სურსათში ნიტრატების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სურსათში ნიტრატების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022845
290
16/06/2021
ვებგვერდი, 18/06/2021
300160070.10.003.022845
სურსათში ნიტრატების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290

2021 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

სურსათში ნიტრატების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში ნიტრატების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის (გამოკვლევის)  მეთოდების შესახებ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი  სურსათში ნიტრატების განსაზღვრისათვის ნიმუშის

აღებისა და ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდების შესახებ

 


მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო

1. „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში ნიტრატების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდების შესახებ“ (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას სურსათში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნიტრატების ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშის აღებისა და მეთოდების გამოყენების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სურსათში ნიტრატების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღება და ანალიზი (გამოკვლევა) ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში.

3. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ნიმუშების აღება ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მეთოდების შესაბამისად, რომლის დროსაც უშუალოდ ნაკვეთიდან ან პარტიიდან აღებული გაერთიანებული ნიმუშ(ებ)ი წარმოადგენს რეპრეზენტატიულ ნიმუშს.

4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ლაბორატორიული გამოკვლევებით ნიმუშებში განსაზღვრული ნიტრატების დონის შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს და აბრევიატურებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) პარტია – სურსათის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, რომელიც წარმოადგენს ერთსა და იმავე დროს აღებულ მოსავალს ან მიწოდებულია ერთსა და იმავე დროს და უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულია, რომ აქვს ისეთი საერთო მახასიათებლები, როგორიცაა არაუმეტეს 2 ჰა ფართობზე წარმოშობა, სახეობა ან ნიადაგის ტიპი, ასევე შეფუთვის ტიპი, შემფუთავი, გამგზავნი ან ეტიკეტირება;

) ქვეპარტია – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარტიის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ნიმუშის ასაღებად და რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშის აღების მეთოდი. თითოეული ქვეპარტია ფიზიკურად უნდა იქნეს განცალკევებული და იდენტიფიცირებული;

) ინკრემენტალური ნიმუში ან ინკრემენტალური ერთეული – პარტიის ან ქვეპარტიის ერთი წერტილიდან აღებული სურსათის გარკვეული რაოდენობა. ნიმუშის აღების დროს პარტიის ან ქვეპარტიის წერტილი შესაძლებელია იყოს ერთი მცენარე (სალათი ან ისპანახი), მცირე, საკმარისი რაოდენობით (ერთი მუჭა) ახალგაზრდა ყლორტები ან ერთი ჩანთა დაჭრილი ფოთლები;

) გაერთიანებული ნიმუში – პარტიიდან ან ქვეპარტიიდან აღებული ინკრემენტალური ნიმუშების კომბინირებული, საერთო რაოდენობა;

) ლაბორატორიული ნიმუში – ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის განკუთვნილი ნიმუში;

) ღია ნაკვეთი (ღია გრუნტი– ერთი და იმავე ტიპის ნიადაგისა და დამუშავების პრაქტიკის მიწის განსაზღვრული ფართობი, რომელზეც ერთი სახეობის და ზრდა-განვითარების ერთსა და იმავე ფაზაზე მყოფი მცენარე (სალათი ან ისპანახი) იზრდება და რომლის მოსავლის აღება ერთსა და იმავე დროს ხდება. ღია გრუნტი, ნიმუშის აღებისას, შეიძლება განისაზღვროს როგორც პარტია;

) დახურული ნაკვეთი (დახული გრუნტი– მიწის განსაზღვრული ფართობი, რომელიც წარმოადგენს გადახურულ სათბურს, პლასტიკის, პოლიეთილენის ან მინის პოლიტუნელს, რომელშიც ერთი სახეობის და ზრდა-განვითარების ერთსა და იმავე ფაზაზე მყოფი მცენარე (სალათი ან ისპანახი) იზრდება და რომელზედაც მოსავლის აღება ხდება ერთსა და იმავე დროს. დახურული ნაკვეთი, ნიმუშის აღებისას, შეიძლება განისაზღვროს როგორც პარტია;

) ჩვილი ბავშვი (Infant) – ბავშვი დაბადებიდან ერთი წლის (12 თვის) ჩათვლით;

) ადრეული/უმცროსი ასაკის ბავშვი (Young children) – ბავშვი 1 წლიდან (12 თვიდან) 3 წლის (36 თვის) ჩათვლით;

) მარცვლოვნების ფუძეზე (საფუძველზე) წარმოებული სურსათი (processed cereal-based foods) – მარცვლოვანი კულტურების გადამუშავებით წარმოებული სურსათი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელი ჩვილი ბავშვების განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ და ადრეული ასაკის ჯანმრთელ ბავშვთა კვების რაციონზე დამატების სახით და/ან მათი ჩვეულებრივ საკვებთან თანდათანობით შეგუებისათვის; რომელსაც მიეკუთვნება მარტივი სურსათი, რომელთა აღდგენა ხდება რძით ან სხვა სათანადო საკვები სითხით, ასევე მარცვლოვანი კულტურებისგან წარმოებული სურსათი, რომელთაც დამატებული აქვთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე სურსათი და რომელთა აღდგენა ხდება წყლით ან ცილისაგან თავისუფალი სათანადო სითხით, მაკარონის ნაწარმი (პასტა), რომელთა გამოყენება შესაძლებელია ადუღებულ წყალში ან სხვა სათანადო სითხეში მოხარშვის შემდეგ და ასევე ბისკვიტები (მშრალი ნამცხვარი) და ორცხობილები, რომელთა გამოყენება ხდება უშუალოდ ან რძის, წყლის ან სხვა სათანადო სითხით დალბობის შემდეგ;

) ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი (baby foods ) სურსათი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელი ჩვილი ბავშვების განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ და ადრეული/უმცროსი ასაკის ჯანმრთელი ბავშვთა კვების რაციონზე დამატების სახით და/ან მათი ჩვეულებრივ საკვებთან თანდათანობით შეგუებისათვის, გარდა:

.) მარცვლოვნების ფუძეზე (საფუძველზე) წარმოებული სურსათისა;

.) რძეზე დამზადებული სასმელისა და მსგავსი სურსათისა, რომელიც განკუთვნილია ადრეული/უმცროსი ასაკის ბავშვთა კვებისათვის;

) r (განმეორებადობა) (Repeatability) – მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს, რომ განმეორების პირობებში, ორ სხვადასხვა გამოკვლევის შედეგებს შორის აბსოლუტური სხვაობა (მაგ., იგივე ნიმუში, იგივე ოპერატორი, იგივე აპარატურა, იგივე ლაბორატორია და დროის მოკლე ინტერვალი) შესაძლებელია არსებობდეს განსაზღვრულ ალბათობის ზღვარში (ჩვეულებრივ 95 %), და შესაბამისად, r = 2,8 × Sr; 

) S(სტანდარტული გადახრა) (Standard deviation) – გადახრა, რომელიც გამოითვლება ანალიზის (გამოკვლევის) განმეორების პირობებში მიღებული შედეგების საფუძველზე;

) RSDr (ფარდობითი სტანდარტული გადახრა) (Relative standard deviation) – გადახრა, რომელიც გამოითვლება განმეორებადობის პირობებში მიღებული შედეგებიდან [(Sr /x) × 100];

) R (დაახლოება) (Reproducibility) – მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს, რომ დაახლოების პირობებში მიღებულ ორ სხვადასხვა, ინდივიდუალური გამოკვლევის შედეგებს შორის აბსოლუტური სხვაობა, კერძოდ, იმავე მასალაზე, რომელიც მიღებულია ოპერატორების მიერ სხვადასხვა ლაბორატორიაში, რომლებიც იყენებენ გამოკვლევის სტანდარტულ მეთოდს), შესაძლებელია არსებობდეს განსაზღვრულ ალბათობის ზღვარში (ჩვეულებრივ 95 %), R = 2,8 × SR;

) SR (სტანდარტული გადახრა) (Standard deviation ) – გადახრა, რომელიც გამოითვლება დაახლოების პირობებში მიღებული შედეგებიდან;

) RSDR (ფარდობითი სტანდარტული გადახრა) (Relative standard deviation) – გადახრა, რომელიც გამოითვლება დაახლოების პირობებში მიღებული შედეგებიდან [(SR / x) × 100];

) აღდგენა (Recovery) – ნივთიერების ჭეშმარიტი კონცენტრაციის პროცენტული შემცველობა, რომელიც მიიღება ანალიზის (გამოკვლევის) დროს. აღნიშნული განისაზღვრება ვალიდაციის პროცესში იმ შემთხვევაში, თუ ატესტირებული (დაშვებული) ეტალონური მასალა (CRM) არ არის ხელმისაწვდომი.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბერის №567 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.

 

მუხლი 3. ნიმუშის აღება და მომზადება

1. ნიმუშის აღება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ.

2. ნიმუშის ასაღებ მასალასთან დაკავშირებით, ნიმუში გამოსაკვლევი პარტიებიდან აღებული უნდა იქნეს ცალ-ცალკე. დიდი პარტია ( 30 ტონაზე მეტი ან 3 ჰა-ზე მეტი ფართობიდან) უნდა იქნეს დაყოფილი ქვეპარტიებად და თითოეული ქვეპარტიიდან ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე.

3. ნიმუშის აღებისა და ნიმუშის მომზადებისას დაცული უნდა იქნეს სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ცვლილება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს:

ა) ნიტრატების შემცველობაზე, გაერთიანებული ნიმუშის ლაბორატორიულ გამოკვლევასა ან/და შედეგების რეპრეზენტატიულობაზე (მაგალითად ნიმუშის მომზადებისას (სალათი ან ისპანახი), ნიადაგის კვალის ან კოშტების არსებობა);

ბ) სურსათის უვნებლობაზე ან იმ პარტიის მთლიანობაზე, საიდანაც ხდება ნიმუშების აღება.

4. ნიმუშების აღებისას გატარებული უნდა იქნეს ყველა ზომა ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

5. რამდენადაც შესაძლებელია, ინკრემენტალური ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს პარტიის ან ქვეპარტიის სხვადასხვა ადგილიდან.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერები მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

7. გაერთიანებული ნიმუში მიიღება ინკრემენტალური ნიმუშების კომბინირებით.

8. რეპლიკატური (განმეორებითი) ნიმუშის აღება გადაწყვეტილების აღსრულების, დაცვის ან დადასტურების მიზნით, ხდება ჰომოგენიზებული გაერთიანებული ნიმუშიდან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ბიზნესოპერატორის უფლებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 4. ლაბორატორიული ნიმუშების შეფუთვა და ტრანსპორტირება

1. აღებული ნიმუშები უნდა იქნეს შეფუთული. თითოეული ნიმუში მოთავსებული უნდა იქნეს სუფთა, ჰერმეტულ, გაუმჭვირვალე, ინერტულ კონტეინერში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტენიანობის დაკარგვა და უზრუნველყოფილი იქნეს ნიმუშის სათანადო დაცვა კონტამინაციისა და ნებისმიერი დაზიანებისაგან.

2. ნიმუში ლაბორატორიას უნდა გადაეცეს ნიმუშის აღებიდან 24 საათის განმავლობაში და ტრანსპორტირებისას უნდა ინახებოდეს გრილ პირობებში. თუ ამ პირობების დაცვა არ არის შესაძლებელი, უნდა მოხდეს ნიმუშის ღრმად გაყინვა 24 საათის განმავლობაში და მისი შენახვა არაუმეტეს ექვსი კვირის განმავლობაში.

3. გატარებული უნდა იქნეს სიფრთხილის დამატებითი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნიმუშის გადაადგილების ან შენახვის დროს მისი შემადგენლობის ნებისმიერი ცვლილება.

  

მუხლი 5. ნიმუშების დალუქვა, ეტიკეტირება და პარტიის სხვადასხვა ტიპები

1. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, უფლებამოსილი პირის მიერ აღებული თითოეული ნიმუში უნდა დაილუქოს ნიმუშის აღების ადგილზე და უნდა იქნეს იდენტიფიცირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ნიმუშის აღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს ჩანაწერები თითოეული პარტიის დასახელების, წარმოშობის, სახეობის, ნიმუშის აღების თარიღისა და ადგილის, მწარმოებლის დასახელებისა და წარმოების ტექნოლოგიის შესახებ, ასევე ჩანაწერები სურსათთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროში ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ ბიზნესოპერატოთან დაკავშირებით და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დახმარებას გაუწევს ანალიზის (გამოკვლევის) განმახორციელებელს.

3. სურსათი შესაძლებელია ბაზარზე განთავსებულ იქნეს ნაყარის სახით, ტარაში ან ინდივიდუალური შეფუთვით, მაგალითად, ტომრებით, ყუთებით, პაკეტებით და სხვა ფორმით. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სურსათისათვის, რომელიც ბაზარზე განთავსებულია სხვადასხვა ფორმით.

 

მუხლი 6. ნიმუშის აღების ზოგადი დებულებები

რამდენადაც შესაძლებელია, ინკრემენტალური ნიმუშების აღება უნდა მოხდეს პარტიის და ქვეპარტიის სხვადასხვა ადგილიდან.

 

მუხლი 7. ნიმუშის აღება ნაკვეთიდან

თუ უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტს, რომ სალათის ან ისპანახის ნიმუშები აღებული უნდა იქნეს ნაკვეთიდან – ღია გრუნტიდან ან დახურული გრუნტიდან, მაშინ ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) დაუშვებელია ინკრემენტალური ნიმუშების აღება, თუ ეს ნიმუშები არ არის რეპრეზენტატიული ღია ან დახურული გრუნტისათვის. ნიადაგის სხვადასხვა ტიპის მქონე ფართობები, რომლებზედაც სხვადასხვა ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული, ან ერთი და იმავე სახეობის სხვადასხვა ჯიშები იქნა მოყვანილი, ან მოსავლის აღება ხდება სხვადასხვა დროს, განხილული უნდა იქნეს როგორც სხვადასხვა პარტია ან სხვადასხვა ნაკვეთი. თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰა-ს აღემატება, მისი დაყოფა უნდა მოხდეს 2 ჰა-იან ქვეპარტიებად. ამ შემთხვევაში ნიმუშები აღებული უნდა იქნეს თითოეული ქვეპარტიიდან ცალ-ცალკე;

ბ) ინკრემენტალური ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ნაკვეთზე ასოების – «W» ან «X» ფორმის მარშრუტიდან. ვიწრო კვალიდან ან დახურული ნაკვეთიდან (დახურული გრუნტი) კულტურების აღება უნდა მოხდეს «W» ან «X» სქემით რამდენიმე კვალიდან და გაერთიანებული ნიმუშის ფორმირებისათვის, აღებული ნიმუშები უნდა გაერთიანდეს;

გ) მცენარე უნდა გადაიჭრას ძირში, ნიადაგის დონეზე;

დ) ნიმუში უნდა შეიცავდეს არანაკლებ 10 მცენარეს, ხოლო გაერთიანებული ნიმუში, რომელიც 10 მცენარისგან შედგება, უნდა იწონიდეს არანაკლებ 1 კგ-ს;

ე) ნიმუშის აღება უნდა მოხდეს პროდუქციიდან, რომელმაც უკვე მიაღწია რეალიზაციისათვის საჭირო სასაქონლო ზომას. თითოეული მცენარიდან მოცილებული უნდა იქნეს დაზიანებული და საჭმელად უვარგისი ფოთლები და ასევე ნიადაგი.

 

მუხლი 8. ნიმუშების აღება ბაზარზე განთავსებული ისპანახის, სალათის ფოთლების, ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის, მარცვლოვნების ფუძეზე (საფუძველზე) წარმოებული სურსათის, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათიდან

1. ნიმუშის აღების მეთოდი გამოიყენება არაუმეტეს ან 25 ტონა პარტიისათვის.

2. დიდი ზომის პარტიის შემთხვევაში (პარტია, რომლის წონა აღემატება 30 ტონას), პარტია დაყოფილი უნდა იქნეს 25 ტ წონის მქონე ქვეპარტიებად იმ პირობით, რომ შესაძლებელია პარტიის ქვეპარტიებად ფიზიკურად დაყოფა. გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ პარტიის წონა ყოველთვის არ არის 25 ტ-ის ჯერადი, ამ შემთხვევაში ქვეპარტიის ზონა შესაძლებელია განსაზღვრულ წონას არაუმეტეს 20 %-ით აღემატებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეპარტიების წონა შესაძლებელია შეადგენდეს 15-დან 30 ტონას.

3. თუ პარტია არ არის დაყოფილი ქვეპარტიებად ან ფიზიკურად შეუძლებელია პარტიის ქვეპარტიებად დაყოფა, ნიმუშის აღება ხდება პარტიიდან.

4. გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ-ს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეუძლებელია, მაგალითად, როდესაც ნიმუშის აღება ხორციელდება ერთი თავის ან ერთი შეფუთული ერთეულიდან.

5. პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა განსაზღვრულია ცხრილი №1-ით – „პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა“.

 

ცხრილი №1

 

პარტიიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

 

პარტიის წონა

(კგ)

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის მინიმალური წონა ( კგ)

< 50

3

1

50 - 500

5

1

> 500

10

1

 

6. თუ პარტია შედგება ინდივიდუალური შეფუთვისაგან, შეფუთვების რაოდენობა, რომელიც აღებული უნდა იქნეს გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად, მოცემულია ცხრიი №2-ში – „შეფუთვების რაოდენობა (ინკრემენტალური ნიმუშები) რომელიც აღებული უნდა იქნეს გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად, თუ პარტია ცალკეული შეფუთვებისაგან შედგება“.

 

ცხრილი №2

 

შეფუთვების რაოდენობა (ინკრემენტალური ნიმუშები), რომელიც აღებული უნდა იქნეს გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად, თუ პარტია ცალკეული შეფუთვებისაგან შედგება

 

შეფუთვების რაოდენობა ან ერთეულების რაოდენობა პარტიაში

ასაღები შეფუთვების ან ერთეულების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის მინიმალური წონა

(კგ)

1- 25

1 შეფუთვა ან ერთეული

1

26 - 100

დაახლოებით 5 %, არანაკლებ 2 შეფუთვა ან ერთეული

1

>100

დაახლოებით 5%, არაუმეტეს 10 შეფუთვა ან ერთეული

1

7. თითოეული პარტია ან ქვეპარტია, რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას, უნდა წარმოადგენდეს ცალკეული ნიმუშების აღების ობიექტს.

8. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდმა, პარტიის დაზიანების შედეგად (შეფუთვის ფორმატის, სატრანსპორტო საშუალებების და ა.შ.) შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი, მიუღებელი კომერციული შედეგები, დასაშვებია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული ნიმუშის სათანადო რეპრეზენტატიულობა იმ პარტიისათვის, საიდანაც ხდება ნიმუშის აღება და პარტია სრულად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული. 

9. პარტიიდან ნიმუშის აღების ადგილი, საიდანაც ხდება ინკრემენტალური ნიმუშის აღება, შერჩეული უნდა იქნეს შემთხვევით. თუ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს პარტიის შემთხვევითი ადგილიდან, რომელიც ხელმისაწვდომია და საიდანაც ფიზიკურად შესაძლებელია ნიმუშის აღება.

 

მუხლი 9. ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

1. საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღება ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მეთოდის გამოყენება შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღებისათვის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული ნიმუშის სათანადო რეპრეზენტატიულობა იმ პარტიისათვის, საიდანაც ხდება ნიმუშის აღება და სრულად იქნება აღწერილი და დოკუმენტირებული. 

3. თუ რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშის აღება, მცირეა და 1 კგ წონის მქონე ერთი გაერთიანებული ნიმუშის მიღება შეუძლებელია, დასაშვებია გაერთიანებული ნიმუშის წონა შეადგენდეს 1 კგ-ზე ნაკლებს.

4. ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის, მარცვლოვნების ფუძეზე (საფუძველზე) წარმოებული სურსათის, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათიდან ნიმუშის აღებისას გაერთიანებული ნიმუშის წონა შეიძლება შეადგენდეს 0,5 კგ-ს.

 

მუხლი 10. პარტიის ან ქვეპარტიის შესაბამისობის შეფასება

1. ბაზარზე განთავსებულ მცენარეული წარმოშობის სურსათში ნიტრატების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბერის №567 დადგენილებით განსაზღვრულ მაჩვენებელს.

2. ნიტრატების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი გამოყენებული უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული სურსათისათვის, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ სურსათად მოხმარებისათვის, ან იმ სურსათისათვის, რომელიც აღდგენილია ბიზნესოპერატორის ინსტრუქციის შესაბამისად.

3. მაქსიმალური დასაშვები ზღვარი არ გამოიყენება ახალი ისპანახისათვის, რომელიც განკუთვნილია გადამუშავებისათვის ან რომელიც მოსავლის აღებისთანავე, მინდვრიდან ტრანსპორტით პირდაპირ ნაყარის სახით იგზავნება წარმოებაში გადასამუშავებლად.

4. პარტია ან ქვეპარტია შესაბამისობაშია (მისაღებია), თუ სურსათის ლაბორატორიულ ნიმუშში გაზომვის ცდომილების (განუზღვრელობის) და აღდგენის კორექციის გათვალისწინებით, ნიტრატების შემცველობა არ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარს.

5. პარტია ან ქვეპარტია შეუსაბამოა (არ არის მისაღები), თუ გაზომვის ცდომილების (განუზღვრელობის) და აღდგენის კორექციის გათვალისწინებით, ნიტრატების შემცველობა, ეჭვგარეშე აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარს. ანალიზის (გამოკვლევის) შედეგი, აღდგენის შესწორების გათვალისწინებით, გამოკლებული გაზომვის გაფართოებული ცდომილება, გამოყენებული უნდა იქნეს პარტიის/ქვეპარტიის შესაბამისობის დასადგენად).

 

მუხლი 11. ნიმუშის მომზადება

1. თუ ნიმუშების აღება ხდება ახალი, ნედლი პროდუქციიდან, ნიმუშის მომზადება უნდა განხორციელდეს აღებიდან 24 საათის განმავლობაში. თუ ეს შეუძლებელია, ნიმუში შენახული უნდა იქნეს გაყინულ მდგომარეობაში, მაგრამ არაუმეტეს ექვსი კვირისა.

2. თითოეულ, ინდივიდუალურ ერთეულს უნდა მოსცილდეს ნიადაგის კვალი, ფოთლები ნიადაგის კვალით, გარეთა და დაზიანებული, საკვებად გამოსაყენებლად უვარგისი, დაზიანებული ფოთლები. რეცხვისას ნიმუშში ნიტრატების შემცველობის შემცირების გამო, დაუშვებელია ნიმუშების გარეცხვა.

3. ნიმუში ექვემდებარება სრულ ჰომოგენიზაციას (განსაზღვრული რაოდენობის წყლის დამატება არ არის სავალდებულო). დამაქუცმაცებელი მოწყობილობის – ბლენდერის/მაცერატორის/ჩოპერის ზომიდან გამომდინარე, ჰომოგენიზაციის დაჩქარების მიზნით, დასაშვებია ერთი ან რამდენიმე ინდივიდუალური ერთეულის გაერთიანება. ჰომოგენიზაციამდე ერთეულების გაყინვა და დაჭრა-დაქუცმაცება ხელს უწყობს ჰომოგენიზაციის პროცესს. აუცილებელია დემონსტრირება/დადასტურება, რომ გამოყენებული პროცესი უზრუნველყოფს სრულ ჰომოგენიზაციას, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა ნიტრატების მაქსიმალური ექსტრაქციისა და აღდგენისათვის. ყველა ნიმუში ერთნაირად უნდა იქნეს დამუშვებული, იმის მიუხედავად, მათი მიღება მოხდა ნაკვეთიდან თუ საცალო ვაჭრობიდან.

4. გაერთიანებული სუსპენზიიდან ხდება ერთი ან რამდენიმე ლაბორატორიული საკვლევი ნიმუშის აღება.

 

მუხლი 12. ანალიზის (გამოკვლევის) სპეციფიკური მეთოდები

1. ლაბორატორიული ნიმუშიდან ნიტრატების ეფექტიანი ექსტრაქციისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ექსტრაქციის პროცედურები, მათ შორის, ცხელი წყლით ან მეთანოლი/წყლით (30/70 თანაფარდობით) ექსტრაქცია, უზრუნველყოფს ნიტრატების ეფექტიან ექსტრაქციას;

ბ) ცივი წყლით ექსტრაქცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული ნიმუში ექსტრაქციამდე დაექვემდებარა გაყინვას.

2. სურსათში ნიტრატების შემცველობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდების სპეციფიკური კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილი №3-ით – „ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდების სპეციფიკური კრიტერიუმები“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ცხრილი №3

ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდების სპეციფიკური კრიტერიუმები

კრიტერიუმი

კონცენტრაციის დიაპაზონი

რეკომენდებული მნიშვნელობა

(სიდიდე)

მაქსიმალურად დასაშვები მნიშვნელობა

(სიდიდე)

აღდგენა

< 500 მგ/კგ

60 -120 %

 

≥ 500 მგ/კგ

90 – 110 %

 

RSDR - ის სიზუსტე

ყველა

როგორც მიღებულია Horwitz -ის განტოლებით

2 x Horwitz -ის განტოლებით მიღებულ მნიშვნელობაზე (სიდიდეზე) 

RSDr - ის სიზუსტე გამოიანგარიშება საკვლევი კონცენტრაციის RSDR - ის სიზუსტის 0,66-ზე გამრავლებით

 

3. ცხრილი №3-ით წარმოდგენილი ანალიზის(გამოკლვევის) მეთოდების სპეციფიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი შენიშვნები:

ა) კონცენტრაციის დიაპაზონი არ არის დადგენილი, რამდენადაც მნიშვნელობის სიზუსტე გამოითვლება საკვლევი კონცენტრაციის შესაბამისად;

ბ) მნიშვნელობის სიზუსტე გამოიანგარიშება Horwitz -ის განტოლების მიხედვით, კერძოდ, RSDR = 2(1-0,5logC) , სადაც:

ბ.ა) RSDR არის ფარდობითი სტანდარტული გადახრა, რომელიც გამოიანგარიშება დაახლოების პირობებში მიღებული შედეგების მიხედვით – [(SR /x) × 100];

ბ.ბ) C არის კონცენტრაციის თანაფარდობა (კონცენტრაციის კოეფიციენტი) ( ე.ი 1= 100გ/100 გ; 0,001 = 1000მგ/კგ);

გ) ანალიზის (გამოკვლევის) შედეგების წარდგენის, გაზომვათა ცდომილების (განუზღვრელობა) შეფასებისა და აღდგენის გამოანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ:

გ.ა) ანალიზის (გამოკვლევის) შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნეს შესწორებებით ან შესწორებების გარეშე აღდგენისათვის. მითითებული უნდა იქნეს წარდგენის ანგარიშგების ფორმა და აღდგენის დონე. ანალიზის (გამოკვლევის) შედეგები, კორექტირებული (შესწორებული) აღდგენისათვის, გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისობის შეფასებისათვის;

გ.ბ)ანალიზის (გამოკვლევის) შედეგები გამოსახული უნდა იქნეს შემდეგი სახით:

× +/– U, სადაც:

გ.ბ.ა) × არის ანალიზის(გამოკვლევის) შედეგი;

გ.ბ.ბ) U არის გაზომვის გაფართოებული განუზღვრელობა (ცდომილება) რომელიც გამოიყენება როგორც შესწორების კოეფიციენტი (დაფარვის კოეფიციენტი – coverage factor) 2, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს შედეგები დაახლოებით 95 % ნდობის ინტერვალით.

4. პარტიის მიღების ან უარყოფისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას.