„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022595
43
02/02/2021
ვებგვერდი, 04/02/2021
470000000.10.003.022595
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №43

2021 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში“:       

1. №2 დანართი(იმუნიზაცია“):

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებას სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ამცრელი კაბინეტებისა და გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით.“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფის მომსახურების ღირებულება (რომელიც არ მოიცავს პირადი დაცვის საშუალებებსა და სახარჯ მასალას, რომლის უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად) შეადგენს:

ა) ამცრელ კაბინეტში პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 1.5 ლარს, ხოლო მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 3.5 ლარს;

ბ) გამსვლელი ბრიგადის მიერ შესაბამისი სამიზნე ჯგუფის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ იდენტიფიცირებული, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარები, რომლებსაც აცრის სერვისი ადგილზე მიეწოდება) პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 6.75 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 6.75 ლარს.“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის, ასევე „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ბენეფიციართათვის ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“;

გ.ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:  

„9. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრის მომსახურებას ახორციელებს აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულება.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 29,825.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

20,670.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

144.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

7,330.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

1,500.0

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

23.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

50.0

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

(მ. შ. იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა და ადმინისტრირება)

108.0

 

სულ:

29,825.0.“;

 

ე) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრაციის მსურველი სამედიცინო დაწესებულება/სოფლის ექიმი უნდა ფლობდეს ვაქცინების შენახვისთვის/ლოჯისტიკისთვის/ადმინისტრირებისთვის აუცილებელ პირობებს, ჰქონდეს გაკეთებული შეტყობინება აღნიშნული საქმიანობის წარმოებაზე რეგულირების სააგენტოში, დადგენილი ფორმით დარეგისტრირდეს ცენტრში სჯდ ცენტრების მეშვეობით და მოსარგებლეებს ვაქცინები და აცრის მომსახურება მიაწოდოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პირობებით, ამასთან:

ა) ვაქცინაციის კაბინეტი შესაბამისობაში უნდა იყოს  COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარეგულირებელი დოკუმენტით განსაზღვრულ პირობებთან;

ბ) ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულების ამცრელ ბრიგადაში უნდა შედიოდნენ ექიმი, ამცრელი მედდა და იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა რეგისტრატორი. ერთი ბრიგადის დღიური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 40-45 აცრას. ამასთან, აცრების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს აცრის ჩატარების დღის ბოლომდე;

გ) სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციისათვის შესაბამისი პერსონალი, რომელიც, ამცრელი ბრიგადის მიერ დაგეგმილი აცრა-ვიზიტების საფუძველზე, განახორციელებს ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციისათვის საჭირო ღონისძიებებს; 

დ) იმ ვაქცინისათვის, რომელიც მოითხოვს +2/+80C ტემპერატურის პირობებში შენახვას,  ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად, ავტომატურად ითვლებიან „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას და აქვთ ვაქცინების შენახვისათვის/ ლოჯისტიკისათვის/ადმინისტრირებისათვის აუცილებელი პირობები, ასევე, ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პირობები, არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პროგრამების მიმწოდებლებს, მაგრამ დადგენილი ფორმით დარეგისტრირდებიან ცენტრში სჯდ ცენტრების მეშვეობით და მოსარგებლეებს ვაქცინებს მიაწვდიან იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პირობებით;

ე) იმ ვაქცინისათვის, რომელიც მოითხოვს -70/-800C ტემპერატურის პირობებში შენახვას, ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრაციისთვის სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ე.ა) სამედიცინო დაწესებულება უნდა იყოს განთავსებული ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში;

ე.ბ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების მიხედვით, ფლობდეს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და დანართს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში;

ე.გ) „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილების საფუძველზე, რეგულირების სააგენტოში ჰქონდეს გაკეთებული შეტყობინება იმუნიზაციის წარმოებაზე;

ე.დ) ქ. თბილისში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს, სულ მცირე, 3 ამცრელი ბრიგადა, ხოლო ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებას − 2-2 ბრიგადა მასთან მიმართული ასაცრელი კონტინგენტის ერთი დოზით მოსაცველად არაუმეტეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ვაქცინის ინსტრუქციით დადგენილი ინტერვალის გათვალისწინებით, პირველი და მეორე დოზების მიწოდება;

ე.ე) სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათადარიგო ბრიგადების არსებობა, საჭიროების შემთხვევაში ძირითად ბრიგადაში ჩართული პერსონალის სრულად ჩასანაცვლებლად;

ე.ვ) სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს იზოლირებული შესასვლელი ვაქცინაციაზე მისული პირებისათვის და ერთდროულად მინიმუმ 10 ვაქცინირებული პირის მოსაცდელი სივრცე აცრის შემდგომი დაკვირვებისთვის;

ე.ზ) სამედიცინო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ასაცრელი სამიზნე კონტინგენტის წინასწარი აღრიცხვა მათ მობილიზაციაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და განახორციელოს აცრების წინასწარი დაგეგმვა;

ე.თ) სამედიცინო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პირველ დოზაზე აცრილი პირების მეორე დოზით რევაქცინაციის მიზნით შესაბამისი კონტინგენტის მობილიზაცია;

ე.ი) დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის პირობების მოთხოვნები, რიგების მართვის, მოსაცდელი და აცრის სივრცეების მოწყობასთან მიმართებით;

ე.კ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს აცრების წარმოება უქმე და დასვენების დღეების გარეშე;

ვ) ამ დადგენილებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ პირობებთან სამედიცინო დაწესებულების შესაბამისობას განსაზღვრავს რეგულირების სააგენტო;

ზ) სამედიცინო დაწესებულების მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით შევსებული განაცხადის ფორმა და რეგულირების სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისობის დასკვნა წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაციის ერთადერთ პირობას.“. 

2.  №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,958.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

1,123.5

 

მ.შ., საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება, არსებულ საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გაძლიერება

546.0

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

375.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

50.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

22.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

65.0

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 9.000 ლარისა)

322.5

სულ:

1,958.0.“.

                                                                                                                       

3. №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16,534.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება −  12 600 ლარი თვეში)

2,357.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა, მ. შ.:

2,200.0

 

2.1

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ლაბორატორიებისათვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა

460.0

3

სტაციონარული მომსახურება

9,800.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

39.2

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არა უმეტეს 80%-ის შესყიდვა

1,700.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა  სრულად და სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა არაუმეტეს 25%-ის ოდენობით ფულადი წახალისების დაფინანსება

400.0

 

სულ:

16,534.0.“.

                                                                                                                                               

4. №7 დანართი(„აივ-ინფექციის/შიდსის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,060.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

1,090.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

4,222.0

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

3,455.0

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

3,100.0

5

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება  აივ-ინფექციის/შიდსის მქონე პირებსა და  აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექსმუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები)

400.0

6

აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა (ნიმ) და კომერციულ სექსმუშაკ ქალებში

793.0

 

სულ:

13,060.0.“.

                                                                                                                                                  

5. №11 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“) №11.8 დანართი „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლების მიხედვით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი 11.8

 

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლების მიხედვით

რაიონი/ბენეფიციარი

დაწესებულება

გუნდების რაოდენობა

თვის ბიუჯეტი (ლარი)

გლდანის რაიონი,

 ქ. თბილისი

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

3

22,200.0

ნაძალადევის რაიონი,

ქ. თბილისი

მცხეთის მუნიციპალიტეტი

შპს „მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – ჯანმრთელი თაობა"

1

7,400.0

თიანეთის მუნიციპალიტეტი

კრწანისის რაიონი,

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია

2

14,800.0

მთაწმინდის რაიონი,

 ქ. თბილისი

ისნის რაიონი,

ქ. თბილისი

დიდუბის რაიონი,

ქ. თბილისი

შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი"

1

7,400.0

ჩუღურეთის რაიონი,

ქ. თბილისი

ვაკის რაიონი,

 ქ. თბილისი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

3

22,200.0

საბურთალოს რაიონი, ქ. თბილისი

სამგორის რაიონი,

 ქ. თბილისი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

ქ. რუსთავი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

4

29,600.0

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი

შპს „თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

2

14,800.0

ახმეტის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

ქ. ქუთაისი და ქუთაისის მუნიციპალიტეტი

 

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

1

7,400.0

ქ. ბათუმი და ბათუმის მუნიციპალიტეტი

შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“

1

7,400.0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

1

7,400.0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

1

7,400.0

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (1/2)

ქ. ფოთი

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

2

14,800.0

ხობის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტი

ა(ა)იპ –  სამცხე-ჯავახეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ცენტრი

1

7,400.0

ადიგენის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

შპს „იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)“

1

7, 400.0

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ა(ა)იპ – ოზურგეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ცენტრი

1

7,400.0

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

1

7,400.0

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (1/2)

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტი

შპს „გრიგოლ ორმოცაძის სახელობის ცენტრი „ნევრონი“

1

7,400.0

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

1

7,400.0

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

შპს „აკად.  ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“

1

7,400.0

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (1/3)

ქარელის მუნიციპალიტეტი

ა(ა)იპ − შიდა ქართლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ცენტრი (2021 წლის 1 მარტიდან)

2

14,800.0

ქ. გორი და გორის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

ჰერეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ცენტრი (2021 წლის 1 მარტიდან)

1

7,400.0.“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

                                                                                                                                             

6.  №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“):

ა)  მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის  მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსებული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები; ასევე, ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირის ხელშეწყობისა და დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით მოსარგებლეები არიან ზოგადი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენილი სიის შესაბამისად. კერძოდ:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მოსწავლის სტატუსით  ირიცხებოდნენ/ირიცხებიან 2019-2020 ან 2020-2021 სასწავლო წელს და არიან თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის არასრულწლოვანი შვილები, მოსწავლის სტატუსით;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი ან პროფესიული სტუდენტი, რომელიც არის  თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, და ან ძმა); 

გ) 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისა და თანამემამულის სტატუსის მქონე პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მოსარგებლეებს.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას სწრაფი/მარტივი მეთოდით, მათ შორის:

ბ.გ.ა) ტესტირებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);

ბ.გ.ბ) ტესტირებას ანტისხეულის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (მათ შორის, აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებში ჩართული პირების  ტესტირება (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის,  ბინაზე მეთვალყურეობისა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფას, ცენტრალური ონლაინკლინიკის  მეშვეობით. მომსახურება მოიცავს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (არაუმეტეს 300 ერთეულისა) შრომის ანაზღაურებას;“;

ბ.გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში ჩართული რაიონული სამსახურების, ქ. თბილისის ფილიალების, რეფერალური ეკიპაჟის წევრებისა და ცვლაში მომუშავე ცენტრალური სადისპეტჩეროს თანამშრომლების ყოველთვიური დამატებითი ანაზღაურებისა და სხვა ლოჯისტიკური ღონისძიებების (მ.შ. სასაწყობო ფართის ქირაობა) უზრუნველყოფას.“;

გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პროგრამის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის განმახორციელებელია გადაუდებელი დახმარების ცენტრი.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 336,009.0 ათასი ლარით.“;

ე) მე-9 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან პროგრამის  ფარგლებში პჯრ ტესტირების მომსახურების მიმწოდებლებად, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ჯგუფების ტესტირება ნებადართულია მხოლოდ პულირების (დაჯგუფების) მეთოდით და პჯრ ტესტირების მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მე-4 მუხლის „გ.ბ.გ“ და „გ.ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია