დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 234 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/05/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016643 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/05/2017 - 02/05/2018)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესი და პირობები“.
|
მუხლი 2 |
2018 წლის 3 მაისამდე, ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ წესში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, რათა დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები, გარდა ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისა. |
მუხლი 3 |
2018 წლის 3 მაისამდე, ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებამდე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მისაღებად დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, გარდა ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით, ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან. |
მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 3 მაისიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში დაინტერესებული პირისათვის მომსახურების გაწევის წესი და პირობები
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. ეს წესი არეგულირებს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის (შემდგომში – იუსტიციის სახლი) მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის განხორციელებისას იუსტიციის სახლი, საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად, ხელმძღვანელობს „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული წესით. მუხლი 2. იუსტიციის სახლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები 1. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში, იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს: ა) იუსტიციის სახლის მომხმარებლების, მათ შორის, დაინტერესებული პირების, ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების, ასევე, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ; ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი და შესრულებული დოკუმენტის მიმღები დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას; გ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებასა და განცხადების ან/და დოკუმენტების მიღების დადასტურებას; დ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ იუსტიციის სახლში წარდგენილი დოკუმენტების სააგენტოსათვის ელექტრონული ან მატერიალური ფორმით დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, მიწოდებას; ე) მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის თაობაზე იუსტიციის სახლში გამოცხადებული დაინტერესებული პირის ინფორმირებას, მისი მოთხოვნით; ვ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის, ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისთვის გაცნობას და გადაცემას, თუ იუსტიციის სახლისთვის ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს მიერ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი დოკუმენტი ვერ ჩაბარდა დაინტერესებულ პირს; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოსთვის კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული პირისთვის გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე; თ) მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ ასეთი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტოსათვის ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მიწოდებას; ი) დაინტერესებული პირის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტების სააგენტოსთვის გადაცემას, იუსტიციის სახლსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასა და ვალდებულებების შესრულებას, რაც აუცილებელია დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით მიწოდებისათვის. 2. გასაწევი მომსახურებისათვის საფასურის გადახდის საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სახლი არ განახორციელებს განცხადების სააგენტოში განსახილველად გადაგზავნას შესაბამისი საფასურის გადახდამდე და აღნიშნულის თაობაზე წინასწარ აცნობებს დაინტერესებულ პირს. 3. დაინტერესებული პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელების ზოგადი პრინციპები 1. ამ წესით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტო უზრუნველყოფს: ა) იუსტიციის სახლის მიერ კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე, შესაბამისი მომსახურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე შესრულებული დოკუმენტების (გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) იუსტიციის სახლისათვის გადაგზავნას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით; გ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის, ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას; დ) იუსტიციის სახლის მომარაგებას შესაბამისი ცნობის ბლანკებით, იუსტიციის სახლსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად; ე) ამ წესით მომსახურების განხორციელებისას გადახდილი საფასურის 5%-ის საზღაურის სახით იუსტიციის სახლისათვის გადაცემას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, რაც აუცილებელია დაინტერესებული პირებისათვის მომსახურების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით მიწოდებისათვის. 2. სააგენტო თავისუფლდება კანონმდებლობით განსაზღვრული იმ ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით ან/და ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში ეკისრება იუსტიციის სახლს. სააგენტო არ აგებს პასუხს ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანისათვის. მუხლი 4. იუსტიციის სახლის პროგრამული უზრუნველყოფა 1. ამ წესით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, იუსტიციის სახლსა და სააგენტოს შორის კავშირი ხორციელდება ამ მიზნით შექმნილი იუსტიციის სახლის სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (შემდგომში – კომპიუტერული პროგრამა) საშუალებით. იუსტიციის სახლი და სააგენტო ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ სხვადასხვა პროგრამებს შორის ინფორმაციის დაუბრკოლებლად გაცვლის ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება. იუსტიციის სახლის მიერ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით მომსახურების მიწოდებისას დაცული უნდა იყოს ამ წესით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები. 2. იუსტიციის სახლის კომპიუტერული პროგრამა, საჭირო ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით, დაკავშირებულია სააგენტოს კომპიუტერულ პროგრამასთან. 3. იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ბაზებიდან იღებს პირის (დაინტერესებული პირის, მონაცემთა სუბიექტის) იდენტიფიცირებისათვის, განცხადების მისაღებად და სააგენტოს მიერ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შესრულებული დოკუმენტის გასაცემად საჭირო სხვა ინფორმაციას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის დამუშავების ფარგლები განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით. 4. პირის იდენტიფიცირების მიზნით იუსტიციის სახლი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან განცხადების მისაღებად და სააგენტოს მიერ შესრულებული დოკუმენტის გადასაცემად, იღებს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) დაინტერესებული პირის, რაშიც იგულისხმება ნებისმიერი პირი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს მომსახურების გაწევა, პირად ნომერს, სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, რეგისტრაციის მისამართს, ფოტოსურათს, მისი გარდაცვალებისა და მის მიერ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის ფლობის თაობაზე ინფორმაციას; ბ) მონაცემთა სუბიექტის, რაშიც იგულისხმება ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემი, პირად ნომერს, სახელს, გვარს, მამის სახელს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაბადების თარიღს, რეგისტრაციის მისამართს და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. მუხლი 5. ხელშეკრულება (შეთანხმება) იუსტიციის სახლსა და სააგენტოს შორის 1. ამ წესით განსაზღვრული ცალკეული საკითხების (მათ შორის ინფორმაციის გაცვლასთან, წესით გათვალისწინებული მომსახურების მიღება-ჩაბარებასთან, მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან, მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებული და სხვა საკითხების) დეტალურად მოწესრიგების მიზნით იუსტიციის სახლსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება (შეთანხმება). 2. ხელშეკრულების (შეთანხმების) პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. II თავი ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისა და დაინტერესებული პირისათვის გადაცემის წესი მუხლი 6. იუსტიციის სახლის მიერ განცხადების მიღება და სააგენტოსთვის გადაგზავნა 1. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე იუსტიციის სახლის მეშვეობით სააგენტოსათვის მიმართვის უფლება აქვს: ა) სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს; ბ) ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან პირს; გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირს; დ) მონაცემთა სუბიექტის მინდობილ პირს; ე) არასრულწლოვანი (გარდა ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვნისა), მხარდაჭერის მიმღები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი სუბიექტის კანონიერ წარმომადგენელს; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირს. 2. იუსტიციის სახლის მეშვეობით ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად სააგენტოსათვის მიმართვისას დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტი ან/და დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი; გ) შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის უფლებამოსილი თანამშრომლისთვის, შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება. 4. იუსტიციის სახლში განცხადება მიიღება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ მოწმდება ელექტრონული ხელმოწერით. 5. უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განცხადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებისა და კომპიუტერულ პროგრამაში ატვირთვის შემდეგ, იბეჭდება სამახსოვრო ბარათი ორ ეგზემპლარად. სამახსოვრო ბარათის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ხელმოწერილი მეორე ეგზემპლარი კი ინახება იუსტიციის სახლში, სააგენტოსათვის მის გადაცემამდე. ბარათზე ხელმოწერით დაინტერესებული პირი ადასტურებს განცხადების შინაარსის, საკუთარი და მონაცემთა სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების სისწორეს. 6. დაინტერესებული პირის მიერ დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება სამახსოვრო ბარათის მეშვეობით, მასზე დაფიქსირებული განცხადების უნიკალური კოდის მიხედვით. იუსტიციის სახლმა უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი პირობების თაობაზე, მათ შორის მკაფიოდ მიუთითოს ამის შესახებ სამახსოვრო ბარათში. 7. დაინტერესებული პირის მიერ დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისა და იუსტიციის სახლის მიერ კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სააგენტოსათვის დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების გადაგზავნის დღიდან. 8. მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განცხადების იუსტიციის სახლში წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განცხადებას ერთვის დაინტერესებული პირის მხრიდან დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნა, განცხადება აქტიურდება და სააგენტოს განსახილველად გადაეგზავნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაჩქარებული მომსახურების საფასური იქნება გადახდილი. 9. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ან განცხადების განუხილვევლად დატოვების შესახებ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მიეწოდება იუსტიციის სახლს, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისთვის გადაცემას, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში. მუხლი 7. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესი 1. სააგენტოში ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება იწყება იუსტიციის სახლის მიერ კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადების გადაგზავნის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით განსაზღვრული დებულებები, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას სააგენტო ახორციელებს ელექტრონული ფორმით შესრულებისა და იუსტიციის სახლისათვის კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით მიწოდებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ნასამართლობის შესახებ ცნობა სრულდება მატერიალური ფორმით. მუხლი 8. ნასამართლობის შესახებ ცნობის გადაცემა 1. სააგენტოს მიერ ამ წესით განსაზღვრული ელექტრონული ფორმით გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობა დაინტერესებულ პირს გადაეცემა იუსტიციის სახლის მეშვეობით, მის ნებისმიერ ფილიალში. 2. ელექტრონული ფორმით შესრულებული ნასამართლობის შესახებ ცნობა იუსტიციის სახლის მიერ ამოიბეჭდება ერთ ეგზემპლარად მატერიალური ფორმით, სააგენტოს მიერ იუსტიციის სახლისათვის გადაცემულ შესაბამის ბლანკზე. 3. ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს დამზადებული ნასამართლობის შესახებ ცნობის იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას. 4. ნასამართლობის ცნობა იუსტიციის სახლის მიერ გადაეცემა დაინტერესებულ პირს. 5. იუსტიციის სახლის უფლებამოსილი თანამშრომელი ახდენს დაინტერესებული პირის იდენტიფიცირებას, ამოწმებს მის უფლებამოსილებას ცნობის მიღებაზე და ამის შემდგომ უზრუნველყოფს იუსტიციის სახლში გამოცხადებული დაინტერესებული პირისთვის ცნობის გადაცემას. 6. უფლებამოსილი თანამშრომელი იუსტიციის სახლში გამოცხადებულ დაინტერესებულ პირს გადასცემს სააგენტოს მიერ საქმეზე მომზადებულ უარყოფით გადაწყვეტილებას. 7. დაინტერესებული პირისთვის სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შესრულებული ნასამართლობის შესახებ ცნობის ან გადაწყვეტილების გადაცემა უნდა დადასტურდეს მისი ხელმოწერით, რაც სრულდება ელექტრონულად. 8. დაინტერესებული პირი ვალდებულია, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს მიერ აღნიშნული დოკუმენტის ელექტრონული ფორმით შესრულებისა და იუსტიციის სახლში კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გადმოგზავნიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იუსტიციის სახლის მიერ დოკუმენტის გადაცემა არ განხორციელდება, ხოლო მომსახურება ჩაითვლება გაწეულად. |
დოკუმენტის კომენტარები