მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016432
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16/04
05/02/2020
ვებგვერდი, 06/02/2020
220090000.18.011.016432
მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/02/2020 - 19/03/2021)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №16/04

2020 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის 25/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ, დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, გამოიყენოს სხვადასხვა სახის სანქცია, მათ შორის, დააკისროს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორმა:

ა) დაარღვია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას ან დართული აქვს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების და შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) მითითებები;

ე) დაარღვია სესხის გაცემასთან ან/და სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

4. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის და მისი ადმინისტრატორებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.


მუხლი 2. ფულადი ჯარიმების ოდენობები
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ფულადი ჯარიმები შემდეგი ოდენობებით:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) ფინანსური ანგარიშგების და სხვა ფინანსური ინფორმაციის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა; ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევა; დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული  ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკისათვის წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე.

დ) ნაკისრი ვალდებულებების აღურიცხველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულების, წესის, დადგენილების, მოთხოვნის ან წერილობითი მითითების ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების  წარმოებისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის წარმოების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ფულადი ჯარიმები შემდეგი ოდენობებით:

ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს  დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის  სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ბ.ა) 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ.ბ) 5 და მეტი დღით დაგვიანებისათვის –   300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული  გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის (გარიგების), ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან  განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე);

ვ) ნებისმიერი პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში;

თ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ი) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში –   500 (ხუთასი)  ლარის  ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ლ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის,  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ლ.ა)   5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ლ.ბ) 5 და მეტი დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

მ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ო) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

პ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან/და ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის  შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას, დაჯარიმდება – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ჟ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

რ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში;

ს) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების დასრულებამდე წარუდგენლობა ან/და წარდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმეორებით ვადაგადაცილებით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის განმეორებით არასწორად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ტ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა  ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით;

უ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული  სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების  განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ფ) შემოწმების შედეგად მირკოსაფინანო ორგანიზაციისათვის განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ქ) შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და ოპერაციების (გარიგების) აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა:

ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/ შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რეკლამირებულ/ შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 1,000  (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის №281/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამავე დებულებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

 6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2, მე-5 ან მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 628​1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

9. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

10. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

11. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.

12. ამ მუხლში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას, დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.



9. 23/01/2024 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 12/04 - ვებგვერდი, 24/01/2024 8. 18/01/2024 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 7/04 - ვებგვერდი, 18/01/2024 7. 27/12/2023 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 391/04 - ვებგვერდი, 28/12/2023 6. 01/12/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 169/04 - ვებგვერდი, 02/12/2022 5. 04/05/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 51/04 - ვებგვერდი, 05/05/2022 4. 19/11/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 167/04 - ვებგვერდი, 22/11/2021 3. 29/07/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 109/04 - ვებგვერდი, 30/07/2021 2. 15/07/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 103/04 - ვებგვერდი, 16/07/2021 1. 19/03/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 39/04 - ვებგვერდი, 22/03/2021