საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2883-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 050040000.05.001.020868
2883-XIმს-Xმპ
16/05/2023
ვებგვერდი, 01/06/2023
050040000.05.001.020868
საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ე1“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი;

ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი მოიცავს საპატენტო სიგელსა და პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი);“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასარგებლო მოდელის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) პატენტრწმუნებული − ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას;“;

დ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები:

„პ1) ბუდაპეშტის ხელშეკრულება – „საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულება“ (ხელმოწერილია 1977 წლის 28 აპრილს, შესწორებულია 1980 წლის 26 სექტემბერს);

2) ბიოლოგიური მასალა − მასალა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას და რომელსაც აქვს თვითრეპროდუქციის უნარი ან რომლის რეპროდუცირებაც შესაძლებელია ბიოლოგიურ სისტემაში;“;

ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დეპოზიტარიუმი – ბუდაპეშტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაც ინახება ბიოლოგიური მასალა;“;

ვ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“–„ც“ ქვეპუნქტები:

„ქ) ევროპული საპატენტო განაცხადი – ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) შესაბამისად შეტანილი ევროპული საპატენტო განაცხადი, აგრეთვე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადი, რომლის მიმართაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო;

ღ) ვალიდირებული ევროპული პატენტი – ევროპულ საპატენტო განაცხადზე ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოში მოთხოვნილ იქნა ევროპული პატენტის ვალიდაცია;

ყ) ევროპული პატენტის ვალიდაცია – მოთხოვნის საფუძველზე ევროპული საპატენტო განაცხადისა და ევროპული პატენტის მოქმედების აღიარება საქართველოს ტერი­ტორიაზე;

შ) ვალიდაციის შეთანხმება – შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ (ვალიდაციის შეთანხმება) (ხელმო­წერილია 2019 წლის 31 ოქტომბერს);

ჩ) ეროვნული საპატენტო განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტში შეტანილი გამოგონების განაცხადი;

ც) ეროვნული პატენტი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტის მიერ ეროვნული საპატენტო განაცხადის საფუძველზე გაცემული გამოგონების პატენტი.“.

2. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლები

1. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა.

2. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებში ექცევა ნებისმიერი ობიექტი, რომელშიც გამოგონების ფორმულის მუხლის ყველა ნიშანია განხორციელებული.

მუხლი 7.  დასაიდუმლოებული გამოგონება

1. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობიდან გამომდინარე დასაიდუმლოებულ გამოგონებაზე საპატენტო განაცხადსა და პატენტს საქპატენტი გამოაქვეყნებს მხოლოდ გამოგონების განსაიდუმლოების შემდეგ, ამ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. გამოგონების დასაიდუმლოება დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, რომელიც პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიძლება ამ პუნქტით დადგენილი ვადით რამდენჯერმე გაგრძელდეს.

3. გამოგონების დასაიდუმლოების შემთხვევაში გამომგონებელს ეძლევა სათანადო კომპენსაცია, რომლის ოდენობის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება შესაბა­მისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმები

1. პატენტი გაიცემა ტექნიკის ნებისმიერ დარგში ისეთ გამოგონებაზე, რომელიც აკმაყოფილებს გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.

2. გამოგონებას აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. 

3. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან. 

4. გამოგონებას აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება. 

5. ტექნიკის დონეს მიეკუთვნება/განსაზღვრავს ყველა მონაცემი, რომლებიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვაგვარად.

6. სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად შეტანილი ყველა განაცხადი და ყველა ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლებისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური, თუ ამ განაცხადებს აქვს იმ განაცხადზე უფრო ადრინდელი პრიორიტეტი, რომლის სიახლეც დგინდება, და აღნიშნული განაცხადები ამ განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ გამოქვეყნდა.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ტექნიკის დონისთვის მიკუთვნებული იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხერხებში გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხერხებში მისი გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.

8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხერხებში სპეციფიკურად გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხერხებში მისი სპეციფიკური გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.“.

4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ინფორმაციის გახსნა

მონაცემები, რომლებიც ტექნიკის დონეს მიეკუთვნება, არ მოახდენს გავლენას განაცხადით გათვალისწინებული ობიექტის პატენტუნარიანობაზე, თუ ეს მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა პრიორიტეტის თარიღამდე არაუგვიანეს 6 თვისა: 

ა) მესამე პირის მიერ გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელების შედეგად;

ბ) გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამოგონების პარიზის კონვენციის ფარგლებში ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენციის (გადასინჯულია 1972 წლის 30 ნოემბერს) ფარგლებში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე ექსპონირებისას.“.

5. მე-17 მუხლის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადამიანის ან ცხოველის მკურნალობის ქირურგიულ ან თერაპიულ ხერხებზე, აგრეთვე დიაგნოსტიკურ ხერხებზე, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ან ცხოველის სხეულზე. ეს წესი არ ვრცელდება აღნიშნულ ხერხებში გამოყენებულ მოწყობილობებზე, ნივთიერებებსა და ნაერთებზე;

გ) მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშებზე, აგრეთვე მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებს, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს, მათ შორის, ფარმაცევტულ ნივთიერებებს.“.

6. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამომგონებელი და პატენტის მიღების უფლება“.

7. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გამომგონებელს უფლება აქვს, მითითებულ იქნეს გამომგონებლად განაცხადსა და პატენტში.“.

8. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილი გამოგონების პატენტის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა თანაგამომგონებელს ერთად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანაგამომგონებლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ერთი და იმავე პრიორიტეტის მქონე ერთსა და იმავე გამოგონებაზე, რომელზედაც ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ შეტანილია რამდენიმე განაცხადი, არ შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პატენტი.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

 

„თავი IV1

პატენტრწმუნებული

მუხლი 221. პატენტრწმუნებულის დანიშვნა

1. საქპატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლობას ახორციელებს მისი წარმომადგენელი ან/და საქართველოს პატენტრწმუნებული (არსებობის შემთხვევაში).

2. განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი, რომელსაც საქართვე­ლოში მუდმივი საცხოვ­რებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული მისამართი არ აქვს, ვალდებულია საქპატენტში წარმომადგენლად დანიშნოს საქართველოს პატენტ­რწმუნებული.

3. თუ განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

4. საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დას­ტურდება განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მიერ გაცემული, წარმომად­გენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით.  

მუხლი 22 2. საქართველოს პატენტრწმუნებულის საქპატენტში რეგისტრაციის წესი

1. საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მისი რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით.

2. საქართველოს პატენტრწმუნებულს შესაძლებელია მიენიჭოს კვალიფიკაცია საერთო სპეციალიზაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების სპეციალიზაციის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

3. საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მოსაპოვებლად საერთო სპეციალიზაციით ან საპატენტო სპეციალიზაციით საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:

ა) აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ/საინჟინრო მეცნიერებებში;

ბ) აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ  3 წლის გამოცდილება ან/და გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.

4. საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მოსაპოვებლად ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების სპეციალიზაციით საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:

ა) აქვს უმაღლესი განათლება;

ბ) აქვს შესაბამისი სპეციალიზაციის სფეროში მუშაობის (მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის) არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან/და გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.

5. საქართველოს პატენტრწმუნებულის შესახებ მონაცემები საქპატენტს შეაქვს პატენტრწმუნებულთა რეესტრში.“.

10. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადი საქპატენტს წარედგინება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

11. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. პატენტის მიღების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს გამომგონებლის შესახებ მონაცემებს, რომელთა სიზუსტისა და უტყუარობისთვის პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებლის წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში განაცხადს წარდგენისთანავე ან მისი წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგანაცხადო მასალების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მათი ქარ­თული თარგმანი. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.“.

12. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. განაცხადის შეტანის თარიღი

განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა ის დღე, როდესაც წარდგენილ იქნა პატენტის მიღების თაობაზე განცხადება და გამოგონების აღწერილობა.“.

13. 28-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოგონების ერთიანობა, გამოგონების აღწერილობის სისრულე და გამოგონების ფორმულა“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-5 პუნქტები:

„3. გამოგონების აღწერილობა წარდგენილი უნდა იყოს დადგენილი წესით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტს შეეძლოს მისი განხორციელება.

4. თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ მასალას და შეუძლებელია განაცხადში ამ მასალის ისეთი სისრულით აღწერა, რომ სპეციალისტისთვის ცხადი იყოს გამოგონების განხორციელების შესაძლებლობა, ან თუ ეს ბიოლოგიური მასალა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ არის, განაცხადს უნდა დაერთოს დეპოზიტარიუმის მიერ გაცემული, აღნიშნული მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. გამოგონების ფორმულა შედგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით დადგენილი წესით, ნათლად უნდა ასახავდეს გამოგონების არსს და უნდა ეფუძნებოდეს გამოგონების აღწერილობას. გამოგონების ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი მუხლისგან.“.

14. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. გამოყოფილი განაცხადი

1. განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტში შეტანილი განაცხადი ნაწილებად დაყოს და გამოყოფილი განაცხადი წარადგინოს. გამოყოფილი განაცხადის საგანი არ უნდა გასცდეს შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს.

2. გამოყოფილ განაცხადს უნარჩუნდება საქპატენტში პირველი განაცხადის შეტანის თარიღი და პრიორიტეტი.

3. გამოყოფილი განაცხადის წარდგენა დასაშვებია საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ინსტრუქციით დადგენილი წესით.“.

15. 30-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ განმცხადებელმა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო საკონვენციო პრიორიტეტის ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნით განაცხადის საქპატენტში ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შეტანა, მას უფლება აქვს, აღნიშნული განაცხადის მომდევნო 2 თვის ვადაში შეტანის შემთხვევაშიც ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით.

4. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია:

ა) ამის შესახებ მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვ­ნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. პრიორიტეტის მოთხოვნის შეცვლა შესაძლებელია მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, ხოლო თუ ეს ცვლილება იწვევს პრიორიტეტის თარიღის ცვლილებას – შეცვლილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, იმის მიხედვით, თუ რომელი 16-თვიანი პერიოდი იწურება უფრო ადრე. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილების წარდგენა შესაძლებელი უნდა იყოს განაცხადის შეტანის თარიღიდან 4 თვის ვადაში;

ბ) საქპატენტში წარადგინოს აღნიშნული პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქპატენტში იმავე განმცხადებლის ან იმ პირის, რომლის უფლებამონაცვლეც არის განმცხადებელი, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია გამოგონების არსი, თუ განაცხადი, რომლითაც აღნიშნული პრიორიტეტი მოითხოვება, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში იქნა შეტანილი. განმცხადებელმა ამ პრიორიტეტის მოთხოვნის თაობაზე უნდა მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. ამასთანავე, განაცხადი, რომლის პრიორიტეტიც იქნა მოთხოვნილი, გატანილად მიიჩნევა;

გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, თუ ყოველი მათგანისთვის დაცულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.“.

16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:

„მუხლი 311. განაცხადის გამოქვეყნება

1. საქპატენტი აქვეყნებს განაცხადს:

ა) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისთანავე;

ბ) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე.

2. განაცხადი ქვეყნდება ამ კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული პატენტის გამოქვეყნებისას, თუ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე მიიღება.

3. განაცხადი არ ქვეყნდება, თუ მასზე საქმის წარმოება შეწყდა.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტს განაცხადის შესახებ მონაცემები შეაქვს სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომ − რეესტრი), განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო საგანაცხადო მასალებს აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

17. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით იწყებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და საგანაცხადო მასალების გაფორმების სისწორე.“.

19. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება:

ა) ეხება თუ არა განაცხადი ამ კანონის მე-16 ან მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ობიექტს;

ბ) აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) აკმაყოფილებს თუ არა გამოგონება ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“;

ბ) 11−13 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმების − სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესაფასებლად ინსტრუქციით დადგენილი წესით ტარდება ძიება.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემოწმების შემდეგ საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის ძიების ანგარიშსა და ექსპერტიზის დასკვნას.“.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35მუხლი:

„მუხლი 351. პატენტის გაცემის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება

1. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ექსპერტიზის ჩამტარებელი უფლებამოსილია ინსტრუქციით დადგენილი წესით მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანა ან განმარტების წარდგენა.

2. საქპატენტი იღებს დასაბუთებულ უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე, თუ:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანის მიუხედავად, განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით არ შეიტანს განაცხადში ცვლილებას ან შესწორებას ან არ წარადგენს განმარტებას.“.

21. 36-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

„მუხლი 361. პატენტის გაცემის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება

1. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს დასაბუთებულ დადებით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე.

2. პატენტის გაცემამდე საქპატენტი გამოგონების აღწერილობას, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებს (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) შესათანხმებლად განმცხადებელს უგზავნის.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელი 2 თვის ვადაში წერილობით გამოხატავს თანხმობას ან აღნიშნულთან დაკავშირებით თავის პოზიციას არ წარმოადგენს, საქპატენტი პატენტს გასცემს განმცხადებლისთვის გაგზავნილი გამოგონების აღწერილობის, გამოგონების ფორმუ­ლისა და ნახაზების (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერი­ლობაში) საფუძველზე.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელი 2 თვის ვადაში მოითხოვს გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) დამატების ან/და ცვლილების შეტანას, საქპატენტი განიხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მისი გათვალისწინების შესახებ.“.  

23. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება და საპატენტო სიგელის გაცემა

1. საქპატენტს პატენტის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ბიულე­ტენში, ხოლო პატენტის აღწერილობას აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით და გასცემს საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად, თუ არსე­ბობს:

ა) საქპატენტის დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე;

ბ) ამ კანონის 403 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ.     

2. საპატენტო სიგელის ფორმას და რეესტრში შესატან პატენტის შესახებ მონაცემებს ადგენს საქპატენტი.

3. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის საჯარო მონაცემებს.“.

24. 401 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პატენტის მფლობელის მოთხოვნით დასაშვებია გაცემული პატენტის გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერი­ლობაში) ცვლილების შეტანა მექანიკური შეცდომის გასასწორებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება ნათლად გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსიდან და აშკარაა, რომ არ შეიძლებოდა სხვა რამ ყოფილიყო ნაგულისხმები. აღნიშნულმა ცვლილებამ არ უნდა გააფართოოს დაცვის ფარგლები.“.

25. 403 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქპატენტის გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრება“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

26. 404 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია, პატენტრწმუნებული ან წარმომადგენელი იყოს პირი, რომელიც პატენტრწმუნებულად რეგისტრაციამდე ან წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში საქპატენტში ექსპერტად მუშაობდა ან მუშაობს.“.

27. 41-ე და 42-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

28. 421 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 421. გამოგონების პატენტის ხელახალი ექსპერტიზა

1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მიმართოს საქპატენტს პატენტის ბათილად ცნობის მიზნით და მოითხოვოს საქპატენტის მიერ გაცემულ გამოგონების პატენტზე ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება.

2. გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) წერილობითი დასაბუთება იმისა, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პატენტის ბათილად ცნობის საფუძველი;

ბ) ყველა დოკუმენტი, რომლებსაც დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაბუთების შედგენისას. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უცხოურ ენაზეა წარდგენილი, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები წარდგენილად არ მიიჩნევა.

3. გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში პატენტის მფლობელს უფლება აქვს, წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს.

4. საქპატენტი გამოგონების პატენტზე ჩატარებული ხელახალი ექსპერტიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, თუ დადგინდა, რომ:

ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის;

ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;

გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა;

დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა;

ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;

ვ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.

5. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში და შეიტანება რეესტრში.

6. გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“.

29. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს:

ა) განაცხადის განხილვის შეჩერება;

ბ) წარდგენილ საგანაცხადო მასალაში ცვლილების შეტანა, თუ ეს ცვლილება არ სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;

გ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება;

დ) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული, დაკარგული უფლებების აღდგენა.“.

30. 47-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის, საპატენტო ექსპერტიზისთვის, სასარგებლო მოდელზე ექსპერტიზისთვის, ხელახალი ექსპერტიზისთვის, სასარგებლო მოდელზე დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების შეფასებისთვის, განაცხადის გამოქვეყნებისთვის, პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის რეგისტრაციისთვის, ყოველწლიურად პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის, ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისთვის და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელებისთვის გადაიხდება შესაბამისი საფასური.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნების საფასური გადაიხდება საქპატენტში ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის ევროპულ საპატენტო ბიულეტენში გამოქვეყნების წლის მომდევნო წლებისთვის.“.

31. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი:

„მუხლი 471. პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლებების წარმოშობა

პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა პატენტის შესახებ მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.“.

32. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პატენტის მფლობელი პატენტს თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს ან დააგირაოს პატენტი ან/და დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე.“.

33. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

34. 57-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ:

ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის;

ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;

გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა;

დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა;

ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;

ვ) პატენტის მფლობელს არ ჰქონდა პატენტის მიღების უფლება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად;

ზ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატენტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირმა შეიძლება პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად პატენტის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქპატენტი პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს:

ა) პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) ამ კანონის 421 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე;

გ) ამ კანონის 685 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თუ დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 711 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.“.

35. 685 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას სასარგებლო მოდელის მფლობელი ვალდებულია სასამართლოში ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მოთხოვნით სარჩელთან ერთად წარადგინოს ამ კანონის 711 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების (მათ შორის, საგამომგონებლო დონის) შეფასების შესახებ დადებითი დასკვნა, რომელიც გაცემულია საქპატენტის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესით.“.

36. 711 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმები“;

ბ) პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასარგებლო მოდელი, რომელსაც აქვს გამოგონებაზე ნაკლები საგამომგონებლო დონე და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, დაცვისუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.

2. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.

3. სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამის დარგში გათვითცნობიერებული პირისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.

4. სასარგებლო მოდელს აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისას საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა საგამომგონებლო დონის შეფასებისა.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასარგებლო მოდელის მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი განაცხადის შეტანის თარიღიდან.“;

ე) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ კანონით გამოგონების შექმნისთვის, ექსპერტიზისთვის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისთვის დადგენილ სათანადო ნორმებში სასარგებლო მოდელთან მიმართებით გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერმინი − „სასარგებლო მოდელი“, „სასარგებლო მოდელის მოწმობა“.“;

ვ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

37. 71მუხლი ამოღებულ იქნეს.

38. 74-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმღები უწყება“.

39. 75-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება““.

40. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 75მუხლი:

„მუხლი 751. საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება

საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, საერთაშორისო განაცხადს აქვეყნებს მისი ქართული თარგმანის წარდგენისთანავე.“.

41. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XII1 თავი:

 

„თავი XII1

ევროპული პატენტის ვალიდაცია

მუხლი 752. ევროპული საპატენტო განაცხადი და ვალიდირებული ევროპული პატენტი

1. ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ამ მუხლისა და ამ კანონის 753 და 754 მუხლების შესაბამისად აქვს იგივე იურიდიული ძალა და მათზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, რომელიც/რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტისთვის.

2. ევროპული საპატენტო განაცხადი, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის თარიღი, უთანაბრდება ეროვნულ საპატენტო განაცხადს შესაბამის შემთხვევაში ევროპული საპატენტო განაცხადისთვის მოთხოვნილი პრიორიტეტით, ევროპული საპატენტო განაცხადის ექსპერტიზის შედეგის მიუხედავად.

3. საქპატენტის მიერ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნების თარიღიდან გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადით წარმოიშობა იგივე პირობითი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა გამოქვეყ­ნებული ეროვნული საპატენტო განაცხადით. ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნებისთვის ევროპული პატენტის მიღების მსურველმა განმცხადებელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.

4. ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ვალიდირებული ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან ვალიდირებული ევროპული პატენტით წარმოიშობა იგივე განსაკუთრებული უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტით.

5. ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური, და ვალიდირებული ევროპული პატენტი ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი.

6. ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი ვალიდირებული ევროპული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული პატენტის მიმართ.

7. თუ ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილია ან გამოხმობილად ითვლება, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა.

8. თუ ევროპული პატენტი ევროპის საპატენტო ოფისმა  (EPO) ბათილად ცნო მესამე პირის მიერ გასაჩივრების ან ცენტრალიზებულად გაუქმებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, ან თუ დაცვის ფარგლები შევიწროვდა ევროპის საპატენტო ოფისის  (EPO) დაცვის ფარგლების შევიწროებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ევროპულ საპატენტო განაცხადზე, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული ვალიდირებული ევროპული პატენტი, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა.

9. თუ ერთი და იმავე განმცხადებლის ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ეროვნულ პატენტს აქვს ერთი და იგივე შეტანის თარიღი, ან თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი და ერთი და იმავე პრიორიტეტის თარიღით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს ერთსა და იმავე პირს ან მის უფლებამონაცვლეს, ეროვნულ პატენტს ძალა არა აქვს, თუ ის ეხება იმავე გამოგონებას, რომელსაც ეხება ვალიდირებული ევროპული პატენტი, იმ თარიღიდან, როდესაც გავიდა ევროპული პატენტის გასაჩივრების პერიოდი ისე, რომ არ იქნა წარდგენილი მესამე პირის საჩივარი, ან იმ თარიღიდან, როდესაც მის გასაჩივრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შედეგად მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნების შესახებ.

მუხლი 75 3. ევროპული პატენტის ვალიდაციის პროცედურა

1. ევროპული საპატენტო განაცხადი და ამ განაცხადზე გაცემული ევროპული პატენტი შეიძლება განმცხადებლის მოთხოვნით საქართველოში იქნეს ვალიდირებული. ვალიდაციის მოთხოვნა მიჩნეული უნდა იქნეს წარდგენილად განმცხადებლის მიერ ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადისთვის, რომელიც შეტანილია იმ თარიღით ან იმ თარიღის შემდეგ, როდესაც ძალაში შევა ვალიდაციის შეთანხმება.

2. საქპატენტმა უნდა გამოაქვეყნოს ვალიდაციის ყველა მოთხოვნა იმ დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, როდესაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) შეატყობინებს მას, რომ გადახდილია ვალიდაციის შესაბამისი საფასური, მაგრამ არა ევროპული საპატენტო განაცხადის შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, ხოლო თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი − ყველაზე ადრინდელი პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე.

3. ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ ვალიდაციის შესაბამისი საფასური დროულად არ იქნა გადახდილი ან თუ ევროპულ საპატენტო განაცხადზე მიღებულ იქნა საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება ან ევროპული საპატენტო განაცხადი გამოხმობილ იქნა ან  გამოხმობილად იქნა მიჩნეული. საქპატენტმა ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობის თაობაზე ინფორმაცია უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს, თუ მან უკვე გამოაქვეყნა ვალიდაციის მოთხოვნა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. ვალიდაციის საფასური გადახდილი უნდა იქნეს ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) იმ თარიღიდან 6 თვის განმავლობაში, როდესაც ევროპულ საპატენტო ბიულეტენში გამოქვეყნდება ინფორმაცია ევროპული ძიების ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, ან შესაბამის შემთხვევაში იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო განაცხადის ევროპულ ფაზაში შესასვლელად მოთხოვნილი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლისთვისაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო. ვალიდაციის საფასურის გადახდაზე ვრცელდება ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) საფასურებთან დაკავშირებული წესები. ამ კანონით დადგენილი წესით გადახდილი ვალიდაციის საფასური არ ბრუნდება.

5. ვალიდაციის საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი, 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში ვალიდაციის საფასურზე გადაიხდება 50-პროცენტიანი დანამატი.

6. ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან 3 თვის განმავლობაში პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს საქართველოში გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.

7. თუ ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) მესამე პირის საჩივრის წარდგენის ან ევროპული პატენტის შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად ევროპული პატენტი ძალაში დარჩება შეცვლილი სახით, იმ თარიღიდან 3 თვის განმავლობაში, როდესაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის შეცვლილი სახით ძალაში დატოვების შესახებ ან მისი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ, პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს შეცვლილი ან შეზღუდული ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.

8. თუ გამოგონების ფორმულის ტექსტი შეიცავს მითითებას ნახაზების პოზიციებზე, ასეთი ნახაზები უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ თარგმანს.

9. საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ამოწმებს ვალიდირებული ევროპული პატენტის გამოგონების ფორმულის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თარგმანის ავთენტურ ტექსტთან შესაბამისობას და არსებითი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვს პატენტის მფლობელს შესწორებული თარგმანის პატენტრწმუნებულის მეშვეობით წარდგენას.

10. თუ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები შესრულებულია, საქპატენტმა უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით წარდგენილი თარგმანი.

11. თუ შესაბამის ვადაში არ არის წარდგენილი ამ მუხლის მე-6, მე-7 ან მე-9 პუნქტით გათვალისწინებული თარგმანი ან არ არის გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური, ევროპული პატენტი თავიდანვე (Ab Initio) ბათილად იქნება მიჩნეული. აღნიშნული თარგმანი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი 3-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნებისთვის დადგენილ საფასურზე გადაიხდება 100-პროცენტიანი დანამატი.

12. ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნებისთვის წლიური საფასური გადახდილი უნდა იქნეს ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად.

13. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

14. ევროპულ საპატენტო განაცხადზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი პატენტის გაცემის პროცედურა.

მუხლი 75 4. ევროპული საპატენტო განაცხადის ან ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტი

1. საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ან ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართულ თარგმანს საქართველოს ტერიტორიაზე მესამე პირისთვის სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, პატენტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესში ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის ქართულ თარგმანში უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული იქნება მხოლოდ ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის შესაბამისი ქართული თარგმანი.

3. ევროპული პატენტის მიღების მსურველ განმცხადებელს ან ვალიდირებული ევროპული პატენტის მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წარადგინოს შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით. გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის შესწორებულ თარგმანს, ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის შესწორებულ თარგმანს იურიდიული ძალა არა აქვს, ვიდრე მას არ გამოაქვეყნებს საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით და არ იქნება გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.

4. ნებისმიერ პირს, რომელიც კეთილსინდისიერად იყენებს გამოგონებას ან რომელმაც განახორციელა ქმედითი და მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა გამოგონების გამოყენებისთვის, რომლის გამოყენებაც თარგმანის პირვანდელ ვარიანტში განაცხადზე ან პატენტზე უფლების დარღვევად არ იყო მიჩნეული, შესწორებული თარგმანის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია საფასურის გადახდის გარეშე გააგრძელოს გამოგონების თავის საქმიანობაში ან მისი საჭიროებებისთვის გამოყენება.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ უზრუნველყოს:

ა) „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის ამ კანონთან შესაბამისობა; 

ბ) „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ ამ კანონთან შესაბამისობა. 

მუხლი 3. საქართველოს მთავრობას დაევალოს:

ა) „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტისთვის საქართველოს კანონის პროექტის წარდგენა, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მისი რეგისტრაციის წესი.

მუხლი 4

1. განაცხადი, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისთვის საქპატენტში საქმის წარმოება მიმდინარეობს, განიხილება და პატენტი გაიცემა ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს საპატენტო კანონის ნორმების ამოქმედების მომენტისთვის მოქმედ საქართველოს პატენტრწმუნებულებს უნარჩუნდებათ სტატუსი საერთო სპეციალიზაციით.

მუხლი 5

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საპატენტო კანონის 221 მუხლისა და 222 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საპატენტო კანონის 221 მუხლი და 222 მუხლის პირველი პუნქტი და ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მაისი 2023 წ.

N2883-XIმს-Xმპ