„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 762
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 08/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 120260000.10.003.022485
762
21/12/2020
ვებგვერდი, 22/12/2020
120260000.10.003.022485
„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №762

2020 წლის 21 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობის დროს დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ავადმყოფობის გამო შვებულება 160 თვის ვადით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 8 დეკემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია