კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 23/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016371
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7/04
18/01/2019
ვებგვერდი, 22/01/2019
220010010.18.011.016371
კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/01/2019 - 15/07/2022)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №7/04

2019 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 641 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და  საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „კომერციული ბანკების მიერ 100 000 ლარამდე სესხის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის №4/04 ბრძანება;

ბ) „კომერციული ბანკების მიერ 100 000 ლარამდე საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 იანვრის №5/04 ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 23 იანვრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე