„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024071
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
238
28/06/2023
ვებგვერდი, 28/06/2023
300160070.10.003.024071
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/06/2023 - 18/12/2023)

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №238

2023 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება, გარდა M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3
M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებთან დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ (შემდგომში − რეგლამენტი) შემუშავებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.

2. ეს რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებთან (გამონაბოლქვი) დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც ექვემდებარებიან პირველად რეგისტრაციას ან დროებით რეგისტრაციას.

3. ამ რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში შიგაწვის ძრავით აღჭურვილ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიების იმ ავტოსანტრასპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარებიან პირველად რეგისტრაციას და M1, M2, M3 და N1, N2 კატეგორიების იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარებიან დროებით რეგისტრაციას.

მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი

ამ რეგლამენტის მიზანია:

ა) დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებით (გამონაბოლქვით) მიყენებული ზიანისგან;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (შემდგომში − ავტომობილი) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) შიგაწვის ძრავა − თბური ძრავა, რომლის შიგნით ხდება საწვავჰაერის ნარევის წვით გამოყოფილი სითბოს ნაწილის მექანიკურ მუშაობაში გარდაქმნა;

გ) ბენზინის ძრავა − ბენზინზე მომუშავე შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს ნაპერწკლით აალების პრინციპზე;

დ) დიზელის ძრავა შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს შეკუმშვით აალების პრინციპზე;

ე) ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავა − ბუნებრივ აირზე მომუშავე შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს ნაპერწკლით აალების პრინციპზე;

ვ)  სრული მასა – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ზ) გამონაბოლქვი – ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიგაწვის ძრავის მუშაობისა და საწვავის აორთქლების შედეგად წარმოქმნილი გაფრქვევა, რომელიც შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა:  ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირწყალბადები, აზოტის ოქსიდები და მყარი ნაწილაკები;

თ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები − ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისთვის დადგენილი ზღვრული ნორმები, რომლებიც გამოხატავს ერთეული ავტომობილის გარბენზე ან შიგაწვის ძრავას მუშაობაზე გადაანგარიშებულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობას;

ი) კლასიკური ავტომობილი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ი.ა) წლოვანება აღემატება 40 წელს;

ი.ბ) შესაბამისი მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებოდან.

მუხლი 4. რეგულირების საგანი

1. ამ რეგლამენტის რეგულირების საგანია დანართი 1-ითა და დანართ 2-ით განსაზღვრული შიგაწვისძრავიანი ავტომობილები მათი საქართველოში პირველადი რეგისტრაციისას ან/და დროებითი რეგისტრაციისას (გარდა N3 კატეგორიის ავტომობილების დროებითი რეგისტრაციისა) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების დადგენის მიზნით.

2. ეს რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) კლასიკურ ავტომობილებზე;

ბ) სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად;

გ) სპეციალური დანიშნულების ავტომობილზე, შეჯავშნული კორპუსით;

დ) სახანძრო, სამაშველო ან/და სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

მუხლი 5. ავტომობილების მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) მოთხოვნები

1. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიების ავტომობილებისთვის წარმოდგენილია დანართ 3-ში.

2. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები N1 და N2  კატეგორიების ავტომობილებისთვის წარმოდგენილია დანართ 4-ში.

3. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის წარმოდგენილია დანართ 5-ში.

მუხლი 6. ავტომობილების გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა მათი პირველადი ან დროებითი რეგისტრაციისას

1. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ისეთი M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიების ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია და M1, M2, M3 და N1, N2 კატეგორიების ავტომობილების დროებითი რეგისტრაცია, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ ერთ-ერთ პირობას:

ა) რეგისტრირებულნი იყვნენ მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყნებში და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს;

ბ) ექსპორტი განხორციელდა მე-6 დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს;

გ) აკმაყოფილებენ მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებს, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნით.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთ წლამდე ავტომობილებს, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად, ასევე უნდა ახლდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. იმ ექსპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების მე-3,    მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა, რომლებიც არაა მითითებული დანართ 6-ში ან არ აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს, ხდება ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატის ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები იმგვარად, რომ იგი შედარებადი იყოს ამ რეგლამენტის შესაბამის დანართში მოცემულ გამონაბოლქვის ზღვრულ ნორმებთან.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში და გასცემს შესაბამის დასკვნას.

დანართი 1. M კატეგორია − ავტომობილები, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილნი არიან მგზავრების გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

 

კატეგორია

ავტომობილის აღწერა

M1

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა);

M2

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და

არაუმეტეს 5 ტონა სრული მასით;

M3

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და  5 ტონაზე მეტი სრული მასით.

 

დანართი 2. კატეგორია N − ავტომობილები, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ ოთხი თვალი

 და განკუთვნილნი არიან ტვირთის გადასაზიდად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

 

კატეგორია

ავტომობილის აღწერა

N1

არაუმეტეს 3,5 ტონისა სრული მასით;

N2

 3,5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა სრული მასით;

N3

12 ტონაზე მეტი სრული მასით.

 

დანართი 3. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიების ავტომობილებისთვის

 

ავტომობილის კატეგორია

სარეკომენდაციო მასა, კგ

მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები, გ/კმ

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

ჯამური ნახშირწყალბადები (∑HC)

არამეთანური აქროლადი ორგანული (NMVOC)

აზოტის ოქსიდები

(NOx)

ნახშირწყალბადები და აზოტის ოქსიდები ჯამურად (∑HC+NOx)

მყარი ნაწილაკების მასა (PM)

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

M1, M2

≤ 2610 კგ

1,0

0,50

0,10

0,068

0,06

0,18

0,23

0,005

0,005

 

     

დანართი 4. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის

 

ავტომობილის კატეგორია

წონითი კლასი

სარეკომენდაციო მასა, კგ

მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები, გ/კმ

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

ჯამური ნახშირწყალბადები (∑HC)

არამეთანური აქროლადი ორგანული (NMVOC)

აზოტის ოქსიდები  (NOx)

ნახშირწყალბადები და აზოტის ოქსიდები ჯამურად (∑HC+NOx)

მყარი ნაწილაკების მასა (PM)

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

ბენზინის ძრავა

დიზელის ძრავა

N1

I

≤ 1305

1,0

0,50

0,1

0,068

0,06

0,18

0,23

0,005

0,005

II

1306 - 1760

1,81

0,63

0,13

0,090

0,075

0,235

0,295

0,005

0,005

III

>1760

2,27

0,74

0,16

0,108

0,082

0,280

0,35

0,005

0,005

N2

 

≤ 2610

2,27

0,74

0,16

0,108

0,082

0,082

0,35

0,005

0,005

  

დანართი 5. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის

ა) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის − გამოცდის მდგრადი რეჟიმის ციკლი და გამოცდის დატვირთვის რეჟიმის ციკლი:

 

ავტომობილის კატეგორია

მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

გ/კვტსთ

ნახშირწყალბადები (HC)

გ/კვტსთ

აზოტის ოქსიდები  (NOx)

გ/კვტსთ

მყარი ნაწილაკების მასა (PM)

გ/კვტსთ

კვამლიანობა

 

(m-1)

M3, N3

1,5

0,46

2,0

0,02

0,5

 

ბ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის − გამოცდის გარდამავალი რეჟიმის ციკლი:

 

ავტომობილის კატეგორია

მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

გ/კვტსთ

არამეთანური ნახშირწყალბადები (NMHC)

გ/კვტსთ

მეთანი

(CH4)

გ/კვტსთ

(მხოლოდ ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავებისთვის)

აზოტის ოქსიდები  (NOx)

გ/კვტსთ

მყარი ნაწილაკების მასა (PM)

გ/კვტსთ

M3, N3

4,0

0,55

1,1

2,0

0,03

 

დანართი 6. ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით

 

                                               ქვეყანა

ავტომობილის გამოშვების წელი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები

≥2013

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

≥2013

შვეიცარიის კონფედერაცია

≥2013

ნორვეგიის სამეფო

≥2013

ამერიკის შეერთებული შტატები

≥2013

იაპონია

≥2013

კორეის რესპუბლიკა

≥2013

თურქეთის რესპუბლიკა

≥2013

კანადა

≥2013

ჩილეს რესპუბლიკა

≥2013

ავსტრალიის თანამეგობრობა

≥2016

რუსეთის ფედერაცია  (2022 წლამდე რეგისტრირებული)

≥2016 − ≤2021

სინგაპურის რესპუბლიკა

≥2017

არაბთა გაერთიანებული საამიროები (მხოლოდ N3 კატეგორიის ავტომობილებისთვის)

≥2021.