თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021 – 2025-ის დამტკიცების შესახებ

თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021 – 2025-ის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 285
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 340150000.10.003.022840
285
16/06/2021
ვებგვერდი, 22/06/2021
340150000.10.003.022840
თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021 – 2025-ის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №285

2021 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021 – 2025-ის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021 – 2025“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №196 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი