„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022648
96
11/03/2021
ვებგვერდი, 12/03/2021
470230000.10.003.022648
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2021 წლის 11 მარტი

 ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-18 მუხლის:

ა) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ამ მუხლის 41 პუნქტითა და მე-8 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება დროებითი ღონისძიების სახით გათავისუფლდეს ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სანებართვო დანართის ფლობის ვალდებულებისგან.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი, 41 და მე-8 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართით („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

8. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ამ დადგენილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მობილიზაციასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და/ან სხვა სტაციონარული დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზაციის შესახებ;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულებების მობილიზაციის სქემიდან გამორთვის შესახებ, მობილიზებული საწოლების რაოდენობის, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებლის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის სპეციალიზებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის სურათის, ასევე საწოლების კონსოლიდაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ამასთან:

ბ.ა) კლინიკებში, რომლებიც დაექვემდებარებიან მობილიზაციის სქემიდან გამორთვას, გარდა ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, სამინისტროს მიერ მითითებული თარიღიდან წყდება COVID-19-ის დიაგნოზის მქონე ახალი პაციენტების შეყვანა;

ბ.ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კლინიკებს, სურვილისა და ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით ჰიბრიდულ რეჟიმში ოპერირების შესაძლებლობის შემთხვევაში, უფლება აქვთ, მიიღონ COVID-19-ის დიაგნოზის მქონე ახალი პაციენტები სამართავად;

ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, კლინიკებისთვის COVID-19-ის შემთხვევების დაფინანსება განხორციელდება განსხვავებული წესით, ვიდრე მობილიზებული კლინიკებისთვის.“;

გ)  81 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისთვის, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცეთ შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს, ინფექციონისტებს, ოჯახის ექიმებს, ალერგოლოგებს, პედიატრებს, ქირურგებს, ექთნებს, შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფის შემდეგ.“;

დ) მე-9 პუნქტის:

დ.ა)  „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ.ბ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის განმახორციელებელი/მიმწოდებელი დაწესებულების/ლაბორატორიების მეშვეობით (სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და შესაბამის დაწესებულებას/ლაბორატორიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად);“;

დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს:“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1  იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტით ჩამოყალიბებული მე-8 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებისა და „გ“ ქვეპუნქტისა. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, „ბ“ ქვეპუნქტით ჩამოყალიბებული მე-8 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები და „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი