დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2881-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 310060000.05.001.020860 |
|
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. კლასიკური ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომლის წლოვანებაც 40 წელს აღემატება.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 86 მუხლი: „მუხლი 86. კლასიკური ავტომობილი ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, აგრეთვე მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 8 6 მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 16 მაისი 2023 წ. N2881-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები