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტმა „მმართველობა განვითარებისათვის“, რომლის მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველოში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს ფინანსური პრობლემის გადასაჭრელად ხშირად არ იყენებენ, რაც ზოგადად გამოწვეულია იმ სტიგმით, რომელიც ჯერ კიდევ თან სდევს გადახდისუუნარობის ინსტიტუტს. ამასთან, არსებული კანონი უარყოფით ზეგავლენას ახდენს კრედიტორებს შორის მთავარ, უზრუნველყოფილ კრედიტორთა უფლებებზე, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებებს დიდწილად იგნორირებას უკეთებს; კანონი არ არის სათანადოდ მოქნილი იმისათვის, რათა რეაბილიტაცია სასარგებლო სტრატეგია გახდეს როგორც მოვალეების, ისე კრედიტორებისათვის. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ფინანსური სირთულეების წინაშე მდგომი კომპანიების მენეჯერები და დირექტორები შეიძლება მეტად იყვნენ მონდომებულნი, გამოიყენონ გადახდისუუნარობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, თუკი სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფდა სათანადო წამახალისებელი ფაქტორების არსებობას დროული ინტერვენციის წასახალისებლად.

განხორციელებული შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი გადახდისუუნარობის არსებული სისტემა შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეკონომიკურ სისუსტეებს. გადახდისუუნარობის სისტემის სამართავად საჭიროა უფრო ძლიერი პოლიტიკის გატარება, რათა საქართველოში არსებული კომპანიების ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნას მეტად ეფექტიანი გარემო. პროექტის ექსპერტთა რეკომენდაციით, თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება და მიზანი გადახდისუუნარობის ეროვნული სისტემის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოებისაკენ არის მიმართული, ამისათვის საჭიროა მოქმედი კანონის არსებითად შეცვლა ან სრულიად ახალი კანონის შემუშავება.

2016 წელს საქართველოში გადახდისუუნარობის სისტემა ასევე შეაფასა გერმანიის ეკონომიკურმა გუნდმა, რომლის დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ქართული გადახდისუუნარობის კანონმდებლობა უფრო მეტად ორიენტირებულია მოვალის სწრაფ გაკოტრებაზე, საქმისწარმოების მთელი რიგი მნიშვნელოვანი ასპექტები ბუნდოვანი ან სრულად დაურეგულირებელია და სხვ. სიღრმისეული ეკონომიკური კვლევა ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის არაეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო ცალსახა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე; ექსპერტთა მოსაზრებით, საქართველოს გადახდისუუნარობის მარეგულირებელი ახალი საკანონმდებლო აქტი ესაჭიროება.

გარდა ზემომითითებული კვლევებისა, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო მონაწილეობდა არაერთ ფართომასშტაბიან შეხვედრაში, რომელიც გადახდისუუნარობის სფეროში არსებული პრობლემების განხილვასა და რეკომენდაციებზე მსჯელობას ეძღვნებოდა და სადაც ფაქტობრივად ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა იყო უზრუნველყოფილი. აღნიშნული შეხვედრების შედეგად, თავი მოიყარა მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციამ არსებული ხარვეზების თაობაზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის, მათ შორის, სასამართლოს, ადვოკატების, გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველების პერსპექტივიდან იყო დანახული. შედეგად, უდავოა, რომ კანონი სრულყოფილად არ აწესრიგებს მისი რეგულირების სფეროში შემავალ ურთიერთობებს და ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს პრაქტიკაში წამოჭრილ პრობლემებს, დატვირთულია არაეფექტიანი ინსტიტუტებით, რომლებიც სათანადოდ ვერ ახორციელებენ თავიანთ ფუნქციებს, პროცესისაგან ფაქტობრივად ჩამოშორებული არიან ისეთი კრედიტორები, რომლებზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და სხვ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით უგულებელყოფილია ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტების ბუნება, როგორიცაა უზრუნველყოფის საშუალება და უზრუნველყოფილ კრედიტორთა რიგითობა; სასამართლოს როლი ცალკეულ შემთხვევებში დაკნინებულია და მხოლოდ გადაწყვეტილებათა ფორმალურად დამტკიცებით შემოიფარგლება; არ არსებობს პროცესის სწორად წარმართვისთვის საჭირო მოქნილი მექანიზმები და სხვ. დასახელებულ ნაკლოვანებათა არსებობას ასევე ადასტურებს, ერთი მხრივ, სასამართლოსთვის მიმართვიანობის დაბალი დონე, მეორე მხრივ, ის სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მაგალითად, 2016 წელს გახსნილი 41 გადახდისუუნარობის საქმის წარმოებიდან რეაბილიტაციით დასრულად მხოლოდ 2 საქმე, ხოლო 2017-2018 წლებში რეაბილიტაციის მაჩვენებელი ნულია შესაბამის წლებში მიმდინარე 25 და 8 საქმიდან. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 1 ივნისის მდგომარეობით გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა 19 სუბიექტის მიმართ და გადახდისუუნარობის რეჟიმად არცერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული რეაბილიტაცია [1].

ზემოაღნიშნული არგუმენტები ცხადყოფს, რომ არსებული ვითარების ხელშესახებად შესაცვლელად საჭიროა ამ სფეროში კომპლექსური საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება და უფრო დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული რეგულაციების შემუშავება, რომლებიც მაქსიმალურად დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამ მიზნით მომზადდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც კრედიტორთა ინტერესების დაცვას, რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმების შემოღებას, საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს როლის გაზრდას, პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნისა და სამართლიანი დარეგულირების მიზნებს ემსახურება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ე.წ. სასამართლოსმიღმა პროცედურას, როგორც ფინანსური სირთულეების გადალახვის ალტერნატიულ გზას, რაც მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. გარდა სიღრმისეული შინაარსობრივი ტრანსფორმაციისა, ცვლილება კანონის სახელწოდებასაც შეეხება, რაც კვლავ მოქმედი კანონმდებლობის თანმდევი სტიგმის უგულებელყოფას უკავშირდება.

კანონპროექტზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს დაიწყო. სამინისტროს ინიაციატივით და „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის” ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერითა და მონაწილეობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე გადახიდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში უშუალოდ მონაწილე პრაქტიკოსი იურისტები. დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პროექტების (GIZ, USAID, CLDP) ხელშეწყობით კანონპროექტზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერა.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჯგუფის მიერ მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაო ჩატარდა. შესწავლილ იქნა გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) „გადახდისუუნარობის კანონის საკანონმდებლო სახელმძღვანელო”, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „ეფექტიანი გადახდისუუნარობისა და მოვალის და კრედიტორთა უფლებების დაცვის პრინციპები“, ასევე გერმანიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოთა გადახდისუუნარობის კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში განხორცილებული რეფორმები. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში, სადაც შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ მოსამართლეებთან, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებსა და ადვოკატებთან. დაგროვილი ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც არ წარმოადგენს ერთი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის პირდაპირ ანალოგს, არამედ უფრო მეტად არის სისტემათა საუკეთესო მიგნებების კომბინაცია, რომელიც მორგებულია ქართულ რეალობას.

იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტის საჯარო განხილვა 2018 წლის ივნისში დაიწყო. პროექტი გასაცნობად და მოსაზრებების წარმოსადგენად გაეგზავნა ყველა დაინტერსებულ პირსა და ორგანოს: ინვესტორთა საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციას, ბიზნესასოციაციას, ბანკების ასოციაციას, სასამართლოს, პარლამენტს, მთავრობის ადმინისტრაციას, ბიზნესომბუდსმენს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გაიმართა არაერთი შეხვედრა მიზნობრივ ჯგუფებთან, სადაც მოწვეულ პირებს მიეცათ საკითხის ირგვლივ შეკითხვების დასმისა და მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. წარდგენილი კანონპროექტი მოქმედ კანონთან შედარებით არსებით გაუმჯობესებად და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა განხილვებში მონაწილე პირთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

ზემომითითებული უწყებების/ასოციაციების წამომადგენელთა მიერ შემუშავებული წერილობითი მოსაზრებები დეტალურად გაანალიზდა სამუშაო ჯგუფის მიერ, მათი ნაწილი კი გაზიარებულ იქნა და აისახა კანონპროექტის განახლებულ რედაქციაში. ამდენად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარმოადგენს სათანადო განხილვების შედეგად შეჯერებულ პროდუქტს, რომლის შექმნის პროცესშიც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით კანონპროექტის ირგვლივ განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment), რომლის შედეგებიც იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის პირველ ოქტომბერს წარედგინა. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ფარგლებში განხილულ იქნა მოქმედების ორი შესაძლო ვარიანტი: 1) არსებული კანონმდებლობის უცვლელად დატოვება; 2) პოლიტიკის სცენარი, რომელშიც კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა დებულება მტკიცდება ისე, როგორც ეს კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს. წარმოდგენილ ანგარიშში ორივე ვარიანტი შეფასებულია სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის გამოყენებით: ანტიკორუფციული რისკების თვალსაზრისით, საერთაშორისო რეიტინგების ინდიკატორებზე დაყრდნობით, კონკრეტული მაგალითის კვლევის საფუძველზე, გაეროს 2030 დღის წესრიგთან მიმართებით და სხვ.

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში ექსპერტები შემდეგ ძირითად დასკვნებს აკეთებენ:

შემუშავებული კანონპროექტი არის თანამედროვე, კარგად ჩამოყალიბებული, გამჭვირვალე და ეკონომიკურად ჯანსაღი საკანონმდებლო აქტი. კანონპროექტში გათვალისწინებულია ამ სფეროში მოქმედი თითქმის ყველა სახელმძღვანელო პრინციპი. ყველაზე დიდ ცვლილებას და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფილოსოფიის სრულიად შეცვლა – ამიერიდან მოვალის საწარმოს რეაბილიტაცია, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს, არის გადახდისუუნარობის ყველა ღონისძიების ამოსავალი წერტილი; ფასდაუდებელია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ახალი პროფესიის შემოღება და მისი სავალდებულო ჩართულობა ნებისმიერი კატეგორიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში; კრედიტორების როლი მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული, მოქმედ კანონთან შედარებით, კრედიტორთა რიგითობა უფრო სამართლიანად განისაზღვრება და სხვ. კანონპროექტით ისეთი მექანიზმების გათვალისწინება, როგორიცაა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შემთხვევითობის პრინციპით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევა, მისი საქმიანობის ანაზღაურების ზედა ზღვრის კანონით დარეგულირება, საწარმოს გაკოტრების/რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მიღება – მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია კორუფციული რისკების შემცირების თვალსაზრისით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს რეიტინგი მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების ანგარიშში“ აუცილებლად გაუმჯობესდება[2].

რეგულირების ზეგავლენის ანგარიშში განხილულია ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შორის კორელაცია. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩო უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის. ფინანსური ბაზრები კი, თავის მხრივ, ეკონომიკური პროგრესის უმნიშვნელოვანესი კატალიზატორია. ექსპერტთა გათვლებით, რეფორმას არაერთი მიმართულებით ექნება ეკონომიკური გავლენა. ემპირიული ლიტერატურით, რომელიც სწავლობს ურთიერთობას სამართლებრივ გარემოსა და ეკონომიკურ შედეგებს შორის, დადგენილია, რომ ამ ორს შორის მყარი კავშირი არსებობს. კერძოდ, ძლიერი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სისტემები და კრედიტების დაცვა ზოგადად, იწვევს კაპიტალისა და კრედიტების ბაზრების განვითარებას, აუმჯობესებს საწარმოების ფინანსური პირობებს, ხელს უწყობს მეწარმეობას და საწარმოების დაფუძნებას და საბოლოოდ, მას ხელსაყრელ მაკროეკონომიკურ შედეგებამდე მივყავართ. გამოთვლების თანახმად, საკანონმდებლო ჩარევამ ქვეყნის მშპ შეიძლება 0.5%-იდან 6.13%-მდე, დასაქმება კი 0.3%-დან 4.08%-მდე გაზარდოს, იმ დაშვებით, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ვადები დაცული იქნება და პროცედურები შესრულდება.

ექსპერტთა საბოლოო დასკვნის თანახმად, მოქმედების განხილულ ორივე ვარიანტს აქვს გარკვეული უპირატესობა. თუმცა, მეორე ვარიანტი აშკარად გადაწონის პირველს და პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული.[3]

ა.ა.) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დაცვის გარანტიები. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება, ვინაიდან კომპანიის ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში რეაბილიტაციის ალბათობა ბევრად მაღალია. კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში არსებული ის ხარვეზები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას – ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება საწარმოთა გაკოტრების მაჩვენებელზე. კანონპროექტი უზრუნველყოფს პროცესში მონაწილე პირთა თანასწორუფლებიანობას, მათი უფლებების აღსრულების მექანიზმების გაჩენას და ამ მიმართულებით სასამართლოს როლის გაზრდას. ამასთან, პროექტით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის“ პროფესია, რომლის რეგულირების შემოთავაზებული მექანიზმი რეაბილიტაციისა და გაკოტრების მმართველთა კვალიფიციურობის ხარისხისა და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების სტანრდარტის ზრდას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიზნების მიღწევა, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება „გადარჩენილ საწარმოთა“ რაოდენობაზე.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაუახლოვდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეფექტიანი გადახიდსუუნარობის სისტემის დანერგვა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინვესტიციების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. გარდა ამისა, მოსალოდნელია ფინანსური ბაზრის გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური კეთილდღეობის განმაპიროებებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, მოსალოდნელია საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების ანგარიშში“ (Doing Business), რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

თავი I. ზოგადი დებულებები

კანონპროექტის პირველი მუხლით ახლებურად ყალიბდება კანონის მიზანი და მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ნაცვლად, კანონის მიზნად მკაფიოდ განისაზღვრება კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება. მიუხედავად კანონის მთავარი მიზნისა, დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნები, მთელ კანონს ლაიტმოტივად გასდევს საწარმოს რეაბილიტაციის უპირატესობა გაკოტრებაზე, რომელი პრინციპის დაცვაც პროექტის პირველივე მუხლით გარანტირებულია. რაც შეეხება „კრედიტორთა კოლექტიურ დაკმაყოფილებას“, ასეთი ფორმულირება ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის კანონმდებლობა ინდივიდუალური აღსრულების მექანიზმის სახით არ მოქმედებს და მისი გამოყენება კრედიტორთა სიმრავლეს უკავშირდება.

კანონის მოქმედების ფარგლები იმგვარად განისაზღვრა, რომ ის არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირებისა და ამხანაგობების, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირებისა და ნებისმიერი სხვა მსგავსი წარმონაქმნის გადახდისუუნარობის საკითხს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ იურიდიული პირის სტატუსი, თუ ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და მათი მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია. ამავდროულად, მისი მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ასევე, ბანკებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხიც ცალკე კანონმდებლობით წესრიგდება.

კანონპროექტს შემოაქვს და საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიას – ამიერიდან რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველი, რეაბილიტაციის ზედამხედველი და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეიძლება იყოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომლის ავტორიზაციის წესი და პირობები იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შეირჩევა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საქმის წარმოებაში მიკერძოებული პრაქტიკოსის მონაწილეობის რისკებს, ასევე პროცესში პრაქტიკოს საქმიანობის მიკერძოებულად აღქმის საფრთხეებს.

რაც შეეხება უშუალოდ საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემას, ეს არის პლატფორმა, რომელიც როგორც მოვალეს, ისე კრედიტორს მისცემს შესაძლებლობას, ელექტრონულად გაეცნონ საქმეში არსებულ დოკუმენტებს, სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს, კრედიტორთა კრების, კრედიტორთა კომიტეტის, გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველის გადაწყვეტილებებსა და სხვა ინფორმაციას. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის განთავსება ჩაითვლება ოფიციალურ გამოქვეყნებად და ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება მისი სისტემაში განთავსების მომენტიდან. იმისათვის, რათა დამატებით იქნეს უზრუნველყოფილი კრედიტორთა და მესამე პირთა ინფორმირებულობა მოვალის მიმართ სასამართლოში შესაბამისი პროცესისა და რეჟიმის მიმდინარეობის შესახებ, ყველა საქმიან დოკუმენტზე, რომელიც გაიცემა მოვალის ან მმართველის მიერ, ან მათი სახელით, ასევე, რომელიც განთავსდება მოვალის ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს, რომ მოვალე იმყოფება გადახდისუუნარობის შესაბამის რეჟიმში.

თავი II. რეგულირებული შეთანხმება

რეგულირებული შეთანხმება ნოვაციაა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში და წარმოადგენს ე.წ. „სასამართლოსმიღმა პროცესს“ – საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეულ მოლაპარაკებებს მოვალესა და კრედიტორს შორის. ეს არის ალტერნატიული პროცედურა, რომელიც მოვალეს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს არსებითი ჩარევის გარეშე და ნაკლები დანახარჯებით გამონახოს ფინანსური სირთულეების დაძლევის გზები და მიაღწიოს შეთანხმებას კრედიტორებთან.

რეგულირებული შეთანხმება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში შემოღებული და დამკვიდრებული გადახდისუუნარობის პროცედურაა. მისი დაწყების აუცილებელი წინაპირობაა მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. პრაქტიკაში რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში კრედიტორთა მიერ მოვალის მართვა 2-დან 5 წლამდე გრძელდება. მსგავსი ფორმის ურთიერთკომპრომისული შეთანხმების საკანონმდებლო რეგულირება სხვა სისტემებშიც გვხვდება.

რეგულირებული შეთანხმების ერთადერთი უშუალო მიზანი მოვალე სუბიექტის გადარჩენაა, რაც გამორიცხავს მის ლიკვიდაციას, მაგალითად, მოვალის ბიზნესის, როგორც ერთიანი კომპლექსის, მიწოდების განხორციელებისას. სწორედ ეს რაციონალი შეიძლება ამართლებდეს კრედიტორების მხრიდან მასშტაბურ კომპრომისს, რის გამოც კრედიტორები მათი მოთხოვნების ერჯერადად დაკმაყოფილებას კონკრეტული სუბიექტის ბაზარზე შენარჩუნებას ამჯობინებენ.

თავი III. განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არის მოვალის მიმართ პროცესის სასამართლოს ზედამხედველობის მეშვეობით და კანონით მკაცრად გაწერილი პროცედურების გავლით წარმართვის გზა. განცხადებით განმცხადებელი სასამართლოსგან ითხოვს მოვალის მიმართ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის დაწყებას. აღნიშნული განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს პროცესით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს: მოვალეს, ნებისმიერ კრედიტორს, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, ასევე რეაბილიტაციისა და გაკოტრების მმართველებს – მხოლოდ რეჟიმის კონვერსიის მოთხოვნით.

თავი IV. განცხადების დასაშვებად ცნობა და მისი შედეგები

კანონპროექტის 47-ე მუხლი ადგენს ვადებს, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ უნდა იმსჯელოს განცხადების დასაშვებად ცნობაზე და მიიღოს განჩინება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განჩინების დასაშვებად ცნობის ან დასაშვებად ცნობაზე უარის შესახებ. აგრეთვე, საყურადღებოა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ კრედიტორის მიერ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში მოვალისათვის გზავნილის ჩაბარებას და საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლოს მიერ მოვალის პოზიციის მიღების შესაძლებლობას, გარდა საგამონაკლისო შემთვევისა. კანონპროექტი აღმოფხვრის ამ ხარვეზს და ნებისმიერ შემთხვევაში საშუალებას აძლევს მოპასუხეს, სასამართლოს წარუდგინოს თავისი პოზიცია გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის გადაწყვეტამდე.

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხს სასამართლო, როგორც წესი, წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც ემსახურება კანონის მიზნის მიღწევას, მოვალის ფინანსური სირთულეები გადაწყვეტილი იქნეს სწრაფად და თანმიმდევრულად. ამასთან, სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, დაადგინოს ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გარკვევას. კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის სამ საფუძველს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც განცხადება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული 5 სამუშაო დღის ვადაში; სასამართლო მიიჩნევს რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი; ასევე, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. თუკი არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად დააკმაყოფილებს მოვალის ქონება საპროცესო ხარჯებს, სასამართლო საკითხს წყვეტს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის განცხადების დაკმაყოფილების სასარგებლოდ.

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებებზე დაყრდნობით, დაუშვებელია.

ხაზგასასმელია, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, ახალი კანონი მთლიანად ორიენტირებულია რეაბილიტაციის უპირატესად გამოყენებაზე. ამ მიზნით იგი ითვალისწინებს წესს, რომლის მიხედვითაც სასამართლოში მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებას ენიჭება უპირატესობა გაკოტრების რეჟიმის დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებასთან შედარებით მაშინაც კი, თუ გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განცხადება უფრო ადრე იქნა შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო უპირველესად იხილავს განცხადებას მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ. სასამართლოს მიერ განცხადების დასაშვებად ცნობას ავტომატურად მოჰყვება მოვალის მიმართ კანონპროექტის V თავით გათვალისწინებული მორატორიუმის ამოქმედება. კანონპროექტი ზოგადად კრედიტორებს მრავალ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს, მათ შორის, იმას, რომ, ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრება განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის შესახებ. კანონპროექტი ერთმანეთისაგან განასხვავებს კრედიტორთა პირველად და საბოლოო რეესტრებს. კრედიტორთა პირველად რეესტრში კრედიტორული მოთხოვნები იყოფა 4 ჯგუფად იმის მიხედვით, არის თუ არა მოთხოვნა და მისი ოდენობა სადავოდ გამხდარი მოვალის, კრედიტორის ან თავად მმართველის მხრიდან. ამგვარი კრედიტორისათვის ხმის მიცემის საკითხი წყდება სასამართლოს მიერ, რითაც გამოსწორებულია ის ხარვეზი, რომელიც მოქმედ კანონს ახასიათებს. უფრო კონკრეტულად, არსებული კანონი არ აძლევს კრედიტორს ხმის უფლებას, სანამ სასამართლო საბოლოოდ არ დააზუსტებს მოვალის მიმართ მისი მოთხოვნის საკითხს. ეს კი ხშირად იწვევს იმას, რომ კრედიტორთა ნაწილი მოკლებულია კრედიტორთა კრებაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კანონპროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია პროცესების გამჭვირვალობა. პროექტის შესაბამისად, კრედიტორთა კრების მოწვევა, კრების გადაწყვეტილებები და ოქმები განთავსდება ელექტრონულ სისტემაში. კრებაზე დასწრების უფლება აქვთ კრედიტორებს, რომელთაც წარდგენილი აქვთ მოთხოვნები მოვალის მიმართ, ასევე – მოვალეს. კრების მოწვევის უფლება აქვთ კრედიტორებს, რომლებიც ფლობენ ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს, მმართველს, რეაბილიტაციის ზედამხედველს. მოქმედი კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ კრედიტორული მოთხოვნების შემოწმება-აღიარების პროცედურას, რაც ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს, არ მოითხოვს სასამართლოს ჩართულობის აუცილებლობას და იწვევს პროცესების გაჭიანურებას. კანონპროექტის შესაბამისად, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს მმართველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის განმავლობაში, კრედიტორებისა და მოვალისაგან მიღებული ან მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

კრედიტორთა რეესტრში შედის მხოლოდ ის კრედიტორული მოთხოვნები, რომლებსაც მმართველი დასაბუთებულად მიიჩნევს. იმის გამო, რომ კრედიტორული მოთხოვნების რეესტრში შეტანას უზრუნველყოფს მმართველი სასამართლოს მონაწილეობის გარეშე, კანონპროექტი ითვალისწინებს შეზღუდვებს პირგასამტეხლოსა და ვადამოუსვლელი პროცენტის აღიარებისას და კრძალავს რეესტრში პირგასამტეხლოსა და ვადამოსულველი პროცენტის შეტანას, თუ მათი ჯამური ოდენობა ძირითადი თანხის დავალიანების 10%-ს სცილდება.

თავი V. მორატორიუმი

კანონპროექტის V თავი ეხება მორატორიუმის ღონისძიებებს. მორატორიუმის ძირითადი მიზანია გადახდისუუნარობის მასის (მოვალის ქონების) შენარჩუნება და დაცვა. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, როგორც ეს კანონის სახელწოდებიდან და კანონპროექტის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარეობს, ეფუძნება კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების ფუნდამენტურ პრინციპს. ეს პრინციპი გულისხმობს კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების დაცვას მოვალის და განსაკუთრებით, ცალკეული კრედიტორების ინდივიდუალური ქმედებებისაგან. ამავდროულად, მორატორიუმის საფარველის გამოყენებით მოვალეს ეძლევა საშუალება, გაიუმჯობესოს ლიკვიდურობა, მათ შორის, ვადამოსული ვალდებულებების შესრულების გადავადებით, რაც, თავის მხრივ, ზრდის მის რეაბილიტაციაუნარიანობას და წარმატებული რეაბილიტაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

მორატორიუმი გამოიყენება საერთო წესით როგორც რეაბილიტაციის, ისე გაკოტრების რეჟიმის დროს. კანონპროექტის II თავი დამატებით განსაზღვრავს მორატორიუმის გამოყენების წინაპირობებს რეგულირებულ შეთანხმებასთან მიმართებით.

კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს მორატორიუმის ამოქმედების, გაუქმებისა და შეწყვეტის წესებს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი მორატორიუმის ღონისძიებებთან მიმართებით არის ხისტი და არ იძლევა საშუალებას, გამოყენებულ იქნეს კონკრეტულ მოვალეზე მორგებული და დაბალანსებული მორატორიუმის ღონისძიებები. ასევე აღსანიშნავია, რომ არსებული კანონი სამართლებრივი მოწესრიგების სიმწირით გამოირჩევა. ეს ეხება როგორც მორატორიუმის ღონისძიებათა ჩამონათვალს, ისე მისი გამოყენების წინაპირობებსა და პროცედურულ წესრიგს.

უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს მორატორიუმის ღონისძიებათა დიფერენცირება კანონისმიერ და დისკრეციულ ღონისძიებებად. კანონპროექტის 55-ე მუხლი შეიცავს მორატორიუმის ღონისძიებათა ამომწურავ ჩამონათვალს. ამ ნორმის განსაზღვრული ღონისძიებები ავტომატურად ამოქმედდება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანისთანავე. ღონისძიებათა ჩამონათვალში შედის აკრძალვები და შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებენ მოვალის, კრედიტორებისა და მესამე პირების მიმართ.

ზოგადად, მორატორიუმის გამოყენებისას სასამართლო მოქმედებს სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით, რაც უფრო მოქნილს გახდის ამ მექანიზმს.

თავი VI. გადახდისუუნარობის მასა

პროექტის VI თავი განსაზრავს იმ ქონების ნუსხას, რომლის განკარგვაც კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზანს ემსახურება. იცვლება მოვალის ქონების სახელწოდება და სამეურვეო ქონების ნაცვლად, „გადახდისუუნარობის მასად“ იწოდება. გადახდისუუნარობის მასა მოიცავს მთელ ქონებას, რომელიც მოვალეს ეკუთვნის განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილ/მიღებულ/წარმოებულ ქონებას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მსგავსად, გადახდისუუნარობის მასაში არ შედის ქონება, რომელზეც, არ დაიშვება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი აღსრულება.

კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ იგი მკაფიოდ განსაზღვრავს მოვალის ქონებაში მყოფ ცალკეულ ნივთებთან დაკავშირებული სანივთო უფლებების საკითხს; უფრო ამომწურავად და, რაც მთავარია, სამართლიანად არის განსაზღვრული მოვალის ქონების ის ნაწილი, რომელიც ამორიცხულ უნდა იქნეს გადახდისუუნარობის მასიდან. კერძოდ, ის პირები, რომელთაც პირობადებული საკუთრების ან სალიზინგო ურთიერთობიდან გამომდინარე, ან ვალდებულების არსებითად შესრულების გამო, გააჩნიათ უფლება გადახდისუუნარობის მასაში შემავალ საგანზე, არ განიხილებიან გადახდისუუნარობის კანონმდებლობიდან გამომდინარე კრედიტორებად. შესაბამისად, მათი დაკმაყოფილება ხდება სანივთო ან ვალდებულებით სამართლებრივი მოთხოვნის განხორციელებისათვის დადგენილი საერთო წესით. ანალოგიურად, თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით არსებითად დასრულებულია სააღსრულებო წარმოება და სახეზეა საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების გამოცემისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა, ასეთი ქონება უფლებამოსილ პირს უნდა გადაეცეს (მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი). ასეთი მიდგომა გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების ცალკეულ ნაწილებზე უფლებამოსილი მესამე პირების ლეგიტიმური ინტერესების დაცვისაკენ არის მიმართული. ამავდროულად, მმართველს უფლება აქვს, უარი უთხრას დაინტერესებულ პირს ამგვარი ქონების გამოყოფაზე, თუ ეს ეწინააღმდეგება მოვალის რეაბილიტაციის ინტერესებს და ამასთან, უზრუნველყოფილია რეაბილიტაციის შედეგად ამ კრედიტორის სრულად დაკმაყოფილება.

თავი VII. რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის დაწყება

მოქმედი კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოვალის რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს მომრიგებელ საბჭოს. არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ მომრიგებელი საბჭოს საქმიანობა არ არის ეფექტიანი, პრობლემურია მომრიგებელ საბჭოში შესაბამისი კომპეტენციის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირების შეყვანა. კანონი არ ითვალისწინებს მომრიგებელი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების წესს. შედეგად, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებები არ არის სანდო, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების მიერ გადახდისუუნარობის პროცესის მიმართ უნდობლობას.

კანონპროექტი მოვალის რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს საქმის განმხილველ მოსამართლეს. სასამართლო რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად განიხილავს კრედიტორთა პირველად რეესტრში ასახული იმ კრედიტორებისათვის ხმის უფლების მინიჭების საკითხს, რომელთა მოთხოვნებიც სადავოდ არის გამხდარი.

სასამართლო მოვალის რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე განჩინებით ასევე იღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის რეჟიმის მმართველის/ზედამხედველის ან გაკოტრების რეჟიმის მმართველის დანიშვნის შესახებ. ამასთან, განჩინება უნდა მოიცავდეს მორატორიუმის სრულ აღწერას. კანონპროექტი გარკვეულ გარანტიებს აძლევს კეთილსინდისიერ და გულისხმიერ მოვალეს მართვის შენარჩუნებისათვის. კერძოდ, მაშინაც კი, თუ დაკმაყოფილდება კრედიტორის განცხადება მოვალის რეაბილიტაციის შესახებ, რომლითაც კრედიტორი ითხოვს რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნას, სასამართლოს შეუძლია მოვალე დატოვოს მართვაში, თუ ეს უკანასკნელი სასამართლოსთვის დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად და სათანადო ზრუნვის მოვალეობით, იმ გონივრული რწმენით, რომ მისი ქმედებები და გადაწყვეტილებები მოვალისათვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.

მოვალის მართვაში დატოვებისას სასამართლო მოვალეს უნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს.

თავი VIII. საცილო ქმედებები

რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საცილო ქმედებების რეგულირებამ, რომელიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში „კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების“ სახელწოდებით არის ცნობილი. სახელწოდების ცვლილება შემთხვევითი არ არის. შეცილების სამართლებრივი ინსტიტუტის დამკვიდრებით ამ საკითხის მოწესრიგება შესაბამისობაში მოვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, ამასთან, სამართლებრივი დოქტრინის თვალსაზრისითაც და ტერმინოლოგიურადაც უფრო მეტად შეესაბამება შეცილების სამართლებრივ შედეგებს.

შეცილების წესები უშუალო კავშირშია გადახდისუუნარობის განცხადების დროულად წარდგენის ვალდებულებასთან. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების წარდგენა გაჭიანურდა, ეს არ უნდა აისახოს კრედიტორების ინტერესზე. შეცილების მიზანს წარმოადგენს იმ ქონებრივი ცვლილებების აღმოფხვრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გადახდისუუნარობის საქმის დაწყებამდე პერიოდში და ამით მოვალის ქონებრივი მდგომარეობის აღდგენა იმ სტატუსით, რომელშიც ის იყო ფაქტობრივი გადახდისუუნარობის წარმოშობის მომენტში.

შეცილებადი ქმედებების ცნება უფრო ფართოა და მოიცავს როგორც გარიგებებს, ასევე სხვა ქმედებებს, მათ შორის, ნივთის გადაცემას ან სხვაგვარ შესრულებას, რაც გარიგების დადებას არ უკავშირდება.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები შეეხო შეცილებაზე უფლებამოსილ პირებს. მოქმედი კანონის თანახმად, შეცილების განხორციელება შეუძლია როგორც მმართველს, ისე კრედიტორს. კანონპროექტი კი შეცილების განხორციელების უფლებას ანიჭებს ექნებათ მმართველებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვალე რჩება მართვაში – ზედამხედველს. ვინაიდან წარმატებული შეცილების შედეგები გადახდისუუნარობის მასაზე უნდა აისახოს და ამით კრედიტორთა ერთობლიობამ უნდა ისარგებლოს, გაუმართლებელია ამის უფლება ინდივიდუალურ კრედიტორებს მიეცეთ. ამდენად, გამოირიცხება კონკრეტული კრედიტორების მიერ შეცილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. კანონპროექტი შეცილებისთვის განსაზღვრავს რელევანტურ პერიოდს – დროს, რომლის განმავლობაშიც, ქმედება შეიძლება საცილო გახდეს. კანონპროექტი ასევე ზედმიწევნით არეგულირებს შეცილების სამართლებრივ შედეგებს და მასთან დაკავშირებულ პროცესუალურ საკითხებს.

თავი IX. რეაბილიტაცია

„რეაბილიტაციის“ ცნებას კანონპროექტი უფრო ფართოდ იყენებს, ვიდრე ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. კერძოდ, რეაბილიტაცია შეეხება როგორც მოვალეს, ასევე მის ბიზნესს (ბიზნესის მოვალის სუბიექტისაგან გამოცალკევებით და მოვალის შემდგომი ლიკვიდაციით) იმ აუცილებელი პირობით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი რეაბილიტაცია კრედიტორების კოლექტიური დაკმაყოფილების ან მათი ინტერესების პრიორიტეტული დაცვისაკენ უნდა იყოს მიმართული. შესაბამისად, მართვაში დარჩენილი მოვალე ან რეაბილიტაციის მმართველი რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების მომენტიდან წარმოადგენს მოვალეს იმ სპეციფიკით, რომ ფიდუციური მოვალეობები მას ამჯერად უკვე მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის მიმართ გააჩნია, ნაცვლად მოვალის პარტნიორებისა.

კანონპროექტით რეაბილიტაციის რეჟიმს ცალსახა და უპირობო პრიორიტეტი ენიჭება, რაც გამოიხატება როგორც გაცხადებული მიზნებისა და პრინციპების დონეზე, ასევე რეაბილიტაციის წამახალისებელი არაერთი მექანიზმის გათვალისწინებით, როგორიცაა მოვალის მართვაში დატოვება, გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციაში კონვერსიის შესაძლებლობა და სხვ. პრიორიტეტების მიხედვითაა დალაგებული თავად რეაბილიტაციის წარმართვის გზები. კერძოდ, რეაბილიტაციის გეგმა უპირატესად მიმართული უნდა იყოს მოვალე-სუბიექტის გადარჩენისკენ, რა დროსაც კრედიტორული მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ კრედიტორული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია, რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორული მოთხოვნების იმგვარ დაკმაყოფილებას, რომლის დროსაც თითოეული კრედიტორი მიიღებს მინიმუმ იმდენს, რასაც მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა (ფულადი ვალდებულებების შესრულების ხანგრძლივობასთან მიმართებით ინტერესის გათვალისწინებით); ამასთან, კრედიტორთა უმრავლესობისათვის რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე მოვალის გაკოტრებისას დადგებოდა. ამ შემთხვევაში რეაბილიტაცია შეიძლება მოიცავდეს მოვალის, როგორც მოქმედი ბიზნესის, გადარჩენას, ასევე მოვალის მთლიანი/არსებითად მთლიანი ბიზნესის/ქონების გასხვისებას, საქმიანობის გაგრძელებას კრედიტორების გრძელვადიანი დაკმაყოფილების მიზნით და სხვ. მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ რეაბილიტაციის დროს ერთიანი კომპლექსის სახით ბიზნესის გაყიდვა გაკოტრებაში განხორციელებული იმავე ტიპის რეალიზაციისაგან. რეაბილიტაციაში ამგვარი გაყიდვა იმ პირობით დაიშვება, რომ ის უკეთესი შედეგების მომტანი უნდა იყოს კრედიტორთა ერთობლიობისთვის, ვიდრე გაკოტრებისას მისაღები მინიმუმია (გამოიანგარიშება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდით).

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რეაბილიტაცია არ არის დისტრიბუციის პროცედურა, არამედ ის კომპანიის ან ბიზნესის გადარჩენის პროცედურაა და სწორედ ამ გადარჩენის სქემის ფარგლებში ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება ფულადი ან არაფულადი ფორმით (წილები, მოგებაში მონაწილეობა, დასაქმება და სხვ.). შესაბამისად, როდესაც ბიზნესის გაყიდვისას კრედიტორები მხოლოდ ფულს იღებენ დისტრიბუციის გზით – ეს გაკოტრების დროს გაყიდული ბიზნესია, ხოლო როდესაც ისინი ბიზნესს „გადაჰყვებიან“ – ეს არის რეაბილიტირებული კრედიტორი და ბიზნესი ერთად.

კანონპროექტით გათვალისწინებულია რეაბილიტაციის რეჟიმში მართვის ახალი ფორმა – „მოვალე მართვაში“ – რა დროსაც არსებული მენეჯმენტი, რომელიც კეთილსინდისიერად ახორციელებდა საქმიანობას, აგრძელებს მართვას და ზედამხედველთან ერთად მონაწილეობს კრედიტორებთან მოლაპარაკებაში რეაბილიტაციის რეჟიმის წარმატებით დასრულების მიზნით. მოვალის მართვაში დატოვება დაუშვებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალე შედის წარუმატებელი რეგულირებული შეთანხმების რეჟიმიდან, რა დროსაც მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, მოვალე-სუბიექტის მენეჯმენტის შენარჩუნებით მოეგვარებინა ფინანსური კრიზისი. თუ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალე არ რჩება მართვაში, ინიშნება რეაბილიტაციის მმართველი.

კანონპროექტი აგებულია „რეაბილიტაციის მმართველის“ ტერმინის ირგვლივ, იმ ზოგადი მითითებით, რომ მოვალეს მართვაში გააჩნია ანალოგიური უფლებამოსილებები და მოვალეოებები, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, კერძოდ, უშუალოდ ზედამხედველისთვის განსაზღვრული ფუნქციების გარდა, რეაბილიტაციის მმართველის მსგავსად ანაზღაურების მიღების და შეცილების უფლებისა. მოვალის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება მართვაში მყოფ მოვალეს შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით. დაინტერესებულ პირთა მიმართვის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის მმართველით, თუ სახეზეა შეცილების საფუძვლები (რომლის შედავების უფლებამოსილება მართვაში მყოფ მოვალეს არ გააჩნია) – მოვალის თაღლითობა, არაკეთილსინდისიერება, მოტყუება, არაკომპეტენტურობა, აუცილებელი ზრუნვის მოვალეობის დარღვევა, მმართველობითი საქმიანობის მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართვა ან მართვის მიტოვება.

კანონპროექტი ითვალისწინებს უზრუნველყოფილ კრედიტორთა უფლებების რეალიზების ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის უფლება (.. right to separate satisfaction). კერძოდ, უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების მიმართ მორატორიუმის მოხსნის შუამდგომლობით, თუ მას ზიანი ადგება მორატორიუმის ღონისძიების გამოყენებით (მაგალითად, ქონების ღირებულება მცირდება) და ამ ზიანის თავიდან აცილების ინტერესი კრედიტორთა თანაბარზომიერი დაკმაყოფილების კანონისმიერ მიზანზე მნიშვნელოვანია.

თუ რეაბილიტაციის მმართველი არ ეთანხმება აღნიშნულ მოთხოვნას, ის ვალდებული იქნება ამტკიცოს რომ ქონება, რომელზედაც კრედიტორი ითხოვს მორატორიუმის ცალკეული ღონისძიების გაუქმებას, საჭიროა რეაბილიტაციის მიზნებისთვის.

რეაბილიტაციის რეჟიმი სრულდება რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლისთანავე.

კანონპროექტი უშვებსრეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმში გადასვლის (კონვერსია) შესაძლებელობას იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის გეგმა არ დამტკიცდა, ან თუ რეაბილიტაციის მმართველი მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა არ არსებობს. ამ უკანასკნელი საფუძვლის არსებობას ამოწმებს სასამართლო.

თავი X. გაკოტრება

მოვალის გაკოტრების პროცედურები მთლიანად მიმართული უნდა იყოს კრდიტორთა მაქსიმალურად ეფექტიანად დაკმაყოფილებისაკენ. გაკოტრების ნაწილში კანონპროექტის მთავარი მონაპოვარია:

· მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და მოქნილი პროცედურები მოვალის ქონების მაქსიმალურად მაღალი ღირებულებით რეალიზაციიისათვის;

· ძლიერი გაკოტრების მმართველი;

· კრედიტორთა დაკმაყოფილების წესისა და რიგითობის მაქსიმალურად სამართლიანი რეგულაციები.

კანონპროექტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია განახორციელოს ქონების რეალიზაციისათვის კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი ფორმით, მოქმედი ბიზნესის სახით, გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ. ფორმის შერჩევისას გაკოტრების მმართველმა უნდა მოახდინოს ქონების იმ გზით რეალიზაცია, რომლიდანაც მოსალოდნელია უფრო მეტი თანხის ამოღება. გაკოტრების მმართველს აქვს რეალიზაციისათვის ნებისმიერი დასაშვები ფორმის გამოყენების შესაძლებლობა, რაც განაპირობებს ქონებიდან მაქსიმალური თანხის ამოღებას და კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

კრედიტორთა მაქსიმალური ჩართულობისათვის გაკოტრების მმართველი აქვეყნებს რეალიზაციის ფორმის შერჩევის თაობაზე ინფორმაციას და კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს მას ქონების რეალიზაციის ალტერნატიული შეთავაზებით, რომელიც კრედიტორთა ერთობლიობისთვის უფრო მომგებიანი იქნება. აღნიშნული წესი უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. რეალიზაციის ფორმის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი, რაც მოქნილი და სწრაფი პროცედურების წინაპირობაა, ვინაიდან ამ უკანასკნელს კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობის ფონზე, უნდა ჰქონდეს თავისუფლება, იმოქმედოს დამოუკიდებლად და სწრაფად. სხვადასხვა სახის შეფერხებების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა, პროცედურები გაჭიანურდეს და ამას მოჰყვეს ქონების გაუფასურება. ასეთი მოწესრიგება მნიშვნელოვნად განსხვავდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოქმედი კანონის რეგულაციებისგან. მოქმედი კანონის მიხედვით, ქონების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ აუქციონის გზით, რა დროსაც პირველ აუქციონზე ყველა შემთხვევაში ერთიანი სახით ხდება ქონების გატანა, თუნდაც ერთიან ქონებაში შემავალი ნივთები/ერთეულები არ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და შეუძლებელი იყოს მათი ერთად გასხვისება.

გაკოტრების მმართველის ამოცანაა, შეაგროვოს მოვალის ქონება და მოახდინოს მისი რეალიზაცია. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებით. გარდა ამ ზოგადი მითითებისა, გაკოტრების მმართველის უფლებები დაზუსტებულია იმავე მუხლში: გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია აწარმოოს დავები, განახორციელოს შეცილება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, გაკოტრების რეჟიმის შესახებ განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები, დადოს ახალი ხელშეკრულებები, შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება და სხვ.

კანონპროექტი გაკოტრების მმართველის პასუხისმგებლობის საკითხსაც აწესრიგებს. კერძოდ, გაკოტრების მმართველმა დაკისრებული ფუნქციები უნდა განახორციელოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე არ გამოიწვიოს კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესის დაზიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაკოტრების მმართველი, როგორც მოვალის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, გაკოტრების მიზნებისათვის საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით. შესაბამისად, მოვალის კრედიტორების მიმართ ის პასუხს აგებს გულისხმიერების ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანისთვის. გულისხმიერების ვალდებულების დაცვის პირობებში გაკოტრების მმართველის ასეთი მრავალფეროვანი უფლებამოსილებით აღჭურვამ უნდა უზრუნველყოს კრედიტორებისათვის მაქსიმალური შედეგის მიღწევა.

კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია უზრუნველყოფილ კრედიტორთა უფლებების მნიშვნელობა. თუ მოქმედი კანონით შემოთავაზებული უზრუნველყოფის ინსტიტუტი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის და ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, კანონპროექტით ეს პრობლემა აღმოფხვრილია, – უზრუნველყოფილი კრედიტორის კავშირი ნივთთან აღარ უქმდება, ხოლო ერთ ნივთზე რამდენიმე უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში შენარჩუნებულია სანივთო უფლებების ის რიგითობაც, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

სიახლეა ასევე გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლის შესაძლებლობა. კანონპროექტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია რეაბილიტაციის განცხადებით მიმართოს სასამართლოს, თუ ხედავს რეაბილიტაციის გონივრულ ალბათობას.

სიახლეა ისიც, რომ გაკოტრების დასრულების შემდეგ დარჩენილი ქონება პარტნიორებს შორის ნაწილდება მათი წილის პროპორციულად. მოქმედი კანონი განაწილების შემდეგ დარჩენილი ქონების ბედს განსხვავებულად განსაზღვრავს და მას სახელმწიფო საკუთრებაში მიაქცევს. ასეთი მიდგომის კონსტიტუციურობის საკითხი ეჭვქვეშ დგას და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ პროცესის დასრულების შემდეგ მართლაც დარჩეს რაიმე სახის ქონება, ახალი რეგულაცია აღმოფხვრის არსებულ თეორიულ თუ პრაქტიკულ პრობლემას.

თავი XI. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე

კანონპროექტით ჩნდება სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ცნება. თუ მოვალის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესს, სასამართლოს შეუძლია ასეთ პირს მინიჭოს სპეციალური რეჟიმის მქონე მოვალის სტატუსი. ასეთი მოვალის ქონების რეალიზაცია ხორციელდება ერთიანი კომპლექსის სახით ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც ხელს არ შეუშლის მისი საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას. დაუშვებელია შემძენის მიერ აღნიშნული მოვალის პროფილის შეცვლა. შემძენი იღებს ვალდებულებას, რომ გააგრძელებს იმავე საქმიანობას, რასაც ეწეოდა გაკოტრებული მოვალე.

ამგვარი სტატუსის შემოღების საჭიროება პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა განაპირობა, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული რეგიონის თუ მთლიანად ქვეყნისათვის საჭირო ისეთი სერვისის მიმწოდებელ მოვალეს, რომლის ქონების ცალ-ცალკე გაყიდვა და მისი პროფილის შეცვლა გამოიწვევს კონკრეტული სერვისის პარალიზებას, თუ მისი სხვა მომწოდებლით ჩანაცვლება შეუძლებელია ან ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. ასეთ სერვისად შეიძლება მოიაზრებოდეს კომუნიკაციების, სამედიცინო სერვისის მიწოდება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ.

თავი XII. საერთაშორისო გადახდისუუნარობა

გადახდისუუნარობის სფეროში მოვალის საქმიანობაში საერთაშორისო ელემენტის არსებობამ შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც გადახდისუუნარობის მთლიან წარმოებაზე, ისე მის რომელიმე ასპექტზე. გადახდისუუნარობის მხრივ, საერთაშორისო კერძო სამართალი შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის უნიფიცირებულ წარმოებას – უნივერსალური ეფექტით და პლურალისტურ წარმოებას – ტერიტორიულობის ეფექტით (შესაბამისად, ოთხ ცალკეულ პრინციპს – უნიტარიზმს, უნივერსალურობას, პლურალიზმსა და ტერიტორიულობას). უნიფიცირებული წარმოებისას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის მთლიანი რეჟიმი ერთ კონკრეტულ იურისდიქციაში იწყება და სრულდება, რომელსაც სხვა ქვეყნის იურისდიქციები აღიარებენ. ყველა შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებისას სახეზე იქნება უნივერსალურობის ეფექტიც.

ხშირად, მოვალის საქმიანობის გლობალური მასშტაბიდან გამომდინარე, აგრეთვე მოვალის მიერ უცხო ქვეყანაში ქონების შეძენისა და ფლობის, ასევე მოვალის სახელშეკრულებო ვალდებულებებზე უცხო ქვეყნის სამართლის გავრცელების გამო შეუძლებელია უნიფიცირებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რის გამოც რამდენიმე ქვეყანაში შესაძლებელია გაიხსნას რამდენიმე პარალელური წარმოება. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს კონკრეტული წარმოებების ტერიტორიული პრინციპით შემოსაზღვრას. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის იურისდიქციაში გახსნილი წარმოების აღიარებას, როგორც ზოგად წესს, თუმცა, აწესებს გამონაკლისებს. ასეთი აღიარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალე დაფუძნებული იყოს ან მთავარი ინტერესების ცენტრი გააჩნდეს რეჟიმის გამხსნელ სახელმწიფოში.

მოქმედი კანონი აწესრიგებს მხოლოდ საზღვარგარეთ გახსნილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საქართველოში ცნობისა და ასეთ შემთხვევაში საქართველოში განცალკევებული წარმოების გახსნის საკითხს, რომელსაც ეძღვნება ორი მუხლი.

ამ მიზნით, კანონპროექტით შემოდის ახალი თავი – „საერთაშორისო გადახდისუუნარობა“, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო ელემენტის შემცველ მთელ რიგ საკითხებს, როგორიცაა საზღვარგარეთ გახსნილი გადახდისუუნარობის წარმოების ცნობა, უცხოური საწარმოს გაკოტრება, კრედიტორთა ორმაგი დაკმაყოფილების თავიდან აცილება, შრომითი ურთიერთობები, უძრავ ნივთთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და გაქვითვები.

თავი XIII. პროცესის ხარჯები

კანონპროექტის XIII თავი ახლებურად არეგულირებს პროცესის ხარჯებს. სახელმწიფო ბაჟის მთლიანი ოდენობა შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10 000 ლარისა. აღნიშნული თანხის გადახდა პროცესის საწყის ეტაპზე განსხვავებულად ხდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის განმცხადებელი.

თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება, მისი მოცულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს განსაზღვრულ დროს ახალი ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და პროცესის მონაწილე სუბიექტების მომზადებისთვის. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას 2020 წლის 1 ივნისიდან, რომლის განმავლობაშიც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონპროექტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა, ასევე არსებული ნორმატიული ბაზის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამასთან, მოქმედი და ახალი კანონებით გათვალისწინებულ პროცესებს შორის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური განსხვავებებისა და მათი ურთიერთჩანაცვლების სირთულიდან გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებულია ახალი კანონის ამოქმედებამდე გახსნილი წარმოებების დასრულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის შესაბამისად.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

კანონპროექტი 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ – ეხმიანება. ამავე პროგრამის 2.4. პუნქტის (ბიზნესგარემო) თანახმად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა. რეფორმა მოიცავს როგორც სამეწარმეო, ისე სამოქალაქო გადახდისუუნარობას. გაჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები კრედიტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად“. შემოთავაზებული კანონპროექტი სწორედ ამ მიზნების შესრულებას ემსახურება.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაშიაღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მოქმედი კანონის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანისათვის დადგენილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდისუუნარობის განცხადებაზე შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10000 ლარისა. კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში კრედიტორი იხდის სახელმწიფო ბაჟის იმ ნაწილს, რაც შეადგენს მისი მოთხოვნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა ფიზიკური პირისთვის და არაუმეტეს 10000 ლარისა იურიდული პირისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში – არანაკლებ 500 ლარისა.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

კანონპროექტით უქმდება განმცხადებლის მიერ 5000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის ვალდებულება, ასევე ახლებურად განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და მისი გადახდის წესი. კერძოდ, მოქმედი კანონის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანისათვის დადგენილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდისუუნარობის განცხადებაზე შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10000 ლარისა. კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში კრედიტორი იხდის სახელმწიფო ბაჟის იმ ნაწილს, რაც შეადგენს მისი მოთხოვნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა ფიზიკური პირისთვის და არაუმეტეს 10000 ლარისა იურიდული პირისთვის. კრედიტორის მიერ გადახდილი ბაჟი შეადგენს საპროცესო ხარჯებს და ანაზღაურდება წინამდებარე კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთო ჯამში, კანონპროექტი პოზიტიურ გავლენას იქონიებს კრედიტორებზე და სასამართლოსთვის მიმართვას უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის, ხოლო მოვალე სასამართლოსთვის მიმართვის დროს თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან – ბაჟის გადახდა მოხდება გადახდისუუნარობის მასიდან ამონაგები თანხიდან და მისი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდისუუნარობის განცხადებაზე შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10000 ლარისა. კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში კრედიტორი იხდის სახელმწიფო ბაჟის იმ ნაწილს, რაც შეადგენს მისი მოთხოვნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა ფიზიკური პირისთვის და არაუმეტეს 10000 ლარისა იურიდული პირისთვის.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობსერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდანან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის საქმინაობაშიც მონაწილეობდნენ სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში უშუალოდ მონაწილე პრაქტიკოსი იურისტები. დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პროექტების (GIZ, USAID, CLDP) ხელშეწყობით კანონპროექტზე მუშაობის სრული პერიოდის განმავლობაში პროცესში უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტის მიმართ განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), რომლის საფუძველზე შედგენილ ანგარიშში მითითებულია, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ გადახდისუუნარობის სისტემაში. რეგულირების შეფასების ანგარიში თან ერთვის კანონპროექტს (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 


[1] წყაროსსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მიღებული სტატისტიკური მონაცემები.

[2] მსოფლიო ბანკისბიზნესის კეთების ანგარიშში“ 2016 წელს საქართველოს ეკავა 24- ადგილი; 2017 წელსმე-16 ადგილი; 2018 წელსმე-9 ადგილი, ხოლო 2019 წელსმე-6 ადგილი.

[3] რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებკანონპროექტის ფარგლებში შერჩეული საკითხების რეგულირების ზეგავლენის შეფასება, საბოლოო ანგარიში. თებერვალი, 2019 წელი.

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 16510 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 165​10. საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევა

1. გაკოტრების მმართველის მიერ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 

 საქართველოს პრეზიდენტი                                               სალომე ზურაბიშვილი

 

 

 განმარტებითი ბარათი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.აკანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისობაში იქნება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტით ცვლილება შედის კოდექსის 16510 მუხლში, რომელშიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად მიეთითება ამავე კანონის ახალი სახელწოდება – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, ახალ კანონზე ზოგადი მითითებით გამოწვეული შესაძლო ბუნდოვანების თავიდან აცილების მიზნით, ზუსტდება საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების განმსაზღვრელი მუხლი, რომლის დარღვევაც უშუალოდ გამოიწვევს კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გკანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი,  რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, სამუშაო ჯგუფსა და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:       

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

პროექტი

 საქართველოს კანონი

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) 112 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კონცენტრაცია გადახდისუუნარობის შედეგია და ხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროცესში კონტროლს მოიპოვებს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც ვალაუვალი საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                      სალომე ზურაბიშვილი

 

 

 განმარტებითი ბარათი

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მიღების შედეგად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითება გაკეთდება არა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, არამედ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონზე.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის 112 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, რომელშიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად მიეთითება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სახელწოდება – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, სამუშაო ჯგუფსა და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:       

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება:

კ.ა) რომელიც ვერ დაიფარება მისი ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად;

კ.ბ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომელიც ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ.გ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომლის ქონებაც, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავიდა;

კ.დ) რომელიც, კომისიის შეფასებით, ვერ დაიფარება, საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე;

კ.ე) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყეტილება;

კ.ვ) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ამ კრედიტორის მოთხოვნა შესაბამისი პირის გაკოტრების ან/და რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში არ იქნა აღიარებული;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                                              სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

 

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

 კანონპროექტის მიღების შედეგად „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში. კერძოდ, ახალი რედაქციით ყალიბდება „კ.გ“ და „კ.ვ“ ქვეპუნქტები, რომლებშიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად მიეთითება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სახელწოდება – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, იცვლება მითითებითი ნორმა და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის ნაცვლად, მითითება კეთდება კანონპროექტის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელიც საწარმოს, როგორც მოქმედი ბიზნესის, გაყიდვას და შემძენის საწარმოს პარტნიორად დარეგისტრირებას ითვალისწინებს.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე;“.

2. მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის ან გაკოტრების/რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;“.

3. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი;

1) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.“.

4. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება;“.

5. 153-ე მუხლის 51 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:

ა) გაკოტრების რეჟიმის დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას არ წარადგენს;

ბ) გაკოტრების რეჟიმის დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას არ წარადგენს.“.

6. 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პირი, რომლის გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციაც ხდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.“.

7. 159-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმის დაწყება.“;

ბ) მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან.“.

8. 171-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციებს არ წარადგენს.“.

9. 1761 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (გადახდისუუნარობის მასის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, გარდა გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა, დღგ-ით არ იბეგრება:

ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;

ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია;

დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია.“.

10. 205-ე მუხლის 101 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად ქონების გადასახადის დეკლარაციებს არ წარადგენს.“.

11. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება;“.

12. 238-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოთა მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით.“.

13. 239-ე მუხლის:

ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოთხოვნის უპირატესობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოების ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ განისაზღვრება იმავე წესით, რომელიც არსებობდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოების ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დაწყებამდე.“;

ბ) მე-9 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;“.

14. 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის მასის ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად.“.

15. 272-ე მუხლის მე-3 და 31 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების რეჟიმის დაწყების, რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე, აღნიშნული რეჟიმების დაწყებამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის დარიცხვა წყდება.

31. სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას საურავი არ ერიცხება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                        სალომე ზურაბიშვილი

 

 

 განმარტებითი ბარათი

 

„საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი და კანონში გამოყენებული ტერმინები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტერმინოლოგიური უზუსტობები და უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად, საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში იქნება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტით ტერმინოლოგიური ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეულ მუხლებში და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად, მიეთითება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სახელწოდება – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, მოქმედი კოდექსით გათვალისწინებული ტერმინი – „სამეურვეო ქონება“ იცვლება „გადახდისუუნარობის მასით“, „განცხადების წარმოებაში მიღება“ – „განცხადების დასაშვებად ცნობით“, „გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება“ – „გაკოტრების რეჟიმის დაწყებით“, „რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყება“ – „რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებით“; კოდექსის 252-ე მუხლში ზუსტდება მითითებითი ნორმა.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 51 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, რეაბილიტაციის ზედამხედველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული გადაწყვეტილება არის რეგისტრირებულ მონაცემებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების შეტანის საფუძველი. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესი წყდება.“.

2. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ საწარმო გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა, უნდა განაცხადონ ამის თაობაზე „რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარუდგენლობა ბრალეულ გაჭიანურებად არ მიიჩნევა, თუ ზემოხსენებული პირები ამ განცხადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით ეპყრობიან.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ლიკვიდატორზე ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.“.

4. 141 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი. ლიკვიდაციისას გამოიყენება „რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები.“.

5. 142 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, „რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ან საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11. „რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს განჩინებას მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.“.

6. 531 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოსყიდვის მომენტში საწარმო აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პირობებს, ან ასეთი პირობები შეიძლება წარმოიშვას აქციათა გამოსყიდვის შედეგად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                                     სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი და კანონში გამოყენებული ტერმინები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტერმინოლოგიური უზუსტობები და უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტით ტერმინოლოგიური ცვლილება შედის კანონის ცალკეულ მუხლებში და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად, მიეთითება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სახელწოდება – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ტერმინები, როგორიცაა „გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყება“ და სხვა, შესაბამისობაში მოდის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინოლოგიასთან.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლი (როგორც მოქმედი, ისე საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეუტანლობისათვის, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის გარდა, ლიკვიდატორის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. ლიკვიდატორის მიმართ შესაბამისი ვალდებულების განმსაზღვრელი ნორმა კი არ არსებობს კანონმდებლობაში. პროექტით სწორდება აღნიშნული ხარვეზი და კანონის მე-14 მუხლს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, სათანადო წინაპირობების არსებობისას ლიკვიდატორსაც ეკისრება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის ვალდებულება.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

პროექტი

 საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-3 მუხლის 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „14. აღსრულების ეროვნული ბიურო გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ახორციელებს სააუქციონო მომსახურებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

                  

საქართველოს პრეზიდენტი                                                                             სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი და კანონში გამოყენებული ტერმინები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტერმინოლოგიური უზუსტობები და უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

იმისათვის, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება;

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად, უზრუნველყოფილ იქნება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის 14 პუნქტში, რომელშიც ზუსტდება სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს როლი გადახდისუუნარობის პროცესში და მიეთითება, რომ ნაცვლად მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფართო ფუნქციისა, ეს უკანასკნელი განახორციელებს სააუქციონო მომსახურებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

 

პროექტი

 საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                               სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი და კანონში გამოყენებული ტერმინები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში და ახლებურად ყალიბდება „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების“ განმარტება, რომელშიც აღარ შევა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, ვინაიდან ასეთი ქონება, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 104-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორებს შორის ნაწილდება.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.

 

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

 

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 205. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას

გადახდისუუნარობისას ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასაში მოექცეოდა, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

 

2. 207-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 207. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას

გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეუტანლობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“.

 

3. 2071 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2071. მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მმართველისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა

მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი წესით მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი            სალომე ზურაბიშვილი

 

განმარტებითი ბარათი

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი და კანონში გამოყენებული ტერმინები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტერმინოლოგიური უზუსტობები და უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისობაში იქნება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტით ტერმინოლოგიური ცვლილება შედის კოდექსის 205-ე და 207-ე მუხლებში და ტერმინები: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადება“, „სამეურვეო ქონება“ და „გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა“ იცვლება, შესაბამისად, „გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით“, „გადახდისუუნარობის მასით“ და „გაკოტრების რეჟიმის დაწყებით“.

ცვლილება შედის კოდექსის 2071 მუხლშიც, იქიდან გამომდინარე, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონპროექტი აღარ იცნობს ტერმინს „მეურვე“ და მის ნაცვლად შესაბამის ურთიერთობებში შემოდის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მოვალის ქონების, ვალდებულებების, მისი ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს, მიზანშეწონილია, შენარჩუნდეს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მიდგომა და ამ ინფორმაციის წარუდგენლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევდეს აღნიშნული ვალდებულების შესაბამისი სუბიექტის მიმართ დარღვევის შემთხვევაში.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

პროექტი

  საქართველოს კანონი

 „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040000000.05.001.019766) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ღ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ.ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას ან დასრულებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ურთიერთგაქვითვის შეთანხმება აღსრულებადია მისი პირობების შესაბამისად, მათ შორის, გადახდისუუნარო მხარის მიმართ, გარკვეულ შემთხვევაში − გარანტორის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, რომელიც თავდებად უდგება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარეს. დაუშვებელია აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეჩერება, იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება ან სხვაგვარად შეზღუდვა ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის ნებისმიერი ქმედებით, რეჟიმთან დაკავშირებული კანონის ნებისმიერი დებულებით, რომელიც ამოქმედებულია გადახდისუუნარო მხარის მიმართ, ან ამ კანონის ნებისმიერი სხვა დებულებით, რომელიც გამოიყენება გადახდისუუნარო მხარის მიმართ, თუ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის უფლებამოსილება, შეწყვიტოს ან საცილო გახადოს რომელიმე გარიგება ან ხელშეკრულება, არ დააბრკოლებს ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტას, ლიკვიდაციას ან/და დაჩქარებას. თუ ეს უფლებამოსილება მაინც იქნა გამოყენებული, იგი გამოიყენება ყველა ასეთი კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ნეტთანხის მიმართ, რომელიც შესაბამისი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დებულებების შესაბამისად დაანგარიშდება.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადმინისტრაციულ ან მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორს, გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს, დროებით ადმინისტრატორს, სპეციალურ მმართველს ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ სხვა პირს უფლება არა აქვს, შეწყვიტოს ან სადავო გახადოს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ქმედება:

ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში გადახდისუუნარო მხარის მიერ მეორე მხარისთვის თანხის, ფინანსური გირავნობის საგნის ან ნებისმიერი სხვა უფლების გადაცემა, მისი შეცვლა ან ჩანაცვლება;

ბ) მიწოდების ან გადახდის ვალდებულება, რომელიც გადახდისუუნარო მხარეს წარმოეშვა მეორე მხარის მიმართ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით და რომელიც მიიჩნევა სხვა კრედიტორისთვის ზიანის მომტან ან უპირატესობის მიმნიჭებელ ქმედებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება, რომ გადახდისუუნარო მხარემ განახორციელა აღნიშნული გადარიცხვა (გადაცემა) ან აიღო ვალდებულება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ხელი შეეშალა, დაეყოვნებინა ან მოეტყუებინა ნებისმიერი პირი, რომელიც გადახდისუუნარო მხარის კრედიტორია ან მისი კრედიტორი გახდა ამ გადარიცხვის (გადაცემის) ან მიწოდების ან გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროს ან ამის შემდეგ.

7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 372 მუხლის მე-2 პუნქტითა და 3711 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის მიერ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან მორატორიუმი ვერ შეზღუდავს ან ვერ დააყოვნებს კანონის შესაბამისად დადებული და აღსრულებადი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებას ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეალიზაციის პირობების სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციების მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ დამტკიცება;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                                           სალომე ზურაბიშვილი

 

 

 

განმარტებითი ბარათი

 

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი და კანონში გამოყენებული ტერმინები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტერმინოლოგიური უზუსტობები და უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად, ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითება გაკეთდება არა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, არამედ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალ კანონზე. ამასთან, ზურუნველყოფილი იქნება ტერმინოლოგიური შესაბამისობაც.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ღ.ბ“ ქვეპუნქტში, რომელშიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად, მიეთითება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სახელწოდება – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამავე პუნქტში ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილებები. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი აღარ იცნობს „მეურვის“ ცნებას, ამ უკანსკანელის ფუნქციები კი გადანაწილებულია პროცესის რამდენიმე მონაწილეს შორის, კანონის მე-4 და მე-9 მუხლებიდან ამოღებულია მითითება „მეურვეზე, ხოლო სანაცვლოდ, დამატებულია „რეაბილიტაციის ზედამხედველი“, რომელიც გაკოტრების მმართველთან/რეაბილიტაციის მმართველთან ერთად უზრუნველყოფს მასზე კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.