საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ახალი თვითმომსახურების აპარატებით სარგებლობა უკვე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ახალი თვითმომსახურების აპარატებით სარგებლობა უკვე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი.

 

თვითმომსახურების აპარატის მეშვეობით საკანონმდებლო მაცნეს ბეჭდური პროდუქციის მიღება მარტივად, ახლა უკვე ელექტრონული გადახდის სისტემით თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. გარდა ქართულენოვანი ბეჭდური პროდუქციისა, თვითმომსახურების აპარატით შესაძლებელია ნორმატიული აქტების ინგლისურენოვანი ვერსიების მიღებაც. კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა იუსტიციის სამინისტროსა და საკანონმდებლო მაცნეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

ამჟამად საკანონმდებლო მაცნეს თვითმომსახურების აპარატებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი; შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტი; დავით აღმაშენებლის ხეივანი №64, თბილისის საქალაქო სასამართლო; ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, თბილისის იუსტიციის სახლი; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №7, ბათუმის იუსტიციის სახლი.