დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 81-IIრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.05.001.020222 |
|
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1412 მუხლი:
„მუხლი 1412. სამშენებლო სამართალდამრღვევის საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება 1. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა მის მიერ საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებით, მაგრამ 2021 წლის 1 იანვრისათვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, იგი თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრისათვის ჩადენილი აქვს სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იგი თავისუფლდება ამ კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის/საურავის გადახდის ვალდებულებისაგან. 2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო: ა) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც 2021 წლის 1 იანვრამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის და 2021 წლის 1 იანვრისათვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და დამრღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ; ბ) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც 2021 წლის 1 იანვრისათვის ჩადენილი აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 5 იანვარი 2021 წ. N81-IIრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები