დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ამნისტიის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 88-IIრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 080050000.05.001.020229 |
|
ამნისტიის შესახებ
|
ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ასევე დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ან უფრო მსუბუქი სასჯელით ეცვლებათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს.
მუხლი 1 გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე−124-ე მუხლებით, 152-ე მუხლით, 165-ე მუხლით, 168-ე მუხლით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1971 მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით, 206-ე მუხლით, 207-ე მუხლით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2201 მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი−მე-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2871 მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მუხლი 2 გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2071 მუხლით, 2072 მუხლით ან 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. მუხლი 3 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით, 1891 მუხლით ან 213-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. 3. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის პირველი ნაწილით ან 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 4. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 199-ე მუხლით, 2041 მუხლით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მუხლი 4 გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 208-ე მუხლით ან 211-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. მუხლი 5 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირს, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი შეეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მის ვადად განესაზღვროს ოცი წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს. მუხლი 6 1. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1822 მუხლით, 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. 2. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2001 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 3. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით ან 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. 4. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მუხლი 7 1. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 216-ე მუხლით, 217-ე მუხლით, 2381 მუხლის პირველი ნაწილით ან 265-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. 2. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. 3. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 4. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. 5. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით ან 2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 6. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე−129-ე მუხლებით, 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 134-ე მუხლით, 135-ე მუხლით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 2401 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ან 245-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მუხლი 8 1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ხოლო ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის ბრალდებულ ქალს დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი/ბრალდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და იგი მსჯავრდებულია/ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში) ან XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ქალი მსჯავრდებულია/ბრალდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმავე პუნქტში აღნიშნულ მსჯავრდებულ ქალს/ბრალდებულ ქალს შეეცვლება, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. 4. მსჯავრდებულ ქალს/ბრალდებულ ქალს, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი/დანიშნული სასჯელი ამ მუხლის საფუძველზე შინაპატიმრობით შეეცვალა, სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს ინდივიდუალური შეფასებისა და ინდივიდუალური საჭიროების საფუძველზე განუსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. 5. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ქალს ამ კანონის საფუძველზე უმცირდება დანიშნული სასჯელი, მას შინაპატიმრობით შეეცვლება სასჯელის ის ნაწილი, რომელიც მოსახდელი დარჩება სასჯელის ამ კანონის საფუძველზე შემცირების შედეგად. 6. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ბრალდებულ ქალს, რომელსაც სასამართლო იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით ვადიან თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებს, დანიშნული სასჯელი სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით შეეცვლება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადით შინაპატიმრობით. მუხლი 9 1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ აღნიშნული პირი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, მან, სასჯელის მოხდის პარალელურად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას ეს სტატუსი შეჩერებული არ აქვს, იგი პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში) ან XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან იგი სტუდენტის სტატუსს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მოიპოვებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმავე პუნქტში აღნიშნულ მსჯავრდებულ პირს შეეცვლება, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. 4. მსჯავრდებულს, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ მუხლის საფუძველზე შინაპატიმრობით შეეცვალა, სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს ინდივიდუალური შეფასებისა და ინდივიდუალური საჭიროების საფუძველზე განუსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. 5. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირს ამ კანონის საფუძველზე უმცირდება დანიშნული სასჯელი, მას შინაპატიმრობით შეეცვლება სასჯელის ის ნაწილი, რომელიც მოსახდელი დარჩება სასჯელის ამ კანონის საფუძველზე შემცირების შედეგად. მუხლი 10 1. ამ კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. 2. ობიექტური ხელშემშლელი მიზეზის არსებობისას, მათ შორის, დაზარალებულის ქვეყნის ფარგლების გარეთ ყოფნის შემთხვევაში, მისი თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ფორმით. 3. თუ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებულია, ამ კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო თუ დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. მუხლი 11 1. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე. 2. ამ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა. 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. 4. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს აღუდგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. მუხლი 12 ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა. მუხლი 13 პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. მუხლი 14 1. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. 2. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. 3. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. 4. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდების თაობაზე სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში. მუხლი 15 პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენით, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 16 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება, გარდა ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით, მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულებისა, დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. 2. ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით, მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება დასრულდეს ამ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულებიდან 2 კვირის ვადაში. აღნიშნული ამნისტიის აღსასრულებლად მისი გავრცელების პირობები უნდა შესრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. მუხლი 17 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისათვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებითა და მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულების ვადის ათვლა დაიწყოს პირის ბრალდებულად ცნობის მომენტიდან. მუხლი 18 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 11 იანვარი 2021 წ. N88-IIრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები