„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათში ან სურსათზე გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი შესაბოლი არომატიზატორების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათში ან სურსათზე გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი შესაბოლი არომატიზატორების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023036
480
28/09/2021
ვებგვერდი, 29/09/2021
300160070.10.003.023036
„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათში ან სურსათზე გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი შესაბოლი არომატიზატორების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №480

2021 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათში ან სურსათზე გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი შესაბოლი არომატიზატორების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − სურსათში ან სურსათზე გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი შესაბოლი არომატიზატორების შესახებ“.

 

მუხლი 2
სურსათი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს „ვარგისიანობის მინიმალური ვადის“ ან „გამოყენებამდე ვადის“ გასვლამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი  სურსათში ან სურსათზე გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი შესაბოლი არომატიზატორების შესახებ

მუხლი 1. მიზანი და ზოგადი დებულებები

1. „ტექნიკური რეგლამენტი  სურსათში ან სურსათზე გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი შესაბოლი არომატიზატორების შესახებ“  (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს სურსათში ან სურსათზე გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი შესაბოლ არომატიზატორებთან დაკავშირებით შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას, ადამიანის ჯანმრთელობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს:

ა)   შეფასებისა და ავტორიზაციის პროცედურებს სურსათში ან სურსათზე გამოყენებისათვის განკუთვნილი ბოლის (კვამლის) პირველადი კონდენსატისა და კუპრის (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერების) პირველადი ფრაქციისათვის, ან სურსათში ან სურსათზე გამოყენებისათვის განკუთვნილი შესაბოლი არომატიზატორების  წარმოებისათვის;

ბ) ბოლის (კვამლის) პირველადი კონდენსატისა და კუპრის (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერების) პირველადი ფრაქციის  სიის შედგენის პროცედურებს და მათი სურსათში ან სურსათზე გამოყენების პირობებს.

მუხლი 2. გამოყენების სფერო

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული  მოთხოვნები ვრცელდება:

ა) სურსათში ან სურსათზე გამოყენებული ან გამოყენებისათვის განკუთვნილ შესაბოლ არომატიზატორებზე;

ბ) შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის განკუთვნილ საწყის მასალებზე;

გ) შესაბოლი არომატიზატორების წარმოების (დამზადების) პირობებზე;

დ) სურსათზე, რომელშიც ან რომელზეც არსებობს შესაბოლი არომატიზატორი.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბოლის (კვამლის) პირველადი კონდენსატი – შესაბოლი არომატიზატორი, რომელიც წარმოადგენს წყლის საფუძველზე წარმოქმნილი კონდენსირებული ბოლის (კვამლის) გაწმენდილ-გასუფთავებულ ნაწილს;

ბ) კუპრის (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერების) პირველადი  ფრაქცია – შესაბოლი არომატიზატორი, რომელიც წარმოადგენს კონდენსირებული ბოლის (კვამლის) მაღალი სიმკვრივის მქონე კუპრის (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერების) წყალში უხსნადი ფაზის გაწმენდილ-გასუფთავებულ ფრაქციას;

გ) პირველადი პროდუქტები – პროდუქტები, რომლებიც მიეკუთვნება ბოლის (კვამლის) პირველად კონდენსატს და კუპრის (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერების) პირველად ფრაქციას;

დ) წარმოებული შესაბოლი არომატიზატორები – არომატიზატორები, რომლებიც მიიღება   პირველადი პროდუქტების შემდგომი დამუშავებით და რომლებიც გამოიყენება ან განკუთვნილია სურსათში ან სურსათზე გამოყენებისათვის, მათთვის ბოლის (კვამლის) არომატის (გემოს) მიცემის მიზნით.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ტერმინებისა, ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ტექნიკურ რეგლამენტი-სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს 497 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. გამოყენებისა და უვნებლობის ზოგადი მოთხოვნები

1. სურსათში ან სურსათზე გამოსაყენებლად დაშვებულია მხოლოდ იმ შესაბოლი არომატიზატორების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) ისინი არ უნდა წარმოქმნიდნენ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკს;

ბ) მათ გამოყენებას შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი.

2. დაუშვებელია შესაბოლი არომატიზატორის, ან ისეთი სურსათის ბაზარზე განთავსება, რომელშიც/რომელზეც გამოყენებულია შესაბოლი არომატიზატორი, თუ ეს შესაბოლი არომატიზატორი არ არის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ავტორიზებული ან არ არის წარმოქმნილი ასეთი პროდუქტიდან, და, ასევე,   თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ გამოყენების პირობებს.

მუხლი 5. წარმოების პირობები

1. ხე-მასალა, რომელიც გამოიყენება პირველადი პროდუქციის წარმოებისათვის, უშუალოდ ჭრის წინ უშუალოდ ექვსი თვის განმავლობაში ან შემდგომ, წინასწარგანზრახვით, ან წინასწარგანზრახვის გარეშე,   არ უნდა იქნეს დამუშავებული ქიმიური ნივთიერებებით, თუ არ იქნება დასაბუთებული (დადასტურებული), რომ დამუშავებისათვის გამოყენებული ნივთიერება,   წვის დროს, არ წარმოქმნის  პოტენციურად ტოქსიკურ ნივთიერებებს.

2. პირმა, რომელიც ბაზარზე განათავსებს პირველად პროდუქტს, უნდა შეძლოს სათანადო სერტიფიკატის ან დოკუმენტაციის საშუალებით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაბუთება.

3. პირველადი პროდუქტების წარმოების პირობები განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით „პირველადი პროდუქტების წარმოების პირობები“. წყალში უხსნადი ზეთოვანი ფაზა, რომელიც წარმოადგენს პროცესის თანმდევ (მეორეულ) პროდუქტს, არ უნდა იქნეს გამოყენებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის.

4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, პირველადი პროდუქტები შესაძლებელია, შესაბამისი ფიზიკური პროცესების გამოყენებით, დაექვემდებარონ შემდგომ გადამუშავებას, წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის.

მუხლი 6. ავტორიზებული (დაშვებული) პირველადი პროდუქტების სია

1. სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად ავტორიზებული (დაშვებული)   პირველადი პროდუქტების სია განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით – „სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად ავტორიზებული (დაშვებული) შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების შესახებ“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სიაში მითითებულია პროდუქტის უნიკალური კოდი, პროდუქტის დასახელება, ავტორიზაციის მფლობელის დასახელება, ავტორიზაციის მფლობელის მისამართი, პროდუქტის აღწერა და დახასიათება, კონკრეტული დასახელების სურსათში/სურსათზე ან სურსათის კატეგორიებ(ში)ზე მისი გამოყენების პირობები,    პროდუქტის ავტორიზაციის თარიღი და პროდუქტის ავტორიზაციის ვადა. 

 

დანართი 1

პირველადი პროდუქტების წარმოების პირობები

1.ბოლის (კვამლის) მიღება ხდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხე-მასალისაგან. დასაშვებია, მას დაემატოს მცენარეები, სანელებლები, ღვიის (juniper) ყლორტები, ნაძვის (picea) ყლორტები, წიწვები, გირჩები, იმ პირობით, თუ ისინი წინასწარგანზრახვით, ან წინასწარგანზრახვის გარეშე,  არ დაექვემდებარნენ ქიმიური ნივთიერებებით  დამუშავებას. საწყისი მასალა ექვემდებარება კონტროლირებად წვას, მშრალ დისტილაციას ან კონტროლირებად ჟანგბადის არეში, ზედმეტად გაცხელებული ორთქლით დამუშავებას, არაუმეტეს 6000 C ტემპერატურაზე.

2. ბოლი (კვამლი) კონდენსირებულია. ფაზებად დაყოფის მისაღწევად დასაშვებია წყლის და/ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამხსნელის დამატება. იზოლაციის, ფრაქციებად დაყოფის და/ან გაწმენდის მიზნით დასაშვებია ფიზიკური პროცესების გამოყენება,  რათა მიღებული იქნეს შემდეგი ფაზები:

ა) წყალზე დაფუძნებული „ბოლის (კვამლის) პირველადი კონდენსატი“, რომელიც ძირითადად შეიცავს კარბოქსილის მჟავებს, კარბონილის და ფენოლურ ნაერთებს, რომლებშიც ბენზო(a)პირენის მაქსიმალური შემცველობა 10 მკგ/კგ-ია, ხოლო ბენზ(a)ანთრაცინის შემცველობა არ აღემატება 20 მკგ/კგ-ს;

ბ) წყალში უხსნადი, მაღალი სიმკვრივის მქონე კუპრი (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერება), რომელიც ფაზებად დაყოფისას გამოიყოფა ნალექის სახით და მისი უშუალოდ გამოყენება შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის დაუშვებელია. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სათანადო ფიზიკური დამუშავების შემდეგ, რათა მიღებული იქნეს პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების დაბალი შემცველობის მქონე ამ წყალში უხსნადი კუპრის (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერება) შემცველი ფრაქცია, რომელიც განისაზღვრება როგორც „კუპრის (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერების) პირველადი ფრაქცია“, რომელშიც ბენზო(a)პირენის მაქსიმალური შემცველობა 10 მკგ/კგ-ია, ხოლო ბენზ(a)ანთრაცინის შემცველობა არ აღემატება 20 მკგ/კგ-ს;

გ) წყალში უხსნადი ზეთოვანი ფაზა, რომელიც მიიღება იმ შემთხვევაში, თუ კონდენსაციის დროს ან კონდენსაციის დამთავრების შემდეგ არ მოხდა ფაზებად დაყოფა. ამ შემთხვევაში მიღებული შესაბოლი კონდენსატი განხილული უნდა იქნეს   როგორც წყალში უხსნადი, მაღალი სიმკვრივის მქონე კუპრის (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერება) ფაზა, რომელიც   უნდა დაექვემდებაროს სათანადო ფიზიკურ დამუშავებას კუპრის (ცვილოვანი, ფისოვანი ნივთიერების) პირველადი ფრაქციის მისაღებად და რომელიც დააკმაყოფილებს   ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განმარტებას.