„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 761
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022484
761
18/12/2020
ვებგვერდი, 21/12/2020
280000000.10.003.022484
„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №761

2020 წლის 18 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge,  30/10/2020, 280000000.10.003.022375) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. ეთხოვოთ იურიდიულ პირებს, საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 19 რიცხვამდე წარუდგინონ სამინისტროს ინფორმაცია შესაბამისი ანგარიშსწორებისათვის.

2. დაევალოს სამინისტროს ამ დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის:

ა) კომპანიის დასახალება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) კომპანიის ანგარიშის ნომერი;

გ) გადასარიცხი თანხის ოდენობა.“.

მუხლი 9

1. ამ დადგენილებით განსაზღვრული 2020 წლის  ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეების კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული 2021 წლის თებერვლის თვის კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „27 02 06 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია