საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017116
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
23/02/2021
ვებგვერდი, 24/02/2021
140130000.22.034.017116
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/02/2021 - 01/05/2024)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №9

2021 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრის პირველ ნაწილში ასახოს ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.

2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სატესტო რეჟიმში უზრუნველყოს პირადი საქმის ელექტრონული წარმოება.

3. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმის ელექტრონული წარმოების უზრუნველყოფამდე პირადი საქმის წარმოება განხორციელდეს მატერიალური ფორმით.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი

მუხლი 1. ბრძანების მიზანი და რეგულირების სფერო

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის (შემდგომ – წესი) მიზანია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციისა და გამოვლენის ხელშეწყობა, აგრეთვე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) კომპეტენციას მიკუთვნებული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულება.

2. ეს წესი განსაზღვრავს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციისა და გამოვლენის პროცესში სამინისტროს უფლებამოსილებებს, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრის (შემდგომ − რეესტრი), მათ შორის, პირადი საქმის წარმოების წესს.

3. რეესტრის პირველ ნაწილში აისახება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (შემდგომ – სქესობრივი დანაშაული) ჩადენისთვის მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.

4. ამ წესით გათვალისწინებული პირადი საქმის წარმოება და ამ წესის მე-8-მე-10 მუხლით დადგენილი კონტროლის ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომლებიც სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ იქნენ კანონის ამოქმედების შემდეგ.

5. სქესობრივი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №463 დადგენილებით (შემდგომ – დადგენილება) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დასაქმების აკრძალვა ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე მსჯავრდებულ პირებზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სქესობრივი დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით, 1431 და 1432 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;

ბ) მსჯავრდებული − პირი (მათ შორის, სასჯელმოხდილი პირი), რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის, თუმცა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული არ აქვს შესაბამისი უფლება კანონით დადგენილი წესით;

გ) უფლებაჩამორთმეული პირი − პირი, რომელსაც სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა ერთი ან რამდენიმე შესაბამისი უფლება;

დ) მონიტორინგის განმახორციელებელი უწყება – კომპეტენციის ფარგლებში, სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული ან/და უფლებაჩამორთმეული პირისთვის დასაქმების აკრძალვის აღსრულების პერიოდული მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი;

ე) რეესტრი − სამინისტროში შექმნილი ორნაწილიანი ბაზა, რომელშიც შეტანილია სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის, მონაცემები;

ვ) რეესტრის პირველი ნაწილი – ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემთა ჩამონათვალი, რომელსაც ქმნის და აწარმოებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;

ზ) რეესტრის მე-2 ნაწილი – ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი საქმე და მასში შეტანილი მონაცემები, რომელსაც აწარმოებს სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო;

თ) შემთხვევის მმართველი – სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში განსაზღვრული პირი, რომელიც, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა საქმის წარმოებასა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას.

მუხლი 3. სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფების კომპეტენციები

1. ამ წესის აღსრულებას, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები.

2. ტერიტორიული ორგანოების მიერ მათთვის კანონით, დადგენილებითა და ამ წესით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რა მიზნითაც აღნიშნული დეპარტამენტი უფლებამოსილია ტერიტორიული ორგანოდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, მისცეს მეთოდური რეკომენდაციები და მითითებები.

3. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს მის ხელთარსებული ინფორმაციის სისტემატიზაციას, მსჯავრდებულთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა შესახებ რეესტრის პირველი ნაწილის წარმოებას და საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის წვდომის უზრუნველყოფას.

4. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში ყოფნის უფლების აკრძალვა) გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, აღნიშნულის აღსრულებას ახორციელებენ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები.

5. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით (სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება) გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, აღნიშნულის აღსრულებას, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო იქ სადაც საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორია არ არის, შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების მიზნით სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბორტ-კომპიუტერზე იმ უფლებაჩამორთმეულ პირთა შესახებ ინფორმაციის წვდომას, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება, უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.

7. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება) უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, აღნიშნულის აღსრულების მიზნით, პერიოდულად, თუმცა არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, კოორდინირებულად, ახორციელებენ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტს.

8. სამინისტროს საჯაროს სამართლის იურიდიული პირი – მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება) გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის აღსრულებას და შესაბამისი ნებართვის, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის გაუქმებას.

9. სასამართლოს განაჩენით უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, აღნიშნულის აღუსრულებლობის გამოვლენისას სამინისტრო აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 4. სამინისტროს კომპეტენციები დასაქმების აკრძალვის მონიტორინგთან დაკავშირებით

1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით (სხვა საქმიანობის უფლება)  გათვალისწინებული სხვა საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში უფლებაჩამორთმეული პირის სასამართლოს განაჩენით გათვალისწინებულ შესაბამის სფეროში/ორგანიზაციაში დასაქმების აკრძალვის აღსრულების მონიტორინგს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, თუ სასამართლოს განაჩენით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ახორციელებს მსჯავრდებული ან/და უფლებაჩამორთმეული პირის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლით  გათვალისწინებულ დაწესებულებაში (აღნიშნული შესაძლებელია იყოს არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, მათ შორის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება) დასაქმების აკრძალვის აღსრულების პერიოდულ მონიტორინგს, თუ დაწესებულებას/დამსაქმებელს არ ჰყავს ზემდგომი/კონტროლის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო/მონიტორინგის განმახორციელებელი უწყება.

3. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილია, ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულებიდან წელიწადში არაუმეტეს სამჯერ გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამის დაწესებულებაში დასაქმებული პირების ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ ან/და შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები. გამოთხოვილი ინფორმაცია ინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

4. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო გამოავლენს სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირის დასაქმების ფაქტს, რომელსაც განაჩენით არ ჩამორთმევია ამ დაწესებულებაში დასაქმების უფლება, თუმცა, კანონმდებლობით ეკრძალება  შესაბამის დაწესებულებაში დასაქმება, იგი უზრუნველყოფს აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17314 მუხლის შესაბამისად რეაგირებასა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო ან მონიტორინგის განმახორციელებელი უწყება გამოავლენს სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის უფლებაჩამორთმეული პირის შესაბამის დაწესებულებაში დასაქმების ფაქტს, სამინისტრო იწყებს შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიებას.

6. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მონიტორინგის ღონისძიებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, როგორც სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ, ახორციელებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი).

მუხლი 5. დაწესებულებების კოორდინაცია

1. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განმახორციელებელი უწყება (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები) გამოავლენს სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დასაქმების ფაქტს, იგი უზრუნველყოფს აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად რეაგირებასა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. გატარებული ზომების შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია სამართალდარღვევაზე რეაგირების, სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) უნდა ეცნობოს სამინისტროს.

2. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განმახორციელებელი უწყება გამოავლენს სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის უფლებაჩამორთმეული პირის შესაბამის დაწესებულებაში დასაქმების ფაქტს, იგი უზრუნველყოფს დარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, აღნიშნული ფაქტის სამინისტროსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას შესაძლო დანაშაულის ფაქტზე რეაგირების მიზნით.

3. სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებებიდან მიღებული მონიტორინგის შედეგების შეგროვებას, დამუშავებას/შესწავლას და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსთვის გადაგზავნას, აღნიშნულზე საჭიროებისამებრ რეაგირების მიზნით.

4. დადგენილებით გათვალისწინებული დამსაქმებელი/მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია საჭიროებისამებრ სქესობრივი დანაშაულების პრევენციის მიზნით კონსულტაციისთვის/დახმარებისთვის მიმართოს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, აღმოუჩინოს მას დახმარება/გაუწიოს კონსულტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 მაისისა, წარუდგენენ ინფორმაციას კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ, განზოგადებული სტატისტიკის სახით. აღნიშნული ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას/შესწავლას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.

მუხლი 6. დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლა

1. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ სქესობრივი დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო სქესობრივი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას (მაგ.: სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება), რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ სქესობრივი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს. დაწესებულებას/უწყებას შესაძლოა, ეცნობოს: პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი), ფოტოსურათი, საკონტაქტო მონაცემები, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დანაშაულებისა და მისგან მომდინარე საფრთხის/დანაშაულის შესაძლო ჩადენის რისკების არსებობის შესახებ ინფორმაცია. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო,  ინფორმაციის მიწოდებამდე, შესაბამისი უწყების/დაწესებულების სათანადოდ უფლებამოსილ პირს, წერილობითი ფორმით აფრთხილებს ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და მისი არაუფლებამოსილი პირისათვის გადაცემის აკრძალვისა და შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/უწყება ვალდებულია, მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო, დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ რეესტრში შეყვანილი პირის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, სამინისტრო უფლებამოსილია, რეესტრში დაცული მონაცემები/პირადი საქმის მასალები გადასცეს საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს, ასევე შესაბამის საგამოძიებო უწყებას იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია მათთვის დაკისრებული ფუნქციების აღსასრულებლად.

4. პენიტენციური დაწესებულებიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიიდან მიღებულ ინფორმაციას საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი რეესტრის პირველ ნაწილში ასახავს გონივრულ ვადაში, რომელზე წვდომაც უზრუნველყოფილია სამინისტროს შესაბამისი ორგანოებისთვის.

მუხლი 7. რეესტრის პირველი ნაწილის წარმოება

1. რეესტრის პირველი ნაწილი არის სამინისტროში შექმნილი ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილია სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ყველა მსჯავრდებულ/ უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირების (გარდა გარდაცვლილი პირისა).

2. რეესტრი იწარმოება დანაშაულის პრევენციისა და პირის მიერ ხელახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დამნაშავის იდენტიფიკაციის გაადვილების მიზნით.

3. რეესტრის პირველი ნაწილის წარმოებაზე პასუხისმგებელია სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც პირის შესახებ განაჩენის მიღებისთანავე, ამ წესის აღსრულების მიზნით, ამუშავებს მსჯავრდებულთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველყოფს აღნიშნულზე შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსთვის ცენტრალიზებულად ხელმისაწვდომობას.

4. რეესტრის პირველ ნაწილში აისახება მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) დაბადების თარიღი და ადგილი;

გ) სტატუსი მოქალაქეობის შესახებ;

დ) რეგისტრაციის ადგილი;

ე) ფოტოსურათი;

ვ) განაჩენის მიმღები სასამართლოს დასახელება; განაჩენის თარიღი და ნომერი; განაჩენის ასლი; დანაშაულის აღწერილობა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, მუხლის ნაწილი, ქვეპუნქტი, რომლითაც გასამართლდა პირი;

თ) განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა;

ი) ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ.

5. რეესტრის პირველ ნაწილში დაცული ინფორმაცია ექვემდებარება განახლებას. რეესტრის პირველ ნაწილში ახალი მონაცემების დამატება ხდება იმგვარად, რომ არ იშლება მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის შესახებ არსებული ინფორმაცია და ინახება სრული ისტორია - როგორც ძველი, ისე ახალი მონაცემები. თუ მითითებულია მცდარი/არაზუსტი მონაცემი, იგი უნდა წაიშალოს და მიეთითოს ზუსტი მონაცემი.

მუხლი 8. პირადი საქმე

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ამ წესის აღსრულების მიზნით ახორციელებს მსჯავრდებულთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა პირადი საქმის წარმოებას მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რა მიზნითაც შესაბამისი ტერიტორიული ორგანო არაუმეტეს 30 საქმეზე გამოყოფს არანაკლებ ერთ შემთხვევის მმართველს. თუ მსჯავრდებულთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა იურიდიული და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი ერთმანეთისგან განსხვავდება, საქმის წარმოება ხორციელდება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირადი საქმე წარმოადგენს რეესტრის მეორე ნაწილს.

2. შემთხვევის მმართველი ვალდებულია აწარმოოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მსჯავრდებულთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა პირადი საქმე, გარდა კანონის ამოქმედებამდე მსჯავრდებული პირებისა.

3. პირადი საქმის წარმოება იწყება მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღების, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების/მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ინფორმაციის მიღების ანდა მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

4. პირადი საქმის წარმოება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, საჭიროების შემთხვევაში საქმისწარმოება დამატებით შესაძლებელია განხორციელდეს მატერიალური ფორმითაც. საქმეთა ნუმერაცია და ნომენკლატურა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. პირად საქმეში აისახება რეესტრის პირველ ნაწილში დაცული მონაცემები, ასევე, დამატებით აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირის ფოტოსურათი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ადგილი, მოქალაქეობა;

ბ) ოჯახური მდგომარეობა, ნასამართლობა (მიუხედავად მოხსნის ან გაქარწყლებისა), შეზღუდული შესაძლებლობის ქონა;

გ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; ტელეფონი, ელ. ფოსტა;

დ) სქესობრივი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან ერთად ფაქტობრივად მცხოვრები პირების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან არსებული კავშირი, მათი  საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) პირის პროფესიული კვალიფიკაცია და ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ;

ვ) მიმდინარე საქმიანობა/სამუშაო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) დასაქმების აკრძალვის კონტროლის მიზნით, ინფორმაცია პირის შემოსავლის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ;

ი) მონაცემები საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

კ) მონაცემები საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ;

ლ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამინისტროში გამოცხადების რეჟიმის პერიოდულობის (გრაფიკი) და დროის შესახებ;

მ) მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან საცხოვრებელ ადგილზე/სამუშაო ადგილზე ვიზიტის შესახებ;

ნ) სამინისტროში გამოცხადების რეჟიმის საპატიო ან/და არასაპატიო მიზეზით დარღვევის, შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების შესახებ;

ო) საპატიო ან/და არასაპატიო მიზეზით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ შეუტყობინებლობისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების შესახებ;

პ) მონიტორინგის სხვა ღონისძიებების შესახებ;

ჟ) შემთხვევის მმართველის მონაცემები;

რ) ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია კანონის აღსასრულებლად.

6. პირად საქმეს თან ერთვის მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან გასაუბრებისას შედგენილი ოქმები და მონიტორინგის შედეგად მოპოვებული მონაცემები.

7. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, შემთხვევის მმართველის მიმართვის საფუძველზე, ახდენს მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ფოტოგრაფირებას და დაქტილოსკოპირებას.

8. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილებისას შემთხვევის მმართველი ვალდებულია, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აღნიშნული ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აცნობოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირზე მონიტორინგის ღონისძიებებისა და პირადი საქმის წარმოების გაგრძელებას.

9. ამ წესის აღსრულების მიზნებისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლად მიიჩნევა მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა 30 დღეზე მეტი ვადით.

10. პირად საქმის მონაცემები ექვემდებარება განახლებას. პირად საქმეში ახალი მონაცემების დამატება ხდება იმგვარად, რომ არ იშლება მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის შესახებ არსებული ინფორმაცია და ინახება სრული ისტორია -  როგორც ძველი, ისე ახალი მონაცემები. თუ პირად საქმეში მითითებულია მცდარი/არაზუსტი მონაცემი, იგი უნდა წაიშალოს და მიეთითოს ზუსტი მონაცემი. პირადი საქმის მონაცემების ცვლილების შესახებ დგება ოქმი დანართი №4-ის შესაბამისად.

11. პირადი საქმის წარმოება წყდება შემდეგი გარემოებების არსებობისას:

ა) უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის ან ვადამდე აღდგენის შემდეგ, თუ უფლებაჩამორთმეულ პირს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება უფლების ჩამორთმევის ვადით;

ბ) სქესობრივი დანაშაულის ნასამართლობის მოხსნისას ან გაქარწყლებისას, თუ პირს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება ნასამართლობის ვადით.

გ) გარდაცვალებისას;

დ) განაჩენის გადასინჯვის შემთხვევაში, პირის გამართლებისას.

12. გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, პირადი საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ პირადი საქმე ინახება არქივში 30 წლის ვადით.

13. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი უფლებამოსილია ნაკლებად მძიმე სქესობრივ დანაშაულზე მსჯავრდების შემთხვევაში პირადი საქმის წარმოების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლის შემდეგ მიმართოს სამინისტროს და მოითხოვოს პირად საქმეში მის შესახებ არსებულ მონაცემთა დეპერსონალიზაცია. აღნიშნული უფლება მძიმე დანაშაულზე მსჯავრდების შემთხვევაში წარმოიშობა პირადი საქმის წარმოების შეწყვეტიდან 15 წლის გასვლის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მსჯავრდების შემთხვევაში 20 წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნულ მოთხოვნას სამინისტრო აკმაყოფილებს, თუ პირის მიერ აღნიშნული ვადის განმავლობაში არ მომხდარა ახალი დანაშაულის ჩადენა.

14. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადი საქმე ნადგურდება, ან ხდება მისი დეპერსონალიზაცია პირის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის გამართლების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

15. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ პირადი საქმე ნადგურდება ან ხდება მისი დეპერსონალიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსჯავრდებულმა/უფლებაჩამორთმეულმა პირმა აღნიშნული ვადის განმავლობაში განმეორებით ჩაიდინა სქესობრივი დანაშაული. სქესობრივი დანაშაულის განმეორების შემთხვევაში არქივში შენახვის 30 წლიანი ვადა თავიდან აითვლება პირის განმეორებით მსჯავრდების მომენტიდან.

მუხლი 9. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ვალდებულებები

1. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი ვალდებულია სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ დაბარების შემთხვევაში გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში დაბარებული უნდა იქნეს გონივრული ვადით ადრე და გონივრული პერიოდულობით. ამასთან, მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირის პოლიციაში დაბარება ამ წესის აღსრულების მიზნით წელიწადში უნდა მოხდეს არანაკლებ 2-ჯერ და არაუმეტეს ოთხჯერ. შემთხვევის მმართველი განუსაზღვრავს მსჯავრდებულს/უფლებაჩამორთმეულ პირს სამინისტროში გამოცხადების ვადებსა და გრაფიკს.

2. შემთხვევის მმართველი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პოლიციაში პირველ დაბარებას მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების/მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან, მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

3. მონიტორინგის მიზნით, დაუშვებელია პირის დაბარება ღამის საათებში (22:00 საათიდან 6:00 საათამდე) ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში.

4. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებისას სამინისტროს უფლებამოსილი პირი არკვევს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, სამუშაო ადგილს, მასთან ერთად მცხოვრებ პირთა შესახებ მონაცემებს (სახელი, გვარი, ასაკი, მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან არსებული კავშირი) და ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.

5. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემის ცვლილებისას ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, აცნობოს შემთხვევის მმართველს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. შემთხვევის მმართველი მსჯავრდებულს/უფლებაჩამორთმეულ პირს პირველივე დაბარებისთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე, დანართი №1-ის შესაბამისად წერილობითი ფორმით განუმარტავს:

ა) განაჩენით გათვალისწინებულ აკრძალვებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათი დაკისრების ვადებსა და შეუსრულებლობის საპატიო მიზეზებს;

გ) განაჩენით უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღნიშნულის აღუსრულებლობის ან/და კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;

დ) უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაბამის საჯარო დაწესებულებაში მის შესახებ არსებული ინფორმაციის გაცნობა;

ე) უფლებას, მიმართოს შესაბამის კომისიას სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული უფლების/უფლებების ვადამდე აღდგენის ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების მიზნით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოვალეობის შესრულების მიზნით შემთხვევის მმართველი ადგენს ოქმს ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად.

8. შემთხვევის მმართველი მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან გასაუბრებისას ადგენს ოქმს, ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება გასაუბრების თარიღი, დრო, ადგილი, გასაუბრებისას მიღებული ინფორმაცია, მონაწილე პირები და მათი ხელმოწერები. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ მიეთითება ოქმში.

9. ამ წესის  დანართი №3-ის შესაბამისად, პირად საქმეში შესატანად შემთხვევის მმართველი პირველი კომუნიკაციისას ამუშავებს მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც შესაძლებელია პერსონალური მონაცემების მოპოვება პირველი კომუნიკაციისას.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება მსჯავრდებულს ეკისრება სქესობრივი დანაშაულის ნასამართლობის ვადით, ხოლო უფლებაჩამორთმეულ პირს − უფლების ჩამორთმევის ვადით.

11. უფლებაჩამორთმეულ პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ნასამართლობის ვადით ეკისრება, თუ მისთვის სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული რომელიმე უფლების ჩამორთმევის ვადა ნასამართლობის ვადაზე ნაკლებია.

12. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან/და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17315 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

13. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებები შეუსრულებლად არ ჩაითვლება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საპატიო მიზეზი:

ა) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც მას არ შეუძლია გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, რაც ექიმის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება;

ბ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, ბებია, პაპა, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება;

გ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამსახურებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება;

დ) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობა, კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება;

ე) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის კანონით დადგენილი წესით დაკავება/პატიმრობა, მისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება;

ვ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს წარედგინება მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე.

მუხლი 10. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის კონტროლის ღონისძიებები

1. დანაშაულის პრევენციის მიზნით შემთხვევის მმართველი უფლებამოსილია განახორციელოს წინასწარ შეთანხმებული ან შეუთანხმებელი (დაუგეგმავი) ვიზიტი მის საცხოვრებელ ადგილზე, შემთხვევის მმართველი, აგრეთვე, უფლებამოსილია განახორციელოს ვიზიტი მის სამუშაო ადგილზე.

2. შემთხვევის მმართველი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს საჭიროებისამებრ, დროის გონივრული ინტერვალით წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ და არაუმეტეს 4-ჯერ.

3. დაუშვებელია საცხოვრებელ ადგილას შემთხვევის მმართველის ვიზიტი ღამის საათებში (22:00 საათიდან 6:00 საათამდე).

4. მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან გასაუბრებისას/ვიზიტისას დგება ოქმი ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.

5. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის საზღვარგარეთ გამგზავრების, ასევე მისი საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მსჯავრდებულმა/უფლებაჩამორთმეულმა პირმა უნდა აცნობოს შემთხვევის მმართველს წერილობითი ფორმით/ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შემთხვევის მმართველი მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციას  ამოწმებს სამინისტროს შესაბამის ბაზაში.

6. თუ სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ადგილსამყოფელი უცნობია, შემთხვევის მმართველი უფლებამოსილია, პირის საცხოვრებელი ადგილის/ადგილსამყოფლის ან/და სამუშაო ადგილის დადგენის მიზნით, საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ ან მოსთხოვოს მათ, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიების გატარება სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

7. სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელი ადგილის/ ადგილსამყოფელის დაუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს პრევენციული საპოლიციო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით.

8. სასამართლოს განაჩენით უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, თუ უფლებაჩამორთმეულმა პირმა დაარღვია სასამართლოს განაჩენი, სამინისტრო ახორციელებს რეაგირებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

9. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის ან/და ახალი ბრალდების საფუძველზე აღკვეთის ღონსძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში კონტროლის ღონისძიებების განხორციელება ჩერდება იმ ვადით, რა ვადითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

მუხლი 11. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პირადი ცხოვრების დაცვის გარანტიები

1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულს/უფლებაჩამორთმეულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ რეესტრში დაცული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტრო ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.

2. სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია  დაიცვას კონფიდენციალობა რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

3. ამ წესით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების დროს სამინისტროში დაცული უნდა იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა უსაფრთხოების წესები, ასევე მინისტრის ბრძანებებით დადგენილი უსაფრთხოების წესები.

მუხლი 12. მონაცემების შენახვა

1. რეესტრის პირველ ნაწილში არსებული ინფორმაცია ნადგურდება ან ხდება მისი დეპერსონალიზაცია მსჯავრებულის/უფლებაჩამორთმეული პირის გარდაცვალების შემდეგ.

2. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის დაქტილოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური მონაცემები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ვადით.

დანართი №1

მსჯავრდებულისთვის/უფლებაჩამორთმეული პირისთვის უფლება-მოვალეობების გაცნობის ოქმი

ოქმის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო:

__________________________________ , _______________________ , _________________________

(ადგილი)

(თარიღი)

(დრო)

ოქმის შემდგენი პირის სახელი და გვარი, თანამდებობა

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მონაცემები:

სახელი: _______________ გვარი:____________________ პირადი ნომერი: ____________________

ტელეფონი:_______________________

სასამართლოს განაჩენის გამომტანი ორგანო, განაჩენის გამოტანის თარიღი და ბრალდების კვალიფიკაცია:

___________________ , _______________________ , ________________________________________

            (ადგილი)                               (თარიღი)

                    (კვალიფიკაცია)

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული უფლება/უფლებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

 საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

 არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

  არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე − 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3 − მე-7 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;

 სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;

 საექიმო საქმიანობის უფლება;

 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

 პასიური საარჩევნო უფლება;

 იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;

   სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს:

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული უფლების/უფლებების ჩამორთმევის ვადა:

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

მსჯავრდებულს/უფლებაჩამორთმეულ პირს განემარტა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ  სამინისტრო) უფლებამოსილი პირის მიერ დაბარების შემთხვევაში გამოცხადდეს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში;

ბ) ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს მიაწოდოს მონაცემები ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის, მასთან ერთად მცხოვრებ პირთა შესახებ (სახელი, გვარი, ასაკი, მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან არსებული კავშირი) და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, აცნობოს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

პირს განემარტა, რომ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები მსჯავრდებულს ეკისრება ნასამართლობის ვადით, ხოლო უფლებაჩამორთმეულ პირს − უფლების ჩამორთმევის ვადით.

მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ამ დანართის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებები შეუსრულებლად არ ჩაითვლება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საპატიო მიზეზი:

1) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც მას არ შეუძლია გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, რაც ექიმის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება;

2) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, ბებია, პაპა, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება;

3) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამსახურებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება;

4) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობა, კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება;

5) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის კანონით დადგენილი წესით დაკავება/პატიმრობა, მისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება;

6) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს წარედგინება მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე.

მსჯავრდებულს/უფლებაჩამორთმეულ პირს განემარტა, რომ:

  • სასამართლოს განაჩენით უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღნიშნულის შეუსრულებლობისას  მას დაეკისრება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით;
  • ამ დანართის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესით.

მსჯავრდებულს/უფლებაჩამორთმეულ პირს განემარტა, რომ იგი უფლებამოსილია:

  • მიმართოს შესაბამის დაწესებულებას და მოითხოვოს მის შესახებ დაცული ინფორმაციის გაცნობა, გარდა ოპერატიული და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;
  • მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიას სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული უფლების/უფლებების ვადამდე აღდგენის ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების მიზნით. ამასთან, ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენა ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირება დასაშვებია:

ა) პირის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ერთი მესამედის გასვლის შემდეგ;

ბ) პირის მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ;

გ) პირის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ორი მესამედის გასვლის შემდეგ.

შენიშვნა:___________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ხელმოწერა: ______________________________

ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა:      __________________________________________________

დანართი №2

მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან გასაუბრების/ვიზიტის ოქმი

ოქმის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო:

__________________________________ , _______________________ , _________________________

(ადგილი)

(თარიღი)

(დრო)

ოქმის შემდგენი პირის სახელი და გვარი, თანამდებობა

 _________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის № ______ ბრძანების საფუძველზე, ______________

____________________________

გავესაუბრე

_______________________

(შეხვედრის ადგილი)

(მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სახელი, გვარი)

მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მონაცემები:

სახელი: _______________ გვარი:______________________ პირადი ნომერი: _________________

ტელეფონი:_______________________ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი:

____________________________________________________________________________________________

გასაუბრებისას

__________________________________

განმარტა, რომ:

(მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სახელი, გვარი)

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ხელმოწერა:

_____________________________________________________

ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა:

_____________________________________________________

დანართი №3

მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმე

ფოტოსურათი

1. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სახელი, გვარი, პირადი №, დაბადების თარიღი, ადგილი, მოქალაქეობა

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

2. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

3. განაჩენის მიმღები სასამართლოს დასახელება, განაჩენის გამოტანის თარიღი და ნომერი; განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია, დანაშაულის აღწერილობა

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

4. სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

5. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული უფლება/უფლებები, შესაბამისი ქვეპუნქტების მითითებით (ასეთის არსებობისას)

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

6. ინფორმაცია მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ნასამართლობის შესახებ (მიუხედავად მოხსნისა ან გაქარწყლებისა)

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

7. ინფორმაცია მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის შეზღუდული შესაძლებლობების ქონის შესახებ

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

8. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პროფესიული კვალიფიკაცია და ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ;

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

9. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიმდინარე საქმიანობა/სამუშაო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინფორმაცია  პირის შემოსავლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

10. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ოჯახური მდგომარეობა

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

11. მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან ერთად ფაქტობრივად მცხოვრები პირების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან არსებული კავშირი, მათი  საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

12. ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

13. მონაცემები საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

14. მონაცემები საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

15. ინფორმაცია მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადების რეჟიმის პერიოდულობის  (გრაფიკი) და დროის შესახებ

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

16. ინფორმაცია მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან საცხოვრებელ ადგილზე/სამუშაო ადგილზე ვიზიტის შესახებ

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

17. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადების რეჟიმის საპატიო ან/და არასაპატიო მიზეზით დარღვევის, შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების შესახებ

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

18. ინფორმაცია საპატიო ან/და არასაპატიო მიზეზით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ შეუტყობინებლობისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების თაობაზე

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

19. ინფორმაცია მონიტორინგის სხვა ღონისძიებების შესახებ

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

20. სხვა ინფორმაცია, რაც აუცილებელია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსასრულებლად

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

21. შემთხვევის მმართველის მონაცემები

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

თარიღი

__________________

მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ხელმოწერა

_______________________________________________

შემთხვევის მმართველის ხელმოწერა

_______________________________________________

დანართი №4

მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმის ცვლილების შეტანის ოქმი

1.

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.