საკანონმდებლო მაცნეს საიტზე განთავსებული ძებნის სისტემა მარტივი და მოქნილი მექანიზმია, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გვეძლევა მოვძებნოთ სხვადასხვა სახის ნორმატიული დოკუმენტი და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული საინფორმაციო მასალა.
ძებნა ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ველის შერჩევის და სხვადასხვა სიტყვის/ფრაზის ჩაწერის მეშვეობით.
ძებნას გააჩნია შემდეგი ველები:
საძიებო სიტყვა/ფრაზა: ამ ველში უნდა ჩაიწეროს ის სიტყვა ან სიტყვის ნაწილი (მაგ., ადმინისტ) ან ფრაზა (მაგ., ადმინისტრაციულ სამართალდარ), რომლის მეშვეობითაც ვეძებთ დოკუმენტს. ასევე შესაძლებელია ფრაზის მოძებნა ორი არასრული სიტყვით, რა დროსაც გამოყენებული უნდა იქნეს "+" ნიშანი (მაგ., ადმინ+სამართალ). ასეთ შემთხვევაში პროგრამა მოძებნის იმ დოკუმენტებს, სადაც არის ორივე სიტყვა.
დოკუმენტების ფილტრი: ეს არის არჩევადი ველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ, თუ რომელ დოკუმენტში ვახორციელებთ ძებნას. ძებნის განხორციელებისას თავდაპირველად პროგრამა ეძებს ჩვენ მიერ შერჩეულ სიტყვას/ფრაზას მხოლოდ ძირითად (კოდიფიცირებულ) დოკუმენტებში, ხოლო თუ ჩვენ გვინდა მოვძებნოთ ასევე ცალკეული ცვლილების დოკუმენტი ან სხვადასხვა საინფორმაციო დოკუმენტი, ამ შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ ძებნა – ყველა დოკუმენტში.
დოკუმენტის ტიპი:ასარჩევი ველი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ რა ტიპის დოკუმენტს ვეძებთ (მაგ: კანონი, ბრძანება და ა.შ.).
დოკუმენტის მიმღები: ველში ავკრიფოთ ჩვენ მიერ არჩეული მიმღების სახელწოდება ან მისი ნებისმიერი ნაწილი და პროგრამა თავად შემოგვთავაზებს არსებულ მიმღებებს. რაც უფრო მეტ ასოს ვკრეფთ, მით უფრო მცირდება მიმღებთა არჩევანი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არჩეული გვაქვს დოკუმენტის ტიპი, დოკუმენტის მიმღებად გამოჩნდება მხოლოდ ის მიმღები, რომელსაც უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი ტიპის დოკუმენტი (მაგ., ტიპი–ბრძანებულების არჩევისას მიმღების ველში გამოჩნდება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი).
ძებნის კრიტერიუმები (სიტყვა/ფრაზა მოიძებნოს): მითითებული ველი საშუალებას გვაძლევს პროგრამას მივუთითოთ ძებნის შემდეგი კრიტერიუმები:
მხოლოდ სათაურში – ამ კრიტერიუმის არჩევისას პროგრამა მოიძიებს დოკუმენტს, რომლის სათაურში გამოიყენება ჩვენ მიერ მითითებული სიტყვა/ფრაზა;
დოკუმენტის ტექსტში – ამ კრიტერიუმის არჩევისას პროგრამა მოიძიებს დოკუმენტს, რომლის ტექსტში, მათ შორის, სათაურშიც გამოიყენება ჩვენ მიერ მითითებული სიტყვა/ფრაზა.
გაფართოებული – გაფართოებული ძებნის ველი გვთავაზობს ძიების მოქნილ და მძლავრ მექანიზმს. ამ ველში სპეციალური წესებით შედგენილი საძიებელი სტრიქონი უნდა ჩავწეროთ. თუ ამ ველში რამდენიმე სიტყვას ავკრეფთ, მაშინ მოიძებნება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც თუნდაც ერთ საძიებო სიტყვას მაინც შეიცავს. თუ გვსურს ფრაზის შემცველი ტექსტის მოძიება, ველში უნდა ავკრიფოთ ეს ფრაზა და ჩავსვათ ბრჭყალებში, მაგალითად, "სკოლამდელი ასაკი". ბრჭყალებში რომ არ მოგვეთავსებინა ეს ფრაზა, მაშინ საიტი მოგვიძებნიდა ყველა დოკუმენტს, რომელიც შეიცავს სიტყვა სკოლამდელს ან სიტყვა ასაკს, ახლა კი მხოლოდ ის დოკუმენტები მოიძებნება, რომლებიც შეიცავს მთლიანად ფრაზას „სკოლამდელი ასაკი“.
ძებნა შაბლონით – თუ მოსაძებნ ველში ჩავწერთ კორ?ი და ძებნას დავაჭერთ, საიტი მოგვიძებნის ყველა დოკუმენტს, რომელიც შეიცავს შემდეგი ტიპის სიტყვებს – კორტი, კორპი, კორძი, ... ანუ სიმბოლო ? გულისხმობს ნებისმიერ ასოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნის ადგილზე საიტი იგულისხმებს ერთ ნებისმიერ სიმბოლოს. შესაძლებელია ამ სიმბოლოს რამდენჯერმე გამოყენებაც, მაგალითად, კორ?ე?ი შეესაბამება შემდეგი ტიპის სიტყვებს – კორტეჟი, კორვეტი, კორტები, ... აღსანიშნავია, რომ ამ სიმბოლოს გამოყენება სიტყვის პირველი ასოს მაგივარდ დაუშვებელია. ასევე, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს * სიმბოლოს. მის მაგივრად საიტი იგულისხმებს რამდენიმე ნებისმიერ ასოს. მაგალითად, თუ საძიებო ველში ავკრებთ სა*ო -ს, საიტი მოგვიძებნის ყველა დოკუმენტს, რომელიც შეიცავს შემდეგი ტიპის სიტყვებს – საგზაო, სატრანსპორტო, სამელიორაციო, საგამოცდო, საწესდებო, ...
* სიმბოლოს გამოყენება სიტყვის დასაწყისში არ არის დაშვებული.
უპირატესობით ძებნა – ხშირია სიტუაციები, როდესაც გვახსოვს საძებნი დოკუმენტის რამდენიმე სიტყვა, თანაც ზოგიერთი სიტყვის არსებობაში დარწმუნებული ვართ და ზოგიერთის არსებობაში ეჭვი გვეპარება. მაგალითად, ვიცით რომ ვეძებთ დოკუმენტს, რომელშიც, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ გვხვდება სიტყვა სკოლა და ასევე შეიძლება იყოს სიტყვა მერხი. ძებნისას, ბუნებრივია, რომ ჯერ ისეთი დოკუმენტების განხილვა სჯობს, სადაც სკოლა არის გამოყენებული და თუ იქ ვერ ვიპოვეთ სასურველი კანონი, მაშინ გადავიდეთ მერხის შემცველ დოკუმენტებზე. თუ „უპირატესობით ძებნის“ მეთოდს გამოვიყენებთ, მაშინ საიტი მოძებნილ დოკუმენტებს დაგვილაგებს ისეთნაირად, რომ დასაწყისში იქნება გამოტანილი ის დოკუმენტები, რომლებიც ნამდვილად შეიცავს სიტყვა სკოლას და მხოლოდ შემდგომ – სხვაგვარი დოკუმენტები. ეს, ცხადია, ძებნის პროცესს გაგვიმარტივებს. საამისოდ შეგვიძლია საძიებო ველში შემდეგი სტრიქონი ჩავწეროთ – სკოლა^2მერხი. ამ ჩანაწერში კონსტრუქცია ^2 საიტს მიუთითებს, რომ 2-ჯერ მეტია ჩვენი დაჯერებულობის დონე იმასთან დაკავშირებით, რომ საძიებო დოკუმენტში სკოლა არის გამოყენებული (მერხის არსებობასთან შედარებით). რადგან სიტყვა მერხი-ს ტიპის სიმბოლოები არ აქვს მიწერილი, ავტომატურად იგულისხმება, რომ დამაჯერებლობის ხარისხი 1 -ის ტოლია. დამაჯერებლობის ხარისხი 1-ზე მეტი უნდა იყოს. დამაჯერებლობის ხარისხი ფრაზასაც შეგვიძლია მივაკუთვნოთ, შეგახსენებთ, რომ ფრაზა ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ.
ლოგიკური ოპერატორები – მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, გვახსოვს, რომ საძებნ დოკუმენტში გამოყენებული იყო სიტყვა შეკეთება და ასევე გვახსოვს, რომ ნახსენები იყო ან ავტომობილი ან მანქანა. ასეთი დოკუმენტის მოსაძებნად შეიძლება გამოვიყენოთ ლოგიკური ოპერატორი OR და ლოგიკური ოპერატორი AND. საძიებო ველში უნდა ჩავწეროთ შეკეთება AND (ავტომობილიORმანქანა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, AND ოპერატორი უნდა გამოვიყენოთ მაშინ, თუ დოკუმენტში ერთდროულად გვხვდება ორი საძიებო სიტყვა, ხოლო OR ოპერატორი მაშინ, თუ ერთ-ერთი შედის დოკუმენტში. ლოგიკური კონსტრუქციების შექმნისას ფრჩხილების გამოყენება დასაშვებია და ისევე აღიქმება, როგორც ეს მათემატიკურ ფორმულებშია გამოყენებული. ლოგიკური ოპერატორი + იწერება სიტყვის დასაწყისში და საიტს მიუთითებს, რომ ეძებოს ისეთი დოკუმენტები, რომლებშიც აუცილებლად შედის საძიებელი სიტყვა. მაგალითად, +აქციზიჯარიმა მოგვიძებნის ისეთ დოკუმენტებს, სადაც ნამდვილად არის სიტყვა აქციზი და ასევე შეიძლება გვხვდებოდეს (შეიძლება არც იყოს!) სიტყვა ჯარიმა. ლოგიკური ოპერატორი NOT (იგივე -) შეიძლება დაიწეროს ორ სიტყვას ან ფრაზას შორის და ნიშნავს იმას, რომ საძიებო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს პირველ სიტყვას/ფრაზას და ამავე დროს არ უნდა შეიცავდეს ოპერატორის შემდეგ არსებულ სიტყვას/ფრაზას. მაგალითად, მანიფესტაცია NOT სანქცირებული მოგვიძებნის ისეთ დოკუმენტებს, სადაც გვხვდება სიტყვა მანიფესტაცია და არ გვხვდება სიტყვა სანქცირებული.
ძებნას ასევე აქვს დოკუმენტის ნომრის და მიღების თარიღის მიხედვით ძებნის საშუალება და გაფართოებული ძებნის ველები, სადაც ჩვენ საშუალება გვეძლევა, მოვძებნოთ დოკუმენტი დამატებითი პარამეტრებით: სარეგისტრაციო კოდი, გამოქვეყნების თარიღი და სხვადასხვა სტატუსი.