„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022625
73
24/02/2021
ვებგვერდი, 24/02/2021
470230000.10.003.022625
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №73

2021 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“:

1. მე-2 მუხლის  71 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საუნებისა და სხვა სპა პროცედურების საქმიანობებისა.“.

4. მე-6 მუხლის 31 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის, როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:“.

5. მე-6 მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​2. აჭარის რეგიონში 2021 წლის 1 მარტიდან, ხოლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 8 მარტიდან, დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღებით, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა და შაბათ-კვირისა. შიდა სივრცეში სტუმრის მიღებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.“.

6. მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​1. ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა ხორციელდება არსებული ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით.“.

7. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დასაშვებია აჭარის რეგიონში 2021 წლის 1 მარტიდან, ხოლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 1 აპრილიდან აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას.“.

8. მე-6 მუხლის 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-6 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დაწესებული შეზღუდვები 2021 წლის 20 თებერვლიდან 2021 წლის 6 მარტის ჩათვლით პერიოდში არ ვრცელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში არსებული იმ სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირებაზე, რომლებმაც ზემოაღნიშნულ ვადებში შესაბამისი მომსახურება უნდა გასწიონ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გასამართ, სათხილამურო და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპების გათამაშებასთან დაკავშირებით.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში არსებული იმ სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გასამართ, სათხილამურო და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპების გათამაშების ჩატარების მიზნით და მისი მონაწილისთვის/მონაწილე გუნდებისათვის.“.

10. მე-6 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის:

ა) პირველი, მე-8 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 25 თებერვლიდან;

ბ) მე-5  და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან;

გ) მე-2, მე-4, მე-6 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 8 მარტიდან;

დ) მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 15 მარტიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი