„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 24/02/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016157
9
24/02/2020
ვებგვერდი, 25/02/2020
040170020.57.069.016157
„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №9

2020 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30.10.2015, 040170020.57.069.016073) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების ან/და შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. ამ პუნქტის მიზნებისთვის, თანაზომიერების პრინციპი დაირღვევა, თუ:

ა) მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სულ მცირე, 50%;

ბ) მიმწოდებელს ჯეროვნად აქვს შესრულებული წერილობითი შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე.“;

დ) 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არის უცხოური საწარმო/მუდმივი დაწესებულება/ფილიალი (წარმომადგენლობა), შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ძირითადი საწარმოსა და გადაწყვეტილების მიღების დროისთვის საქართველოში რეგისტრირებული, ასევე პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების პერიოდში დარეგისტრირებული მისი ყველა მუდმივი დაწესებულების/ფილიალის (წარმომადგენლობის) მიმართ შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების დარჩენილი პერიოდით.“.

2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 აპრილს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე




დანართი

პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობითი შეტყობინება

[შედგენის თარიღი და ადგილი]

გიგზავნით პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობით შეტყობინებას:

შესყიდვა: [სატენდერო/საკონკურსო განცხადების ნომერი ან ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი. ელექტრონული ტენდერის ერთობლივად ჩატარების შემთხვევაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი].

პრეტენდენტი/მიმწოდებელი: [მიეთითება პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი].

შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველი: [შემსყიდველი ორგანიზაცია მოკლედ აღწერს შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის წინაპირობებს].

თანდართული დოკუმენტები: [შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წერილობით შეტყობინებას დაურთოს წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სათანადო დოკუმენტაცია სრულად, თანმიმდევრობით (ქრონოლოგიურად) და შესაბამისი მითითებებით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სისტემაში, ეს დოკუმენტები წერილობით შეტყობინებას აღარ დაერთვის].

[დანართის რაოდენობა].

[შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა]

[ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)].